ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატების ისტორია: უკან, მომავალში

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატების ისტორია: უკან, მომავალში

ისრაელში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი მიმდინარეობს, რომელიც საფეხბურთო სამყაროს დიდ ყურადღებას იპყრობს
ისრაელში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი მიმდინარეობს, რომელიც საფეხბურთო სამყაროს დიდ ყურადღებას იპყრობს.

ორ ჯგუფში საკმაოდ ძლიერი გუნდები არიან თავმოყრილი, ცნობილი და გნებავთ, ვარსკვლავური შემადგენლობებით... მაგალითად, იტალიის ახალგაზრდულ გუნდში ლორენცო ინსინიე, მატია დესტრო, ფაბიო ბორინი, მარკო ვერატი და კიდევ არაერთი უნიჭიერესი მოთამაშე ასპარეზობს, ესპანელთა გვარების ჩამოთვლა კი შორს წაგვიოყვანს.

არანაკლებ პერსპექტიული გუნდები ჰყავთ ინგლისელებს, ჰოლანდიელებს და გერმანელებს... მოკლედ, ისრაელის მინდვრებზე საინტერესო ბატალიებია, რომელსაც სხვანაირი, თავისებური ყურება სჭირდება.

მომავლის განჭვრეტა რთული საქმეა და ხშირად ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელები იკარგებიან... ბევრი ამართლებს კიდეც და ქვემოთ, სწორედ ამაზე გვექნება საუბარი. გავიხსენოთ, 1998 წლიდან მოყოლებული ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატები და ტურნირების საუკეთესო ფეხბურთელები...

1998 წელი (რუმინეთი)

ჩემპიონი: ესპანეთი

მე-2 ადგილი: საბერძნეთი

მე-3 ადგილი: ნორვეგია

საუკეთესო ფეხბურთელი: არნაუ (ესპანეთი)

სწორედ რუმინეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გაიზარდა გუნდების რაოდენობა 4-დან 8-მდე, ტურნირი კი ოლიმპიური სისტემით ჩატარდა. მეოთხედფინალში ესპანეთმა იგორ ტოტოვის რუსეთი დაამარცხა, შემდეგ ნორვეგია მიაყოლა და ფინალში საბერძნეთიც მოინელა. პირენეელებმა ისე იჩემპიონეს, რომ გოლი არ გაუშვიათ, რაც დიდწილად მათი მეკარის, არნაუს დამსახურება იყო. სწორედ ის გახლდათ ჩემპიონატის მთავარი გმირი და არა ასევე შესანიშნავად მოასპარეზე გუტი ან ვალერონი...

ევროფორუმზე ბრწყინვალე ასპარეზობის მიუხედავად, არნაუმ ვერ დაიმკვიდრა ადგილი მშობლიური გუნდის, "ბარსელონას" ძირითად შემადგენლობაში. 2 000 წელს "მალაგაში" გადაბარგდა და იქ მეტნაკლები წარმატებით გაისარჯა, 2011 წელს კი 36 წლის ასაკში კარიერა დაასრულა. დასაწყისი უკეთესს მოასწავებდა...

2000 წელი (სლოვაკეთი)

ჩემპიონი: იტალია

მე-2 ადგილი: ჩეხეთი

მე-3 ადგილი: ესპანეთი

საუკეთესო ფეხბურთელი: ანდრეა პირლო (იტალია)

ევროპის ჩემპიონატის ფორმატი კიდევ ერთხელ შეიცვალა: 8 გუნდი ორ ჯგუფად გაიყო, რომლის გამარჯვებულებსაც ერთმანეთში ფინალი უნდა ეთამაშათ. იტალიამ ჯგუფში ინგლისი, თურქეთი და სლოვაკეთი მოინელა, ფინალში კი ჩეხეთს 2:1 სძლია. ორივე გოლი ანდრეა პირლომ გაიტანა, ერთი თერთმეტმეტრიანით, მეორე ჯარიმით. პირლომ ინგლისსაც გაუტანა და მთლიანობაში, საოცარი ტურნირი ჩაატარა. მაშინ, ჯერ კიდევ "ინტერის" მოთამაშე იყო - გამოირჩეოდა ყველაფერ იმით, რაც შემდეგ კიდევ უფრო დახვეწა და სრულყოფილებამდე მიიყვანა.

12 წლის შემდეგ, ანდრეა პირლოს ერთი თამაში დააკლდა, რომ კიდევ ერთხელ გამხდარიყო ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი... ეს პრიზი ანდრეს ინიესტას ერგო, მაგრამ პირლომ რომ გაამართლა გაცემული ავანსები, თქმა არ სჭირდება... არაერთი სკუდეტოს მფლობელი, ჩემპიონთა ლიგის 2-გზის გამარჯვებული და რაც მთავარია, მსოფლიოს ჩემპიონი - ამით ყველაფერია ნათქვამი.

2002 წელი (შვეიცარია)

ჩემპიონი: ჩეხეთი

მე-2 ადგილი: საფრანგეთი

მე-3 ადგილი: იტალია

საუკეთესო ფეხბურთელი: პეტრ ჩეხი (ჩეხეთი)

ამ ტურნირზე ევროპის ჩემპიონატმა ამჟამინდელი სახე მიიღო. ორ ჯგუფში გადანაწილებული 8 გუნდი ნახევარფინალურ წყვილებს ქმნიან, რასაც ფინლი მოჰყვება. ჩეხებმა ჩემპიონატის პირველი და უკანასკნელი მატჩი ფრანგებთან გამართეს და თუ ჯგუფში დამარცხდნენ, გადამწყვეტ პაექრობაში ფორტუნა უკვე მათ მხარეს იყო. თუმცა, ფირტუნას მაგივრად პეტრ ჩეხი უნდა გვეთქვა, რომელმაც 120 წუთის განმავლობაში კარი მშრალად შეინახა და თერთმეტმეტრიანების სერიაში ორი დარტყმა უკუაგდო. ჩეხი ნახევარფინალში იტალიასთანაც დამაჯერებელი იყო და არნაუს შემდეგ, მეორე მეკარე გახდა, რომელმაც ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მიიღო.

მართალია, ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე არ გაუმაჯვია, მაგრამ კონკრეტულად პეტრ ჩეხმა უდავოდ გაამართლა იმედები. 2004 წელს, ლონდონის "ჩელსიში" გადავიდა და მას შემდეგ, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ ითვლება.

2004 წელი (გერმანია)

ჩემპიონი: იტალია

მე-2 ადგილი: სერბეთი

მე-3 ადგილი: პორტუგალია

საუკეთესო ფეხბურთელი: ალბერტო ჯილარდინო (იტალია)

იტალიის ახალგაზრდული ნაკრების მორიგ ტრიუმფში ალბერტო ჯილარდინომ ლომის წილი დაიდო. "აძურინიმ" ჯგუფური ტურნირი ბელორუსთან სენსაციური მარცხით დაიწყო, თუმცა შემდეგ მოუმატა და ჩემპიონი გახდა. ნახევარფინალში იტალიამ პორტუგალია დაამარცხა (3:1), ფინალში კი სერბეთს გადაურბინა (3:0). პირენეელებთან ჯილამ დუბლი შეასრულა და საგოლე პასი გააკეთა, ბალკანელებს კი მესამე გოლი მიართვა და ფინალის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. იმავე წელს, ჯილარდინო ათენის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული გახდა, ორი წლის შემდეგ კი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს უკვე ეროვნულ გუნდთან ერთად დაეუფლა.

და მაინც, ალბერტო ჯილარდინოსგან საფეხბურთო იტალია მეტს ელოდა - კარიერის საწყის წლებში, ის უბრალოდ შეუდარებელი იყო როგორც ასაკობრივ ნაკრებებში, ისე "პარმას" შემადგენლობაში. "მილანში" ვერ ივარგა და აპენინელმა ჟურნალისტებმაც იმ ფეხბურთელთა გვერდით დააყენეს, რომლებსაც თითქოს გრანდთა სინდრომი აქვთ შეყრილი. ჯილა მოქმედი ფეხბურთელია, ეროვნულ ნაკრებშიც იწვევენ და იქნებ, გაეხსნას მეორე სუნთქვა.

2006 წელი (პორტუგალია)

ჩემპიონი: ჰოლანდია

მე-2 ადგილი: უკრაინა

ნახევარფინალისტები: საფრანგეთი და სერბეთი

მესამე ადგილისთვის მატჩი გაუქმდა

საუკეთესო ფეხბურთელი: კლას იან ჰუნტელაარი (ჰოლანდია)

1988 წლის ევროპის ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრაში, ალექსანდრ მიხაილიჩენკოს გაწვრთნილმა საბჭოთა კავშირის ნაკრებმა ჰოლანდია დაამარცხა და ნამდვილი სენსაცია მოახდინა, მაგრამ ეს გუნდები ფინლშიც გადაეყარნენ ერთმანეთს და იქ უკვე მარკო ვან ბასტენი და კომპანია შეუჩერებელნი იყვნენ.

საინტერესო დამთხვევაა - 2006 წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრაში, იმავე მიხაილიჩენკოს გაწვრთნილმა გუნდმა, ამჯერად უკრაინამ ჰოლანდია დაამარცხა (2:1), თუმცა ეს გუნდები ფინალშიც გადაეყარნენ ერთმანეთს და იქ უკვე გამარჯვება ნარინჯისფრებს დარჩათ (3:0). სლავებს ორი გოლი კლას იან ჰუნტელაარმა გაუტანა, რომელმაც ნახევარფინალში ფრანგებთანაც გამოიჩინა თავი. ჰუნტელაარმა ტურნირზე 4 გოლი შეაგდო და საუკეთესო ფეხბურთელის წოდება არავის დაუთმო.

მაშინ, კლას იანს ხან მარკო ვან ბასტენს ადარებდნენ, ხან პატრიკ კლუივერტს და ხანაც რუდ ვან ნისტელროის... ჰუნტელაარი 29 წლისაა და ჯერ კიდევ შეუძლია გაიბრწყინოს, მაგრამ ჯერჯერობით, ის ვერც კლუივერტია, ვერც ნისტელროი და მით უმეტეს, ვერც ვან ბასტენი...

2007 წელი (ჰოლანდია)

ჩემპიონი: ჰოლანდია

მე-2 ადგილი: სერბეთი

ნახევარფინალისტები: ინგლისი და ბელგია

საუკეთესო ფეხბურთელი: როისტონ დრენტე (ჰოლანდია)

უეფამ ევროპის მომდევნო ახალგაზრდული ჩემპიონატი ერთი წლის შემდეგ ჩაატარა და ამ გზით, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი დიდ საფეხბურთო ფორუმებს დააშორა. ტურინირი ჰოლანდიაში ჩატარდა და ფავორიტი მოქმედი ჩემპიონი, მასპინძელთა გუნდი გახლდათ. მოლოდინი გამართლდა, ნარინჯისფრებმა კიდევ ერთხელ იპირველეს და თასიც თავისთან დაიტოვეს.

ნახევარფინალში ჰოლანდიელებმა ინგლისი საოცრად დრამატულ შეხვედრაში დაამარცხეს - მასპინძლებმა 90-ე წუთზე გაათანაბრეს ანგარიში და შემდეგ უკვე თერთმეტმეტრიანების სერიაში იხეირეს, 13:12 (!). ფინალში ყველაფერი გაცილებით მარტივი გახლდათ, 4:1 სერბეთთან ჭიდილში და ჰოლანდიამ კონტინენტის საუკეთესო ახალგაზრდული ნაკრების სტატუსი შეინარჩუნა.

ამ ტურნირზე, ბრწყინვალე იყო ჰოლანდიელთა მარცხენა ნახევარმცველი როისტონ დრენტე, რომელმაც მსიფლიოს არაერთი გრანდის ყურადღება მიიპყრო. საბოლოოდ, ის "რეალში" გადავიდა, თუმცა მადრიდულ გუნდში დამკვიდრება ვერ შეძლო.

შემდეგ იყო "ერკულესი", "ევერტონი" და ბოლოს, ვლადიკავკაზის "ალანია", რომლის შემადგენლობაშიც ის რუსული პრემიერლიგიდან დაქვეითდა. 2007 წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შემდეგ, დრენტეს სულ სხვა მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

აღთქმულ მიწაზე მომავლის ვარსკვლავები აციმციმდებიან

ლუის ენრიკემ "ოქროს ბუცის" პრეტენდენტის დამატება არ ისურვა

IFFHS-მა მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა - რონალდო მხოლოდ მეოთხეა

ფარიოლი წავიდა - "აიაქსმა" მთავარ მწვრთნელად შესაძლოა, ყოფილი დამრიგებელი დააბრუნოს

მიქაუტაძის თანაგუნდელს ტოპ-კლუბები ეპატიჟებიან

IFFHS-მა მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა - რონალდო მხოლოდ მეოთხეა

ფარიოლი წავიდა - "აიაქსმა" მთავარ მწვრთნელად შესაძლოა, ყოფილი დამრიგებელი დააბრუნოს

თანამშრომლობა გრძელდება - "ბარსელონა" ფლიკს კონტრაქტს უხანგრძლივებს

ევრო 2026 | საქართველოს ნაკრების კალენდარი ევროპის ჩემპიონატზე

კელეჰერი მიდის - მამარდაშვილს "ლივერპულში" მხოლოდ ალისონი დახვდება

ნეაპოლში საგიჟეთია - ქალაქი სკუდეტოს საზეიმოდ ემზადება

7-ქალა | მესამე ადგილი და საჭირო გამოცდილება ბონში

Geo Team: სანიოლის გადაწყვეტილება - ივნისში საქართველოს ნაკრები ლიდერების გარეშე ითამაშებს

მიქაუტაძის ყოფილ მწვრთნელს ორი ფრანგული კლუბი ეპატიჟება

პლეი-აუტში ბუდუს "ჰაიდენჰაიმის" მეტოქე გაირკვა

სუპერთასი 2025 | მატჩების თარიღები ცნობილია

ლიგა 1-ის კლუბი დავითაშვილთან მოლაპარაკებებს იწყებს - ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი

მოდრიჩი ხელფასის შემცირებაზე თანახმაა, "რეალს" ვეტერანის დატოვება მაინც არ სურს

"ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონამ" მეტი დაიმსახურა" - ტერ შტეგენი

"ილია ბევრს ლაპარაკობს, იმედია ისლამი მოაკეტინებს... მინდა ძალები MMA-ში ვცადო" - არტიომ ძიუბა

ისტორიული დღე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე - „ფანზონა“ და დიდი თამაში გველოდება წინ, რომლებსაც ბორჯღალოსნები სამყურებთან ერთად შემოგვთავაზებენ!

ბითაძე კარისთან? - "გოლდენ სტეიტი" ქართველის დამატებას განიხილავს

[PHOTO] "გალათასარაის" ფანებმა ოსიმენს მიმართეს

საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!

პირლომ "იუვენტუსში" დაბრუნებაზე მზადყოფნა გამოთქვა

იტალია. სერია A. XXV ტურის წინ: დერბი, რომელსაც ფავორიტი ჰყავს

Tutto Mercato: გელზენკირხენის "შალკეს" ლევან მჭედლიძე სურს

ალბერტო ჯილარდინო MLS-ს უმიზნებს

ოფიციალურად: ლონდონის "არსენალს" 7 ფეხბურთელი ტოვებს

ხუან მატა: ახლაც, ყოველი მატჩის წინ დედას ვურეკავ

ალბერტო ჯილარდინო "ფიორენტინას" ფეხბურთელი გახდა

ევრო 2016. A ჯგუფი: ჰოლანდია ჰუნტელაარმა იხსნა [VIDEO]

ვიქტორ ვალდესი "მიდლსბროში" და დღის სხვა ტრანსფერები

ალბერტო ჯილარდინო "ფიორენტინაში" დაბრუნდა

პირლო: სკუდეტოსთვის ეს სამი გუნდი იბრძოლებს

ჯერ კიდევ მოქმედი ფეხბურთელი ხუან მატა ერთ-ერთი გუნდის თანამფლობელი გახდა

ევრო 2016. შესარჩევი ეტაპი. V ტური. A ჯგუფი: ბოლო წუთების დრამა [VIDEO]

პეტრ ჩეხმა ლამპარდის დაწესებულ დიდი ჯარიმებზე კომენტარი გააკეთა

პირლომ, შესაძლოა, ბელგიის ნაკრები ჩაიბაროს

მოურინიო "რომაში" ძირეულ ცვლილებებს გეგმავს

ხუან მატა: ის პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელი იყო

ამჯერად ჰოკეიში - პეტრ ჩეხმა სპორტული კარიერა განაახლა

"რატომ დავტოვე "მილანი"? - პირლომ განმარტა

"იუვენტუსს" ბონუჩი აღარ სჭირდება - ვეტერანი იტალიელი შესაძლოა, იტალიის სერია B-ში აღმოჩნდეს

ვერნერის დასარწმუნებლად ლამპარდი და ჩეხი თებერვალში გერმანიაში გაფრინდნენ

რეალი-შალკე 3:4 - სასწაულთან ახლოს [VIDEO]

პეტრ ჩეხი "ჩელსის" მეორედ ტოვებს

The Daily Mail: სოლსკიაერი "მანჩესტერ იუნაიტედიდან" 6 ფეხბურთელს გაუშვებს

30 000 ევროს ოდენობის ვალი - უკანონო ფსონების საქმეში პირლოს შვილის სახელმაც გაიჟღერა

პეტრ ჩეხი: ვამაყობ კარიერაში ჩატარებული ბოლო მატჩით

ევრო 2016. შესარჩევი ეტაპი: ვინ შეარცხვინა ჰოლანდია?

ალბერტო ჯილარდინოს სიცილიური ვარიანტი

ევროპალიგა. II ტურის წინ: ჰუნტელაარი 50-იანელთა კლუბში?

"ბარსელონა" ხუან მატათი დაინტერესდა