დი ნატალეს ახალი კონტრაქტი და დიდი მიზნები
ანტონიო დი ნატალემ გასული სეზონიც უმაღლეს დონეზე ჩაატარა და 1 ივლისის მოახლოებისთანავე, როცა სატრანსფერო ფანჯარა ოფიციალურად იხსნება, მასზე ბევრი ჭორ-მართალი გავრცელდა...

ითქვა ისიც, რომ ტოტოს გადაბირებით თვით "იუვენტუსია" დაინტერესებული და პრესასთან საუბრისას, ეს არც ფეხბურთელმა უარყო, თუმცა იქვე დასძინა, უდინეში თავს დიდებულად ვგრძნობ და არსად წასვლას არ ვაპირებო.

ასეთი ერთგულება ფრიულელებმა ტოტოს ახალი ხელშეკრულებით დაუფასეს, რომელსაც ხელი უახლოეს დღეებში მოეწერება. კონტრაქტი 2015 წლის 1 ივლისამდეა გათვლილი, რაც იმას ნიშნავს, რომ დი ნატალე "ბიანკონერიში" კიდევ მინიმუმ ორი სეზონი ითამაშებს... აქვე ვთქვათ, რომ ანტონიო 35 წლისაა და მის ასაკში ფეხბურთელებს, ძირითადად, ერთწლიან კონტრაქტებს უფორმებენ.

"უდინეზეს" ლიდერმა "კორიერე დელო სპორტის" რამდენიმე კითხვას გასცა პასუხი...

- ეს თქვენი ბოლო კონტრაქტია ფეხბურთელის რანგში?

- ვითამაშებ იქამდე, სადამდეც შემეძლება და შესაბამისად, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება. ჯერ კიდევ ენთუზიაზმით ვარ აღსავსე, დანარჩენს კი მომავალი გვიჩვენებს.

- ამბობენ, რომ "ნაპოლის" სურს თქვენი გადაბირება, რაც კიდევ ერთი შანსია, ითამაშოთ მშობლიური ქალაქის გუნდში...

- ვამაყობ, რომ ნეაპოლელი ვარ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ უდინედან წასვლას არ ვაპირებ. აქ სახლი ვიპოვე და თავს კომფორტულად ვგრძნობ. ნეაპოლისგან განსხვავებით, უდინეში ნაკლები წნეხია. შეიძლება მიჯრით წააგო მატჩები და მაინც მშვიდად განაგრძო მუშაობა. მოკლედ, აქ ყველაფერი მაკმაყოფილებს.

- ნუთუ "იუვენტუსზეც" უარს ამბობთ?..

- კი ვთქვი, რომ ენთუზიაზმით ვარ აღსავსე, მაგრამ იმ ასაკში მაინც არ ვარ, რომ ახალ გამოწვევებზე ვიფიქრო და ტიტულების ხიბლით, გრანდებში გადასვლაზე ვიოცნებო. ერთადერთი, რაც მინდა, ჩემი საქმის მშვიდად კეთებაა. საამისოდ კი უდინეში ყველა პირობა მაქვს შექმნილი.

- იტალიის ნაკრებზე აღარ ფიქრობთ?

- ჩეზარე პრანდელიმ ახალგაზრდებზე გააკეთა აქცენტი და ეს მესმის კიდეც. ჩემ გარდა, ეროვნულ გუნდში აღარც ანტონიო კასანოს იწვევენ. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ მუნდიალზე გასამგზავრებელ ფეხბურთელთა სიაში ჩემს გვარსაც ამოვიკითხავ. სანამ მოქმედი ფეხბურთელი ვარ, ნაკრებში ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვითამაშებ.

- რა გეგმები გაქვთ მომდევნო სეზონში?

- "უდინეზეს" შესწევს იმის ძალა, რომ თანაბარი წარმატებით ითამაშოს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. სწორედ ამას ვაპირებთ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სერია A-ს სეზონის ტოპ-5 ფეხბურთელი

"ნაპოლი" "ფიორენტინას" თავდამსხმელის შეძენას შეეცდება
განცხრომაშია. ოსიმენმა 407 750 დოლარად Rolls-Royce შეიძინა - ფეხბურთი აღარ ანაღვლებს?
ნუ იქნება ოღონდ ბუნტი - რატომ მოხდა "ინტერის" ფეხბურთელებს შორის კონფლიქტი?
პსჟ-ს და "ბაიერნის" პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა
"ბაიერნთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
U15 | სასელექციო პროექტი დასრულდა - ქუთაისში რეგიონულ ნაკრებთა მატჩი გაიმართა
"რეალმა" როდრიგოს გაყიდვა გადაწყვიტა - ბრაზილიელის დამატება "არსენალს" სურს
16 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე ლატვიაში მოემზადება
საკლუბო მუნდიალის პირველი ნახევარფინალისტი გაირკვა
შეუცვლელი კვარაცხელია და დემბელეს დაბრუნება - ალ-ხელაიფის სეზონის ტრიუმფით დაგვირგვინება სურს
U20. [VIDEO] სამი ლელო არ გვეყო - საქართველოს ნაკრები ახალ ზელანდიასთან დამარცხდა
მამუკელაშვილმა "ტორონტო რეპტორზთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა
"რეალი" ფეხბურთელებს არნახულ თანხას დაჰპირდა - საკლუბო მუნდიალის მოგება სტრატეგიული მნიშვნელობისაა
უკვე კონკრეტიკა - "რომამ" "ლიონთან" მიქაუტაძის ტრანსფერზე მოლაპარაკება დაიწყო
"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება ფრანგულ გუნდში გადავიდეს
"NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ვარ" - პოლ პირსი
"ჩელსიმ" "დორტმუნდიდან" შემტევი დაიმატა
პსჟ VS "ბაიერნი" - კვარაცხელია და კეინი კარგ ფორმაში არიან!
ოფიციალურად: ნიკო ვილიამსმა "ატლეტიკთან" ხელშეკრულება 2035 წლამდე გაახანგრძლივა
დიდი ალბათობით, სუარესი დეკემბერში კარიერას დაასრულებს
რატომ გადაადგილდებოდა მანქანით საბედისწერო ღამეს? - ჟოტას ტრაგედიის ახალი დეტალები
ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა
ეს მიქაუტაძის ტრანსფერს დააჩქარებს? - "ლიონს" სასწრაფოდ 100+100 მილიონი სჭირდება
ოსიმენი "ნაპოლის" პრობლემაა - შეიძლება ერთი წელი უქმობა მოუწიოს
სერია A. XXVI ტურის ფაქტები და სტატისტიკა: დი ნატალეს რქებიც ვეღარ ხნავს
"ნაპოლი" სატრანსფერო ფანჯარაზე კიდევ უფრო ძლიერდება - კლუბმა მორიგი ფეხბურთელი დაიმატა
ანტონიო დი ნატალე: ივნისში ცოლის მოყვანას ვაპირებ
კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა
გოგლიჩიძის მოულოდნელი ვარიანტი - ინტერესი საუდის არაბეთიდან და სერია A-ს ორი კლუბი
ლეგენდები, რომლებიც კალჩოს დააკლდებიან
"თუ შანსების გამოყენებას არ ვისწავლით, პრობლემები გვექნება" - ანტონიო კონტე "უდინეზესთან" მატჩის შემდეგ
ᓘᕢᕐᓚᓘᓐ. ᓡᓔᕠᓘᓐ A. XXXVIII ᓢᕣᕠᓘ: ᓤᓘᓜᕘᓨᓘ 102 ᕥᓣᕚᓘᓗ
"ნაპოლიმ" დამუხრუჭება დაიწყო - "უდინეზესაც" ვერ მოუგო
"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება ფრანგულ გუნდში გადავიდეს
"ჩაკვეტაძის გაყიდვა არ განიხილება, მაგრამ..." - პოცოებმა "უდინეზე" გაასხვისეს და მთლიანად "უოტფორდზე" გადაერთვნენ
სერია A: ბომბარდირები პატარა კლუბებიდან
"ნუ ელოდებით, რომ ახალი "კვარა" გახდება" - "ნაპოლის" ლეგენდა "პარტენოპეიში" ნოა ლანგის ტრანსფერს გამოეხმაურა
"ემპოლიმ" ისევ წააგო - გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა
"ნაპოლი" "ფიორენტინას" თავდამსხმელის შეძენას შეეცდება
"უდინეზეს" მეკარეს 4-წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება