რაფაელ ნადალი გახდა პირველი ჩოგბურთელი ისტორიაში, ვინც "დიდი სლემის" ერთი ტურნირი რვაჯერ მოიგო
გასულ უქმეებზე გამართული ფინალებით დასრულდა "დიდი სლემის" რიგით მეორე ტურნირი - საფრანგეთის ღია პირველობა.

მამაკაცთა ფინალშიც ფავორიტი წინასწარ იყო ცნობილი. რაფაელ ნადალმა მთავარი მატჩი ნახევარფინალში მოიგო და ბევრს არ სჯეროდა, რომ მისი თანამემამულე დავიდ ფერერი შეძლებდა რაფასთვის დიდი წინააღმდეგობის გაწევას.

ამ მოსაზრებას რამდენიმე მნიშვნელოვანი არგუმენტი ამყარებდა.

ფინალში თამაშის გამოცდილების მხრივ, მეტოქეებს შორის უდიდესი განსხვავება იყო. ფერერს 42 (!) ცდა დასჭირდა იმისთვის, რომ "დიდი სლემის" ტურნირის გადამწყვეტ მატჩამდე მიეღწია. გარდა ამისა, ურთიერთშეხვედრებში ნადალი 19:4-ს უგებდა დავიდს. ამ 23 მატჩიდან 17 გრუნტის კორტებზე მოდიოდა და აქ ანგარიში კიდევ უფრო შთამბეჭდავი იყო: 16:1! ეს ერთადერთი გამარჯვება ფერერმა 2004 წელს, შტუტგარტის ტურნირზე მოიპოვა.

ფერერმა დამაჯერებლად აიღო ფინალის სასტარტო გეიმი, მაგრამ 1:1-ზე აჩქარდა, რამდენიმე შეცდომა დაუშვა და ნადალს ბრეიკით დაწინაურების საშუალება მისცა. თუმცა იქვე, რაფას შეცდომების დრო დადგა და ახლა უკვე ფავორიტმა წააგო საკუთარი გეიმი.

მაგრამ აუცილებლად უნდა გავუსვათ ხაზი იმას, რომ ნადალი მხოლოდ მაშინ ცდებოდა, როცა რისკზე მიდიოდა; ფერერს კი მნიშვნელოვან მომენტებში, როგორც იტყვიან, ხელი უკანკალებდა და მისთვის არადამახასიათებელ შეცდომებს უშვებდა. არადა, მთელი ტურნირის განმავლობაში, დავიდს არც ერთი სეტი არ ჰქონდა წაგებული.

შედეგად, ყოველ პარტიაში ბრძოლა მხოლოდ გარკვეულ პერიოდამდე იყო. პირველში დავიდი 3:2-ს იგებდა, მაგრამ შემდეგ ვერც ერთი გეიმი ვერ აიღო. მეორეში ნადალი 3:0 და 5:1 დაწინაურდა, შემდეგ ოდნავ მოდუნდა და საკუთარი გეიმი წააგო, მაგრამ იქვე მიიღო მეტოქისგან საჩუქარი ორი ორმაგი შეცდომის სახით და "მშრალი" ანგარიშით გაიფორმა ბრეიკი.

ფერერი რაღაცის შეცვლას ცდილობდა მესამე სეტში, 0:2-დან გაათანაბრა ანგარიში, ბრეიკ-პოინტი მოიპოვა მეშვიდე გემში, თუმცა ამ დროს საკმაოდ იოლი ფორჰენდი გააფუჭა და ამით გაწბილებულმა, შემდეგი გეიმი ორმაგი შეცდომით დაასრულა. ნადალს ისღა რჩებოდა, მატჩზე ჩაეწოდებინა, რაც გააკეთა კიდეც.

პარიზის ღია პირველობა

ფინალი

რაფაელ ნადალი (ესპ, 3)-დავიდ ფერერი (ესპ, 4) 6:3, 6:2, 6:3.

იხილეთ ვიდეო

კაცების ფინალი ციფრებში

- რაფაელ ნადალი გახდა პირველი ჩოგბურთელი ისტორიაში, ვინც "დიდი სლემის" ერთი ტურნირი რვაჯერ მოიგო (2005-08, 2010-13). შვიდ-შვიდი გამარჯვება აქვთ ექვს ჩოგბურთელს, მაგრამ მხოლოდ ორმა - პიტ სამპრასმა (1993-95, 1997-2000) და როჯერ ფედერერმა (2003-07, 2009, 2012) - მოიგო შვიდი ტიტული "ღია ერაში" (უიმბლდონზე).

- "დიდ სლემის" ტურნირებზე გამარჯვებების რაოდენობით (12), ნადალი ყველა დროის სიაში მესამე ადგილზე გადავიდა - ის ამ პოზიციას ავსტრალიელ როი ემერსონთან იყოფს. ლიდერია ფედერერი (17), შემდეგ მოდის სამპრასი (14).

- "დიდ სლემზე" თავისი მე-12 ტიტული ნადალმა 27 წლისა და 6 დღის ასაკში მოიპოვა. ფედერერმა იგივე უფრო ახალგაზრდა ასაკში შეძლო (26 წლის და 32 დღის), სამპრასმა (27 წლის, 326 დღის) და ემერსონმა (30 წლის, 226 დღის) - უფრო გვიანდელ ასაკში.

- "დიდი სლემის" ტურნირებზე ჩატარებული ფინალების რაოდენობით, ნადალი (17) უტოლდება ავსტრალიელ როდ ლეივერს, ჩამორჩება ფედერერს (24), ივან ლენდლსა (19) და სამპრასს (18), მაგრამ უსწრებს შვედ ბიორნ ბორგს (16), ავსტრალიელ კენ როზუოლსა (16) და ამერიკელ ანდრე აგასის (15).

- ნადალმა კარიერაში 57-ე ტიტული მოიგო. წელს მის ანგარიშზე 7 გამარჯვებაა (სან პაულუ, აკაპულკო, ინდიან უელსი, ბარსელონა, მადრიდი, რომი, როლან გაროსი). მეორე მაჩვენებელი (3 ტიტული) აქვს ნოვაკ ჯოკოვიჩს (ავსტრალიის ღია, დუბაი, მონტე კარლო).

- ნადალმა წელს 43-ე მატჩი მოიგო. ამ მაჩვენებლით ის დიდი უპირატესობით უსწრებს დავიდ ფერერს (37 მოგება), ნოვაკ ჯოკოვიჩსა (33) და შვეიცარიელ სტანისლას ვავრინკას (30).

- ეს იყო მეოთხე ესპანური ფინალი "დიდი სლემის" ტურნირებზე. წინა სამი ესპანური დერბიც როლან გაროსზე გაიმართა. 1994 წელს სერხი ბრუგერამ მოუგო ალბერტო ბერასატეგის - 6:3, 7:5, 2:6, 6:1; 1998 წელს კარლოს მოიამ დაამარცხა ალექს კორეჩა - 6:3, 7:5, 6:3; 2002 წელს ალბერტ კოსტამ სძლია ხუან-კარლოს ფერეროს - 6:1, 6:0, 4:6, 6:3.

- "დიდი სლემის" ტურნირებზე ყველაზე მეტი "ეროვნული" ფინალი ჰქონდათ ამერიკელებსა (16) და ავსტრალიელებს (10). ესპანეთი (4) - მესამეა. თითოჯერ ჩატარდა არგენტინული, გერმანული და შვედური ფინალი.

- უცნაურია, მაგრამ ATP-ის ახალ რეიტინგში როლან გაროსის ჩემპიონი ნადალი მეოთხე ადგილს დაუთმობს ფინალისტ ფერერს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი როლან გაროსზე პირველივე წრეში დამარცხდა
რამდენი გამოიმუშავა "როლან გაროსის" ძირითად ბადეში შესვლით ბასილაშვილმა და კიდევ რა თანხის შოვნა შეუძლია - ყველაფერი წლის მეორე დიდ სლემზე
[VIDEO] ბასილაშვილს 10 000-ზე მეტი გულშემატკივარი და მოწინააღმდეგეც ტაშს უკრავდა - რა ბრწყინვალე სპორტული საქციელი ჩაიდინა ქართველმა კვალიფიკაციის ბოლო მატჩში
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ინტერს" 2:0 ამარცხებს
[VIDEO] ჰაკიმიმ პსჟ დააწინაურა
"ინტერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ბურჯანაძემ სეზონი 13 ქულით დაასრულა | ბოლდუინი პლეი ოფში გააგრძელებს
ჯონი ევანსმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
შეთანხმება შედგა - "რომას" გასპერინი გაწვრთნის
რაშფორდი მზადაა "ბარსაში" გადასვლის სანაცვლოდ ხელფასის დიდ ნაწილზე უარი თქვას
"ინტერის" მწვრთნელმა "ალ ჰილალთან" პირად კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწია
"მის წინააღმდეგ თამაში ჯოჯოხეთური იყო" - მესი
[VIDEO] შერმადინის კარგი მატჩი - "ტენერიფემ" ასპარეზობა მესამე ადგილზე დაასრულა
ფინალის წინ ლუის ენრიკეს შემადგენლობის მხრივ მხოლოდ ერთი საფიქრალი აქვს
"ქუთაისმა" თსუ-ს ფინალური სერიის ზედიზედ მესამე მატჩი მოუგო და ჩემპიონი გახდა
დემბელე: "კვარა" სწრაფად ხვდება, მისგან რასაც ითხოვენ
[VIDEO] "როგორ შეაჩერებთ კვარაცხელიას?" - მარტინესმა კითხვაზე უპასუხა
რიცხობრივ უმცირესობაში მყოფმა საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ანდორას მოუგო
"ახალი კვარა" - "ნაპოლი" ხვიჩას მემკვიდრის შეძენას ცდილობს
19-წლამდე ნაკრები მოლდოვაში მიემგზავრება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
ქართველი მსაჯები ქალთა ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
"ნაპოლიმ" დე ბრუინი დაიყოლია, მაგრამ რა ფასად?
ძალიან დიდი მატჩის დღე - ხვიჩას ეს შეუძლია!..
ბასილაშვილი აშკარა უპირატესობით - ქართველები "როლან გაროსზე" იწყებენ
უიმბლდონის 10 ფაქტი: რა უნდა ვიცოდეთ "დიდი სლემის" ყველაზე ძველი ტურნირის შესახებ
ნადალი: როდესაც მესიმ ექსტრა-ტაიმში გაიტანა, ცრემლები წამომივიდა
როჯერი საჩოგბურთო სამყაროს დაემშვიდობა - ატირებული ნადალი და ჯოკოვიჩი... ემოციური საღამო ლონდონში [VIDEO]
რაფა და პიტი ერთ გუნდში
რაფაელ ნადალი სამპრასს დაემუქრა
დავიდ ფერერმა კარიერა დაასრულა - უკანასკნელი მოწოდების წინ ვეტერანი ტაშით დააჯილდოეს [VIDEO]
დევისის თასი: დავიდ ფერერმა თითქმის 5-საათიანი შეხვედრა მოიგო და ესპანეთის ნაკრები 1/2-ფინალში გაიყვანა
ბასილაშვილი ფერერის წინააღმდეგ - ქართველი გერმანიის პირველობას იწყებს
ფედერერმა ნადალს "როლან გაროსზე" ისტორიული გამარჯვება ემოციურად მიულოცა
ჩოგბურთის ისტორიის საუკეთესო 8-იანი, რომელსაც სლემი არ მოუგია - ერთ-ერთი სომეხია, სათავეში კი ყველაზე ასოციალური მოთამაშე
სენსაციური კადრები, რაფაელ ნადალი "როლან გაროსს" 2060 წელს იგებს [VIDEO]
აშშ-ის ღია პირველობა: ბალახიდან ჰარდზე გრუნტის გავლით
"ბატონო ნადალ, ფოტო შეიძლება?!" - ფედერერმა გულშემატკივრებთან საუბარში სასაცილო ისტორია გაიხსენა
"მგრძნობიარე ადამიანი ვარ, განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე ეხება პიროვნებას, რომელსაც ძალიან ვაფასებ" - რაფაელ ნადალის ემოციური ინტერვიუ
პიტ სამპრასმა ჩოგბურთისგან მოიწყინა
მაგიური ჯოკოვიჩი - ნოვაკი 2028 წლის ოლიმპიადაზე თამაშს გეგმავს
როლან გაროსის ტურნირზე რუს და ბელარუს სპორტსმენებს დაუშვებენ
ნადალი: "რეალის" ფანი ვარ, მაგრამ მესი რონალდოზე უკეთესია [VIDEO]
ბასილაშვილი წყვილებში დამარცხდა და ესპანელ მეტოქეს ელის
"როჯერ, ახლახან ჩამოვფრინდი ბაზელში, საიდანაც..." - როგორ გაეხუმრა მარი ფედერერს
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
ფედერერის შემდეგ ნადალიც - ჩოგბურთიდან რაფაც მიდის
უიმბლდონის 10 დიადი მატჩი: როჯერისა და პიტის ერთადერთი ჯახი
დავიდ ფერერი შესაძლოა, ნიკოლოზ ბასილაშვილს ვერ დაუპირისპირდეს
არის! გორგოძემ მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგო და "როლან გაროსის" ძირითად ბადეში გავიდა
დავიდ ფერერი და კეი ნიშიკორი წლის შემაჯამებელ ტურნირზე
ფერდინანდმა ყველა დროის საუკეთესო ოთხ სპორტსმენში არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა