ლვოვის "კარპატის" თავდამსხმელი ქეცბაიას ნაკრებში თავის გამოჩენისთვის თავს არ დაზოგავს
სლოვენიასთან 17 ნოემბრის ამხანაგური მატჩისთვის, ჩვენს ნაკრებში გამოსაძახებელ ფეხურთელთაგან უმრავლესობა გუშინდელ ნომერში გაგაცანით. ამჯერად კიდევ ორი ლეგიონერის ვინაობას დავამატებთ. ესენია, რუბინის "ყაზანის" მცველი დავით კვირკველია და ლვოვის "კარპატის" თავდამსხმელი სანდრო გურული. სხვათა შორის, ეს უკანასკნელი თბილისის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელის, გია გურულის ვაჟია და ეროვნულ ნაკრებში პირველად არის გამოძახებული. მამამ ეროვნულ გუნდში 3 მატჩის ჩატარება მოასწრო. ნაკრებში გამოძახებამ მისი ვაჟი, უსაზღვროდ გაახარა და ამას პრესასთან საუბარშიც არ მალავს. სანდრო მასმედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა. მასთან ინტერვიუ, რომელიც უკრაინულმა ვებგვერდებმა გამოაქვეყნეს, ჩვენი მკითხველისთვისაც არ უნდა იყო ინტერესმოკლებული და მცირედი შემოკლებით აქვე გთავაზობთ.

- ალბათ უკვე იცით, თემურ ქეცბაიამ საქართველოს ნაკრებში გამოგიძახათ...

- დიახ, ხარკოვის "მეტალისტთან" მატჩის შემდეგ გავიგე და უზომოდ გამეხარდა. ეროვნულ ნაკრებში თამაში ყველა ფეხბურთელის მიზანი და ოცნებაა. შესაბამისად, არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვი, რომ ძალიან ბედნიერი ვარ. ეს ამბავი რომ გავიგე, ემოციების მოთოკვა გამიჭირდა.

- ქეცბაია თქვენით როგორ დაინტერესდა?

- ზუსტად არ ვიცი და გადაჭრით ვერაფერს გეტყვით. ვფიქრობ, მან პსჟ-სთან "კარპატის" მატჩი ნახა და უკრაინის ჩემპიონატშიც დამაკვირდა. თემურ ქეცბაია მაღალი დონის ფეხბურთელი იყო და მას როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთშიც დიდად აფასებენ. მისი სამწვრთნელო დებიუტი კვიპროსულ "ანორთოსისში" შედგა და ყველამ ნახეთ თუ რამდენი შეძლო ამ უსახელო გუნდით. დიდი ხანი არ არის, რაც ქეცბაია საქართველოს ნაკრები მთავარი მწვრთნელია. შედეგებიდანაც ნათლად ჩანს, რომ მის ხელში საქართველოს ნაკრები უფრო შედეგიანად თამაშობს.

- "კარპატიში" უკრაინის ჩემპიონატსა და თასის გათამაშებაში გამოდიხართ. ასპარეზობთ ევროპის ლიგაზე. ალბათ, ამას ნაკრებში თამაშიც დაემატება. მზად ხართ ასეთი გიჟური რიტმისთვის?

- თუ გინდა რომ დიდი ფეხბურთელი გახდე, ამისათვის მზად უნდა იყო, სხვაგვარად არ შეიძლება. კარგად ვხედავ როგორ ბრუნდებიან ნაკრებიდან კლუბში ფედეცკი, ხუდობიაკი, კოჟანოვი, ზენიოვი... ეროვნულ გუნდში გატარებული პერიოდი მათ ძალას მატებს. მჯერა, მეც ასე ვიქნები.

- ნაკრებში თამაში თუ მოგიწევთ, მატჩის დაწყებამდე საქართველოს ჰიმნი უნდა იმღეროთ. საფრანგეთში გაიზარდეთ და ალბათ ლოგიკურია თუ გკითხავთ, თქვენი ქვეყნის ჰიმნი თუ იცით?

- რა თქმა უნდა, ვიცი, ეროვნული ჰიმნი ძალიან მომწონს და ვიმღერებ კიდეც. ნაკრებში თუ დებიუტი მექნება, ამით ოჯახურ ტრადიციას გავაგრძელებ. მამაჩემმა, გია გურულმა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ეროვნულ ნაკრებიც ითამაშა. ძალიან მინდა ეროვნულ გუნდში ფეხი მოვიკიდო და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებ.

state
წარმატებები.... გელით....
"კვარასნაირი" ფეხბურთელები არ გვყავს" - დეშამმა თავი იმართლა
კვერნაძეს სერია A-ს გუნდში გადასვლის შანსი აქვს - ბევრი რამ ევროპირველობაზე მის თამაშზე იქნება დამოკიდებული
კონტე: კვარაცხელია წავიდა - ხელმძღვანელობამ შეცდომები აღიარა
U20. საქართველოს ნაკრები ინგლისთან დამარცხდა
7-ქალა | ისტორიული ლელო მაკარსკადან
კანავარომ შესაძლოა, რუსული კლუბი გაწვრთნას
"ნაპოლი" სუდაკოვს არ შეიძენს
ოდიშარია: მეტოქეს არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ
სვანაძე: საფრანგეთთან ზედმეტი მოტივაცია არ გვჭირდება - სულ სხვა ასპარეზი იშლება ჩვენს წინაშე
გატუზო იტალიის ნაკრებს ოფიციალურად ჩაუდგება სათავეში
კვერნაძეს სერია A-ს გუნდში გადასვლის შანსი აქვს - ბევრი რამ ევროპირველობაზე მის თამაშზე იქნება დამოკიდებული
"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში
20 წ. | ბოლო რეპეტიცია მსოფლიომდე
[VIDEO] მსაჯების უსამართლო გადაწყვეტილება - სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს ნაადრევად გამოეთიშა
ტრაგედია მიხეილ აშვეთიას ოჯახში...
"ასეთი რაღაც როგორ შეიძლება?" - გვარდიოლამ ესპანური კლუბები გააკრიტიკა
[VIDEO] "რეალმა" არნოლდი წარადგინა - ინგლისელმა პრესკონფერენციაზე ყველა გააკვირვა
ცნობილია, რატომ თქვა ოსიმენმა 40 მილიონზე უარი - ნიგერიელის მომავალი მოულოდნელად ვითარდება
"36 წლის ძიუბა ბევრ ევროპულ გრანდს გააძლიერებდა" - ბრაზილიელ აგენტს არტიომის იმედი აქვს
"ნაპოლი" "ლივერპულის" კიდევ ერთი შემტევის გადაბირებას შეეცდება
შენგელიას 29 ქულა და MVP-ის ტიტული | "ვირტუსმა" ფინალური სერია მოგებით გახსნა
კიეზას "ლივერპულში" თამაში არ უწევს და "ნაპოლიში" გადასვლა სურს
კვარაცხელია მსოფლიო ჩემპიონატს იწყებს - მესისთან დაპირისპირების შანსი