ბევრს მივაღწიე, მაგრამ ჩემი თავგადასავალი ფეხბურთში ჯერ არ დასრულებულა
უკრაინის ნაკრებისა და კიევის ”დინამოს” თავდამსხმელმა ანდრეი შევჩენკომ ჟურნალ World Soccer-თან ინტერვიუში ვალერი ლობანოვსკი გაიხსენა და თქვა, რომ ოცნებობს უკრაინის ნაკრები ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის ფინალში გაიყვანოს.

- თქვენ უმაღლეს დონეზე 15 წლის განმავლობაში თამაშობდით. რას ნიშნავს თქვენთვის ლამაზი თამაში?

- ფეხბურთი ყველაფერს მაძლევს. ენერგიას, სიამოვნებას, ემოციებს. ახლაც კი, 34 წლის ასაკში, ნებისმიერი მატჩის მოგება მსურს. ყოველთვის ვცდილობ, რომ გავიმარჯვო - ვარჯიშის და პლაჟზე მეგობრებთან თამაშის დროსაც კი. ფეხბურთი გამარჯვებულების თამაშია. შენ ვერ შეძლებ წარმატების მიღწევას, თუ გამარჯვებულის ფსიქოლოგია არ გაქვს. მე ამას პირველივე დღეებიდან მასწავლიდნენ კიევის ”დინამოს” აკადემიაში. იმ დროიდან, როდესაც იქ დიდი ვალერი ლობანოვსკი მუშაობდა, კლუბის იდეოლოგია ასეთი იყო.

- რა ისწავლეთ ლობანოვსკისგან?

- ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, როდესაც მას პირველად შევხვდი. მან ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. რაც უფრო დიდ ხანს ვმუშაობდი მასთან, მით უფრო ნაკლებად მესმოდა, რატომ უქმნიდა მას პრესა ”რკინის კაცის” იმიჯს. ლობანოვსკი, ან ვასილიევიჩი, როგორც ჩვენ მას ვეძახოდით, ძალიან განათლებული ადამიანი იყო. ის საკმაოდ მკაცრი იყო ვარჯიშის დროს, მაგრამ მოედნის ფარგლებს გარეთ მშვენიერი იუმორის გრძნობის წარმოჩენას ახდენდა. ის ყოველთვის 100 პროცენტით იყო დარწმუნებული იმაში, რასაც აკეთებდა და თავისი იდეების ფეხბურთელებამდე მიტანა კარგად იცოდა. მთავარი, რაც მისგან ვისწავლე, ესაა: შედეგის მიღწევა მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა საკუთარი თავის გჯერა. ლობანოვსკის გავლენა ჩემზე იმდენად ძლიერი იყო, რომ მას ახლაც ხშირად ვხედავ სიზმარში.

- როგრ ფეხბურთს მისდევდა ლობანოვსკი?

- მისმა სამწვრთნელო მეთოდებმა და იდეებმა გარკვეულწილად დროს გაუსწრეს. ის ფეხბურთელებს არ ჰყოფდა მცველებად და თავდამსხმელებად. მას უყვარდა მოთამაშეები, რომელთაც ყველა თვისება განვითარებული ჰქონდათ. მე ის მიყენებდა მოწინააღმდეგსთან პრესინგისთვის, შეტევის და კარში დარტყმების ჩასაშლელად და ასევე ითხოვდა, რომ თამაში წამეკითხა და საუკეთესო პოზიციიდან შემეტია. ეს თვისებები ძალიან დამეხმარა, როდესაც ჩემს პირველ ევროპულ კლუბში - ”მილანში” გადავედი.

- რა იყო მისი საფეხბურთო ოცნება?

- ჩემპიონთა ლიგის მოგება. სამწუხაროდ, 1999 წელს, დინამოს ფინალამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა.

- რომელმა ფეხბურთელებმა დატოვეს თქვენზე წარუშლელი შთაბეჭდილება?

- ”დინამოს” ბრწყინვალე თავდამსხმელმა ოლეგ ბლოხინმა. ის არაჩვეულებრივ სისწრაფეს ფლობდა. მე მინახავს ის მოედანზე, როდესაც ”დინამოში” ერთერთ უკანასკნელ სეზონს ატარებდა. ბლოხინი გუნდის ლიდერი იყო, აკეთებდა შესანიშნავ გადაცემებს და გაჰქონდა საოცარი გოლები. ძალიან მიხარია, რომ მისი ხელმძღვანელობით უკრაინის ნაკრებში მითამაშია. მაშინ ჩვენ მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავედით. მე ოლეგ ვლადიმიროვიჩთან ბევრი საერთო მაქვს, ამიტომაც მინდორს გარეთ ვმეგობრობთ.

- რას იტყოდით თქვენს მწვრთნელებზე კიევში?

- ბევრი დიდი მწვრთნელის ხელმძღვანელობით მითამაშია. თიოთოეულმა მათგანმა რაღაც მასწავლა, თავისი სულის ნაწილი დამითმო. ჩემმა პირველმა მწვრთნელიმა, ალექსანდრე შპაკოვმა ქუჩაში თამაშისას დამინახა და ჩემი მშობლები დაარწმუნა, რომ ფეხბურთი ჩემი ბედისწერა იყო. იოზეფ საბოს წყალობით კი რეზერვიდან ძირითად გუნდში გადამიყვანეს. ”დინამოში” მაშინ ბევრი შესანიშნავი ფეხბურთელი იყო, მაგრამ საბომ, საკუთარი რეპუტაციის რისკის ფასად, "დინამოს" აკადემიას ჩემი მიღება თხოვა. იქ კი უკვე ლობანოვსკი დამხვდა.

- თქვენი პირველი მწვრთნელი საზღვარგარეთ ალბერტო ძაკერონი იყო...

- ძაკერონი დამეხმარა, უმტკივნეულოდ შევჩვეოდი ”მილანს”. ალბერტო ფეხბურთზე ჭკუას კარგავდა და დღე და ღამე თამაშზე ფიქრობდა.

- კარლო ანჩელოტის შესახებ რას იტყოდით?

- ბრწყინვალე ადამიანი და სპეციალისტია. ”მილანში” ჩემი კარიერის მძიმე მომენტებში მასთან სხვადასხვა საკითხზე საუბარი ძალიან მეხმარებოდა. არ მიკვირს, რომ მან პრემიერლიგა ”ჩელსიში” მისვლის პირველივე სეზონში მოიგო. ის უსმენს ფეხბურთელებს, რაც თანამედროვე მწვრთნელებში იშვიათობაა.

- ჟოზე მაურინიო სინამდვილეშიც ასეთი პირქუშია, როგორც პრესა იუწყება?

- არა მგონია. ჩვენ ყოველთვის ვპოულობთ საერთო ენას. ჟოზეს ფეხბურთელების მოტივირება შეუძლია და თავის დიდ წარმატებებს ფეხბურთელების გაერთიანებისა და ერთ ტალღაზე განწყობის საშუალებით მიაღწია. ის ძალიან პირდაპირია. მართალი იყო, როდესაც მითხრა, რომ მოედანზე მხოლოდ მაშინ შემიშვებდა, როდესაც ფორმას სრულად აღვდგენდი. მაგალითად, 2006 წლის დეკემბერში ფაქტიურად არ მითამაშია. მან მომცა დრო, რომ ბოლოდე აღმედგინა ფორმა. მე მთელი მონდომებით ვვარჯიშობდი და შევძელი კარგი თამაში მეჩვენებინა. სეზონის ბოლო სამ თვეს მოედანზე ვჩნდებოდი, სანამ ისევ არ დამამტვრიეს. ”ჩელსიში” ჩემი კარიერა დაუსრულებელმა ტრავმებმა დაანგრია და არა ჟოზემ.

- რით განსხვავდება ინგლისური და იტალიური საფეხბურთო კულტურა?

- იტალიაში მეტი ყურადღება ტაქტიკას ექცევა. ინგლისში ფეხბურთი უფრო სწრაფია და მოთამაშეები მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, როგორ დაეუფლონ ბურთს. ისინი მზად არიან ბურთვისთვის მოედნის ნებისმიერ მონაკვეთზე იბრძოლონ. მე გაოცებული ვიყავი ინგლისელი გულშემატკივრობის ჯენტლმენობით სატადიონებზე. ფეხბურთელების პუბლიკასთან დამოკიდებულება იქ ცალკე თემაა.

- ფანებთან კარგი ურთიერთობა გქონდათ?

- ძალიან მადლიერი ვარ მათი. ყოველთვის, როდესაც მოედანზე გამოვდიოდი, მხარდაჭერას ვგრძნობდი. ბევრმა ცნობილმა ფეხბურთელმა თავისი კარიერის მანძილზე ვერაფერი მოიგო. მე კი თითქმის ყველა საფეხბურთო ოცნება ავისრულე, გავიმარჯვე უკრაინის ჩემპიონატში, სერია ა-ში და ჩემპიონთა ლიგაში. ევროპაში წლის საუკეთესო ფეხბურთელად მაღიარეს, მაგრამ ჩემი თავგადასავალი ფეხბურთში ჯერ არ დასრულებულა. ჩემი მთავარი ოცნებაა, უკრაინას ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის ფინალში გასვლაში დავეხმარო.

"ფენერბაჰჩემ" პსჟ-ს მცველი გამოისყიდა
"მასზე უკეთესი გავხდები" - შეშკომ ჰოლანთან შედარებაზე ისაუბრა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა ახალგაზრდა მამაკაცს თვითმკვლელობა გადააფიქრებინა
"ახალი თავგადასავალი მჭირდება" - სონმა "ტოტენჰემიდან" წასვლა დაანონსა
ტექსტორის შეძენილ ამერიკელ მეკარეს "ლიონი" სამშობლოში გაუშვებს
"ფენერბაჰჩემ" პსჟ-ს მცველი გამოისყიდა
"მასზე უკეთესი გავხდები" - შეშკომ ჰოლანთან შედარებაზე ისაუბრა
"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი კარიერას "ფენერბაჰჩეში" გააგრძელებს
"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგას ვერ მოიგებს" - მაიკლ ოუენი
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა ახალგაზრდა მამაკაცს თვითმკვლელობა გადააფიქრებინა
19-წლამდელები მონტენეგროში ამხანაგურ მატჩებს გამართავენ
საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრება იურმალაში მიმდინარეობს
Victory - ვიქტორ ოსიმენი "გალათასარაის" ფეხბურთელი გახდა
[VIDEO] 0:4 ქუთაისში - ქართული კლუბებისთვის ევროტურნირები კვლავ ნაადრევად დასრულდა
[VIDEO] "დილა" "რიგასთან" დამატებით დროსთან ახლოს იყო - 3:3 და გორული გუნდი ტურნირს დაემშვიდობა
[VIDEO] "სპაერი" "აუსტრიასთან" განადგურდა და კონფერენს ლიგის გათამაშებას გამოეთიშა
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
18 წ. | სატურნირო რაზმი სამხრეთ აფრიკაში
რასპადორიმ გეზი მადრიდისკენ აიღო?
სრული გაურკვევლობა პსჟ-ში - დონარუმა შეიძლება დარჩეს და შევალიეც შეიძინონ
"ხაბიბი ჩემთვის სამაგალითოა, თანაც ისევე როგორც მე, ისიც რუსეთიდან არის" - ცარუკიანი ნურმაგომედოვზე
3x3Geotour2025-ის ბათუმის ტურის გამარჯვებული გახდა ჩეტი | 12 ფინალისტი შეიკრა
"დიდების დარბაზის წევრი აუცილებლად გახდება" - დუ პლესმა თოფურიაზე ისაუბრა