ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

რაფაელ ნადალს გაუჭირდა, გაელ მონფილმა ბერდიხი გამოაგდო

რაფაელ ნადალს გაუჭირდა, გაელ მონფილმა ბერდიხი გამოაგდო

საფრანგეთის ღია პირველობა. პირველი წრე
საფრანგეთის ღია პირველობაზე მთავარი ფავორიტი ჩაება ბრძოლაში. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ტურნირის შვიდგზის ჩემპიონს, რაფაელ ნადალს არადამაჯერებელი სტარტი გამოუვიდა. ესპანელის პირველი მეტოქე მსოფლიოს 59-ე ნომერი, გერმანელი დანიელ ბრანდსი იყო. ამ უკანასკნელმა, წაგების მიუხედავად, ალბათ, კარიერაში საუკეთესო მატჩი ჩაატარა. პირველ რიგში, აღსანიშნავია მეორე მოწოდებაზე მოგებული ქულების 83 პროცენტი.

"მან დაუჯერებელი თამაში აჩვენა, - განაცხადა მატჩის შემდეგ ნადალმა. - ვცდილობდი საკუთარი რიტმის პოვნას, მაგრამ მისი ფანტასტიკური დარტყმები ხელს მიშლიდა. ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და ბედნიერი ვარ, რომ ამას გავუძელი".

ბრანდსმა სენსაციურად მოიგო პირველი სეტი და მეორეშიც ახლოს იყო მიზანთან - ტაი-ბრეიკზე 3:0 დაწინაურდა. ნადალმა გაჭირვებით, მაგრამ შემოაბრუნა მე-13 გეიმის ბედი, მომდევნო რვა ქულიდან შვიდი თავის სასარგებლოდ დაასრულა და სეტებს შორის ანგარიში გაათანაბრა.

ბრძოლა მომდევნო ორ სეტშიც იყო, თუმცა ორივეს დასაწყისში ბრანდსი კონცენტრაციას კარგავდა და ბრეიკს უთმობდა მეტოქეს. ორივე შემთხვევაში, გერმანელმა დაკარგული მოწოდება ვეღარ დაიბრუნა და ოთხ სეტში დამარცხდა - 6:4, 6:7(4), 4:6, 3:6.

მეორე წრეში ნადალი სლოვენიელ მარტინ კლიჟანს შეხვდება.

სამ სეტში მოიგო პირველი წრის შეხვედრა ჟო-ვილფრიდ ცონგამ. მან 6:2, 6:2, 6:3 მოუგო ალიაჟ ბედენეს, თუმცა მასპინძელი ბოლომდე კმაყოფილი ვერ დარჩებოდა თავისი თამაშით, რადგან მხოლოდ 50 პროცენტი იყო მისი პირველი მოწოდების სიზუსტე.

სათამაშო დღეს ფრანგები ფართოდ იყვნენ წარმოდგენილნი და უმეტესმა მათგანმა მოახერხა შემდეგ ეტაპზე გასვლა. მათ შორისაა რიშარ გასკე, რომელმაც მხოლოდ რვა გეიმი დაუთმო უკრაინელ სერგეი სტახოვსკის - 6:1, 6:4, 6:3. 26 წლის გასკეს როლან გაროსზე მეოთხე წრეზე შორს არ გაუღწევია, თუმცა წელს კარგი სეზონი აქვს - ორი ტიტული მოიგო და 34-დან 26 მატჩში გაიმარჯვა. აქ მეოთხედფინალამდე ყველაზე რთულ მეტოქეებად სტანისლას ვავრინკა და იერჟი იანოვიჩი უნდა განვიხილოთ. მათი ბარიერის გავლა გასკეს ნამდვილად შეუძლია.

ყველაზე მეტად ადგილობრივი პუბლიკა გაახარა გაელ მონფილსმა. სწორედ ის გახდა წლევანდელი როლან გაროსის პირველი სენსაციის ავტორი. ფრანგი საყოველთაოდ ცნობილი ჩოგბურთელია, საფრანგეთის ღია პირველობაზე 2008 წელს ნახევარფინალში უთამაშია. ამიტომაც, შესაძლოა, შეცდომა იყოს ტომაშ ბერდიხზე გამარჯვების სენსაციად მონათვლა, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ 24 წლის ფრანგი ბოლო ორ სეზონში მხოლოდ ტრავმებს ებრძოდა და ამა წლის თებერვალში კარიერის დასრულებასაც კი აპირებდა.

მაგრამ გაელმა, საბედნიეროდ, გადაიფიქრა და სულ მალე მოიგო დელრეი ბიჩის ტურნირი, რითაც ATP-ის საუკეთესო ასეულში დაბრუნდა. როლან გაროსის წინ კი მონფილმა ბორდოს "ჩელენჯი" მოიგო და წააგო ATP-ის ტურნირის ფინალი ნიცაში.

რაც შეეხება 27 მაისის შეხვედრას, ის ოთხ საათზე მეტხანს გაგრძელდა. მეხუთე სეტში მონფილსი ურთულესი მდგომარეობიდან გამოძვრა, როცა მეექვსე გეიმში სამმაგი ბრეიკ-პოინტი მისცა ბერდიხს, მაგრამ სამივე საფრთხე მოიგერია, შემდეგ კიდევ ერთ ბრეიკ-პოინტს გადაურჩა. ყველაფერი 5:5-ზე გადაწყდა, როცა ფრანგმა ბრეიკი გააკეთა და შემდეგ მატჩზე ჩააწოდა.

მონფილსის მორიგი მეტოქე ლატვიელი ერნესტ გულბისი იქნება, რომელსაც უყვარს მარათონული მატჩები. ასე რომ, წინ ძალიან საინტერესო შეხვედრა გველის.

კიდევ ერთი სენსაცია მოხდა - მსოფლიოს 262-ე ნომერმა, 18 წლის ავსტრალიელმა ნიკ კირგიოსმა გამოცდილი ჩეხი რადეკ შტეპანეკი დაამარცხა, თანაც სამ სეტში - 7:6(4), 7:6(8), 7:6(11). ეს ავსტრალიელისთვის არა მხოლოდ "დიდი სლემის" ტურნირზე, არამედ პროფესიულ ტურში დებიუტი იყო.

ქალებში რამდენიმე გამორჩეული მატჩი გაიმართა. ყველაზე დიდ ინტერესს იწვევდა დანიელი კაროლინ ვოზნიაცკისა და ბრიტანელი ლორა რობსონის შეხვედრა. ძველ დროს, როცა ვოზნიაცკი მსოფლიოს პირველი ჩოგანი იყო, ფავორიტის დასახელება არ გაგვიჭირდებოდა, მაგრამ დანიელმა როლან გაროსამდე ოთხი მნიშვნელოვანი ტურნირის პირველი წრე წააგო, რაც მის ცუდ ფორმაზე მეტყველებდა.

მაგრამ ამჯერად კაროს ყველაფერი წესრიგში ჰქონდა. ანგარიში - 6:3, 6:2 კარგად მეტყველებს სკანდინავიელის უპირატესობაზე.

დიდი ბრძოლა იყო მოსალოდნელი რუმინელი სიმონა ჰალეპისა და ესპანელი კარლა სუარეს ნავაროს მატჩში. კარლა გრუნტის აღიარებული ოსტატია, ჰალეპმა კი ცოტა ხნის წინ რომის უმაღლესი კატეგორიის ტურნირზე ნახევარფინალამდე მიაღწია. ვარაუდი გამართლდა - თამაში სამსეტიანი იყო. სუარეს ნავარომ პირველი სეტის წაგების შემდეგ ინიციატივა მოიპოვა და ის ბოლომდე ხელიდან აღარ გაუშვია - 3:6, 6:2, 6:2.

I წრე

კაცები

რაიან ჰარისონი (აშშ)-ანდრეი კუზნეცოვი (რუს) 6:3, 6:4, 7:6(4); ჯონ ისნერი (აშშ, 19)-კარლოს ბერლოკი (არგ) 6:3, 6:4, 6:4; რაფაელ ნადალი (ესპ, 3)-დანიელ ბრანდსი (გერ) 4:6, 7:6(4), 6:4, 6:3; მარტინ კლიჟანი (სლოვაკ)-მაიკლ რუსელი (აშშ) 3:6, 6:3, 6:1 უარი; ლუკაშ როსოლი (ჩეხ)-პერე რიბა (ესპ) 6:3, 6:4, 6:4; ფაბიო ფონინი (იტა, 27)-ანდრეას ბეკი (გერ) 6:3, 7:5, 6:3; გრეგა ჟემლია (სლოვენ)-სანტიაგო ხირალდო (კოლ) 6:1, 6:4, 6:1; კეი ნიშიკორი (იაპ, 13)-ჯესი ლივაინი (კან) 6:3, 6:2, 6:0; რობინ ჰაასე (ჰოლ)-კენი დე სხეპერსი (საფ) 6:4, 7:6(3), 2:6, 6:3; იერჟი იანოვიჩი (პოლ, 21)-ალბერტ რამოსი (ესპ) 7:6(3), 7:5, 6:3; მიხალ პრისიეჟნი (პოლ)-რინ უილიამსი (აშშ) 6:3, 6:7(5), 7:5, 7:5; რიშარ გასკე (საფ, 7)-სერგეი სტახოვსკი (უკრ) 6:1, 6:4, 6:3; გაელ მონფილი (საფ)-ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 5) 7:6(8), 6:4, 6:7(3), 6:7(4), 7:5; ერნესტ გულბისი (ლატ)-როჟერიუ დუტრა სილვა (ბრა) 6:1, 7:6(4), 6:3; იგორ სისლინგი (ჰოლ)-იურგენ მელცერი (ავსტრია) 6:4, 6:3, 6:2; ტომი რობრედო (ესპ, 32)-იურგენ ზოპი (ესტ) 6:3, 6:2, 6:1; ედუარდ როჟე-ვასელენი (საფ)-მარტინ ალუნდი (არგ) 6:2, 4:6, 6:1, 6:0; ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 11)-ანდრეას ჰაიდერ-მაურერი (ავსტრია) 4:6, 6:4, 6:3, 6:3; ევგენი დონსკოი (რუს)-იან-ლენარდ სტრუფი (გერ) 7:6(7), 2:6, 7:6(2), 6:2; ფელისიანო ლოპესი (ესპ)-მარსელ გრანოლერსი (ესპ, 31) 7:5, 2:6, 6:4, 4:6, 6:4; ალბერტ მონტანიესი (ესპ)-სტივ ჯონსონი (აშშ) 6:4, 3:6, 6:3, 3:6, 6:1; ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 6)-ალიაჟ ბედენე (სლოვენ) 6:2, 6:2, 6:3; იარკო ნიემინენი (ფინ)-პოლ-ანრი მატიო (საფ) 6:4, 4:6, 7:6(9), 4:6, 6:2; დანიელ ხიმენო ტრავერი (ესპ)-ხუან მონაკო (არგ, 17) 4:6, 4:6, 7:6(4), 6:4, 6:4; ნიკ კირგიოსი (ავსტრა)-რადეკ შტეპანეკი (ჩეხ) 7:6(4), 7:6(8), 7:6(11); მარინ ჩილიჩი (ხორ, 10)-ფილიპ პეტცშნერი (გერ) 6:1, 6:2, 6:3; პაბლო კუევასი (ურუ)-ადრიან მანარინო (საფ) 6:3, 2:6, 6:3, 5:7, 7:5; ჟულიან ბენეტო (საფ, 30)-რიკარდას ბერანკისი (ლიტ) 7:6(5), 6:3, 5:7, 7:6(5); ტობიას კამკე (გერ)-პაოლო ლორენცი (იტა) 6:3, 6:3, 3:6, 0:6, 6:3.

ქალები

იოჰანა ლარსონი (შვედ)-მონიკა ნიკულესკუ (რუმ) 6:2, 6:3; რობერტა ვინჩი (იტა, 15)-სტეფანი ფორეტცი (საფ) 6:3, 6:0; კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 10)-ლორა რობსონი (ბრიტ) 6:3, 6:2; ბოიანა იოვანოვსკი (სერ)-ბარბორა ზახვალოვა (ჩეხ) 6:3, 6:2; მაგდალენა რიბარიკოვა (სლოვაკ)-პოლინ პარმენტიე (საფ) 6:0, 6:1; სვეტლანა კუზნეცოვა (რუს)-ეკატერინა მაკაროვა (რუს, 22) 6:4, 6:2; ვარვარა ლეპჩენკო (აშშ, 29)-მირიანა ლუჩიჩი (ხორ) 6:1, 6:2; ელინა სვიტოლინა (უკრ)-რომინა ოპრანდი (შვეიც) 6:3, 4:6, 6:1; იანა ჩეპელოვა (სლოვაკ)-კრისტინა მაკჰეილი (აშშ) 7:6(3), 2:6, 6:4; ანჟელიკ კერბერი (გერ, 8)-მონა ბარტელი (გერ) 7:6(6), 6:2; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 4)-შაარ პეერი (ისრ) 6:1, 6:1; ჟუჟანა კუკოვა (სლოვაკ)-იულია გორგესი (გერ, 24) 7:6(8), 6:0; მატილდ იოჰანსონი (საფ)-შანელ სხეპერსი (ს. აფრ) 7:5, 6:1; მედისონ კისი (აშშ)-მისაკი დოი (იაპ) 6:3, 6:2; კარლა სუარეს ნავარო (ესპ, 20)-სიმონა ჰალეპი (რუმ) 3:6, 6:2, 6:2; მარია-ტერეზა ტორო-ფლორი (ესპ)-იულია გლუშკო (ისრ) 6:2, 7:5; ნა ლი (ჩინ, 6)-ანაბელ მედინა გარიგესი (ესპ) 6:3, 6:4; ბეტანი მატეკი (აშშ)-ლურდეს დომინგეს ლინო (ესპ) 6:4, 6:1; პაულა ორმაეჩეა (არგ)-ტატიანა მარია (გერ) 6:3, 4:6, 6:0; ფრანჩესკა სკიავონე (იტა)-მელინდა ჩინკი (უნგ) 6:0, 7:6(1); კირსტენ ფლიპკენსი (ბელ, 21)-ფლავია პენეტა (იტა) 2:6, 6:4, 6:0; გარბინ მუგურუსა (ესპ)-კაროლინა პლიშკოვა (ჩეხ) 4:6, 7:5, 6:3; ვანია კინგი (აშშ)-ალექსანდრა კადანტუ (რუმ) 7:6(3), 6:1; სლოუნ სტივენსი (აშშ, 17)-კარინ კნაპი (იტა) 6:2, 7:5; მელანი ოუდინი (აშშ)-ტამირა პაჩეკი (ავსტრია, 28) 6:4, 6:3; ჟიე ჟენგი (ჩინ)-ვესნა დოლონცი (სერ) 6:4, 6:1; იუჯინი ბუშარი (კან)-ცვეტანა პირონკოვა (ბულ) 6:1, 7:6(2); მარია შარაპოვა (რუს, 2)-სუ-ვეი ჰსიე (ტაივ) 6:2, 6:1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

როლან გაროსზე ანა ტატიშვილმა სერენა უილიამსთან 0:6, 1:6 წააგო

რამდენი გამოიმუშავა ბასილაშვილმა მუსეტის დამარცხებით და რა წინსვლა ელის რეიტინგში - ქართველი ჩოგბურთელის წარმატება რიცხვებში

ბასილაშვილი: ჩემს ამ ასაკში ასეთი ქამბექის შესრულება სრული სიგიჟეა

უიმბლდონის პირველ წრეში ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია

ქართველი თავდამსხმელი ესპანეთში დაბრუნებასთან ახლოსაა

კალანდაძე პლოცკის "ვისლას" ფეხბურთელი გახდა

ძმების დაპირისპირება არ შედგება - ჯობი VS ჯუდს საკლუბო მუნდიალზე ვერ ვნახავთ

"ლივერპულიდან" "ლევერკუზენში" - ქვანსა ბუნდესლიგაში გადაბარგდა

მოლაპარაკება შედგა - დევიდი კარიერას "იუვენტუსში" განაგრძობს

ანჩელოტის შვილმა თქვა, რატომ არ დაიწყო დამოუკიდებელი სამწვრთნელო საქმიანობა

რამდენი გამოიმუშავა ბასილაშვილმა მუსეტის დამარცხებით და რა წინსვლა ელის რეიტინგში - ქართველი ჩოგბურთელის წარმატება რიცხვებში

როდის გამართავს თოფურია მორიგ ორთაბრძოლას - ქართველი ჩემპიონის წარმომადგენელი განმარტავს

"ნაპოლი" სატრანსფერო ფანჯარაზე კიდევ უფრო ძლიერდება - კლუბმა მორიგი ფეხბურთელი დაიმატა

ლაკაზეტი საუდის არაბეთის გუნდის ფეხბურთელი გახდა

[VIDEO] "რეალმა" "იუვენტუსს" მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა

სუპერთასი 2025 | "ტორპედომ" მესამე ადგილისთვის მატჩში "იბერია 1999" დაამარცხა

კვლავ NBA-ში, თუმცა არა "სან ანტონიოში" - მამუკელაშვილის მომავალი კლუბი გაირკვა

ბასილაშვილი: ჩემს ამ ასაკში ასეთი ქამბექის შესრულება სრული სიგიჟეა

"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე

არისაბალაგა "ჩელსიდან" "არსენალში" გადავიდა

პსჟ-ს ფეხბურთელი ესპანეთში დაბრუნებას აპირებს

პსჟ ფაბიან რუისს ვერ შეელევა

უდიდესი სენსაცია - ბასილაშვილმა მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანი დაამარცხა!

"ტორპედომ" გვინეა ბისაუს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა

ვინ გახდება პირველი ჩოგანი? მესიმ პაპის ჯილდო მიიღო - 2 სექტემბრის დაიჯესტი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს მე-10 ჩოგანი ტომაშ ბერდიხი დაამარცხა! [VIDEO]

სად და როდის იქნება ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი ATP ტიტული?

ნიკოლოზ ბასილაშვილი ახალ სეზონს დოჰას ტურნირით დაიწყებს

ქართველი ჩოგბურთელები: ნიკოლოზ ბასილაშვილი ისევ 63-ე ნომერია

ნადალი: როდესაც მესიმ ექსტრა-ტაიმში გაიტანა, ცრემლები წამომივიდა

რიო 2016: ზიკას ვირუსის გამო პანიკა იზრდება - ბერდიხის, რაონიჩის, ჰალეპისა და პლიშკოვას უარი

პირველივე დღეს საქმეში მთავარი ფავორიტები ჩაერთნენ! ავსტრალიის ღია პირველობა დაიწყო

მსოფლიოს ექსპირველმა ჩოგანმა კარიერა 29 წლის ასაკში დაასრულა

ნიკოლოზ ბასილაშვილი წლის ბოლოს ოპერაციას გაიკეთებს - 4 სექტემბრის დაიჯესტი

"ბატონო ნადალ, ფოტო შეიძლება?!" - ფედერერმა გულშემატკივრებთან საუბარში სასაცილო ისტორია გაიხსენა

US Open გახურდა - ნადალი და ჯოკოვიჩი მშვიდად მიიწევენ წინ, რუბლიოვი აღარ ხუმრობს

მაგიური ჯოკოვიჩი - ნოვაკი 2028 წლის ოლიმპიადაზე თამაშს გეგმავს

ნადალი: "რეალის" ფანი ვარ, მაგრამ მესი რონალდოზე უკეთესია [VIDEO]

ბასილაშვილს სეზონის დახურვა ჯოკოვიჩთან ისტორიული გამარჯვებით შეუძლია! - ნიკა დღეს პარიზის მასტერსში ჩაერთვება - მივა ჯოკოვიჩამდე?

ნიკამ ვენა უნდა გაიხსენოს - დღეს ბასილაშვილი მონრეალში ტომაშ ბერდიხს შეხვდება

ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა

ფედერერის შემდეგ ნადალიც - ჩოგბურთიდან რაფაც მიდის

ვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილის მწვრთნელი, რომელიც ცნობილ ჩოგბურთელებს ავარჯიშებდა