საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა სასარის "ოქროს დიდ პრიზზე" 5 მედალი მოიპოვა
იტალიურ სასარიში დასრულდა "ოქროს დიდი პრიზის" გათამაშება თავისუფალ ჭიდაობაში, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა 5 მედალი მოიპოვა - 3 ოქრო და თითო ვერცხლ-ბრინჯაო.

ტურნირის გამარჯვებულები ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55), მალხაზ ზარქუა (66) და გიორგი საკანდელიძე (120) გახდნენ, დავით ქერაშვილმა (96) ვერცხლი მოიპოვა, ამჯერად ზედა წონაში მოჭიდავე გიორგი ედიშერაშვილი (60) კი მესამეზე გავიდა.

სამწუხაროდ, თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების ათვისებისა და ორგანიზაციული თვალსაზრისით, ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია ჯერაც აუღებელ ციხესიმაგრედ რჩება და ვიდეო თუ ტექნიკური მონაცემების მოპოვება კვლავაც წარმოუდგენლად ჭირს.

მართალია, ამჯერად სასარიდან ტურნირის პირდაპირი რეპორტაჟი კი ხორციელდებოდა, მაგრამ მხოლოდ ერთ ლეიბს აჩვენებდნენ.

ამიტომ, ძიუდოსგან განსხვავებით, სადაც შენთვის სასურველი ტატამის ამორჩევა უპრობლემოდ შეგიძლია, აქ მთლიანად იტალიელ რეჟისორ-ოპერატორებზე ვიყავით დამოკიდებულნი. ისინი კი აქცენტს საკუთარ ფალავნებზე აკეთებდნენ, რაც სავსებით გასაგებია.

მით უფრო, რომ საკუთრივ იტალიის ეროვნული ნაკრების გარდა, ამჯერად შეჯიბრებაში სარდინიისა და სასარის გუნდებიც გამოდიოდნენ, ანუ მათ საქომაგო ჩვეულებრივზე მეტი ჰყავდათ.

აქედან გამომდინარე, ჩვენებურთა გამოსვლაზე მთლად დაწვრილებით ვერ ვისაუბრებთ. ამ მხრივ, ედიშერაშვილზე შედარებით გაგვიმართლა, რადგან მისი პირველივე პაექრობა შემოგვთავაზეს. სამაგიეროდ, ზუსტად იმ დროს მოჭიდავე საკანდელიძეს ვერ ვუყურეთ.

ხინჩეგაშვილმა ფინალში პუერტორიკოელი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ფრანკლინ გომესი დაამარცხა მეტად დრამატულ პაექრობაში - ბოლოს 1:0-ს აგებდა, რადგან მეტოქემ ფეხიდან აყვანით ერთქულიანზე გადაიყვანა.

საბედნიეროდ, ლადო არ დანებდა და იქით გადავიდა შეტევაზე, რამაც უდავოდ ძლიერი გომესი წამიერად დააბნია, ეს კი სავსებით ეყო ჩვენებურს.

ხინჩეგაშვილს ფასდაუდებელი სამსახური გაუწია ქართულმა საჭიდაო სკოლამ და ამ ჯაჯგურში ისეთი ჩინებული გარესარმა გამოუსვა, გომესი მოცელილივით დაეცა, იტალიელ კომენტატორებს კი სულ "სპექტაკლო" და "გრანდე კლასსე ჯორჯიანო" აძახებინა.

იხილეთ ვიდეო

ეს მართლაც მშვენიერი გამარჯვება იყო და ძნელია, მათ არ დაეთანხმო.

ევროპირველობაზე ხინჩეგაშვილს ცოტა გაუჭირდა რუსთა ევროპის სამგზის გამარჯვებულ ოპან სატთან - ტაქტიკურის გარდა, ფიზიკურადაც დაიჩაგრა. არ ვიცით, როგორ იჭიდავებს რუსთა მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონსა და ოლიმპიური ვერცხლის მფლობელ ბესიკ კუდუხოვთან, იმავე რუსთა მსოფლიოს ორგზის მომგებ ვიქტორ ლებედევთან ან აზერბაიჯანელ ოლიმპიურ ჩემპიონ ტოგრულ ასკეროვთან, მაგრამ გომესის დარ ფალავნებთან წარმატებით ჭიდაობა რომ შეუძლია, ამას თვალნათლივ ამტკიცებს. პუერტორიკოელი კი საკმაოდ მაღალი დონეა, რაც ამ ტურნირზე კიდევ ერთხელ დაამტკიცა - ის ოდნავ თუ ჩამორჩება ზემოდასახელებულ ტოპ-კვარტეტს.

ერთი სიტყვით, ხინჩეგაშვილმა კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა, რომ ახალ წონაში ადაპტაცია წარმატებით გაიარა და აქაც მოიპოვებს დიდ შედეგებს.

ედიშერაშვილი ამ წონაში დროებით გამოვიდა, რადგან მწვრთნელებმა ამჯერად არ დააკლებინეს - 20-იოდ დღეში საქართველოს თასზე აუცილებლად 55-ში უნდა იჭიდაოს, რადგან ის მსოფლიოსთვის მთავარი შესარჩევია.

სავარაუდოდ, მას უფრო პირადი წონის გამო გაუჭირდა - აქაურობისთვის ეს ისედაც მჩატეა, ხოლო 60-ში ბევრი ზევიდან იკლებს.

მაგალითად, პირველ შეხვედრაში რუმინელი მეტოქე რამდენჯერმე ჯვარიდან ვერ დაატრიალა, თუმცა კი კარგადაც შეეკრა და თითქოს წარმატებითაც წამოსწია ლეიბიდან, მაგრამ ბოლომდე მისაყვანად ძალა აღარ ეყო.

ამით ორიოდე მომენტში რუმინელმა კარგად ისარგებლა და 2-ქულიანები აუღო. აშკარად ჩანდა, რომ ედიშერაშვილს მისი აწევა უჭირდა, თორემ არც დაღლილა, ბევრსაც მოძრაობდა და ილეთებსაც ცდილობდა.

მისი საჭიდაო დონე მეორე პერიოდის დამთავრებამდე 40-მდე წამით ადრე გამოჩნდა, როცა უკუგდების წარუმატებელი მცდელობა მაინც სათავისოდ გამოიყენა - ბეჭებზე დადო, თორემ პირველი ხომ 2:5 წააგო, მეორესაც 2:4-ით აგებდა. ის ძირითად ბადეში ხინჩეგაშვილთან დამარცხდა.

ზარქუამ ფინალში დამაჯერებლად დაამარცხა თურქი მუჰამეტი - თავიდან მოგვერდით კარგად გადაიყვანა ჩოქბჯენში, სადაც მიდგა და ჯერ მარცხნივ, მერე კი მარჯვნივ დაატრიალა (5:0), ხოლო მეორე პერიოდში მისი ფერის ბურთულა ამოვიდა (ტურნირი ძველი წესებით ტარდებოდა) და ხალიჩიდან გაიყვანა - 1:0.

საკანდელიძემ ფინალში რუმინელ დანიელ ჩინტოანუს მოუგო, ქერაშვილი კი თურქ ქენან გიორთან დამარცხდა.

სასარიში დავით მარსაგიშვილსაც უნდა ეჭიდავა, ოღონდ 96-ში, რადგან საქართველოს თასის გამო წონას არც მას აკლებინებდნენ.

იტალიაშიც წავიდა. არაოფიციალურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აიწონა კიდეც, მაგრამ მაინც არ უასპარეზია. მიზეზს ვერ გეტყვით, რადგან ამის შესახებ ვერც ფედერაციაში გვითხრეს რამე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ისევ სპორტში - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ხალიჩას უბრუნდება
U23. მსოფლიოს ჩემპიონატზე სულეიმანიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატი მარცხით დაიწყეს
ვიზერის დიდი პროექტები - "დიდი პრიზი" უკვე საქართველოშია
რუსებს ცურვაში მედლები ჩამოერთვათ
იუპ ჰაინკესს fair play-ს მედალი გადასცეს
მინსკი 2019: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ალიევთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა [VIDEO]
ხინჩეგაშვილის შემდეგ პეტრიაშვილიც - გენო ჭიდაობას უბრუნდება
ისევ სპორტში - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ხალიჩას უბრუნდება
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია
"ყველაზე უადგილო მომენტი და ყველაფერი დასრულებულია..." - სამწუხაროდ, ოლიმპიადას მოქმედი ჩემპიონი გამოტოვებს...