თურქებმა ჰოლანდიელთან მოლაპარაკებები დაიწყეს, ახლა კი თამაშში "ლივერპულიც" ჩაერთო

ვესლი სნეიდერმა მილანის „ინტერიდან“ წასვლა რომ გადაწყვიტა, ამაზე ბევრჯერ ვწერდით.

ამას წინათ ისიც გაცნობეთ, რომ მილანური გრანდი „გალათასარაის“ ჰოლანდიელი გამთამაშებლის სატრანსფერო თანხაზე შეუთანხმდა (ეს თვით მასიმო მორატიმ დაადასტურა) და ახლა თურქებმა თავად ფეხბურთელი უნდა დაითანხმონ.

შაბათს გავრცელებული ცნობების თანახმად, „გალათასარაის“ ხელმძღავენელებმა 28 წლის ჰოლანდიელთან მოლაპარაკებები დაიწყეს - ეს ინფორმაცია მოგვიანებით თურქული გრანდის ოფიციალურმა ვებ-გვერდმაც დაადასტურა. თურქული პრესა წერდა, სნეიდერმა „გალას“ თანხმობა შეუთვალაო, მაგრამ შაბათს საღამოს ვესლის მრჩეველმა სიორენ ლერბიმ ეს ცნობა უარყო.

ახლახან ვითარება შეიცვალა, რადგან ინგლისური და იტალიური საინფორმაციო საშუალებები იტყობინებოდნენ, რომ სნეიდერისთვის ბრძოლაში „ლივერპულიც“ ჩაერთო. „ვფიქრობ, რომ საჩქარო არაფერია. ყველაფერი კარგად უნდა ავწონ-დავწონო, რადგან ეს გადაწყვეტილება ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება. სატრანსფერო ფანჯარა ჯერ არ იხურება, ასე რომ, ფიქრისთვის საკმარისი დრო მაქვს,“ - უთხრა სნეიდერმა „სკაი იტალიას“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ვესლი სნეიდერი "ლივერპულს" მოუნდა

"ნაპოლი" "ახალი კვარას" დაუსრულებელ ძიებაშია - კიდევ ერთი მემკვიდრე აღმოაჩინა
ჯეკო "ფიორენტინაში" გადაბარგდება
სიმაღლე ორ მეტრს აღემატება - "ნაპოლიში" ლუკაკუს ალტერნატივა ლუკა იქნება
U21. პორტუგალიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
7-კაცას მე-7 ადგილი
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
მისი აგენტი "ბარსელონას" თავად დაუკავშირდა - ნიკო უილიამსი "ბლაუგრანას" უახლოვდება
7-ქალა | არის პირველი მოგება!
"ნაპოლი" "ახალი კვარას" დაუსრულებელ ძიებაშია - კიდევ ერთი მემკვიდრე აღმოაჩინა
აბუაშვილი: მზად ვართ - ვიცით მეტოქის ძლიერი და სუსტი მხარეები
სუპერბიჭები საქმეში - ბექაური და მაისურაძე ბუდაპეშტში ოქროს შეუტევენ
სვანაძე: გვაქვს რეალური შანსი ქვეყნისთვის კიდევ ერთხელ გავაკეთოთ დიდი საქმე
"ლიონის" შემტევის შეძენას "ჩელსი" შეეცდება
[VIDEO] გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა
ჯეკო "ფიორენტინაში" გადაბარგდება
თბილისის "დინამო" Vivacom თასის გამარჯვებულია
სიმაღლე ორ მეტრს აღემატება - "ნაპოლიში" ლუკაკუს ალტერნატივა ლუკა იქნება
[VIDEO] ზედიზედ მეხუთედ - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა!
[VIDEO] რთულია ემოციების გარეშე უყურო - გიორგი მიქაუტაძე პარიზში საკვირაო წირვას დაესწრო, ნახეთ ქართველი ქომაგების რეაქცია
გასპერინის მასთან მუშაობა არ სურს - "რომამ" დოვბიკი ტრანსფერზე დააყენა
"სახელებს მნიშვნელობა არ აქვს, ვინც არ ირბენს, არ ითამაშებს" - ჩაბი ალონსო
ტაბლოები და სროლის დასახვეწი ტრენაჟორები ონმა და ამბროლაურმაც მიიღეს
დღეს ბრძოლა ბოლომდე იქნება! - გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიასთან