მოგადიშოში ტერაქტი მოხდა - აფეთქების დროს დაიღუპნენ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტები
სომალის დედაქალაქ მოგადიშოში ტერაქტი მოხდა - ააფეთქეს ეროვნული თეატრის შენობა. აფეთქების დროს დაიღუპნენ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტები.

დაღუპულთა ზუსტი რიცხვი არ სახელდება, მაგრამ როგორც BBC იუწყება, მსხვერპლთა რიცხვი მინიმუმ 7 ადამიანს აღწევს. აფეთქების მომენტში თეატრში ჩინოვნიკები იმყოფებოდნენ, რომელთა ზუსტი რიცხვი არ სახელდება. ზუსტად ცნობილია ის, რომ დაღუპულთა შორის არიან ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი ადენ იაბარო ვიიში და სომალის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი საიდ მოჰამედ ნური.

წინასწარი ინფორმაციით, ბომბი ააფეთქა კამიკაძე-ტერორისტმა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა არ აუღია არც ერთ დაჯგუფებას, რომლებიც მრავლად არიან ქვეყანაში და ხელისუფლებაში მოსვლისთვის იბრძვიან. ბოლო დროს, სომალიში მომხდარ მსხვილ ტერაქტებს დაჯგუფება "ალ-შაბაბს" მიაწერდნენ. 14 მარტს ამ ორგანიზაციის "ბოევიკებმა" პრეზიდენტის სასახლე ააფეთქეს.

"ალ-შაბაბმა" 2011 წლის აგვისტოში დატოვა მოგადიშო, მაგრამ ამას ტაქტიკური ნაბიჯი უწოდა. 2012 წლის თებერვალში დედაქალაქში საფეხბურთო მატჩის დროს გაისმა აფეთქების ხმა, რომლის დროსაც სამი ადამიანი დაიღუპა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა - კიმი პრემიერ ლიგას უახლოვდება
კარიუსი გერმანიაში რჩება - "შალკემ" მეკარეს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
მოლაპარაკებები დაწყებულია - ნიკო უილიამსი "ბაიერნს" უახლოვდება
"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე
არისაბალაგა "ჩელსიდან" "არსენალში" გადავიდა
პსჟ-ს ფეხბურთელი ესპანეთში დაბრუნებას აპირებს
პსჟ ფაბიან რუისს ვერ შეელევა
"ტორპედომ" გვინეა ბისაუს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
9 თვის შემდეგ - დანი კარვახალი მოედანს უბრუნდება
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
Areanapoli: საქართველო ტალანტების სამჭედლოა, ბართიშვილი - დაუმუშავებელი ბრილიანტი
კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა
ძაკარდო: ხვიჩა ნეაპოლში უნდა დაბრუნდეს - "ახალი კვარა"?
პსჟ-ს დამარცხებამაც ვერ უშველა - "ბოტაფოგოს" მწვრთნელი გადააყენეს
მიქაუტაძის "ლიონს" ახალი პრეზიდენტი ჰყავს - კლუბში დიდი ცვლილებებია
უყურე Setanta Sports ულიმიტოდ სილქნეტის ქსელში!
[VIDEO] სინათლე გვირაბის ბოლოს - პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტის გაფორმებისას ემოციები ვერ შეიკავა
18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო
მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა
დიოკერეში "სპორტინგის" ვარჯიშებზე დაბრუნებას არ აპირებს - კლუბის პრეზიდენტი აზრს არ იცვლის
"მესი პსჟ-სთან არ დამარცხებულა, იცით, ეს რატომ მოხდა?" - ზლატან იბრაჰიმოვიჩი
"გავხდები თუ არა მწვრთნელი?" - რონალდომ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
რა თქვეს ნამატჩევს მესიმ და კვარაცხელიამ?