ფინკი კლოზეზეც ფიქრობს
რამდენიმე დღის წინ "ჰამბურგის" სპორტულ დირექტორად 47 წლის ოლივერ კროიცერი დაინიშნა და ახალი ბოსი მთავარ მწვრთნელ ტორსტენ ფინკთან ერთად გუნდის გაძლიერებაზე ზრუნვას შეუდგა.

ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, ფინკს და კროიცერს ჩრდილოგერმანული კლუბისთვის, პირველ რიგში, მაღალი კლასის ცენტრფორვარდი სურთ - "ბილდი" წერს, რომ "ჰამბურგს" "მალაგას" ექსთავდამსხმელის, როკე სანტა კრუსის გადაბირება უნდა.

"სანტა კრუსი ძალიან საინტერესო ფეხბურთელია და რამდენადაც ვიცი, კლუბის გამოცვლა უნდა, - აცხადებს კროიცერი და დასძენს, - როკე ჩვენს პროფილს იდეალურად ესადაგება, გოლეადორის ალღო აქვს, შეუძლია, წინა ხაზზე მარტომ იბრძოლოს და კარგი პასების ჩამორიგებაც ეხერხება. რაც მთავარია, ძალიან გამოცდილია".

"ჰამბურგისთვის" ყველაზე მთავარი, ალბათ, ის არის, რომ 31 წლის სანტა კრუსის გადაბირება უფასოდაა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ ფინკი სანტა კრუსს "ბაიერნიდან" იცნობს - ტორსტენი და როკე რეკორდმაისტერში 4 წლის მანძილზე ერთად თამაშობდნენ. სანტა კრუსი "ბაიერნში" 1999-დან 2007 წლამდე ირიცხებოდა და 155 მატჩში 31 გოლი გაიტანა. 2009 წელს "მანჩესტერ სიტიმ" "ბლექბერნს" როკეს სანაცვლოდ 21.2 მილიონი ევრო გადაუხადა, გასულ სეზონში კი პარაგვაელი "მალაგაში" იყო განათხოვრებული. ახლა კი როკეს "სიტისთან" კონტრაქტი დაუმთავრდა და თავისუფალი აგენტია.

ფინკი კლოზეზეც ფიქრობს

"ჰამბურგს" გაძლიერება დაცვის ცენტრშიც სჭირდება და "ბილდის" ინფორმაციით, ფინკი ნიურნბერგელ უკანახაზელ ტიმ კლოზეს უმიზნებს. 25 წლის მცველს ფრანკებთან კონტრაქტი 2014 წლამდე აქვს გაფორმებული და მისი გადაბირება "ვოლფსბურგსაც" უნდა, მაგრამ გაირკვა, რომ შვეიცარიელი "ვოლფსბურგის" ვარიანტით მოხიბლული არაა და ალტერნატიულ წინადადებებსაც განიხილავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ესპანელს ესპანელი შეცვლის? - "ლევერკუზენში" ფაბრეგასის ვარიანტს განიხილავენ
კეინის პირველი ტიტული - "ბაიერნი" ბუნდესლიგის გამარჯვებულია
ტენ ჰაგმა შესაძლოა, ბუნდესლიგის კლუბი ჩაიბაროს
ბოლო წუთამდე სასტარტოში იყო - კვარაცხელიას ძირითადი შემადგენლობიდან ამოვარდნის მიზეზი ცნობილია
"რეიმსთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
ანსუ ფატი კარიერას "მონაკოში" გააგრძელებს
"ამ ფეხბურთელმა "ნაპოლის" ჩემპიონობაში მთავარი წვლილი შეიტანა" - კოსტაკურტა
77 მილიონი ევრო წელიწადში - ბრუნომ არაბეთიდან სარფიანი წინადადება მიიღო
[VIDEO] მარკოიშვილის "მონაკომ" "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა და ევროლიგის ფინალში ითამაშებს
შენგელიას კარგი მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ვირტუსს" ნახევარფინალამდე კვლავ 1 მოგება აშორებს
როგორი იქნება "რეიმსთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა?
დე ლაურენტისი: დარჩება კონტე? - მწვრთნელი არასოდეს არ უნდა დაავალდებულო
"Forza Napoli" - "კვარამ" "ნაპოლის" ჩემპიონობა მიულოცა
[VIDEO] ფრე "ბეტისთან" და მამარდაშვილის ბოლო მატჩი "ვალენსიაში"
[VIDEO] "ნაპოლიმ" "კალიარის" მოუგო და მეოთხე სკუდეტო მოიპოვა
ჩაკვეტაძის არჩევანი - "ლესტერი" თუ პრემიერლიგის გუნდი
კვარაცხელია სკუდეტოს ოქროს მედალს ვერ მიიღებს - მიზეზი ცნობილი გახდა
მესის თხოვნით - მოდრიჩი "ინტერ მაიამიში" გადავა
"შავი ლომი" | ორი გამარჯვებით შოტლანდიიდან
გოგლიჩიძემ შეიძლება კარიერა პრემიერლიგის გუნდში გააგრძელოს
[VIDEO] ბასილაშვილს 10 000-ზე მეტი გულშემატკივარი და მოწინააღმდეგეც ტაშს უკრავდა - რა ბრწყინვალე სპორტული საქციელი ჩაიდინა ქართველმა კვალიფიკაციის ბოლო მატჩში
პსჟს ფინალის დღე - შემადგენლობა ოპტიმალური
ჩაშლილი ტრანსფერი - როკე სანტა კრუსმა "ჰამბურგი" იუარა
"ჰამბურგის" თავკაცმა ბერტ ვან მარვეიკმა ფეხბურთელები ფსიქო-ტესტზე გაგზავნა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
"ნორვიჩის" ფეხბურთელი კარანტინში პორნოგრაფიის ყურებით ერთობა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ბერტ ვან მარვეიკი თუ მაინც მაგათი?
ეს საინტერესოა: სამხრეთამერიკული ჰეთ თრიკები პრემიერლიგაში
ტორსტენ ფინკი დაიფრინეს!
"ჰამბურგმა" ვან მარვეიკი დაითხოვა, სლომკა დაინიშნა
ქართველი "ნიუკასლში" ახალ სიოს მოიტანდაო... თემურ ქეცბაიამ აპოელ-ი იუარა
ბერტ ვან მარვეიკს "ჰამბურგში" ენდი მიოლერი არ მიაყვანინეს
ლიონელ მესი: როგორც ყველა არგენტინელი, მეც მუნდიალის მოგებაზე ვოცნებობ [VIDEO]
გერმანიის თასი. 1/8 ფინალი: საუკეთესო სამეული შემდეგ ეტაპზე [VIDEO]
"ოკლაჰომა-სიტი" მონსტრი ხდება: კარმელო უესტბრუკთან და ჯორჯთან წავიდა
ბრაზილია 2014: მსაჯ ესკალანტეს ესკალაცია
მაგათი "ჰამბურგში"? - მაგ ბედოვლათებს მხოლოდ დესპოტი ფელიქსი თუ უშველისო...
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"ნორვიჩის" ფეხბურთელმა მოედანზე გადასულ ფანს სიგარეტი დაუბრუნა [VIDEO]
"ჰამბურგში" ბერტ ვან მარვეიკი დაინიშნა
რენე ადლერის ტრავმა სერიოზულია
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ესპანეთი. ლა ლიგა. XII ტური: მესი პრიმერას ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია [VIDEO]