ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

გიორგი ხურციძე: ასე ჩამომართვეს ქუთაისის "ტორპედო"

გიორგი ხურციძე: ასე ჩამომართვეს ქუთაისის "ტორპედო"

თბილისის "დინამოსა" და გორის "დილას" შემდეგ, კლუბის დაბრუნების სურვილი ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილმა მეპატრონემ გამოთქვა
თბილისის "დინამოსა" და გორის "დილას" შემდეგ, კლუბის დაბრუნების სურვილი ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილმა მეპატრონემ, გიორგი ხურციძემაც გამოთქვა.

ხურციძე "ლელოს" დაუკავშირდა და მოუყვა, თუ რა გადახდა:

- მე ვიყავი ქუთაისის " ტრორპედოს" მეპატრონე და გუნდი ზეწოლის შედეგად დამათმობინეს. 2005 წელს ყოფილმა მეპატრონე ზურაბ ხინიკაძემ "ტორპედოს" ლიკვიდაცია გამოაცხადა; იმ გუნდის, რომელიც ოთარ გაბელიამ გაჭირვებაში საქართველოს ვიცე-ჩემპიონობამდე მიიყვანა.

გუნდში ფეხბურთელი არ დარჩა, მერიას სახსრები არ ჰქონდა, უმაღლესი ლიგის საწევრო 30 ათასი ლარი რომ შეეტანა და "ტორპედო" გადასარჩენი იყო. ქუთაისის უფეხბურთოდ დატოვება საცოდაობა იქნებოდა და რადგან მაშინ ბიზნესი მქონდა, კლუბის მიხედვა გადავწყვიტე.

ქუთაისის სპორტის სამსახურის უფროსს დაველაპარაკე. ქალაქის მერიამ ახალი კლუბის დაფუძნებაზე უარი თქვა და როდესაც ხინიკაძესთან ყველაფერი გავარკვიე და პრეტენზია არ ჰქონდა, "ტორპედო" კანონიერად გადმოვიფორმე.

დავიწყე ნულიდან, რასაც ხალხი დაადასტურებს. ქალაქში ფეხბურთი რომ არ ჩამკვდარიყო, შეძლებისდაგვარად, ბავშვთა სკოლასაც ვეხმარებოდი. კლუბის 60 პროცენტი ჩემი იყო, მაგრამ 40 პროცენტი თურქ ბიზნესმენს გადავეცი, რომელსაც "ტორპედო" აინტერესებდა.

მაგრამ თურქი შემდეგ აღარ დაგვეხმარა, მხოლოდ ჩემი სახსრები კლუბს არ ჰყოფნიდა და პარტნიორობა "სამი ტუზის" მეპატრონეს შევთავაზე, რომელიც მაშინ საკმაოდ ძლიერი ბიზნესმენი იყო.

ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მთავარ მწვრთნელად რევაზ ძოძუაშვილი მოვიყვანე, მაგრამ ფეხბურთელები არ გვყავდა და ხალხი ლამის ქუჩაში შევკრიბეთ.

ახალგაზრდული გუნდი გამოგვივიდა, რომელმაც უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. საკმაოდ ბევრი ვიწვალეთ, "ტორპედო" რომ შეგვენარჩუნებინა. 2005/2006 წლებში, სანამ გუნდი ჩემი იყო, დაახლოებით 700 ათას დოლარამდე დავხარჯე.

მაგრამ 2006 წლის ზაფხულში პროკურატურაში დაკითხვაზე დამიბარეს, ნახევარ საათში დამაკავეს და მედავებოდნენ, თითქოს, რუსეთიდან "შავი სამყარო" ფულს მიგზავნიდა, მე კი - "ვათეთრებდი". ბრალდება კატეგორიულად უარვყავი. ან რატომ ვაღიარებდი, როდესაც მოსკოვში სპირტის ბიზნესი მქონდა და რუსები საქონლის შესაძენად ფულს მირიცხავდნენ, ლამაზი თვალებისთვის ხომ არ ვუგზავნიდი?

მერე უთქვამთ, არ გვეგონა, შავი სამყაროს დაუხმარებლად პატარა ბიჭი ამხელა ბიზნესს თუ აწარმოებდიო.

სამწუხაროდ, რუსეთ-საქართველოს არეულმა ურთიერთობებმაც გავლენა მოახდინა და დამაკავეს. მაგრამ ბრალდება ვერ დამიმტკიცეს და ქუთაისის "ტორპედოში" შევიდნენ.

- ანუ დაკავებამდე "ტორპედოს" დათმობაზე არაფერს გეუბნებოდნენ?

- მანამდეც იყო დაბარებები, რომ გუნდის 20 პროცენტს თუ არ გადმოგვიფორმებ, პრობლემები შეგექმნებაო.

მაგრამ არ ვთანხმდებოდი და მერიას წილში შემოსვლას ვთავაზობდი, თქვენი თუნდაც 70 პროცენტი იყოს, მაგრამ ერთიანი ძალებით "ტორპედოს" უკეთ ვარჩენთ-მეთქი. მაგრამ გუნდი მთლიანად რატომ უნდა დამეთმო?

ამის შემდეგ "ტორპედოს" მთლიანად ჩუქება მოინდომეს და კაცი მომიგზავნეს, თუ უარს იტყვი, დაგიჭერენო.

მართლაც ასე მოხდა და ნახევარი წელიწადი ვიყავი დაკავებული. "ტორპედოში" საეჭვო ვერაფერი ნახეს, მაგრამ მაინც "მომიძებნეს": გუნდის ძველ მეპატრონეს ანგარიშზე ჰქონდა დარჩენილი უეფადან ბავშვთა ფეხბურთის განვითარებსითვის დარიცხული 29 300 ლარი.

ხინიკაძემ კეთილი ნება გამოიჩინა და ეს ფული ჩვენ დაგვითმო. გადავწყვიტე, ამ თანხით ავტობუსი შემეძინა, საფეხბურთო სკოლის გუნდებს რომ მოეხმარათ. ხელშეკრულება გავუფორმე პიროვნებას, რომელსაც ავტობუსი საბერძნეთიდან უნდა ჩამოეყვანა.

ამას საბერძნეთის ელჩიც ადასტურებდა, რომელსაც პირადი გარანტიებით ვთხოვე ჩამომყვანისთვის ვიზის გაცემა. მერე მედავებოდნენ, ეს თანხა შემოსავლებში უნდა გაგეტარებინათ და მხოლოდ ამის შემდეგ გადაგერიცხათ ავტობუსის შესაძენადო.

- მოკლედ, ბუღალტერიაში შეცდომა დაუშვით?

- შეცდომა იყო, მაგრამ ამის გამო ხალხს აჯარიმებენ, რა შუაში იყო კლუბის გადაფორმება? ხომ გესმით, რომ სახელმწიფო სტრუქტურებს "ტორპედოს" ყველა გზით დაბრუნება სურდათ. მეც სხვა გზა არ მქონდა, კლუბი დავთმე და ის შემდეგ მთლიანად "სამი ტუზის" მეპატრონეს გადასცეს.

ყველაზე საინტერესო მერე მოხდა: მას არაფერი ჰკითხეს, ახალი შპს ჩამოაყალიბეს, დანიშნეს ახალი პრეზიდენტი, გუნდი გადაიფორმეს და ასე იხილა მზის სხივი ახალმა ქუთაისის "ტორპედომ"! ასეთი რამ სადმე, ვინმესგან გსმენიათ?!

ყველაზე ცუდი ის იყო, რომ 2008 წელს გუნდი უმაღლესი ლიგიდან გავარდა და მხოლოდ 2010-ში დაბრუნდა.

2010 წლის აპრილში საქართველოში მეც დავბრუნდი და ერთ-ერთმა მაღალი თანამდებობის პირმა შემომითვალა, გუნდს ახალი მეპატრონე, "ვისოლი" მოვუძებნეთ და ხმა არ ამოიღო და ხელი არ შეგვიშლო, თორემ, დაგიჭერთო. რა მექნა, კედლისთვის თავი მერტყა? არადა, იმ პერიოდში გუნდის დაბრუნება მსურდა.

- "ვისოლმა" ქუთაისის "ტორპედო" მხოლოდ წლების შემდეგ აიყვანა და ფაქტია, რომ გუნდისთვის ბევრი გააკეთა.

- ამას არავინ უარყოფს. მე შურისძიება არც მამოძრავებს, მიხარია, რომ "ვისოლმა" გუნდი ფეხზე დააყენა და აქვე გარკვევით ვამბობ: "ვისოლმა" ქუთაისში ფეხბურთის განვითარებისთვის ბევრი რამ გააკეთა და სულაც არ მინდა, რომ შრომა წყალში ჩავუყარო. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კლუბი მე არ მეკუთვნოდა.

- ვთქვათ, სასამართლომ თქვენი სარჩელი რომ დააკმაყოფილოს, "ტორპედოს" მინიმუმ "ვისოლივით" შეინახავთ?

- თავის დროზე თურქებს კლუბში მოსვლა შემდეგი პირობით სურდათ: თუ კლუბს სტადიონსა და ბაზას გადასცემდნენ, ინფრასტრუქტურის რეკოსტრუქციაში 10 მილიონ დოლარს ჩადებდნენ. ეკონომიკის სამინსიტროს მივწერე, რომ ამა და ამ შემთხვევაში 10 მილიონ დოლარს ჩავდებდით და მალე დამიჭირეს. ეტყობა, იფიქრეს, რომ ეს ფული მე მქონდა?!

თუ გახსოვთ, "ტორპედო" "ვისოლს" სტადიონთან და ბაზასთან ერთად დაუთმეს. ეს აპრობირებული ფორმაა - ბიზნესს კლუბის ინფრასტრუქტურასთან ერთად გადაცემით დაინტერესებ და პარტნიორებს მოძებნი.

ასეთ ვითარებაში პარტნიორის მოძებნა არ გამიჭირდება, რადგან ეს სტადიონი და ბაზა საკმაოდ ძვირადღირებულია.

სხვათა შორის, ჩემი კლუბში ყოფნის პერიოდში, საღორიას ბაზა გავარემონტე და ავეჯი და საჭირო ტექნიკა შევიტანე. ეს ყველაფერი, პლუს საკუთარი მანქანა და ბიზნესიც კი ჩამომართვეს და საერთოდ, გამანადგურეს! რადგან "ვისოლმა" ბევრი გააკეთა, წართმეულის დაბრუნებასა და სამართლიანობის აღდგენაზე აღარ ვიფიქრო?

- ახლა რას აპირებთ?

- ჩემს ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის საადვოკატო კომპანიასთან კონსულტაციები გავიარე და სასამართლოში სარჩელის შეტანაზე ვფიქრობ. ახალ მეპატრონესთან შეხვედრას ვაპირებ და იმედია, გამიგებენ, რაც მტკივა და მაწუხებს.

ეს ადამიანურად გამართლებული იქნება. ბიძინა ივანიშვილმა თქვა კიდეც, ახლა იმდენი სარჩელი დაგროვდა, აჯობებს, ჯერ თავად სცადოთ მორიგებაო და ასეც ვაპირებ. ერთხელ გუნდის ახლანდელ მეპატრონეს შემთხვევით შევხვდით და ეს ამბები ვუთხარი. ჩვენ რა შუაში ვართ, "ტორპედო" ეკონომიკის სამინისტრომ გადმოგვცაო. მესმის, რომ ისიც უხერხულ მდგომარეობაშია, მაგრამ გამოსავალი უნდა გამოვნახოთ.

- ბოლო დროს მსგავსი პრეტენზია სხვა ადამიანებსაც გაუჩნდათ და სულ ვფიქრობ, ეს პროცესი სადამდე მიგვიყვანს? იმედია, ამ დავებს კლუბები არ გადაყვება.

- ცხადია, ეს მეც არ მინდა. მაგრამ საკუთრების დაბრუნების სურვილი ჩემი კანონიერი უფლება არის. როდესაც კომუნისტური ხელისუფლება გაისტუმრეს, ლატვიაში 50 წლის შემდეგ დააბრუნეს საკუთრება. ასე უნდა მოხდეს საქართველოშიც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გორის "დილას" ექს-მეპატრონის სკანდალური განცხადება: გუნდი ძალით წამართვეს!

• Nina

მაგარი კარგი კაცია მანატა კველაპერს აკეტებდა გუნდისტვის

• gimpo

ე შოთა 7.12 ში რომ გაქვს კომენტარი გაკეთებული,თითქოს მანათას დროს უფასო იყო ვარჯიში,ჭურში ძიხარ,თუ გვატყუებ?მანათას მოსვლამდე 10 ლარს ვიხდიდით,რომ მოვიდა 35ლარი დააწესა გადასახადი.რომელ მწვრთნელს ვკითხოთ ბესოს ,ალეკოს,ნუგზარის,კოსტიას,იურას ტუ სხვა ვინმეს კიდევ,სანამ მანატა იყო უძვრებოდენ მერე კარგებს აგინებდნენ,ისე მოგებული მწვრთნელები დარჩნენ,10 ლარიდან ხელFასი 15ლარამდე გაიზარდეს თითო ბავშვზე

• shota

მანათას დროს ბავშთა პეხბურტი უფასო იყო ეს ბავშჰვების ტრეინერებს კითხეტ და გაარკვიეტ მშიშრები თუ არ ხარტ მოძებნეთ მანათა და გაგარკვევტ

• shota

...... სიმართლე მაინც ილაპარაკეთ ბავშტა პეხბურთი მის დროს უპასო იყო შე .....პრეტენზიებზე პირისPირ ელაპარაკეტ თქვე ..... მშიშრა ...

• Dato

ამისთანა უნამუსო კაცის მნახველი არ ვარ

• mmg

"კაროჩე რა"

• zezva

მანათა მაგარი მასტია.. რა დროს შენნაირებია, ერთი ავტობუსი 3-ჯერ იკიდე შეჩემა და დაგიჭერდნენ აბა რას იზავდნენ.მაგარი X-5 ყავდა მაშინ და წაარტვეს. კოსტიას გადასცეს დიდი ზარზეიმით, იმანაც 2 თვეში დაამტვრია...

• gio

,,კლიჩკა''-,, მანათა''-ნათქვამია ამით ყველაფერი,ავად თუ კარგად ტორპედოში სიტუაცია ლაგდება,აცალეთ იმ ხალხს.რა, ვისოლმა წაართვა გუნდი?თავიდანვე არ ენდნენ ,,მანათას'' და იმიტომაც არ მიცეს ბაზა და სტადიონი!რაც ახურა შეირგოს და ტორპედოს და გუნდის გულშემატკივრებს შეგვეშვას.ჩავატაროთ გამოკითხვა:ვინ არის თანახმა,რომ გუნდი ,,მანათას''დაუბრუნონ? მე წინააღმდეგი ვარ!

• jivsona

აუ გადი რა ყველამ ძლივს ეშველა ტორპედოს და ახლა კიდე ეს გვინდა. შენ თუ მართლა ტორპედოსთვის კარგი გინდა ეს დაწერე და მორჩა, რას ითხოვ ისედაც უფულო სახელმწიფომ ვისოლისგან გუნდი გამოისყიდოს და მერე შენ მოგცეს? წადი რა მიხედე საკუთარ თავს და გუნდს შეეშვი

• jba

სირცხვილია ხალხო ეს ყველაფერი,ქუთაისს ნაღდად არ ეკადრება!!!!!!

• lado

თუ არ გინდათ გადარიოთ მთელი ქუთაისი გაათრიეთ ეს კაცი აქედან!!!

• gio

ბავშვთა ფეხბურთში ქუთაისში იმ დროს მშობელი 10ლარს იხდიდა,მისი მოსვლის შემდეგ გადასახადი 35ლარი გახდა,(იმ პერიოდისთვის, რეგიონიში 35ლ დიდი ფული იყო)ბევრმა ბავშმა ვარჯიშს თავი დაანება,ბევრიც სხვა კლუბებში გადავიდა.ამაზე თქვას რაიმე.ბავშებიდან ამოგებული ფულით აპირებდა მინდვრების დაგებას?ბავშების მიტანილი ფულით აპირებდა ტურნირებზე მათ გაშვებას?

"მოსკოვზე შეყვარებული ვარ" - დიდიე დროგბა

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება

"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად

რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს

ამაზე უარის თქმა რთული იქნება - "ფენერბაჰჩემ" სანეს ზღაპრული შეთავაზება გაუკეთა

"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს

[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა

კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო

პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო

სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა

ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!

ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე

კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს

საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო

დვალიშვილი VS ომალი 2 - დიდ ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება

ეროვნულ ლიგას მომავალ სეზონში მოქმედი ბომბარდირი არ ეყოლება - ბიორნ იონსენმა ქუთაისის "ტორპედო" დატოვა

"ᓢᓝᓠ

"სანამ კინი "ტორპედოს" მწვრთნელია, "ჯუნგლები" ტრიბუნას ვტოვებთ" - "ტორპედოს" ფანების განცხადება [PHOTO]

[VIDEO] 9 წითელი და 7 ყვითელი ბარათი - "დინამოსა" და "ტორპედოს" მატჩი სკანდალით დასრულდა

ᓒᓘᓝᓠ

ქუთაისის მერია: გუნდი არ დაზარალდება!

"ᓢᕝᓠᓞᓔᓓᓝᕡ

ერთი გოლის ფასი: ბათუმელებმა, ფოთელებმა და გორელებმა მოიგეს [VIDEO]

"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება

რევაზ ძოძუაშვილი: მივესალმები, თუ მალხაზ ასათიანი ჩვენთან ერთად იმუშავებს

ქუთაისის "ტორპედოს" ყიდვა მერაბ ჟორდანიას უნდა?!

კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები გაირკვა