თურქეთში ფინალური სერიის მეოთხე მატჩი გაიმართა

თურქეთში გაიმართა ფინალური სერიის მეოთხე მატჩი. მანამდე "გალათასარაი" "ბანვითს" 3:0-ს უგებდა და გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონობასაც გაინაღდებდა, მაგრამ საკალათბურთო განგების ნებით, ზეიმი "ბანვითის" მოედანზე არ შედგა, "გალამ" 85:86 წააგო (სერიაში - 3:1).

მომდევნო შეხვედრა სტამბულში 15 ივნისს შედგება და იმედი დავიტოვოთ, რომ მანუჩარ მარკოიშვილი თურქეთის ჩემპიონობას სწორედ 15-ში გაიფორმებს.

12 ივნისს მატჩის საფინალო ანგარიშში მინიმალური სხვაობა დაფიქსირდა. ეს ნებისმიერ ფინალში მოსალოდნელია, მაგრამ ვინც შეხვედრას მიადევნა თვალი, მესამე პერიოდის ბოლოს, ალბათ, ხელსაც ჩაიქნევდა - "ბანვითი" 65:45-ს იგებდა.

დარჩენილ 10 წუთში 20-ქულიანი სხვაობის გაბათილება, თანაც ფინალში, წარმოუდგენლად ჩანდა. მით უმეტეს, რომ მანამდე "გალათასარაის" არაფერი გამოსდიოდა, "ბანვითს" - ყველაფერი.

მასპინძლებმა სტამბულელებს მეორე პერიოდში ერთმანეთის მიყოლებით სამი სამქულიანი ჩაუგდეს, ამაზე არ შეჩერდნენ და როგორც გითხარით, სირენამდე 10 წუთით ადრე 20 ქულითაც დაწინაურდნენ.

ამის შემდეგ ყველაფერი პირიქით დატრიალდა: "გალათასარაიმ" თამაშის ტემპს უმატა, ფარქვეშ შედეგიან შესვლებს კალათბურთელებმა სამქულიანები მიაყოლეს და დაუჯერებელი სპურტი "გამოცხვა" - 20:3.

მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე "ბანვითი" ოდენ 3 ქულის სხვაობით იგებდა (68:65). ამის შემდეგ მასპინძლები ცოტა გამოფხიზლდნენ და "გალას" გამარჯვების შანსი აღარ მისცეს.

სტუმართაგან ყველაზე მეტი ჟამონ გორდონმა ჩააგდო - 34 ქულა. "ბანვითის" ბომბარდირი კი 19 ქულით კეიტ სიმონსი გახდა.

რაც შეეხება მანუჩარ მარკოიშვილს, მან 30 წუთი ითამაშა და დიდი მოცულობის სამუშაოც შეასრულა, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში ჩვეულად ზუსტი ვერ იყო - 6 სამქულიანიდან ვერც ერთი ჩააგდო. მანუმ მატჩი 2 ქულით, 6 მოხსნითა და 1 პასით დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ მეოთხე შეხვედრამდე მარკოიშვილს ფინალურ სერიაში 40 ქულა ჰქონდა ჩაგდებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
ლაზიშვილი ნურმაგომედოვს ერთი ერთზე მაგრად ცემას ჰპირდება - საბას PFL და UFC ეპატიჟებიან
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
[VIDEO] მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" შენგელიას "ბარსელონას" სძლია და პლეი ოფში გავიდა
Sport.fr: კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ ბატრაკოვის დამატებას გეგმავს
სკანდალი "გალათასარაიში" - ლეროი სანეს პარტნიორი ამტკიცებს, რომ ფეხბურთელს თანაგუნდელის მეუღლე სწერდა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
"გალათასარაიმ" ბატრაკოვის დუბლით "შტუტგარტს" სძლია - "შახტარი" აზაროვის გარეშე "სპორტინგთან" დამარცხდა
მარკოიშვილის ისტორიული ტრიუმფი, რომელმაც მონაკო საფრანგეთის ჩემპიონად აქცია!
თოკო VS მანუ: "ბარსამ" მოიგო და ევროლიგის პლეი-ოფის საგზურისთვის "მონაკოს" შეხვდება
გიორგი ცინცაძეს ორმაგ დუბლამდე 2 პასი დააკლდა
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
თურქული მედია: მანუჩარ მარკოიშვილი "გალათასარაის" ჩაიბარებს
"კომომ" "მანჩესტერ იუნაიტედი" გაანადგურა, "გალათასარაიმ" "ლილს" სძლია
ვიქტორ სანიკიძის "სიენა" ფინალურ სერიაში დაწინაურდა
[VIDEO] მთავარი მწვრთნელის რანგში მარკოიშვილმა მონაკოს საფრანგეთის თასი მოაგებინა
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის