როგორც ჩანს, ვლადიმერ ხინჩეგაშვილს, დავით მარსაგიშვილსა და გენო პეტრიაშვილს მსოფლიოს ჩემპიონატზე სრულიად ახალ მეტოქეებთან მოუწევთ პაექრობა
ფოტოზე: ნოდარ არაბიძე (მარჯვნივ)

ამ უქმეებზე კრასნოიარსკში, დიმიტრი მინდიაშვილის სახელობის ჭიდაობის აკადემიის დარბაზში ჩატარდა რუსეთის პირველობა თავისუფალ ჭიდაობაში, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მთავარი შესარჩევი შეჯიბრებაა.

ამდენად, მისი შედეგები ჩვენთვისაც ფრიად მნიშვნელოვანია, რადგან 90%-იანი ალბათობით შეგვიძლია იმის განსაზღვრა, სექტემბერში ბუდაპეშტში, მსოფლიოს პირველობაზე ამა თუ იმ წონაში ვინ დაუპირისპირდება ქართველ ფალავნებს.

ტურნირის შედეგებს რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მაგომედ ჰუსეინოვმა სენსაციური უწოდა და ძნელია, არ დაეთანხმო, რადგან ჩემპიონთა შორის ამაოდ დაუწყებთ ძებნას ტიტულოვან ფალავნებს - იქ ვერც მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონსა და ოლიმპიური ვერცხლ-ბრინჯაოს მფლობელ ბესიკ კუდუხოვს ან ევროპის სამგზის გამარჯვებულ ოპან სატს (ორივე - 60) ნახავთ, ვერც ევროპის ორგზის ჩემპიონ ანზორ ურიშევს (84), მსოფლიოსა და ევროპის რამდენჯერმე მომგებ დენის ცარგუშს (74), კონტინენტის პირველობის მოქმედ გამარჯვებულ ანიუარ გედუევს (74), ევროპის ჩემპიონ აბდუსალამ გადისოვს (96) ან სხვა ვარსკვლავებს.

მათ ნაცვლად კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე სულ ახალგაზრდები და ჯერჯერობით უტიტულოები ავიდნენ, რომელთაგანაც ყველაზე ცნობილი ევროპის ჩემპიონი ნარიმან ისრაპილოვია (55).

სამგზის ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის 6-6-გზის გამარჯვებულმა ბუვაისა საიტიევმა განაცხადა, ახალი კადრები თანდათან ანათებენ, გამოცდილი ფალავნები კი ნელ-ნელა თმობენ პოზიციებსო. ამის მიზეზად კი ახალი წესები დაასახელა.

რუსეთის ჩემპიონები, ვარსკვლავთა ნაცვლად, ზემოხსენებული ისრაპილოვი, ბეკხან გოიგერეევი (60), მაგომედ კურბანალიევი (66), კახაბერ ხუბეჟტი (74), შამილ კუდიამაგომედოვი (84), ანზორ ბოლტუკაევი (96) და ალან ხუგაევი (120) გახდნენ.

ისრაპილოვის გარდა, ამათ უმეტესობას ჯერ არათუ უმთავრესი ტურნირების მედლები, ხუბეჟტის გარდა, უმაღლეს დონეზე სხვებს ლამის არც უჭიდავიათ. თუ მაგომედოვი მსოფლიოზე ამ შედეგს დაეყრდნობა, ისრაპილოვის გარდა, ყველა დებიუტანტი ეყოლება.

ჩემპიონატში ყველაზე დიდი წარმატებით დაღესტნელები გამოვიდნენ - 4 ოქრო მოიპოვეს პირველ 4 წონაში, თუმცა რადგან მთავარი ყოჩი - გადისოვი წაუქციეს, იქაურმა საჭიდაო საიტმა გუნდის გამოსვლას უგვირგვინო ტრიუმფი უწოდა.

ორი ოქრო ოსებმა ირგუნეს, (ხუბეჟტი, ხუგაევი), ერთიც - ჩეჩენმა, რომელიც ჩემპიონატის უმთავრესი სენსაციის ავტორმა ბოლტუკაევმა შემოგვთავაზა.

მთავარი ინტრიგა ჩეჩენმა ჩაკლა

სამწუხაროდ, 96 კილოგრამი ჩვენთვის უკვე ვერაა სტრატეგიული წონა (იმედია, დროებით), თუმცა რუსთა ტურნირზე საუბარს მაინც ამით დავიწყებთ, რადგან მთავარი ინტრიგაც იქ ტრიალებდა - გადისოვისა და სახელოვანი ჰაჯიმურატ გაცალოვის შეხვედრა.

ჰაერში დენთის სუნი მას შემდეგ გაძლიერდა, რაც მაისში, ალი ალიევის მემორიალის ფინალში გადისოვმა დამაჯერებლად მოუგო 31 წლის ევროპის სამგზის, მსოფლიოს ოთხგზისა და ოლიმპიურ ჩემპიონ გაცალოვს. ჩემპიონატის დაწყებამდე ქომაგებმა მათი მოსალოდნელი პაექრობა პირველობის ყველაზე საინტერესო შეხვედრად მონათლეს.

ამ იმედების ასრულებამდე ერთი ორთაბრძოლა რჩებოდა, მაგრამ ბოლტუკაევმა მთელი მოლოდინი ჩაშალა - ნახევარფინალში გაცალოვს 4:0 მოუგო, ფინალში კი გადისოვსაც აჯობა...

საინტერესოა, რომ პირველ წრეში ჩეჩენმა წონის კიდევ ერთი ლიდერი, იური ბელონოვსკი 4:1 დაჯაბნა, გაცალოვმა კი მეოთხედფინალში თანამემამულე ოსი, მარტში თბილისში ევროპის პირველობაზე მესამეზე გასული ვლადისლავ ბაიცაევი 5:0 დაამარცხა.

ბოლტუკაევის გამარჯვებას გადისოვთან შემთხვევითსაც ვერ ვუწოდებთ, რადგან იანვარში ივან იარიგინის მემორიალზეც მოუგო.

ჩვენთვის საინტერესო წონები

ნურავინ გვიწყენს, თუ ვლადიმერ ხინჩეგაშვილს (60), დავით მარსაგიშვილსა (84) და გენო პეტრიაშვილს (120) დღეს ჩვენი ნაკრების გამოკვეთილ ლიდერებად მივიჩნევთ. როგორც ჩანს, მათ ბუდაპეშტში სრულიად ახალ მეტოქეებთან მოუწევთ პაექრობა.

ალბათ, ზოგს არც კი იცნობენ. მაგალითად, გოიგერეევს თვითონ დაღესტნელებიც არ მიიჩნევდნენ ფავორიტად. წინასწარი განაცხადის მიუხედავად, არ უჭიდავია ჩეჩენ ოლიმპიურ ჩემპიონ ჯამალ ოთარსულთანოვს. არც მსოფლიოს ორგზის იაკუტი გამარჯვებული ვიქტორ ლებედევი გამოსულა.

ქომაგმა ვერც კუდუხოვისა და სატის პაექრობა იხილა. საინტერესოა, რომ წინა წლებში, საქართველოში დაბადებულმა ოსმა კუდუხოვმა რუსეთის ჩემპიონატის ფინალში ოთხჯერ მოუგო ტუვინს. მათი მეხუთე პაექრობის შანსი ნახევარფინალში ჩაიშალა, სადაც კუდუხოვი გოიგერეევთან დამარცხდა - 3:4; სატმა კი მეორე ციმბირელთან, სახა-იაკუტიის წარმომადგენელ ტიმურ პესტერევთან 2:7 წააგო. არადა, შესვენებამდე სატი მხოლოდ 0:1-ს აგებდა და გამარჯვების რეალურ შანსს ინარჩუნებდა.

გოიგერეევმა პირველ ორ შეხვედრაში არცთუ ძლიერ კონკურენტებს პირველივე ნახევარში მოუმთავრა საქმე წმინდა მოგებებით, 7-8-ქულიანი უპირატესობით; 8 ქულა მოიპოვა მეოთხედფინალშიც, ოღონდ არა ერთჯერადად; ფინალში კი 9 ქულა დააგროვა. ასეთი "შემტევი" სტატისტიკის მიუხედავად, ვფიქრობთ, ხინჩეგაშვილისთვის მეტოქედ მაინც დაღესტნელი ჯობია, რადგან სატი მისთვის არასასურველ მეტოქედ ჩამოყალიბდა.

ვგონებ, კარგია, მარსაგიშვილსაც რომ არ მოუწევს შეხვედრა უხერხულ კონკურენტად ქცეულ ურიშევთან, მით უფრო, თბილისში ევროპის ჩემპიონატზე მათი ორთაბრძოლისას მომხდარი ინციდენტის შემდეგ. არადა, დიდი შანსი იყო, ურიშევს მოეგო - ფინალში გავიდა.

ბუნებრივია, არ ვამბობთ, რომ კუდიამაგომედოვი სუსტია და მასთან მოგება გარანტირებულია, მაგრამ მას ჯერ აკლია გამოცდილება, მარსაგიშვილს კი ის ფსიქოლოგიური ტვირთი არ ექნება, რაც ყაბარდოელთან აუცილებლად დატვირთავდა აგრერიგად უსიამოვნოდ.

მძიმე წონაზე საუბრისას მთავარმა მწვრთნელმა მაგომედოვმა წაიწუწუნა, რომ რთული ვითარება აქვთ - კონკურენცია სუსტიაო, არ გვყავსო ძლიერი რეზერვი და ჩვენები წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ ირანელ, აზერბაიჯანელ, თურქ, კუბელ მეტოქეებსო. ამ დროს კი საქართველო არ უხსენებია. ეტყობა, დაავიწყდა, ოლიმპიადაზე დავით მოძმანაშვილმა ბილიამ მახოვი რომ გაუგორა, წლეულს ევროპის პირველობაზე კი პეტრიაშვილმა რა დღე აყარა მაგომედ ნურასილოვს.

ეტყობა, მაგომედოვს დიდად არც ხუგაევისა ეიმედება. ისე კი, ამ წონაში მართლაც სერიოზული კრიზისი აქვთ - მახოვი ტრავმის გამო წლის ბოლომდე ვერ ივარჯიშებს; ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი ბახტიარ ახმედოვი არც სპორტიდან მიდის, მაგრამ არც არსად ჭიდაობს; ლუკა კურტანიძის ოდინდელი მეტოქის, 35 წლის ევროპის ხუთგზის ჩემპიონ კურამაგომედ კურამაგომედოვის იმედად ყოფნას კი, ეტყობა, არც აპირებენ. ნურასილოვს ამჯერად არ უჭიდავია.

არაა გამორიცხული, მსოფლიომდე მან დაიბრუნოს ნაკრებში ადგილი, თუმცა პეტრიაშვილის დონემდე ბევრი უკლია.

კიდევ ერთი წონა, რომელშიც მსოფლიოზე დიდ იმედებს ვამყარებთ, 55 კილოგრამია, სადაც, სავარაუდოდ, ევროპის ჩემპიონ გიორგი ედიშერაშვილს ისრაპილოვთან მოუწევს პაექრობა.

დაღესტნელთა კუმიკმა პირადი შეხვედრა ციმბირელ არტას სანაას, ნახევარფინალში კი 6:1 მოუგო ბრიანსკელ ნოდარ არაბიძეს, ხოლო ფინალში უპრობლემოდ, წმინდად მოუგო ბურიატ ბაზარ ჟალსაპოვს. არაბიძეს აქტივში ნამდვილად ჩაეთვლება ყაბარდოელ რასულ მაშეზოვთან მოგება - 11:3, წონის ფავორიტი, ოსი აზამატ ტუსკაევი კი ჟალსაპოვმა დაამარცხა.

სამწუხაროდ, დავით ხუციშვილის ტრავმის გამო მსოფლიოზე დიდ იმედებს 74-ზე ვერ დავამყარებთ, თუმცა აქ საინტერესოა, რომ საქართველოდან წასულმა (ახმეტიდან გადავიდნენ ბესლანში) ხუბეჟტიმ გაიმარჯვა. მან დამაჯერებლად იასპარეზა - მეორე წრეში 6:2 დაამარცხა ოსთა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, სპორტში "მკვდრეთით აღმდგარი" ირბეკ ფარნიევი; ნახევარფინალში აფხაზი ცარგუში 8:3 გაანადგურა, ფინალში კი ოს აზამატ სანაკოევს 8:1 მოუგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
ზოიძის ვერცხლი და ლოლუას ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე
სოლომონ მანაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა
"ასტონ ვილას" "ბარსელონას" შემტევის დამატება სურს
"ვილა პარკზე" ბოლო მატჩი ჩაატარა და ცრემლები ვერ შეიკავა - მარტინესი "ასტონ ვილას" ტოვებს
იქნება თუ არა კვარაცხელია "ოსერთან" სასტარტოში? - "პარიზიენის" პროგნოზი
დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა
"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
ევროპის ჩემპიონატი: დავით მარსაგიშვილი ბრინჯაოს ვერ შესწვდა
დავით მარსაგიშვილმა ბაქოს "ოქროს დიდ პრიზზე" ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
გენო პეტრიაშვილმა ბაქოს "ოქროს დიდ პრიზზე" ოქროს მედალი მოიპოვა
"ამ ძვირფას ქართველზე შეურაცხყოფას მიზანმიმართულად ახდენენ, არ ვიცი მათ ადამიანები თუ უნდა ვუწოდო..." - პეტრიაშვილმა და ლიპარტელიანმა კვარაცხელიაზე ისაუბრეს
პეტრიაშვილმა მეშვილდიშვილი დაამარცხა და ოლიმპიადის ფინალში ზარეს შეხვდება
მსოფლიო რეიტინგი: ლადო ხონჩეგაშვილი ახალ წონაშიც ლიდერია
ევროპის ჩემპიონატი. I დღე: დავით მარსაგიშვილის საბედისწერო შვიდი წამი
ზურაბ იაკობიშვილი და ელიზბარ ოდიკაძე მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ
იაკობაშვილი და ოდიკაძე ნახევარფინალში გავიდნენ, ხუციშვილი და მარსაგიშვილი მედლების გარეშე დარჩნენ
დავით მარსაგიშვილი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი საკლუბო ჩემპიონატის ფინალშია
იაკობაშვილი და ოდიკაძე ნახევარფინალში დამარცხდნენ და ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ
არის ოქრო - პეტრიაშვილმა ზარე დაამარცხა და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა!
რას ნიშნავდა გენო პეტრიაშვილის ჟესტი, რომელმაც გულშემატკივრებში გაორებული ემოცია გამოიწვია?
ირანელებმა პეტრიაშვილს შეუტიეს - ნახეთ, რა გააკეთა 2023 წელს ზარემ, ქართველ სპორტსმენთან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გამარჯვების შემდეგ [VIDEO]
მინსკი 2019: ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ჩეჩენ ფალავანს სძლია და ფინალში გავიდა [VIDEO]
ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია
დავით მარსაგიშვილის საუკეთესო მომენტები ინდოეთის პრო ლიგაში [VIDEO]
მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 27 ივნისის განრიგი
საპლაჟო ჭიდაობის სალიცენზიო ტურნირში საქართველოს ნაკრებმა 3 ოქროს მედალი მოიპოვა
ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატი მარცხით დაიწყეს
მინსკი 2019: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ალიევთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა [VIDEO]
ევროპის ჩემპიონატი. I დღის ანონსი: დებიუტანტითა და ლიდერით ვიწყებთ
"ყველაზე უადგილო მომენტი და ყველაფერი დასრულებულია..." - სამწუხაროდ, ოლიმპიადას მოქმედი ჩემპიონი გამოტოვებს...