ამის შესახებ ქვეყნის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ჩინგიზ გუსეინზადემ განაცხადა
აზერბაიჯანი მზადაა, 2020 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძელი გახდეს, - განაცხადა ქვეყნის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ჩინგიზ გუსეინზადემ.

მისი თქმით, ევროპელი საფეხბურთო ჩინოვნიკების გადაწყვეტილების მიხედვით, ევროპის ჩემპიონატი შესაძლოა, როგორც ერთ ქვეყანაში, ასევე სხვადასხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩატარდეს.

22 მაისს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ბაქოში ჩატარების კანდიდატურაზე შესაბამისი ღონისძიებების გამართვის განკარგულება გასცა.

განკარგულების თანახმად, აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციების ასოციაციას დავალებული აქვს, უეფას ყველა პროცედურული წესის შესაბამისად მოამზადოს და წარადგინოს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის განაცხადი და ასევე, ამასთან დაკავშირებით ყველა საორგანიზაციო სამუშაო დაიწყოს.

"ყველაფერი უეფას გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული. რა თქმა უნდა, ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა უფრო ადვილია, ვიდრე ევროპული ოლიმპიური თამაშების მიღება. მას შემდეგ, რაც ჩვენთან 2015 წელს ევროპული ოლიმპიური თამაშები გაიმართება, აზერბაიჯანი ნებისმიერი ღონისძიების ჩატარებას შეძლებს.

ევროპის ჩემპიონატის ჩატარებისთვის საკმარისია ოთხი სტადიონი, მაქსიმუმ, რვა. საჭიროების შემთხვევაში, აზერბაიჯანის სხვადასხვა ქალაქში მდებარე სტადიონებს რეკონსტრუქცია ჩაუტარდებათ და ასევე, აშენდება ახალი.

ყველაფერი დამოკიდებული იქნება უეფას გადაწყვეტილებაზე. ჩვენ ვართ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის პრეტენდენტები", - განაცხადა ჩინგიზ გუსეინზადემ.

შეგახსენებთ, რომ ადრე იყო საუბარი, რომ აზერბაიჯანი და საქართველო ერთობლივად შეიტანდნენ განაცხადს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის თაობაზე.

მომზადებულია "ინტერფაქსის" მიხედვით

ერტი ამატი კარგებიც
[PHOTO] იამალის მამამ მისი შვილი მარადონას შეადარა
"მარსელთან" მატჩის შემდეგ ლუის ენრიკე პსჟ-ს ფეხბურთელებს გაეხუმრა
"მეორე გოლი მის გამო გავუშვით და ეს თავადაც იცის" - კერკეზმა მედიასთან ალისონი გააკრიტიკა
კაზემიროს ტონალი შეცვლის? - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
[VIDEO] ჰარდენი წავიდა, თუმცა კავაი აქ არის - "კლიპერსმა" "მინესოტა" დაამარცხა
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
კიტეიშვილის საგოლე პასი, მამაგეიშვილის დებიუტი და "შტურმის" გამარჯვება
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი 37 წლის ასაკში გარდაიცვალა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია დიდი ანგარიშით დაამარცხა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
რუსულად საუბრის გამო დაისაჯა - "კარპატის" უკრაინელ მცველს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში მეოთხე ადგილი დაიკავა
"სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა - დავითაშვილმა ტრავმა მიიღო
[VIDEO] პირველად ქართული სპორტის ისტორიაში - საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები გუნდური ასპარეზობის ფინალშია!
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
კვარაცხელიას დაბრუნება ფრანგულ კლასიკაში - მიქაუტაძის გამარჯვების დრო!..