სომხურ დილიჟანში მოჭადრაკე ქალთა ფიდეს გრანპრის გათამაშების მეორე რაუნდი მიმდინარეობს, რომელშიც 12 მანდილოსანი წრიული სისტემით შეხვდება ერთმანეთს
სამი წლის წინათ ქართველმა დიდოსტატმა, 2008 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებულმა ნანა ძაგნიძემ ფიდეს ქალთა გრანპრის პირველ გათამაშებაში სამი საუკეთესო შედეგით მეორე ადგილი დაიკავა და მცირედით ჩამორჩა ინდოელ ჰამფი კონერუს, რომელიც შემდეგ ჩინელ ჰოუ იფანს დაუპირისპირდა მსოფლიოს ჩემპიონის გვირგვინისთვის.

ძაგნიძემ 2013-14 წლების გრანპრის პირველ ეტაპზე, რომელსაც შვეიცარიულმა ჟენევამ უმასპინძლა, თერთმეტი შესაძლებლიდან 6,5 ქულას მოუყარა თავი და რუს ტატიანა კოსინცევასთან ერთად, მესამე-მეოთხე ადგილები გაინაწილა (8 ქულით პირველი ადგილი ბელა ხოტენაშვილმა დაიკავა და 160 ქულა დაიმსახურა).

ეტყობა, ნანამ, რომელსაც პირველ რაუნდში 100 ქულა ერგო, დანაკარგის ანაზღაურება დილიჟანში გადაწყვიტა. ასპარეზობის სტარტზე შავი ფიგურებით მონღოლი თუვშინთუგს ბათჩიმეგი დაამარცხა, 17 ივნისს, მეორე ტურში კი, თეთრებით საკმაოდ ძლიერ ინდოელ დიდოსტატ ჰარიკა დრონავალის 48-ე სვლაზე გააჩერებინა საათი (ნანამ ბათჩიმეგს ჟენევაშიც სძლია, ჰარიკას კი შვეიცარიაში არ უთამაშია).

არადა, პარტიაში მრავლად იყო ორმხრივი შეცდომები. 35-ე სვლიდან ჩვენებურმა ხელთ იგდო უპირატესობა და ორთაბრძოლაც სასურველ დასასრულამდე მიიყვანა.

როგორც გაუწყეთ, პირველ ტურში ბელა ხოტენაშვილმა ორგზის ევროპის ჩემპიონ ტატიანა კოსინცევასთან ხელიდან გაუშვა მოგების შანსი, მეტიც - პარტია წააგო (კოსინცევამ ქართველი დიდოსტატი ჟენევაშიც დაამარცხა).

17 ივნისს იგი შავი ფიგურებით ევროპის ჩემპიონ ვიქტორია ჩმილიტეს (ლიტვა) 46-ე სვლაზე დაუზავდა.

ასევე ყაიმზე შეთანხმდნენ მსოფლიოს ჩემპიონები - ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი) და ანა უშენინა (უკრაინა). დანარჩენი სამი პარტია ასე დამთავრდა: ოლგა გირია (რუსეთი) - თუვშინთუგს ბათჩიმეგი (მონღოლეთი) 0:1, ჰამფი კონერუ (ინდოეთი) - ელინა დანიელიანი (სომხეთი) 1:0, ანა მუზიჩუკი (სლოვენია) - ტატიანა კოსინცევა (რუსეთი) 1:0.

ორი ტურის შემდეგ: ძაგნიძე - 2, მუზიჩუკი, კონერუ - 1,5-1,5, ბათჩიმეგი, უშენინა, კოსინცევა, სტეფანოვა, ჩმილიტე - 1-1, გირია, დრონავალი, დანიელიანი, ხოტენაშვილი - 0,5-0,5 ქულა.

18 ივნისს, მე-3 ტურში ითამაშებენ: ბათჩიმეგი - ჩმილიტე, დრონავალი - გირია, დანიელიანი - ძაგნიძე, უშენინა - კონერუ, კოსინცევა - სტეფანოვა, ხოტენაშვილი - მუზიჩუკი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ნანა ძაგნიძემ დილიჟანის ტურნირი მოგებით დაიწყო

არისაბალაგა "ჩელსიდან" "არსენალში" გადავიდა
9 თვის შემდეგ - დანი კარვახალი მოედანს უბრუნდება
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
პსჟ-ს და "ბაიერნის" პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა
"ბაიერნთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
U15 | სასელექციო პროექტი დასრულდა - ქუთაისში რეგიონულ ნაკრებთა მატჩი გაიმართა
"რეალმა" როდრიგოს გაყიდვა გადაწყვიტა - ბრაზილიელის დამატება "არსენალს" სურს
16 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე ლატვიაში მოემზადება
საკლუბო მუნდიალის პირველი ნახევარფინალისტი გაირკვა
შეუცვლელი კვარაცხელია და დემბელეს დაბრუნება - ალ-ხელაიფის სეზონის ტრიუმფით დაგვირგვინება სურს
U20. [VIDEO] სამი ლელო არ გვეყო - საქართველოს ნაკრები ახალ ზელანდიასთან დამარცხდა
მამუკელაშვილმა "ტორონტო რეპტორზთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა
"რეალი" ფეხბურთელებს არნახულ თანხას დაჰპირდა - საკლუბო მუნდიალის მოგება სტრატეგიული მნიშვნელობისაა
უკვე კონკრეტიკა - "რომამ" "ლიონთან" მიქაუტაძის ტრანსფერზე მოლაპარაკება დაიწყო
"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება ფრანგულ გუნდში გადავიდეს
"NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ვარ" - პოლ პირსი
"ჩელსიმ" "დორტმუნდიდან" შემტევი დაიმატა
პსჟ VS "ბაიერნი" - კვარაცხელია და კეინი კარგ ფორმაში არიან!
ოფიციალურად: ნიკო ვილიამსმა "ატლეტიკთან" ხელშეკრულება 2035 წლამდე გაახანგრძლივა
დიდი ალბათობით, სუარესი დეკემბერში კარიერას დაასრულებს
რატომ გადაადგილდებოდა მანქანით საბედისწერო ღამეს? - ჟოტას ტრაგედიის ახალი დეტალები
ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა
ეს მიქაუტაძის ტრანსფერს დააჩქარებს? - "ლიონს" სასწრაფოდ 100+100 მილიონი სჭირდება
ფიდემ მოჭადრაკეთა განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა
"ნონამ" ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა
"დიდი მადლობა მათ" - ნანა ძაგნიძემ მსოფლიო გრან-პრიზე გამარჯვება ამირან გამყრელიძესა და ექიმებს მიუძღვნა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლი მოიპოვა
ფიდემ მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა
ბათუმის "ნონა" ევროპის საკლუბო თასის მფლობელია
ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონს საზოგადოების დახმარება სჭირდება - მის 1 წლის შვილს აგრესიული ფორმის ნეირობლასტომა აღმოაჩნდა
ნანა ძაგნიძემ მიუნხენის გრან-პრის მეორე ეტაპზე წარმატებით იასპარეზა
არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესოები გამოვლინდნენ - ძაგნიძე, შარიქაძე...
ქართული ჭადრაკის დიდი წარმატება: ნანა ძაგნიძემ მსოფლიო გრან პრი მოიგო!
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ნანა ძაგნიძე მსოფლიო საჭადრაკო რეიტინგ-სიის ათეულშია
ბელა ხოტენაშვილი ელვისებურ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია