16 ივნისს ზაგრებში (ხორვატია) დაიწყო მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც ქართველთაგან მხოლოდ მოხმალავე ვაჟები იასპარეზებენ
16 ივნისს ზაგრებში (ხორვატია) დაიწყო მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც ქართველთაგან მხოლოდ მოხმალავე ვაჟები იასპარეზებენ.

მთავარი მწვრთნელის - მერაბ ბაზაძის ხელმძღვანელობით, 17 ივნისს, გამთენიისას, ევროპისკენ აიღო გეზი საქართველოს ნაკრებმა.

ჩვენი ქვეყნის სპორტულ ღირსებას დაიცავენ ახალგაზრდებში 2013 წლის ევროპის ჩემპიონი სანდრო ბაზაძე, 23-წლამდელებში შარშანდელი ევროპის ბრინჯაოსპრიზიორი ბექა ბაზაძე და კადეტებში 2010 წლის მსოფლიოს პირველობის მესამეადგილოსანი მიხეილ მარდალეიშვილი.

19 ივნისს ქართველი მუშკეტერები ინდივიდუალურ პირველობაში მოსინჯავენ ძალებს, 21-ში კი გუნდური მედლებისთვის იბრძოლებენ.

"ბიჭები კარგად არიან მომზადებულნი, თუმცა, ვფიქრობ, ჩვენს ახალგაზრდებს გამოცდილ მეტოქეებთან გამკლავება გაუჭირდებათ.

ამის მიუხედავად, ერთ-ერთი მათგანი 16 საუკეთესოში აუცილებლად უნდა მოხვდეს. რაც შეეხება გუნდურ შეჯიბრებას, სასტარტო შეხვედრა უნდა მოვიგოთ, რომ მეოთხედფინალში გავიდეთ.

მეტოქეებთან 3 სპორტსმენით გამკლავება გადავწყვიტეთ, რადგან 5 აგვისტოს უნგრეთში მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყება.

იქ კი ოთხკაციანი გუნდით გავემგზავრებით. იმ შეჯიბრებისთვის უკეთ მოსამზადებლად პოლონელებს მოველაპარაკეთ ასპარეზობამდე ვარშავაში ერთკვირიანი ერთობლივი საწვრთნელი შეკრების ჩატარებაზე. ამიტომ ამჯერად თანხები დავზოგეთ", - გითხრა ზაგრებში გამგზავრების წინ მერაბ ბაზაძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სანდრო ბაზაძემ ალჟირის მსოფლიო თასი მოიგო
[PHOTOS] "როდესაც, თითქმის შიშველი ხარ" - უკრაინელი სპორტსმენის თამამმა ფოტოებმა საზოგადოება აღაფრთოვანა
გიორგი ურუშაძე სოფიაში მიმდინარე კადეტთა ციკლის ტურნირის ჩემპიონია
ქვილითაია შეცვლაზე შევიდა - "ჰოლშტაინმა" ისევ წააგო
"ასეთი თავდადებული ხალხი არასდროს მინახავს" - მატამ იაპონიაში მომხდარი დაუვიწყარი ისტორია მოჰყვა
[VIDEO] მოურინიომ რონალდოს შესახებ დასმულ კითხვაზე საუბარი არ ისურვა და პრესკონფერენცია დატოვა
ახალი კონტრაქტი ბრაჰიმ დიასს - მაროკოელი "რეალში" კიდევ დიდხანს დარჩება
ყველაზე ცუდი შედეგი 2004/05 წლების სეზონის შემდეგ - "ბაიერნმა" 2 ქულასთან ერთად, 2 ლიდერიც დაკარგა
საქმეში კაკაც ჩართეს - "მილანი" ენდრიკის დამატებასთან უკვე ძალიან ახლოსაა
ლოჩოშვილი "ბაიერნთან" წარმატებულად დაბრუნდა - "კიოლნმა" მიუნხენიდან ქულა წაიღო, თუმცა მოგებაც შეეძლო
აბუაშვილი შეცვლაზე შევიდა - "მეცმა" "ბულონს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | "სპაერი" ფლეი აუტს ვერ ასცდება, ფაცაციას სასწაული გოლი...
[VIDEO] ბუდუს გოლმა ვერ უშველა - "ჰაიდენჰაიმის" წარუმატებელი სერია გრძელდება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 1-1 ტორპედო. არაფრისმომტანი ფრე
[VIDEO] ზივზივაზემ გერმანიაში დაბრუნებისთანავე გაიტანა
"ბარსელონამ" ესპარტს ხელშეკრულება გაუხანგრძლივა
"რეალმა" კურტუას კონტრაქტი გაუგრძელა
სვანაძე: მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომელი გუნდი შეგვხვდებოდა
სანიოლი შეიძლება ევროპულ ნაკრებს ჩაუდგეს სათავეში
ერთა ლიგის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქე ცნობილია
პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მიზანზე ისაუბრა და ბავშვობის კერპი დაასახელა
კონტემ განმარტა, რატომ დატოვა "ინტერი" საჩემპიონო სეზონის შემდეგ
"თუ ისინი გაიფიცებიან, ნახავთ როგორ გაათავისუფლებენ ინფანტინოს" - როტენმა მესის, რონალდოსა და მბაპეს მიმართა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
სანდრო ბაზაძე მადრიდის მსოფლიო თასის გამარჯვებულია
მიზანი ბუდაპეშტში გამარჯვება და ტოკიოში გამგზავრებაა - ქართველმა მოფარიკავეებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრეს
მსოფლიო ჩემპიონატი: ქართველი მოფარიკავეები ჯგუფიდან გავიდნენ
ისტორია დაიწერა - სანდრო ბაზაძე ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონია!
მსოფლიოს ჩემპიონატი: ქართველი მოფარიკავეების მნიშვნელოვანი დღე
„არქი“ ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონის, სანდრო ბაზაძის მხარდამჭერი გახდა
ქართველმა მოფარიკავეებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდურში მე-7 ადგილი დაიკავეს
მსოფლიოს ჩემპიონატი ფარიკაობაში: საქართველო მაია გუჩმაზოვათი დაიწყებს
მიხეილ მარდალეიშვილი და სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონატის ძირითად ეტაპზე იფარიკავებენ
სანდრო ბაზაძემ ალჟირის მსოფლიო თასი მოიგო
სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა!