კიდი "ნეტსში" ინიშნება?
პირველი მატჩის ბოლოს განცდილი ფიასკოს შემდეგ "მაიამის" რევანშის დიდი სურვილი ამოძრავებდა. ეს ცხადი იყო თუნდაც იმით, თუ როგორ ცდილობდა მატჩის წინ პარტნიორების საბრძოლოდ განწყობას დუეინ უეიდი.

მაგრამ ფლორიდელებს აქტიური სტარტი და კომფორტული უპირატესობის მიღება არ გამოუვიდათ. პირველივე წუთებიდან მოვლენები ისე განვითარდა, როგორც წინა შეხვედრაში. გუნდები შედეგიან შეტევებს ცვლიდნენ და შორს არ უშვებდნენ ერთმანეთს.

თუმცა, წინა მატჩთან შედარებით, გარკვეული განსხვავებებიც იყო. უკვე სასტარტო მეოთხედში "სპურსმა" ოთხი შეცდომა დაუშვა - იმდენი, რამდენიც პირველ მატჩში (შეხვედრის ბოლოსთვის სტუმრებს 16 დაკარგვა დაუგროვდათ). "მაიამის" რიგებში კი თავი შეგვახსენეს უეიდმა და კრის ბოშმა, რომლებმაც დიდ შესვენებამდე 20 ქულა დააგროვეს.

არანაკლებ კარგად გამოიყურებოდნენ "მაიამის" სხვა წევრებიც. მაგალითად, მარიო ჩელმერსს პირველ ნახევარში 10 ქულა ჰქონდა, სამქულიანები ჩააგდეს რეი ალენმა და მაიკ მილერმა და ეს ყველაფერი ხდებოდა ლებრონ ჯეიმსის პასიურობის ფონზე, რომელიც პირველ 24 წუთში უფრო პარტნიორების დამხმარე იყო, ვიდრე გუნდის ლიდერი (4 ქულა, 1 მოხსნა, 4 პასი).

დიდი შესვენებისთვის "ჰიტი" ხუთ ქულას იგებდა - 50:45.

რა თქმა უნდა, ყველა ხვდებოდა, რომ პლანეტის საუკეთესო მოთამაშე მთელი მატჩი ჩრდილში ვერ იქნებოდა. გარდა ამისა, "სპურსი" შორს იყო თავისი საუკეთესო თამაშისგან. როცა ამას ვლაპარაკობთ, არ შეიძლება, არ შევაქოთ "მაიამის" მწვრთნელი ერიკ სპოელსტრა, რომელმაც მნიშვნელოვნად შეცვალა "ჰიტის" დაცვითი სქემები, კერძოდ, თავის "მაღლებს" ტონი პარკერის წინააღმდეგ უფრო აქტიურად ამოსვლისკენ მიუთითა.

შედეგად, ფრანგი აღარ იყო ისეთი ეფექტური, როგორც პირველ მატჩში - ხშირ შემთხვევაში, მას ბურთის მოცილება ან რთული მდგომარეობიდან შეტევა უწევდა.

ამან და სპოელსტრას კიდევ სხვა ტაქტიკურმა ხრიკებმა გადაწყვიტეს მატჩის ბედი. საფინალო სირენამდე სამი წუთითა და 40 წამით ადრე "სან ანტონიო" უკანასკნელად გავიდა წინ - 62:61. ამის შემდეგ კი დაიწყო მასპინძელთა ფენომენალური გაქცევა - 33:5 (!), რომელმაც მოიცვა მესამე მეოთხედის ბოლო ნაწილი და მეოთხეს დასაწყისი.

ამის შემდეგ ტაბლოზე ასეთი ანგარიში დაფიქსირდა - 94:67. რა თქმა უნდა, ასეთი სპურტი შეუძლებელი იქნებოდა შეტევაში სტუმრების შეცდომების გარეშე. "სპურსის" მოთამაშეებმა საერთოდ დაკარგეს ტემპი, ხოლო პარკერის სოლო-იერიშები აცილებებითა და "მაიამის" უსწრაფესი კონტრშეტევებით სრულდებოდა.

მატჩის ბოლო შვიდი წუთი უაზრობად იქცა და მოედანზე რეზერვისტები გავიდნენ. იმ მომენტისთვის ლებრონ ჯეიმსს უკვე სოლიდური სტატისტიკა ჰქონდა - 17 ქულა, 8 მოხსნა, 7 პასი, 3 დაფარება და 3 ჩაჭრა და ისიც ვალმოხდილი გაეშურა სათადარიგოთა სკამისკენ. დაზოგილი ენერგია მას მომდევნო მატჩებში გამოადგება - შემდეგი სამი შეხვედრა სან ანტონიოში უნდა გაიმართოს. იმისთვის, რომ სერია ფლორიდაში დაბრუნდეს, "მაიამიმ" ამ სამი მატჩიდან ერთი მაინც უნდა მოიგოს.

ასევე უნდა იფიქრონ ძალების აღდგენაზე "სპურსის" ლიდერებმა: 10 ივნისს პარკერმა, ტიმ დანკანმა და მანუ ჯინობილიმ 33-დან მხოლოდ 10 სროლა მოათავსეს კალათში. თუმცა დასვენებისთვის დიდი დრო არ დარჩა. მესამე მატჩი 12 ივნისს გაიმართება.

ვინ რა თქვა

"იძულებული ვარ, ქედი მოვიხარო "მაიამის" წინაშე - დღეს მათ დაგვამარცხეს, თანაც ყოველი მეოთხედის ბოლოს, - აღიარა დანკანმა. - ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით - ეს მათი დამსახურებაა. ამასთან, სროლა არ წაგვივიდა, პირადად მე კი საშინლად ვითამაშე".

"ისინი კარგად კომბინირებდნენ, კარგად იცავდნენ თავს, კარგად ხსნიდნენ ბურთს, - განაცხადა "სან ანტონიოს" მთავარმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა. - ჩვენ ეს ვერ შევძელით. ეს არის მატჩის მოკლე ანალიზი. იმედია, მესამე მატჩში ყველაფერი პირიქით იქნება".

"პასის თამაში - გადამდები მოვლენაა, - სახეზე ღიმილით ამბობდა ჯეიმსი. - როცა ბურთი მთელი გუნდის ხელში გაივლის, ყოველი მოთამაშე იგრძნობს თავის მონაწილეობას დაგროვებულ ქულებში. ეს მეტ ძალასა და დამაჯერებლობას გმატებს. ვიცი, რომ დაცვის მთელი ყურადღება ჩემზეა გადმოტანილი, მაგრამ ჩვენ მზად ვართ ამისთვის. გვყავს ბევრი კალათბურთელი, რომელსაც შეუძლია, დისბალანსი შეიტანოს მეტოქის დაცვაში".

"დღეს თქვენ იხილეთ "მაიამის" ნამდვილი თამაში, - ლაკონურად განაცხადა უეიდმა. - ასე ვიგებდით მთელი წლის განმავლობაში: ბურთს ვამოძრავებდით და შეტევაში ყველა მოთამაშე იყო ჩართული".

მაიამი-სან ანტონიო 103:84

22:22, 28:23, 25:20, 28:19

მ: ჩელმერსი (19), ჯეიმსი (17+8 მოხსნა+7 პასი+3 დაფარება+3 ჩაჭრა), ალენი (13), ბოში (12+10 მოხსნა+4 პასი+3 ჩაჭრა), უეიდი (10+6 პასი).

ს-ა: გრინი (17), პარკერი (13+5 პასი), ნილი (10), დანკანი (9+11 მოხსნა), ლეონარდი (9+14 მოხსნა).

სერია: 1-1

კიდი "ნეტსში" ინიშნება?

ვეტერანი გამთამაშებელი ჯეისონ კიდი, რომელმაც ამ სეზონის შემდეგ დაასრულა კარიერა, მომავალ კვირას "ბრუკლინ ნეტსის" ხელმძღვანელობას შეხვდება. საუბრის თემა იქნება კიდის სავარაუდო დანიშვნა "ნეტსის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე, რომელიც ამ სეზონის შემდეგ არის ვაკანტური. ამ სენსაციურ ინფორმაციას ESPN-ი აქვეყნებს. 2012-13 წლების სეზონში ჯეისონი "ნიუ იორკ ნიქსის" ღირსებას იცავდა.

კიდმა თავის 19-წლიან კარიერაში მხოლოდ ერთი საჩემპიონი ბეჭედი მოიგო - მან ეს "დალასის" შემადგენლობაში გააკეთა. გარდა ამისა, 2008 და 2012 წლებში ორჯერ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. ჯეისონი NBA-ს ისტორიაში მეორეა შედეგიანი გადაცემებისა და ჩაჭრების რაოდენობით. მას ცხრაჯერ აქვს მონაწილეობა მიღებული "ყველა ვარსკვლავის მატჩში".

ბილაპსი - საუკეთესო გუნდური მოთამაშე

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, "ლოს ანჯელეს კლიპერსის" მცველი ჩონსი ბილაპსი NBA-ს საუკეთესო გუნდურ მოთამაშედ არის დასახელებული. ვეტერანმა მიიღო ახლად დაარსებული ჯილდო - ტვაიმენ-სტოუკსის პრიზი. ის გადაეცემა კალათბურთელს, რომელიც თავის თავში აერთიანებს თანაგუნდელებთან კარგ შეთამაშებას, მოედანზე თავდადებას, მოედნის მიღმა ლიდერის თვისებებს. ეს კალათბურთელი მისაბაძი უნდა იყოს სხვა მოთამაშეებისთვის გუნდისადმი ერთგულების მხრივ.

იდეალური პარტნიორი თავად მოთამაშეებმა აირჩიეს, თუმცა მათ აკრძალული ჰქონდათ თანაგუნდელისთვის ხმის მიცემა. საბოლოოდ, ფინალურ რაუნდში მოხვდა 12 კალათბურთელი, მათ შორის, NBA-ს ფინალური სერიის ორი მონაწილე - შეინ ბატიე და მანუ ჯინობილი.

პრიზს სახელი ჯეკ ტვაიმენისა და მორის სტოუკსის საპატივცემულოდ შეურჩიეს, რომლებიც 50-60-იან წლებში "როჩესტერ/ცინცინატი როიალზის" რიგებში გამოდიოდნენ. ტვაიმენმა საკუთარ თავზე აიღო ყოფილი პარტნიორის - სტოუკსის მეურვეობა. ეს უკანასკნელი NBA-ში თავისი მესამე სეზონის შემდეგ, თავის ტვინის ტრავმის გამო პარალიზებული იყო და ტვაიმენი ყველაფერში ეხმარებოდა მეგობარს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NBA. ფინალი: სან ანტონიო-ლებრონი 5:0

[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა
[VIDEO] "ინდიანა პეისერსმა" "ნიუ იორკ ნიქსი" დაამარცხა და სუპერფინალში ითამაშებს
[VIDEO] პირველად 13 წლის შემდეგ - "ოკლაჰომა" კონფერენციის სუპერფინალში ითამაშებს
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა
NBA-ის, თითქმის, შემდგარი სუპერგუნდები
ჩონსი ბილაპსი "დეტროიტში" დაბრუნდა
პირველ სვლას ახალი პრეზიდენტი გააკეთებს - სპორტული ამბები დონალდ ტრამპზე
კრიმინალური საკითხავი: 355 სისხლის სამართლის დანაშაული
ბრძოლა კარგია, ოღონდ არა ბინძური - მიროტიჩმა ზაზა ფაჩულიაზე ილაპარაკა
რევანში გასული პლეი-ოფისთვის? "ბაქსმა" "ჰიტი" გაანადგურა [VIDEO]
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "უორიორზის" სერია, "ვაშინგტონის" ტიტული
დონჩიჩი ყოფილ გუნდს პირველად დაუპირისპირდა - სლოვენიელმა სამმაგი დუბლი შეასრულა [VIDEO]
კობი ბრაიანტი მალე დაბრუნდება
16 ქულა - მამუკელაშვილმა NBA-ში სეზონის ბოლოსწინა მატჩი ჩაატარა [VIDEO]
სრული დომინირება ფარზე და 26 მოხსნა! "ატლანტას" ცენტრმა ფანტასტიკური შეხვედრა ჩააატარა [VIDEO]
"ᓙᓚᓘᓕᓚᓔᓜᓓᓘ" ᓑᓘლᓐᓞᓡᓡᓐᓪ ᓣᓛᓘᓖᓜᓔᓑᓡ
ტეიტუმის ისტორიული საღამო, რეკორდი, 32 ქულიანი გაქცევა და მნიშვნელოვანი გამარჯვება "სპურსთან" [VIDEO]
40 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" ბოლო წამზე მოაგებინა [VIDEO]
ლებრონ ჯეიმსის მორიგი რეკორდი და გამარჯვება [VIDEO]
NBA. 18 დეკემბერს დანკანს დააფასებენ
ზაზა ფაჩულია: ნოვიცკის გვერდით თამაში რაღაც განსაკუთრებულია, არა?
"არასდროს ვფიქრობ, რომ ჩემი თამაში საკმარისი იქნება ტურნირის მოსაგებად" - კარლოს ალკარასი
ზაზა ფაჩულია: ევრობასკეტის 1/4-ფინალში მოხვედრის ძალა შეგვწევს
[VIDEO] ლებრონისთვის და ლუკასთვის სეზონი დასრულებულია - "ლეიკერსი" "მინესოტასთან" დამარცხდა და პლეი-ოფს გამოეთიშა
ბუცები, ბურთები და ბუკინისტები – აპრილი, სპორტი და წიგნები
დონჩიჩმა დაბადების დღე გამარჯვებით აღნიშნა - "ლეიკერსმა" კალიფორნიულ დერბიში "კლიპერსი" დაამარცხა [VIDEO]
გამარჯვების მომტანი სამქულიანი საკუთარი ნახევრიდან - საოცარი მატჩი NBA-ში [VIDEO]
კავაის მაგრად მოხვდა! "ბრუკლინმა" "ბოსტონი" დაასამარა. "Christmas day"-ის საოცარი მატჩები [VIDEO]
გიჟური ღამე ამერიკაში! გუნდები საოცრად გაძლიერდნენ
ტიმ დანკანი MMA-ის მებრძოლი ხდება?
მამუკელაშვილის 2-ში 2 სამქულიანი და 16-წუთიანი დებიუტი "სან ანტონიოში" [VIDEO]
მამუკელაშვილის 22 წუთი - "სან ანტონიო" "დეტროიტთან" დამარცხდა [VIDEO]
ასეთი მეორე აღარ იქნება: ტიმ დანკანის წასვლის გამოხმაურება
დონჩიჩის სამმაგი და მნიშვნელოვანი გამარჯვება [VIDEO]
გოგა ბითაძემ იაო მინისა და ტიმ დანკანის მიღწევა გაიმეორა!
სანდრო მამუკელაშვილის პირადი რეკორდი NBA-ში - 14 მოხსნა "მემფისთან"
სტეფ კარიმ და "გოლდენ სტეიტმა" "ლეიკერსი" მისსავე მოედანზე დაამარცხეს [VIDEO]