ნიუ ჯერსიმ ფორმულა 1 გაინაღდა
როგორც იცით, ავტორიტეტული გამოცემის - "ფორბსის" ანალიტიკოსებმა გამოაქვეყნეს 100 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენის სია, რომლის საუკეთესო ათეული ერთ-ერთ წინა ნომერში გაგაცანით.

ამ სიიდან იმასაც ვიგებთ, რომ ფორმულა 1-ის პილოტებს შორის, გასულ წელს ყველაზე მაღალი შემოსავალი "ფერარის" პილოტს ფერნანდო ალონსოს აქვს. საერთო რეიტინგში ის მე-19 ადგილს იკავებს. ესპანელმა გასული წლის განმავლობაში 30 მილიონი დოლარი გამოიმუშავა - აქედან 28 მილიონი ხელფასია და ორი მილიონი სარეკლამო კონტრაქტებიდან შემოსული თანხა.

ფორმულა 1-ის პელოტონში მეორე ადგილს ბრიტანელი ლუის ჰემილტონი იკავებს, რომელმაც 27.5 მილიონი მიიღო. ის საერთო სიაში 26-ე ადგილზეა. "ფორბსის" ასეულში სულ სამი პილოტი მოხვდა. მესამეა (საერთო რეიტინგში - 89-ე) მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, გერმანელი სებასტიან ფეტელი - 18 მილიონი დოლარი.

ნიუ ჯერსიმ ფორმულა გაინაღდა

ფორმულა 1-ის მთავარმა პრომოუტერმა ბერნი ექლსტოუნმა უზრუნველყო "დიდი ცირკის" კალენდარში მეორე ამერიკული ეტაპის ჩატარება. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ბრიტანელმა 15-წლიანი კონტრაქტის პირობები შეათანხმა ნიუ ჯერსის რბოლის ორგანიზატორებთან. შეგახსენებთ, რომ ამერიკის პირველი გრანპრი 2013 წელს უნდა გამართულიყო, მაგრამ დებიუტი 2014 წლისთვის გადაიდო, რადგან ორგანიზატორებმა დაარღვიეს პირველადი გარიგების პირობები. მიუხედავად ამისა, ექლსტოუნმა შემხვედრი ნაბიჯები გადადგა ამერიკის გრანპრის მომწყობთა მიმარულებით და დათანხმა გარკვეულ დავალიანებებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას.

"პორტ იმპერიალში ამერიკის გრანპრის ჩატარება, სპორტის ამ სახეობაში ბევრის ოცნება იყო მთელი ათი წლის განმავლობაში. იმედი გვქონდა, რომ 2013 წლის ივნისისთვის ყველაფერი მზად იქნებოდა, მაგრამ გასული წლის ბოლოს გაირკვა, რომ არ ესწრებოდა კაპიტალური სტრუქტურის შექმნა, რომელიც დააკმაყოფილებდა ფორმულა 1-ის მოთხოვნებს.

ბერნი ექლსტოუნის შეუფასებელი დახმარების წყალობით, ახლა, ჩვენ გვაქვს მრავალწლიანი კონტრაქტი, რაც 2014 წლიდან მოყოლებული, დიდი ხნით რბოლის ჩატარების გარანტიას მოგვცემს", - განაცხადა ნიუ ჯერსის რბოლის ორგანიზატორმა ლეო ჰინდერიმ.

შეგახსენებთ, რომ ფორმულა 1-ის კალენდარში უკვე არის ერთი ამერიკული რბოლა, რომელსაც ქალაქი ოსტინი მასპინძლობს. ჯერჯერობით უცნობია, ნიუ ჯერსის რბოლა 2014 წლის ჩემპიონატის 21-ე ეტაპი იქნება თუ მის ნაცვლად რომელიმე გრანპრის ამოიღებენ კალენდრიდან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სებასტიან ფეტელი და "რედ ბული": არის ახალი კონტრაქტი!

იმედი L-ის მომხმარებელს AI ასისტენტი მოემსახურება
წარმოუდგენელი პატივი - ანტონიო ბანდერასმა ილია თოფურიას პირდაპირ ეთერში უმღერა [VIDEO]
“გავედი ოთახში, არჩევნებიდან რამდენიმე საათში რეკავს ტელეფონი და სააკაშვილი მეუბნება…” - ნემსაძემ სფფ-ის პრეზიდენტობის სკანდალური არჩევნები გაიხსენა
"ჩელსი" ნიკოლას ჯექსონში 100 მილიონ ევროს ითხოვს
U16 გოგონათა ნაკრებმა მოლდოვაც დაამარცხა და მე-5 ადგილისთვის კოსოვოს შეხვდება
უკრაინელი მცველი პსჟ-ში, ალბათ, ვერ გადავა
20 წ. | საბრძოლო შემადგენლობა ესპანეთთან
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა შვეიცარია დამაჯერებლად დაამარცხა
მესამედ ფლორენციაში - პიოლი "ფიორენტინას" მთავარი მწვრთნელია
"ვალენსიამ" მამარდაშვილის შემცვლელად 24 წლის მეკარე დაიმატა
კიბო დაამარცხა - ვან გაალმა საზოგადოებას კარგი ამბავი ამცნო
დე ლაურენტისი კონტეს პირობას უსრულებს - "ნაპოლი" ამ ზაფხულს ბევრი ფეხბურთელით გაძლიერდება
"ოქროს ბურთი" წელს ამ ფეხბურთელმა უნდა მოიგოს" - ლუის ენრიკემ თავისი ფავორიტი დაასახელა
გოჩოლეიშვილმა "შახტარში" გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა
დე ლაურენტისი ოსიმენის ტრანსფერზე გაჯიუტდა - არავითარი "განვადება", 75 მილიონი ახლავე და დაუყოვნებლივ
საქართველოს U20 ნაკრები ავსტრიასთან ბრძოლაში დამარცხდა
ბოლო წუთებამდე ბრძოლაში - "ბორჯღალოსნები" "ჩიტასთან" დამარცხდნენ
თბილისის "დინამოს" კაპიტანი თურქეთის სუპერლიგის გუნდში გადავიდა
ფედერაციის მივლინებით ევროპის ქალთა სამიტზე სლოვენიაში ოთხმეზური და დანელაშვილი იმყოფებიან
[VIDEO] Bienvenue. კიდევ ერთი ქართველი ლიგა 1-ში - წიტაიშვილი "მეცის" ფეხბურთელია
აბუაშვილი "სენტ-ეტიენში" არ გადავა - ის სხვა ფრანგულ გუნდში ჩაირიცხება
[VIDEO] Le Parisien: ქორეოგრაფია და ცეკვა ქართული კვარაცხელიას შესრულებით
"მან ყველაზე მეტად აღმაფრთოვანა" – "ბარსელონას" მეკარე თანაგუნდელზე
დარჩება ფორმულა 1-ის ჩემპიონი "მერსედესთან" შემდეგ სეზონში?
"მიყვარხარ, პატივია გიწოდო ჩემი მეგობარი..." - ჰამილტონი ფეტელს დაემშვიდობა [VIDEO]
დიდი ცვლილება ფორმულა 1-ში - "ფერარის" მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი ტოვებს
ფეტელს "ასტონ მარტინში" მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი ჩაანაცვლებს
რუსი მოდელი, რომელმაც კრიშტიანო რონალდო დააიგნორა [PHOTO]
Forbes: ბოლო 10 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენთა სიას აქვეყნებს, ლიდერი არც რონალდოა, არც მესი...
მონაკოში წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელეს
ფორმულა 1: მუდმივი არაფერია
კორონავირუსის გამო ცვლილებები ფორმულა 1-საც შეეხო
მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი ფორმულა 1-იდან მიდის
ფორმულა 1: მესამე მანქანა იქნება?
ფორმულა 1. იაპონიის გრან-პრის შემდეგ: შეთქმულების თეორია "მერსედესის" წინააღმდეგ
"ფერარის" პილოტები ერთმანეთს შეეჯახნენ [VIDEO]
ფორმულა 1: ბერნი ექლსტოუნის სიდედრი თავისუფალია
ფორმულა 1: მოტაცება ბრაზილიურად
ფორმულა 1: დიდი ცირკი მფლობელს იცვლის
ლუის ჰემილტონი "ფერარიში" გადადის?! - ბრიტანელი იტალიელებს შეხვდა
ფორმულა 1-ის სკანდალი: 3-გზის ჩემპიონის არაეთიკური ინტერვიუ [VIDEO]