გორის "დილას" ახალი მთავარი მწვრთნელი მასმედიასა და ქომაგს წარუდგინეს

ქვეყნის ვიცე-ჩემპიონ გორის "დილას" მალე ევროტურნირზე მოუწევს ასპარეზობა.

მოგეხსენებათ, გუნდს უმაღლესი ლიგის დასრულებამდე ლიტველი სპეციალისტი ვალდას ივანაუსკასი წვრთნიდა, რომელთან კონტრაქტი აღარ გაგრძელდა. გარკვეული ხნის ძიების შემდეგ კი "დილას" ხელმძღვანელებმა მწვრთნელად გიორგი დევდარიანი დანიშნეს.

4 ივნისს ის მასმედიასა და ქომაგებს წარუდგინეს. შეხვედრაზე ჟურნალისტთა კითხვებს, ახალ მწვრთნელთან ერთად, კლუბის სპორტული დირექტორი ვანო ხორგუაშვილი, გორის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე და ქალაქის გამგებელი პაპუნა კობერიძე პასუხობდნენ.

ვანო ხორგუაშვილი:

- წარმოგიდგენთ "დილას" მთავარი მწვრთნელს, ახალგაზრდას, მაგრამ საკმაოდ გამოცდილ, ქართული ფეხბურთისთვის კარგად ნაცნობ სპეციალისტს გიორგი დევდარიანს.

ვფიქრობ, რომ მასთან ერთად შევასრულებთ გუნდისთვის დასახულ ამოცანებს. მისი ხელმძღვანელობით წარმატებების მოპოვების დიდი იმედი გვაქვს.

გიორგი დევდარიანი:

- დიდი მადლობა გორის მუნიციპალიტეტს, რომელმაც ნდობა გამომიცხადა. ეს ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და ტვირთია, რომელიც ღირსეულად უნდა ვზიდო.

პირველ ყოვლისა, გეტყვით, რომ რამდენიმე თვეა, გორში არ ვყოფილვარ და ინფრასტრუქტურამ, რაც ამ სტადიონზე დამხვდა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ბევრი რამ სასიკეთოდაა შეცვლილი.

ვიცი, რომ გორში ფეხბურთი სულ უფრო პოპულარული ხდება. თამაში, რომელსაც გუნდი აქ მომუშავე სპეციალისტების ხელმძღვანელობით აჩვენებდა, საკმაოდ მაღალი დონის არის, მაგრამ შევეცდები, გავაუმჯობესო იგი და სანახაობრივი შტრიხები შევმატო, რაც სულაც არ არის იოლი საქმე. თუმცა იმედი რომ არ მქონოდა, არც ჩამოვიდოდი.

როგორც ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელს, გარკვეული წარმოდგენა მაქვს ახალგაზრდა გორელ ფეხბურთელებზეც. "დილა" ჭაბუკთა ლიგაშიც კარგად გამოდის.

შევეცდებით, მათ გავუხსნათ ასპარეზი ჯერ დუბლებში, შემდეგ, ვინც დაიმსახურებს, ძირითად გუნდში და შემდგომ ღირსეული ცვლა გავუზარდოთ ქვეყნის ნაკრებს.

- თქვენი სიტყვები იმას ხომ არ ნიშნავს, რომ გუნდის უმთავრესი აქცენტი ახალგაზრდებსა და ადგილობრივ ფეხბურთელებზე იქნება გადატანილი?

- მოგეხსენებათ, ევროპალიგაზე მოგვიწევს თამაში. პირველ რიგში, ჩვენი ამოცანაა, იქ ღირსეულად ვიასპარეზოთ. ბუნებრივია, მე განსაკუთრებულ შედეგს, თასის აღებას და ა. შ. ვერ შეგპირდებით, მაგრამ მჯერა, რომ ევროპულ არენაზე თავს არ შევირცხვენთ.

რაც შეეხება ახალგაზრდებს, უწინარესად, მათზეა დამოკიდებული, დავაწინაურებთ თუ არა დიდ გუნდში. ჩვენ შევეცდებით, მათ ხელი შევუწყოთ. ადგილობრივებს უპირატესობა ექნებათ გუნდში მოხვედრისას იმ შემთხვევაში, თუ სხვა ქალაქიდან ჩამოყვანილი მათ ვერ აჯობებს. საერთოდ კი, ითამაშებს ის, ვინც მოცემული მომენტისთვის უკეთაა მომზადებული.

აქაური გულშემატკივარი მიეჩვია "დილასგან" გამარჯვებებს და მე ჩემს თავს არ მივცემ უფლებას, რომ მათ ეს სიხარული მოვაკლო. მით უფრო, რომ კლუბის ხელმძღვანელობა ითხოვს ევროპულ ტურნირზე ღირსეულ გამოსვლას და ეროვნულ ჩემპიონატში წამყვანი პოზიციის შენარჩუნებას.

- სამწვრთნელო შტაბში თანაშემწეებად სხვა სპეციალისტების მოყვანას ხომ არ გეგმავთ?

- "დილაში" საკმაოდ კარგი სპეციალისტები მუშაობენ. ვაპირებ, მათთან ერთად ვიმუშაო. ვცდილობთ, ისევ დარჩეს ფიზმომზადების მწვრთნელი თომას კლიმეკი, რომელიც ივანაუსკასთან ერთად მუშაობდა. ამ საკითხზე მასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება.

- რამდენად აქვს კლუბს იმის რესურსი, რომ ნაყოფიერი მოსამზადებელი შეკრება გაიაროს ევროპალიგისთვის, რათა ღირსეულად წარსდგეს საერთაშორისო არენაზე?

- რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, კლუბს აქვს რესურსი, მოსამზადებელი ეტაპი კარგად გაიაროს. იცით, რომ "დილაში" არაერთი ძლიერი ფეხბურთელია, რომელთა თავისთან გადაიყვანის სურვილი უცხოურ კლუბებს აქვთ. ფეხბურთელების გარკვეული ჯგუფი აუცილებლად დარჩება გუნდში. ამ ეტაპზე ნამდვილად ვერ გიპასუხებთ, კონკრეტულად რომლები რჩებიან ან ვინ ტოვებს "დილას" - ეს ყველაფერი უახლოეს მომავალში გაირკვევა.

ვანო ხორგუაშვილი:

- პრობლემები, რომლებიც იდგა კლუბის წინაშე, მოგვარებულია. მეტიც, საკრებულოს და გამგეობის თანადგომით, საკმაოდ სერიოზული მიზნების შესრულება გვინდა. ამ მომენტში კი შეგიძლიათ თავადაც ნახოთ, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით, მაგალითად, სტადიონზე სამუშაოები განუწყვეტლივ მიმდინარეობს.

დავით რაზმაძე:

- მივულოცავ "დილას" ვერცხლის მედლებს! მესამე ათწლეულია, რაც ეროვნული ჩემპიონატი იმართება და გორის გუნდს ადრე არასოდეს ჰქონია ასეთი შედეგი. ჩვენ ორიენტირი ნამდვილად გვაქვს აღებული "დილას" გაძლიერებაზე. სურვილია, იგი ევროპის ლიგაზე შარშანდელზე უკეთაც გამოვიდეს.

მადლობას გადავუხდი ცენტრალურ ხელისუფლებას და კონკრეტულად ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც გულთან მიიტანა აქ არსებული პრობლემები და სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადა. კლუბში არსებული კრიზისის დროს დიდი როლი შეასრულა აგრეთვე ვითარების გამოსწორებაში გორელი გულშემატკივრის აქტიურობამ. ისინი მთელი სეზონი ყოველმხრივ გამოირჩეოდნენ.

აქვე კმაყოფილებას გამოვხატავ ბატონი გიორგი დევდარიანის "დილას" მთავარ მწვრთნელად დანიშვნასთან დაკავშირებით. ფეხბურთის დიდი ქომაგი ვარ და კარგად ვიცნობ ამ სპეციალისტის სამწვრთნელო კარიერას, მინახავს მისი გაწვრთნილი გუნდების ასპარეზობა. შესაბამისად, მიხარია, რომ იგი ამიერიდან ჩვენი გუნდის თავკაცია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

არამხოლოდ ახალგაზრდული ჟინით - გიორგი დევდარიანი გორის "დილაში"

გორის "დილა" - მოვერცხლილი ისტორია

“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
"ჩემი ფეხბურთელები სასურველი შედეგისთვის მზად არიან" - "იბერიას" მწვრთნელმა "მალმიოსთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
გიტის პაულაუსკასმა ბათუმის "დინამო" დატოვა და სლოვაკეთში გადაბარგდა
საქართველოს U18 ნაკრებმა A დივიზიონის წევრი გერმანია ლატვიაში დაამარცხა
პსჟ-ს თავდამსხმელის გაყიდვა სურს და შეთავაზებებს ელის
20 წ. | ცვლილებები რაზმში
დიეგო ლონგო: "დილა" თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმისგან ჯერ კიდევ შორს არის
"მილანს" რასმუს ჰოილუნის შეძენა სურს
[PHOTO] მორიგი ბრწყინვალე ჟესტი - "ლივერპული" ჟოტას არ ივიწყებს
დირკ შუსტერი: უზომოდ ბედნიერი ვარ და თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ
აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
"დილამ" "რასინგს" ისევ მოუგო და მეორე ეტაპზე "რიგას" შეხვდება
[VIDEO] მიკერძოებული მსაჯობის მიუხედავად "ტორპედომ" "ორდაბასის" ბარიერი გადალახა და მეორე ეტაპზე გავიდა
Nuovo Kvara - "ნაპოლიმ" ქართველის შემცვლელი შეიძინა
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!" - ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა
რეტეგის მიქაუტაძე შეცვლის? - "ატალანტა" ქართველ ფორვარდზე ოცნებობს
დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"
დაფინანსება და ევროტურნირები - გორის გამგებლის დაპირება "დილას"
გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ
"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
ᓒᓝᓒᓘᓢᓐ ᓒᓝᓒᓣᓐᓛ ᓘᓜᓪᓘᓓᓔᓜᓢᓘᓡ ᓒᓐᓛᓝ ᓑᓝᓓᓘᓨᓘ ᓛᓝᓘᓮᓐᓓᓐ
ᓒᓝᓒᓘᓢᓐ ᓒᓝᓒᓣᓐ ᓗᓐᓕᓘᓡ ᓛᓬᓕᓠᓗᓜᓔᓚᓡ ᓞᓘᓠᓓᓐᓞᓘᓠ ᓗᓐᓛᓐᓨᓘᓡ ᓓᓠᓝᓡ ᓔᓩᓮᓣᓑᓐ
ჭაბუკ და ახალგაზრდა სამბისტთა გუნდები საევროპოდ დაკომპლექტდა
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
ჩხუბი ფეხბურთელებს შორის მოედანზე - "დილას" ამხანაგური მატჩი უკრაინულ გუნდთან აღარ გაგრძელდა
აქტუალური თემა: სამწვრთნელო კარუსელი
ᓒᓝᓒᓣᓐᓡ ᓡᓘᓛᓑᓝᓚᓣᓠᓘ ᓡᓐᓡᓯᓔᓚᓘ ᓓᓐ ᓝᓠᓘ ᓡᓐᓒᓝᓚᓔ ᓞᓐᓡᓘ
ᓣᓩᓐ ᓡᓝᓡᓘᓐᓨᓕᓘᓚᓘ: ᓐᓡᓐᓙᓘ ᓩᓔᓛᓗᓕᓘᓡ ᓑᓐᓠᓘᓔᓠᓘ ᓐᓠᓐᓐ ᓓᓐ ᓘᓛᓔᓓᓘᓐ, ᓐᓠᓪ ᓤᓔᓮᓑᓣᓠᓗᓔᓚᓔᓑᓘᓡᓗᓕᓘᓡ ᓘᓥᓜᓔᓑᓐ
საგანგაშო დასკვნა გორის "დილას" ფინანსების შესახებ
მას ლიგა 1-ში 146 მატჩი აქვს ჩატარებული - გორის "დილამ" გამოცდილი მცველი დაიმატა
ხვიჩას მორიგი წარმატება და ქართული კლუბების წარუმატებლობა?! - რას ვნახავთ ივლისში
გორის მერი "დილას" წლიური დაფინანსების 2 მილიონამდე გაზრდაზე ფიქრობს
დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...
ᓕᓐᓜᓝ ᓮᓝᓠᓒᓣᓐᓨᓕᓘᓚᓘ: "ᓓᓘᓚᓐᓡ" ᓒᓔᓒᓛᓔᓑᓨᓘ ᓣᓪᓮᓝᓣᓠᓘ ᓨᓔᓙᓠᓔᓑᓐᓪ ᓨᓔᓓᓘᓝᓓᓐ...
"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება
გიორგი დევდარიანი: ჩვენ ვცდებით, როცა ვამბობთ, რომ ჩემპიონატის დონემ აიწია
ქართველი სუმოისტების 4 ოქრო, 5 ვერცხლი და 9 ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატიდან
10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?
შლაგბაუმი - რა უშლის ხელს ლევან მჭედლიძის ბრიტანულ ტრანსფერს?