საქართველოში გასამართი მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატის დაწყებამდე ოთხი დღით ადრე, თბილისში მოთამაშე ა და გ ჯგუფებში მოთამაშე გუნდების კაპიტნებმა, ტრადიციული პრესკონფერენცია გამართეს.

„ძალიან რთული და ამავდროულად, ნაყოფიერი მოსამზადებელი პერიოდი გავიარეთ. თავს კარგად ვგრძნობთ. ახალ ზელანდიასთან მოგება დაგვეხმარება, რომ ჩემპიონატის თამაშებში თავდაჯერებული გავიდეთ. ჩვენი მიზანი ამ ტურნირზე ისტორიის დაწერაა - ჯგუფიდან პირველი ადგილით გასვლა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“.

„საქართველოში ახალგაზრდული ჩემპიონატის მასპინძლობა დიდი პატივია და ამით ყველა ბედნიერი ვართ. ერთი სული გვაქვს როდის დადგება გახსნის დღე და ვითამაშებთ პირველ თამაშს“ - განაცხადა უმცროსი ბორჯღალოსნების კაპიტანმა ლუკა ნარსიამ.

ჩვენმა 20-წლამდელთა ნაკრებმა 22 ივნისს „ჯუნიორ ოლ ბლექსს“ ბოლო გასახურებელ მატჩში 22:19 აჯობა. ეს იყო პირველი, ისტორიული გამარჯვება ახალ ზელანდიასთან ნებისმიერი ფორმაციის ნაკრებში.

მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატს საქართველო მეორედ მასპინძლობს (პირველად 2017 წელს). თბილისსა და ქუთაისში ჯამში 40 თამაში (20-20) გაიმართება. უმცროსი ბორჯღალოსნები ა ჯგუფში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან, უელსთან და ურუგვაისთან მოხვდნენ. 27 ივნისს, პირველ ტურში, ვიტო კოლელიშვილის შეგირდები „ავჭალაზე“ უელსს შეერკინებიან. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება

Rugby.ge

20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ახალი ზელანდია
ისტორიაში პირველად - "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ახალი ზელანდიის ნაკრები დაამარცხეს!
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ
"ბეშიქთაშს" დიდი გეგმები და დავითაშვილთან სერიოზული წინადადება აქვს
მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს
მე-2 ტურის ამბები და შესაძლო პლეი-ოფი: იმედგაცრუება და აღმაფრენა
[VIDEO] სკანდალური მომენტი ინგლისისა და განას მატჩიდან, რომელიც ყველას გამორჩა
"მე ვხედავ მოხუც კაცს ყავარჯნებით, რომელსაც..." - რონალდოს დის ირონიული კომენტარი პორტუგალიის გამარჯვების შემდეგ
მარკოიშვილის ისტორიული ტრიუმფი, რომელმაც მონაკო საფრანგეთის ჩემპიონად აქცია!
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
[VIDEO] მუნიოსმა კოლუმბიას პლეი-ოფის საგზური მოუტანა
ხორვატიამ ბუდიმირის გოლით პანამა დაამარცხა
ამ კვირაში წარადგენენ - მარესკა "სიტის" მწვრთნელი ოფიციალურად რამდენიმე დღეში გახდება
20 წ. | სამწვრთნელო შტაბმა სატურნირო რაზმი დაასახელა
20 წ. | "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მსოფლიოსთვის დასკვნითი შეკრება დაიწყეს
20 წ. | მესამედ მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან
20 წ. | ბოლოსწინა გასახურებელი-სასელექციო თამაში
U20. საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე