სპორტულმა რადიომ საქართველოს სამ ასაკობრივ ჩემპიონატსა და სუპერლიგაში საუკეთესო კალათბურთელები დაასახელა
15 ივნისს, საღამოს, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრ "მუზაში" თავი მოიყარეს კულტურისა და სპორტის ცნობილმა წარმომადგენლებმა, რომელთა შორის იყვნენ: ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონები, ფეხბურთისა და სპორტის სხვა სახეობების ვეტერანები, საკალათბურთო ოჯახის უამრავი წარმომადგენელი. ღონისძიება ხომ სწორედ საკალათბურთო ჩემპიონატების გამორჩეულ მოთამაშეთა დასაჯილდოებლად მოეწყო, რომლის ორგანიზატორი სპორტული რადიო "ჯა-კო" იყო.

შეხვედრას უძღვებოდა "მაქაბისა" და "ჯა-კოს" ხელმძღვანელი, კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილი.

მან გვამცნო, რომ სპორტულმა რადიომ საქართველოს სამ ასაკობრივ ჩემპიონატსა და სუპერლიგაში საუკეთესო კალათბურთელები დაასახელა, რომლებსაც მედლები, სიგელები, თასები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. ოთხივე შემთხვევაში შეფასების კრიტერიუმი ერთნაირი იყო: ქულა+მოხსნა+პასი.

16-წლამდელთა ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელი ვილი ისიანი გახდა, რომელმაც შეჯიბრების მსვლელობისას ერთ მატჩში 127 ქულა ჩააგდო.

"შსს აკადემიის" მაისურით ვილის სეზონის საშუალო მაჩვენებელი ასეთი იყო: 29.9 ქულა, 19.3 მოხსნა, 4.1 პასი.

18-წლამდელთა საქართველოს ჩემპიონატში შთამბეჭდავი სტატისტიკა ჰქონდა მაიზერ რევაზაშვილს: 36.5 ქულა, 16.8 მოხსნა, 1.3 პასი.

პირველობის საუკეთესოდ რადიო "ჯა-კომ" სწორედ "მაქაბისა" და საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების წევრი მაიზერი დაასახელა.

სხვათა შორის, შეჯიბრების ბოლო ტურში მან 90 ქულა მიითვალა.

20-წლამდელებში "ჯა-კომ" "შსს აკადემიას" უკანახაზელი რევაზ როგავა გამოარჩია.

რეზო სუპერლიგაშიც საკმარისად იტვირთებოდა, ახალგაზრდებში კი საშუალოდ 19 ქულას, 6.4 მოხსნასა და 5.5 პასს ითვლიდა. იგი საქართველოს ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული.

უმაღლეს ლიგაში სეზონის მიხედვით საუკეთესო სტატისტიკა ჰქონდა სერგო ათუაშვილს, რომელმაც დუშეთის სპორტის სახლისგან საჩუქრად ტელევიზორი დაიმსახურა.

სერგომ გასული სეზონი ირანში კარგად დაიწყო, იანვარში "სოხუმში" გადმოვიდა და იმდენი მოახერხა, რომ დამსახურებულად მიიღო "ჯა-კოსგან" საუკეთესოს ჯილდო. სეპერლიგაში 224 სმ სიმაღლის ათუაშვილი საშუალოდ 19.4 ქულას, 14.1 მოხსნასა და 1.6 პასს აგროვებდა.

ღონისძიების ბოლოს სცენაზე ავიდა ხუთი ძმა რევაზაშვილი, რომელთა ფონდის პრეზენტაცია სწორედ 16 ივნისის შეხვედრას დაემთხვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სტუმარ-მასპინძლის როქი პირეოსში ქართველი მსაჯ-კომისრის გარეშე არ ჩაივლის
რატიშვილი პიტეშტში – რუმინეთისა და მონტენეგროს მატჩზე
კალათბურთის მაგიდის მსაჯთა კოლეგიას კახეთის რეგიონიდან 6 წევრი შეემატა
ქოჩორაშვილმა შეიძლება "სპორტინგი" დატოვოს
[VIDEO] აზაროვის საგოლე პასი და 18 წლის ბრაზილიელების გოლები
ბენზემას მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში სურს
"ბარსელონას" მცველს "რეალის" წარუმატებლობა არ უხარია
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა
"არსენალის" პრობლემა მათი გულშემატკივრები არიან" - ევრამ "მეთოფეებზე" ისაუბრა
ხვიჩა კვარაცხელია: მომენტების გამოყენებაზე უნდა ვიმუშაოთ
[VIDEO] "სიტიმ" "რეალს" მადრიდში მოუგო - გადააყენებენ ალონსოს?
[VIDEO] მიქაუტაძე შესვენებამდე ათამაშეს - "ვილიარეალი" "კოპენჰაგენთან" დამარცხდა
ლუის ენრიკემ "ატლეტიკთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მიქაუტაძე "კოპენჰაგენთან" მატჩში სასტარტოშია
[VIDEO] როგორი შანსი დაკარგეს - თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ვერ გავიდა
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
"ეს მწვრთნელის ბრალი არ არის" - ჩუამენიმ ალონსო დაიცვა
გვარდიოლა "სიტის" დაცვის გაძლიერებას "ნიუკასლის" 23 წლის ფეხბურთელით აპირებს
[PHOTOS] "ტრუსში გადაღებული ფოტოები გამომიგზავნე" - 18 წლის მოდელმა 2-წლიანი ურთიერთობა დაასრულა
კარლის რეკორდი - "ბაიერნის" ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ალისონი "ლივერპულიდან" წავა? - შესაძლო ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაწყებულია
შფოთვითი შეტევები და იერუსალიმში გამგზავრება - "ბარსელონაში" არაუხოს არ ყოფნის მიზეზი ცნობილია
ოლიმპი-მაკაბი 96:59 - შანსის გარეშე
ვილი ისიანის 3 ქულა - ქართველის "დეტროიტი" 2-ქულიანი სხვაობით დამარცხდა
სუპერლიგა 2016/17. XVII ტური: რუსთავური სამიანები და "დინამოს" გოლდენსტეიტური 33
აქცია სპორტის სასახლეში: 100-ზე მეტ ბავშვს კალათბურთის ბურთები დაურიგდა
მამუკელაშვილმა და ბეჟანიშვილმა NCAA 11-11 ქულით და მოგებებით დაიწყეს [VIDEO]
მაკაბი-ქუთაისი 52:91 - დაუნდობელი გუნდური თამაში
ეროვნული ლიგა. XII ტური. "სიონმა" "დილას" 2:1 მოუგო [VIDEO]
ეროვნული რადარი – ქართველი კალათბურთელების ოკეანგაღმური ამბები
ენისეი-ვითა 83:73 - ციმბირული მინუს ათი [VIDEO]
ვილი ისიანის გამორჩეული მატჩი NCAA-ში
სუპერლიგა 2016/17. XIV ტური: "დინამომ" საახალწლოდ ჩემპიონი დაამარცხა
რეზო როგავამ რუმინეთში 19 ქულით დაიწყო
ვილი ისიანმა რეგულარული ჩემპიონატი 14 ქულით დახურა და პლეი-ოფისთვის ემზადება