საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში გასასვლელად იბრძვის და ამისთვის პორტუგალიელების დამარცხება სჭირდება - ტრენჩინში, დღეს, 17 ივნისს, 20:00 საათზე.

ერთი წლის წინ, ევრო 2024-ზე, საქართველოს ეროვნულმა გუნდმა მერვედფინალში პორტუგალიის ძლევით გააღწია. განსხვავება ის იყო, რომ რონალდოსა და მის თანაგუნდელებს შემდეგ ეტაპზე გასვლა განაღდებული ჰქონდათ.

რამაზ სვანაძის გუნდი ფრანგების დამარცხებასთან ახლოს იყო, მონდომება არ დაუკლიათ, მაგრამ მოწინააღმდეგემ უფრო მაღალი კლასი გამოავლინა.

პორტუგალიის ნაკრები ერთ-ერთია იმ სამ გუნდს შორის, ვისაც ამ ტურნირზე გოლი არ გაუშვია. "სპორტინგის" შემტევმა, 18 წლის ჯოვანი ქუენდამ, პოლონელებს პირველივე ტაიმში დუბლი შეუსრულა, საგოლე პასიც შეასრულა და შესვენების შემდეგ მწვრთნელმა რუი ჟორჟემ შეცვალა. "ბრაგას" 19 წლის გარემარბი, როჯერ ფერნანდესი საგოლე პასებით გამოირჩევა.

აღსანიშნავია, რომ ორი წლის წინ, თბილისში ქართველებმა პორტუგალიელებმა აჯობეს და ჯგუფური ეტაპის დასაძლევად დიდი ნაბიჯი გადადგეს.

საბა საზონოვმა ტრავმა მიიღო (მისი ართამაში საბოლოოდ გადაწყვეტილი არაა) და მოსალოდნელია, ცენტრალურ მცველად ნოდარ ლომინაძემ ითამაშოს. შესაძლოა, დრო კიდევ ერთმა "დინამოელმა, ირაკლი იაკობიძემ მიიღოს, ვისაც აქამდე არ უთამაშია.

ნახევარდაცვაში ოთარ მამაგეიშვილს პირველივე წუთებიდან ვვარაუდობთ. ქართველების შემადგენლობა უფრო შემტევი იქნება, გიორგი აბუაშვილს ამჯერად სასტარტოში ვიხილავთ და იქ ვასილიოს გორდეზიანსაც ველით. გიორგი კვერნაძისა და ლაშა ოდიაშიას შეტევით უნარებს დიდი მნიშვნელობა ექნება, ისევე როგორც მეკარის, ლუკა ხარატიშვილის თამაშს.

მეკარეებს თუ არ ჩავთვლით, ჯერჯერობით მამაცაშვილს, მორჩილაძესა და ბედოშვილს არ უთამაშიათ და დაველოდოთ, ისინი დროს ახლა თუ მიიღებენ.

ბრძოლა ბოლომდე გრძელდება!..

მშვიდად ბიჭებო
მთავარია 5:0 არ წააგონ. 5 წუთზე წითელს რო მიიღებ და 77 წუთზე 0:2 რო გექნება- ეგ არაუშავს
T.q
ეე კურიცა ნეტა შენი თავი კლავიატურის იქეთ მამცაა გააქ მაგდენი გამბედაობა??
tngh
უმძიმესი თამაში გველის... მაქსიმალური სიფრთხილე და ყურადღება გვმართებს!!! იმედია ესეც იქნება... წარმატება საქართველოს!!!
T.q-s
ცენზურას გამო ვერ ვწერ რაც გეკუთვნის..მაგრამ ბევრი ტუუუუუ….
T.q
ბიჭებო იმ შემთხვევაში ანგარიშში თუბწინ გავედით იქნება პროვოკაციები რასაც არ აყვეთ მაქსიმალურად სიბრთხილე კონცენტრაცია და სიმშვიდე შეინარჩუნეთ ელპდეთ იმასაც რომ მსაჯებიც პორტუგალიისკენ გადაიხარონ ეს ადამიანური ფსიქოლოგიაა არავის არ უნდა პატარა ქვეყნის წარმატება საჭარიმოსთან მაქსიმალურად მოუკელით ნერვიულობას და ჯარიმებს მიაქციეთ ყურადღება მაგალითად საზანოვის მოქმედების დროს იქ გპლოს გასვლის შანსი 50%50 ზე იყო რადგან მცველი აზღვევდა და მსგავსი კოქმედება გამოჩნდა რომ არ იყო საჭირო რის შემდეგაც საგოლე მომენტი 100% იანად გადაიქცა თუმცა არაუშავს მაგარი თამაში იყო და ყველას მოგვეწონა უმეტესობას ასე თუ ითამაშებთ და ნაკლები შწცდომებით ყველაფერი გამოგივათ.

დღეს ჩვენთვის ფინალია,სადაც გამარჯვება გვჭირდება.პორტუგალიას ფრის უფლებაც აქვს.როდესაც მიზანი ცხადია,მისკენ სავალი გზაც ცხადად მოჩანს და საყოყმანო ბევრი არაფერია.პორტუგალიას ერთი ნაბიჯით უან დასახევი გზა აქვს,ფრის სახით და შესაძლოა ამან ცუდი სამსახურიც გაუწიოს.ჩვენი ბიჭები ბოლომდე დაიხარჯებიან,რადგან ამის გარეშე,გამარჯვების გარეშე,ამ თამაშთან ერთად,ეს ნაკრებიც დაასრულებს თავის არსებობას.ამ ქვეყნად ვერავინ იტყვის წინასწარ,რა გამოგვივა,მაგრამ იმის თქმა კი,დანამდვილებით შეგვიძლია,რომ ბიჭები ბოლომდე იბრძოლებენ და რაკი იბრძოლებენ,საბოლოო შედეგის მიუხედავად,მათთან სასაყვედურო,არაფერი გვექნება.მრავალ ტომში,ახალგაზრდებს დღესაც უტარებენ გამოცდებს,მამაკაცობის დასადასტურებლად.საქართველოს ნაკრებმა პირველ ორ მატჩში,უკვე წარმატებით ჩააბარა მამაკაცობის ტესტები და დარჩა მესამე,დასკვნითი გამოცდა,რომელსაც ვიცით,რომ ასევე წარმატებით ჩააბარებენ.გამარჯვებას ვუსურვებ,ვუსურვებთ,ყველა ქართველი!
ირაკლი
ეს თამაში როგორც არ უნდა დამთავრდეს ბიჭბთან სამდურავი ვერავის ექნება, თავი დადეს რასაც ჰქვია, ქულებიც აიღეს და საფრანგეთთანაც ბოლო წუთებამდე ვიგებდით! ასე რომ თუ პორტუგალიასთან დადებით შედეგს მივაღწიეთ ხომ კარგი, თუ არადა არ არის საჭირო დიდი მოლოდინების შექმნა და ბიჭების დაძაბვა!
დ.დ-ს
ყოჩაღ! თბილისიდან ჟურნალისტმა როგორ გითხრას რა სიმძიმისაა, ფედერაციას საიტი აქვს და იქ არაფერს წერს. ახლა არ იქნება, ეგაა მთავარი, ისე 9 თვე გაუცდა და ვიგებდით ამბავს რამენაირად
ჟორა
დიახ ბიჭებო, წინაზედაც ვწერდი და ახლაც შეგახსენებთ, რომ გარდა ფეხის და თავისა, კბილებითაც უნდა ითამაშოთ. ეს ახალგაზრდული ჩემპიონატია სადაც ნიჭიერება ჯერ კიდევ აღწევს წარმატებას, ნიჭიერება თქვენ არ გაკლიათ, ამიტომ მოგებას ველით თქვენგან...
tngh
წინ ურთულესი თამაშია... მაქსიმალური სიფრთხილით და გონიერებით წარმატების მიღწევა შესაძლებელია... იმედია ესეც იქნება!!!
tngh
წინ ურთულესი თამაშია... მაქსიმალური სიფრთხილით და გონიერებით წარმატების მიღწევა შესაძლებელია... იმედია ესეც იქნება!!!

ლომინაძე საზონოვს კი შეცვლის,მაგრამ სრულფასოვნად ვერ შეცვლის და თვითონ მას ვინ შეცვლის?ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ.ერთია,ცარიელი კაცი,ქვაზე მაგარიაო!დასაკარგი არაფერი გვაქვს და შესაძლოა ეს გახდეს ჩვენი მთავარი კოზირი.
ბს

გიორგი მახარადზე
რამდენი მოგალატე გვყავს.ვიგაც გამოხმაურება ბოროტად გცვწერს. უხარიატ ტუ წავაგებტ .არაპერია პორტუგალიას აუცილებლად მოვუგებტ.აუცილებლად დადუმდებიან მოგალატეები.
დ.დ.
ტრავმა რომ მიიღო ყველამ დავინახეთ ! როგორაა ? რა სიმძიმის ტრვმაა ? რამდენ ხანს იუქმებს ? როცა მოიცლით, შეგვატყობინეთ. გვაპატიეთ, რომ ძვირფას დროს გართმევთ . უკაცრავად გ ე ნ ი ო ს ე ბ ო .
ზედიზედ მეორედ - ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია
სვანაძე: მადლობა ყველას, ვინც ბოლომდე გვქომაგობდა
სვანაძე: არ ვიყავით ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია - ამას ობიექტური მიზეზები აქვს
საქართველოს U18 ნაკრებმა A დივიზიონის წევრი გერმანია ლატვიაში დაამარცხა
პსჟ-ს თავდამსხმელის გაყიდვა სურს და შეთავაზებებს ელის
20 წ. | ცვლილებები რაზმში
დიეგო ლონგო: "დილა" თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმისგან ჯერ კიდევ შორს არის
"მილანს" რასმუს ჰოილუნის შეძენა სურს
[PHOTO] მორიგი ბრწყინვალე ჟესტი - "ლივერპული" ჟოტას არ ივიწყებს
დირკ შუსტერი: უზომოდ ბედნიერი ვარ და თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ
აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
"დილამ" "რასინგს" ისევ მოუგო და მეორე ეტაპზე "რიგას" შეხვდება
[VIDEO] მიკერძოებული მსაჯობის მიუხედავად "ტორპედომ" "ორდაბასის" ბარიერი გადალახა და მეორე ეტაპზე გავიდა
Nuovo Kvara - "ნაპოლიმ" ქართველის შემცვლელი შეიძინა
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!" - ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა
რეტეგის მიქაუტაძე შეცვლის? - "ატალანტა" ქართველ ფორვარდზე ოცნებობს
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების უახლოესი თვეების განრიგი
ვის შეუძლია ახალგაზრდული ნაკრების ეროვნულიდან გაძლიერება? - ევროპის ჩემპიონატის წინ
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ლეგიონერების გარეშე იკრიბება
ინტერვიუ - ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ევროფორუმისთვის მზადებასა და ეროვნული ნაკრების ლიდერებზე დაყრდნობაზე
აზაროვი ახალგაზრდულში - შემადგენლობა ცნობილია
U21. საქართველო - ბელარუსი [LIVE]