“მანჩესტერ იუნაიტედის” კაპიტანი გუნდს, საუკეთესო შემთხვევაში, ნოემბრის ბოლოს დაუბრუნდება
“მანჩესტერ იუნაიტედის” კაპიტანი ნემანია ვიდიჩი გუნდს, საუკეთესო შემთხვევაში, ნოემბრის ბოლოს დაუბრუნდება.

თუმცა გამორიცხული არ არის, რომ აღდგენითი პროცესი კიდევ უფრო გაიწელოს. 30 წლის სერბმა მცველმა მუხლის ჯვარედინი იოგები დაიზიანა. 25 სექტემბერს მას ოპერაცია ჩაუტარეს.

ტრავმის ნაწინასწარმეტყველებზე გვიან მორჩენის “გამოცდილება” ფეხბურთელს უკვე აქვს. შარშან დეკემბერში, როცა ნემანიამ მარჯვენა მუხლი პირველად იტკინა, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ლაზარეთში ის 8 თვეს გაატარებდა. იქიდან გამომდინარე, რომ სერ ალექს ფერგიუსონს მცირე დაზიანების გამო რიო ფერდინანდის სამსახურზე უარის თქმაც უწევს, გამოდის, რომ მას ხუთიდან (ვიდიჩი, ფერდინანდი, სმოლინგი, ჯონსი, ევანსი) მხოლოდ ერთი სტოპერი ჰყავს ჯანზე - ჩრდილოირლანდიელი ჯონი ევანსი. მას დაცვის ცენტრში, სავარაუდოდ, მაიკლ კერიკი შეუწყვილდება.

ფერგიუსონის პრობლემები მხოლოდ დაცვის ცენტრით არ ამოიწურება. მარტო “ნიუკასლთან” კი არა, ანტონიო ვალენსია, სავარაუდოდ, თვეზე მეტხანს ვერ მოახერხებს მოედანზე გასვლას. "დეილი მეილის” ცნობით, “ლივერპულთან” შეხვედრის მეორე დღეს 25 წლის ეკვადორელმა “კერინგტონის” ბაზა ყავარჯნებით დატოვა, ფეხზე კი სპეციალური დამცავი ფეხსაცმელი ეცვა. ექიმების თქმით, ზუსტად რამდენი ხანი გაუცდება ვალენსიას, ამაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია.

დაბოლოს, გაცნობებთ, რომ “მანჩესტერ იუნაიტედს” “აიაქსიდან” 18 წლის დანიელი თავდამსხმელის, ვიქტორ ფიშერის შეძენა სურს და მზადაა, უნიჭიერეს თინეიჯერში 5 მილიონი ფუნტი გადაიხადოს. “ფიშერისგან ძალიან დიდი ფეხბურთელი შეიძლება დადგეს. მას ამისთვის არც ამბიციები აკლია და არც ნიჭი და კარებზეც ყოველთვის დაგეშილია,” - განაცხადა დანიის იუნიორთა ნაკრების თავკაცმა ტომას ფრანკომ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სიტიმ" "ლიონისგან" შერკი შეიძინა
კვარაცხელიას ნაცვლად ნაყიდი მარკინიოსი "არსენალმა" "კრუზეიროში" გაასხვისა
უახლოეს 24 საათში სამედიცინო შემოწმებას გაივლის - შერკი "სიტიში" გადავიდა
"მათთვის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა იგივეა, რაც პრემიერლიგის მოგება" - კონტე "ტოტენჰემზე"
კანავარომ შესაძლოა, რუსული კლუბი გაწვრთნას
"ნაპოლი" სუდაკოვს არ შეიძენს
ოდიშარია: მეტოქეს არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ
სვანაძე: საფრანგეთთან ზედმეტი მოტივაცია არ გვჭირდება - სულ სხვა ასპარეზი იშლება ჩვენს წინაშე
გატუზო იტალიის ნაკრებს ოფიციალურად ჩაუდგება სათავეში
კვერნაძეს სერია A-ს გუნდში გადასვლის შანსი აქვს - ბევრი რამ ევროპირველობაზე მის თამაშზე იქნება დამოკიდებული
"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში
20 წ. | ბოლო რეპეტიცია მსოფლიომდე
[VIDEO] მსაჯების უსამართლო გადაწყვეტილება - სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს ნაადრევად გამოეთიშა
"ასეთი რაღაც როგორ შეიძლება?" - გვარდიოლამ ესპანური კლუბები გააკრიტიკა
[VIDEO] "რეალმა" არნოლდი წარადგინა - ინგლისელმა პრესკონფერენციაზე ყველა გააკვირვა
"36 წლის ძიუბა ბევრ ევროპულ გრანდს გააძლიერებდა" - ბრაზილიელ აგენტს არტიომის იმედი აქვს
"ნაპოლი" "ლივერპულის" კიდევ ერთი შემტევის გადაბირებას შეეცდება
შენგელიას 29 ქულა და MVP-ის ტიტული | "ვირტუსმა" ფინალური სერია მოგებით გახსნა
კიეზას "ლივერპულში" თამაში არ უწევს და "ნაპოლიში" გადასვლა სურს
"მეფე აქ არის" - "ნაპოლიმ" დე ბრუინი დაიმატა
ასეთი შეხვედრა მოუწყვეს "კვარას" და პსჟ-ს აშშ-ში - ლუის ენრიკე პარიზში გამარჯვებული დაბრუნებას აპირებს
ზურიკოს შეძენის სურვილი კიდევ ერთმა ფრანგულმა კლუბმა გამოთქვა
სპალეტის ზღაპრული ანაზღაურება შესთავაზეს და შეიძლება რონალდოს გუნდის მწვრთნელი გახდეს