საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვებგვერდზე ძირითადად უცხოეთში მოთამაშე ეროვნული ნაკრების წევრთა შედეგები შუქდება, თუმცა არიან ქართველი კალათბურთელები, რომლებიც უცხოეთში თამაშობენ, ნაკრების კანდიდატებად ითვლებიან, მაგრამ ეროვნულ გუნდში ადგილი ჯერაც მოსაპოვებელი აქვთ. ასეთ კატეგორიას ძირითადად ამერიკაში მოთამაშე ახალგაზრდები შეადგენენ, რომლებიც სხვადასხვა სტუდენტურ ლიგასა თუ კონფერენციაში ასპარეზობენ.

ყველასთვის ცნობილნი არიან ნაკრების წევრები – სანდრო მამუკელაშვილი და რატი ანდრონიკაშვილი, რომლებიც სტუდენტური ლიგის (NCAA) უმაღლესი, პირველი დივიზიონის ერთ-ერთ წამყვან კონფერენცია Big East-ში ასპარეზობენ. “კრეიტონის უნივერსიტეტის” წევრ ანდრონიკაშვილს ჯვარედინი მყესის ოპერაცია აქვს გაკეთებული და მიმდინარე სეზონის ბოლომდე მოედანზე დაბრუნებას ალბათ ვერ მოახერხებს, ხოლო მამუკელაშვილი არათუ თავისი გუნდის (სეტონ ჰოლი), არამედ კონფერენციისა და სრულიად NCAA-ს ერთ-ერთ წამყვან ფორვარდად ითვლება და ამას მისი შედეგებიც მოწმობს. მამუკელაშვილის შესახებ, მისი შედეგიანობიდან გამომდინარე, ჩვენს ვებგვერდზე ცალკე ინფორმაციები ოპერატიულად შუქდება, ხოლო სტუდენტურ ლიგაში მოასპარეზე დანარჩენი ქართველების შესახებ გადავწყვიტეთ ცალკე რუბრიკა შემოგთავაზოთ, სადაც ასეთი მოთამაშეების კვირის განმავლობაში ჩატარებული თამაშების შედეგები გაშუქდება.

"ეროვნული რადარი" – ესაა რუბრიკა, სადაც ამერიკაში მოასპარეზე ქართველების მონიტორინგი განხორციელდება. ანდრონიკაშვილსა და მამუკელაშვილთან ერთად NCAA-ს პირველ დივიზიონში და არანაკლებ მძლავრ კონფერენციაში ასპარეზობს გიორგი ბეჟანიშვილი, რომელსაც ორმაგი – საქართველოსა და ავსტრიის მოქალაქეობა აქვს, თუმცა არც ერთი ამ ქვეყნის ნაკრებში არ უთამაშია. ბეჟანიშვილი Big Ten-ის კონფერენციაში მოასპარეზე ილინოისის უნივერსიტეტში თამაშობს.

მიმდინარე სეზონში ბეჟანიშვილის გუნდმა 8 მატჩი გამართა, რომლებშიც ქართველი ფორვარდი საშუალოდ 7 ქულას და 3.8 მოხსნას აგროვებს. აქედან ბოლო 2 მატჩი საკონფერენციო გახლდათ. Big Ten-ის კონფერენციაში ილინოისელებმა ჯერ მინესოტას მოუგეს, დღეს, გამთენიისას კი “რატჯერსთან” წააგეს. ბეჟანიშვილი წაგებულ შეხვედრაში 11 ქულით გამოირჩა.

NCAA-ში გასულ კვირაში საბა გიგიბერიას დებიუტი შედგა. 19 წლისა და 216 სანტიმეტრი სიმაღლის ახალგაზრდა NCAA-ს კიდევ ერთ უძლიერეს – ACC (Atlantic Coast Conference) კონფერენციაში მოასპარეზე ჯორჯიის ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდში თამაშობს. მისი ყველაზე შედეგიანი მატჩი დღევანდელი იყო, რომელიც ჯორჯიელებმა “დელავერ სტეიტთან” 97:69 მოიგეს. გიგიბერიამ 10 წუთში 2 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა.

NCAA-ში პირველ სეზონს ატარებს 18 წლის ალექსანდრე მერკვილაძე, რომელიც Big West-ის კონფერენციაში მოასპარეზე ნორსრაიდის უნივერსიტეტში თამაშობს. მერკვილაძე სასტარტო ხუთეულში მკვიდრდება. გასულ მატჩში მან ხუთეულში ითამაშა და 23 წუთში 7 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.

ვილი ისიანი უკვე მე-3 სეზონს ატარებს Horizon-ის კონფერენციის გუნდ “დეტროიტ ტიტანსში”, სადაც შედეგიანი თამაშებიც აქვს და შედარებით მოკრძალებულიც. გასული კვირის პირველ მატჩში ვილიმ 5 ქულა მიითვალა, გუშინდელ შეხვედრაში კი უქულოდ დარჩა.

22 წლის საბა ღვედაშვილი, რომელიც ეროვნული ნაკრების 2019 წლის აგვისტოში გამართულ გაფართოებულ კემპზე იმყოფებოდა, ამერიკის NAIA-ს (National Association of Intercollegiate Athletics) ლიგაში თამაშობს. აღნიშნულ ლიგაში 21 კონფერენციაა. ღვედაშვილის Mount Marty-ის უნივერსიტეტი GPAC (great plains athletic conference) კონფერენციაშია და 9 მატჩიდან 4 მოგებით მე-7 ადგილზე იმყოფება.

ამერიკაშია, თუმცა ჯერ თამაშები არ დასწყებია კიდევ რამდენიმე ქართველ კალათბურთელს, მათ შორის - ნატალია ოთხმეზურს, რომელიც გასულ სეზონში “კასპერის” კოლეჯის ერთ-ერთი ლიდერი იყო.

GBF.GE

ნუგზარ ნუცუბიძე
დიდი მადლობა შესანიშნავი წამოწყებისათვის..ძაალიან მადლობელი ვიქნებით თუ შეძლებთ მიუთითოთ ამ კალათბურთელების ამპლუა ..სიმაღლე..სად ცხოვრობენ და უნდათ თუ არა საქართველოს სახელით ასპარეზობა....
ზვიადი
ყოჩაღ! ძალიან კარგი წამოწყებაა
შენგელიას 12 ქულა და "ბარსა" ნახევარფინალშია, სადაც შერმადინის "ტენერიფეს" შეხვდება
მერკვილაძის 15 ქულა ფინალური სერიის პირველ მატჩში
შენგელიას "ბარსელონა" ნახევარფინალს მიუახლოვდა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
კიდევ 1 სეზონი დარჩა - ჟირუ მომავალ სეზონშიც "ლილში" ითამაშებს
თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის
შეთანხმება აქედანვე სურთ - "ბარსელონაში" მომავალ მწვრთნელად ფაბრეგასის ხილვა უნდათ
U21 | მოლდოვა V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბუდაპეშტში
ქართველი მსაჯები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის მატჩს განსჯიან
საქართველო - საბერძნეთი | მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის დასკვნითი მატჩი
20 წ. | "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მსოფლიოსთვის დასკვნითი შეკრება დაიწყეს
Aprilia Tuareg 660-ის გამარჯვება Bajas European Championship-ზე
ახალი კონტრაქტი პაჩოს - ეკვადორელი პსჟ-ში რჩება
“ნაპოლი” “ბენფიკას” ნახევარმცველის ტრანსფერით ინტერესდება
კუკურელიას "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
კვლავ მოკვეთილები არიან - რუსები ევროსარბიელზე არც მომდევნო სეზონში იქნებიან
გადავლენ პსჟ-ს ვარსკვლავები "რეალში"? - რომანომ სიტუაცია განმარტა
რას აპირებს შევალიე - პსჟ-ის მეკარის მომავალზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება
"ვინც დაგვცინოდით, ახლა სად ხართ?" - ვილიამ სალიბა
ალექსანდრე მერკვილაძემ Big West-ის რეგულარული ჩემპიონატი ორი ორმაგით დახურა
გოგას 38 და გიორგის 25 ქულა - ქართველების ბრწყინვალე მატჩი G ლიგაში [VIDEO]
ქართული ლეგიონის უქმეები: პლეი-ოფის მოლოდინი და ევროპული ბატალიები
ვილი ისიანის 3 ქულა - ქართველის "დეტროიტი" 2-ქულიანი სხვაობით დამარცხდა
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
ქართველებმა NCAA-ში სეზონი დაიწყეს
ვილი ისიანმა რეგულარული ჩემპიონატი 14 ქულით დახურა და პლეი-ოფისთვის ემზადება
"ორი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე გასახდელში პირველად შეხვდა ერთმანეთს" - რა ითქვა დანიასთან ნამატჩევს
ვილი ისიანი სხვა ამპლუაში - ქართველმა "ვიკინგს" 11 ქულა ჩაუგდო
ეს ბიჭი შანსს იმსახურებს - ბეჟანიშვილი შესანიშნავად თამაშობს [VIDEO]
"და ხალხი ამ არჩევანზე იცინოდა..." - "მამუს" კარიერის საუკეთესო შეხვედრა [VIDEO]
როგორ მოახერხა 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპაში შესვლა?
"ლაბორალ კუჩას" კემპიდან წარმატებით დაბრუნებულ მოზარდებს აეროპორტში მიხეილ გაბრიჩიძე დახვდა
ბასკონიას კემპი: ბასკეთის ქართველი ჩემპიონები
გიორგი ბეჟანიშვილს "დენვერმა" "Exhibit 10" კონტრაქტი გაუფორმა
მამუკელაშვილი გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ყალიბდება [VIDEO]
მამუკელაშვილმა და ბეჟანიშვილმა NCAA 11-11 ქულით და მოგებებით დაიწყეს [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XII ტური. "სიონმა" "დილას" 2:1 მოუგო [VIDEO]
ბითაძე VS ბეჟანიშვილი - ქართველების შედეგიანი თამაში ერთმანეთის პირისპირ [VIDEO]
შერმადინის 16 და რიდის 31 - ქართული ლეგიონის ამბები
ვილი ისიანის გამორჩეული მატჩი NCAA-ში
მერკვილაძის 15 ქულა ფინალური სერიის პირველ მატჩში