თამაშებს ამერიკაშიც აწყობენ
მეხუთე მატჩის წინ ამერიკული პრესის ყურადღება მიპყრობილი იყო "სან ანტონიოს" გამთამაშებლის, ტონი პარკერის მიმართ.

მან მარჯვენა ფეხი მესამე მატჩში დაიზიანა და თამაშებს შორის პაუზებს სარეაბილიტაციო პროცედურებს უთმობდა. შეხვედრის წინ ფრანგმა აღიარა, რომ მოედანზე ტრავმის გართულების რისკის ფასად გადის:

"ექიმებმა მითხრეს, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება გავიწყვიტო მუხლის მყესები, თუმცა ახლა ფინალია. ნებისმიერ სხვა სიტუაციაში 10-დღიან დასვენებას ავიღებდი, მაგრამ ჩემი ფიქრები ტიტულის მოპოვებისკენ არის მიმართული".

გუნდებმა ექსპერიმენტული სასტარტო ხუთეულებით დაიწყეს თამაში. მოედანზე მხოლოდ ორი ნომინალური "მაღალი" იყო, ტიმ დანკანისა და კრის ბოშის სახით. "მაიამიში" მძიმე ფორვარდის როლს ლებრონ ჯეიმსი ასრულებდა, "სპურსს" კი ამ პოზიციაზე კავაი ლეონარდი ჰყავდა. მას კვლავ ოთხგზის MVP-ის მეურვეობა ევალებოდა.

სასტარტო ხუთეულში იყო მანუ ჯინობილი. მეოთხე მატჩის წაგების შემდეგ სწორედ არგენტინელის მისამართით იყო ყველაზე მეტი კრიტიკა - პირველ ოთხ მატჩში მანუ საშუალოდ 7.5 ქულას აგროვებდა. მისი სასტარტოში დაყენებით, გრეგ პოპოვიჩმა სამხრეთამერიკელის გამოფხიზლება გადაწყვიტა.

ჯინობილიმაც თავიდანვე მიხედა საქმეს და უკვე შეხვედრის დებიუტში დაამტკიცა, რომ ამჯერად უბრალო სტატისტის როლი არ დააკმაყოფილებდა: მარტო პირველ ხუთ წუთში მის ანგარიშზე შვიდი ქულა იყო. რაც მთავარია, ჩვენ ვიხილეთ ის ჯინობილი, რომელიც მეტოქის ნებისმიერი დაცვისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენდა.

სწორედ მას მიჰყავდა "სან ანტონიოს" თამაში: ხან საჭირო და დროული გადაცემებით ამარაგებდა პარტნიორებს და ხან თავად მიდიოდა შეტევაში. თუმცა თავიდან "მაიამი" შორს არ უშვებდა მეტოქეს. შეტევების გაცვლა ლებრონ ჯეიმსის სამქულიანით დასრულდა და ანგარიში თანაბარი იყო - 17:17.

მაგრამ ამის შემდეგ "ჰიტს" შეტევაში სერიოზული ჩავარდნა ჰქონდა და პირველი მეოთხედი მასპინძლების გაქცევით დასრულდა - 15:2. "სპურსის" შეტევა ძალიან უბრალოდ და საიმედოდ მოქმედებდა: მასპინძლებს მოედანზე ოთხი "სნაიპერი" ჰყავდათ და ერთმანეთის ურთიერთდაზღვევით, ყოველი შეტევა თავისუფალი სამქულიანით სრულდებოდა. გარდა ამისა, ამით ფართან ახლოს საჭირო სივრცე შეიქმნა პარკერისთვის, ჯინობილისთვისა და დანკანისთვის.

მეორე მეოთხედში სტუმრებმა სცადეს პირველ 12-წუთეულში მიღებული ჩამორჩენის გაბათილება, მაგრამ ოთხ ქულაზე უფრო ახლოს მეტოქესთან ვერ მივიდნენ. ამას ხელს უწყობდა "სპურსის" კალათბურთელების ფენომენალური სიზუსტე. დენი გრინმა მეორე მეოთხედის სტარტზე ჩააგდო ზედიზედ სამი სამქულიანი. ამით მას ფინალურ სერიაში 22 ზუსტი შორეული ტყორცნა დაუგროვდა, რაც რეი ალენის რეკორდის (რომელიც 2008 წელს, "ლეიკერსთან" სერიის ექვს მატჩში იყო დამყარებული) გამეორება იყო.

გრინი ძალიან თავდაჯერებული იყო სროლის დროს და ბოლოს, დაამხო კიდეც დღევანდელი მაიამელი სნაიპერის რეკორდი.

მეორე ტაიმის სტარტი სტუმრებისა იყო, რომლებიც დიდი შესვენების შემდეგ ორჯერ ერთი სროლის მანძილზე მიუახლოვდნენ მეტოქეს. ბოლოს ეს მოხდა ბატიეს ზუსტი საჯარიმოს შემდეგ - 75:74 მასპინძლების სასარგებლოდ და ამას მოჰყვა "სპურსის" მხრიდან აქტიურობა.

მესამე მეოთხედი დასრულდა გრინის სამქულიანით, ჯინობილის 7 ქულითა და სპლიტერის ზუსტი სროლით. ბოლო მეოთხედის დაწყებას "ჰიტი" საკუთარი სპურტით აპირებდა, მაგრამ "სან ანტონიომ" თავდადებით ითამაშა დაცვაში. აქ განსაკუთრებით გამოიჩინა თავი იმავე გრინმა, რომელიც პრაქტიკულად ყველგან იყო. მან ზედიზედ შვიდი ქულა ჩააგდო და გაამყარა თავისი გუნდის უპირატესობა - 94:75.

"მაიამიმ" მაინც ბოლომდე იბრძოლა და სცადა ამ დიდი დეფიციტის გაბათილება, მაგრამ მხოლოდ 13 ქულამდე მიუახლოვდა მეტოქეს. მეტის იმედი სტუმრებს არ უნდა ჰქონოდათ, რადგან ჯეიმსი და უეიდი ფარქვეშიდან ხშირად აცილებდნენ სროლებს. "სპურსი" კი ბოლომდე კარგად თამაშობდა შეტევაში და საბოლოოდ, 60-პროცენტიანი სიზუსტე დააფიქსირა, რაც ფინალურ სერიაში 2010 წლის შემდეგ არ მომხდარა.

ახლა სერია მაიამიში ბრუნდება. "ჰიტს" ორივე მატჩში მოგება სჭირდება ჩემპიონობის შესანარჩუნებლად. რაც შეეხება პროგნოზებს, ძალიან ბევრი თანხმდება იმაზე, რომ სერია შვიდმატჩიანი იქნება.

სან ანტონიო-მაიამი 114:104

32:19, 29:33, 26:23, 27:29

ს-ა: პარკერი (26+5 პასი), გრინი (24+6 მოხსნა+3 დაფარება), ჯინობილი (24+10 პასი), დანკანი (17+12 მოხსნა+3 დაფარება), ლეონარდი (16+8 მოხსნა+3 ჩაჭრა).

მ: ჯეიმსი (25+8 პასი+6 მოხსნა+4 ჩაჭრა), უეიდი (25+10 პასი), ალენი (21), ბოში (16+6 მოხსნა).

სერია: 3-2

თამაშებს ამერიკაშიც აწყობენ

ამერიკის ქალაქ ობერნის (ალაბამას შტატი) საუნივერსიტეტო გუნდი, რომელიც NCAA-ს ჩემპიონატში გამოდის, მატჩების შედეგების მანიპულირებაშია მხილებული.

ბრალი წაუყენეს გუნდის ყოფილ მცველ ვარეზ უორდს. ბრალდების თანახმად, ის 2011-12 წლების სეზონში მატჩების ჩაწყობით იყო დაკავებული - მეტოქეებს შეხვედრებში ქულათა სხვაობაზე (ე. წ. point-shaving) უთანხმდებოდა. ალაბამას შტატის საოლქო პროკურორმა უორდი დაადანაშაულა სპორტული შედეგების გაყალბებასა და 2012 წლის 25 იანვარს, "არკანზასის" წინააღმდეგ ჩაწყობილი მატჩის ორგანიზებაში.

პროკურორი აგრეთვე ამტკიცებს, რომ ბრალდებული მომდევნო მატჩებშიც აგრძელებდა მატჩების შედეგების გაყალბებას. საქმეში ნახსენებია თამაში "ობერნსა" და "ალაბამას" შორის (7 თებერვალი), რომელშიც უორდი საეჭვოდ ხშირად კარგავდა ბურთს. შედეგად, მისმა გუნდმა დიდი ანგარიშით წააგო - 50:68, არადა, ბუკმეიკერები ამ მატჩში ვარაუდობდნენ ფორას - "პლუს ხუთი".

უორდი "ობერნის" რიგებიდან 2012 წლის 25 თებერვალს, "არკანზასთან" მატჩის წინ გარიცხეს. მიზეზად უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ გუნდური დისციპლინის დარღვევა დაასახელა. მას შემდეგ უორდს აღარ უთამაშია. მასთან ერთად, გუნდიდან გააძევეს კრის დენსონი, მაგრამ მოგვიანებით მას ეჭვმიტანილის სტატუსი მოეხსნა და გუნდის შემადგენლობაში დაბრუნდა.

თუ სასამართლო უორდს ბრალს დაუმტკიცებს, მას ხუთი წელი პატიმრობა და 250 ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმა ელის.

ბოლო დროს ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა NCAA-ს მოთამაშეებს ჩაწყობილი მატჩებისთვის ასამართლებენ. ერთი თვის წინ სან დიეგოს უნივერსიტეტის ყოფილ მოთამაშეს, ბრენდონ ჯონსონს მიუსაჯეს ექვსთვიანი პატიმრობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NBA. ფინალი: დიდი ტრიოს დიდი მატჩი

PARFIUMER
ფინალი ასეთი უნდა იყოს ძმაო.. და მაინც ბებერი სან ანტონიოა ჩემი აზრით გამარჯვების ღირსი :)
[VIDEO] ჰარდენი წავიდა, თუმცა კავაი აქ არის - "კლიპერსმა" "მინესოტა" დაამარცხა
"ის NBA-ში ყველაზე გადაფასებული მოთამაშეა" - დილონ ბრუქსმა ლებრონ ჯეიმსზე ისაუბრა
[VIDEO] NBA-ის ახალწვეულების საოცარი დაპირისპირება - კუპერ ფლეგის 49 ქულა "დალასისთვის" საკმარისი არ აღმოჩნდა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
რუსულად საუბრის გამო დაისაჯა - "კარპატის" უკრაინელ მცველს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში მეოთხე ადგილი დაიკავა
"სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა - დავითაშვილმა ტრავმა მიიღო
[VIDEO] პირველად ქართული სპორტის ისტორიაში - საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები გუნდური ასპარეზობის ფინალშია!
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
[VIDEO] "არსენალი" ფორმას იბრუნებს - დიოკერეშის მეორე ტაიმი!
[VIDEO] ლევანდოვსკის და იამალის ბრწყინვალე გოლები - "ბარსელონამ" "მალიორკა" მარტივად დაამარცხა
Le Parisien-მა პსჟ-ს ფეხბურთელების გასამრჯელო გაასაჯაროვა - რამდენს გამოიმუშავებს კვარაცხელია?
კვარაცხელიას დაბრუნება ფრანგულ კლასიკაში - მიქაუტაძის გამარჯვების დრო!..
NBA-ის, თითქმის, შემდგარი სუპერგუნდები
საფრანგეთმა რიოს შესარჩევში უნდა ითამაშოს
NBA. პლეი ოფი: ლებრონ ჯეიმსმა მაიკლ ჯორდანს გაუსწრო
მშვიდი მკვლელი
NBA. სუპერფინალი: "ტორონტო" შეუჩერებელია [VIDEO]
კრის ბოშმა ვარჯიში დაიწყო
რას ამბობენ და როგორ ხუმრობენ ამერიკაში ზაზა ფაჩულიას ინციდენტზე [VIDEO]
"მაიამი ჰიტის" განსაკუთრებული კულტურა
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "უორიორზის" სერია, "ვაშინგტონის" ტიტული
ტონი პარკერი ნოემბერში დაბრუნებას გეგმავს
[VIDEO] მამუკელაშვილის 37 წუთი, ჰაჩიმურას გმირობა და ლებრონის 18-წლიანი სერიის დასასრული - "ლეიკერსმა" "ტორონტო" ბოლო წამებზე დაამარცხა
ის წავიდა - მანუ ჯინობილიმ კარიერა დაასრულა [VIDEO]
"ის NBA-ში ყველაზე გადაფასებული მოთამაშეა" - დილონ ბრუქსმა ლებრონ ჯეიმსზე ისაუბრა
NBA. პლეი ოფი: ბებერი ჯინობილის გმირობა
ოფიციალურად: მანუ ჯინობილი ერთი წლით დარჩა
გამოუსადეგარი ბოში: "მაიამის" ლიდერს კარიერის განახლების უფლებას არ აძლევენ
კრის ბოში და პორნოინდუსტრია
NBA. 18 დეკემბერს დანკანს დააფასებენ
მანუ ჯინობილის ახალ კონტრაქტს აფორმებს
ტონი პაკერი: "სპურსი" აგრძელებს სრულყოფას
"ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" ლებრონ ჯეიმსს ახალი კონტრაქტი არ შესთავაზა
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "სან ანტონიოს" შეტევა არ უვარგა
[VIDEO] ლებრონისთვის და ლუკასთვის სეზონი დასრულებულია - "ლეიკერსი" "მინესოტასთან" დამარცხდა და პლეი-ოფს გამოეთიშა
ბუცები, ბურთები და ბუკინისტები – აპრილი, სპორტი და წიგნები
NBA-ს 6 ცნობილი მოთამაშე, რომლებიც ახალ კლუბებს ვერ შეეწყვნენ
ტიმ დანკანი MMA-ის მებრძოლი ხდება?
NBA. მატჩები: დურანტის გამარჯვების ორქულიანი, პარკერმა ბრაიანტს გაუსწრო [VIDEO]
NBA-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირცხვილი
ასეთი მეორე აღარ იქნება: ტიმ დანკანის წასვლის გამოხმაურება
როცა არ გინდა და მაინც ვარდება - მანუ ჯინობილის კურიოზი [VIDEO]
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი უნიკალური რეკორდი დაამყარა
ჯიმი ბატლერმა დუეინ უეიდის ცოლის პიკანტურ ფოტოზე დააკომენტარა
პოლ პირსი ერთი სეზონისთვის დარჩა
გოგა ბითაძემ იაო მინისა და ტიმ დანკანის მიღწევა გაიმეორა!
NBA-ს ოთხგზის ჩემპიონი შეიძლება "ლიონის" პრეზიდენტი გახდეს
NBA: კრის ბოში საბოლოოდ წავიდა