სერგო კუტივაძე: "დათო, ალბათ, თვითონაც გრძნობდა ამ ყველაფერს და ფეხბურთელისთვის ძნელია, იმუშაო მწვრთნელთან, ვისგანაც ამის დიდი ინიციატივა არ მოდის..."
ლეგენდარული ათი ნომერი, დავით ყიფიანი 18 ივნისს 62 წლის გახდებოდა. ის სახალხო ფეხბურთელი იყო და ასეთები განსაკუთრებულად უყვართ.

ყიფიანი უყვარდა საქართველოს და საბჭოთა კავშირს, ყიფიანს იცნობდნენ და აფასებდნენ ევროპაში.

ყიფიანზე არაერთ უცხოელთან მილაპარაკია. თბილისის "ამერი" ბერლინის "ჰერტას" რომ ეთამაშებოდა, გერმანელებს თბილისში "ჰერტას" მენეჯერი დიტერ ჰიონესიც ჩამოჰყვა, ული ჰიონესის ძმა, რომელსაც გოლები მიუნხენის "ბაიერნში" გაჰქონდა, 1986 წელს კი დასავლეთ გერმანიის ნაკრებში მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედალიც მოინაგრა.

ჰერ დიტერს ინტერვიუ რომ ვთხოვე, თითქმის ყველა კითხვა-პასუხში ყიფიანს ახსენებდა. მისთვის საქართველო ჯერ ყიფიანი იყო და მერე სხვა.

ყიფიანზე ახალს ვერაფერს დაწერ და იტყვი. ის ემოცია კი, რაც ამ ნიჭიერი ადამიანისგან მოდის, მომნუსხველი და დამაფიქრებელია.

იური როსტის ფოტოებიც მახსოვს, "დინამოს" სტადიონი და ყიფიანი, რომელიც უკვე მიდის ფეხბურთიდან.

ყიფიანს, ალბათ, ცუდ დროს მოუწია ფეხბურთელობამაც და მწვრთნელობამაც. საქართველოს ეროვნულ ნაკრებს რომ ჩამოაშორეს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იმდროინდელმა ხელმძღვანელობამ ასეთი განმარტება გააკეთა - ვერ უზრუნველყო კონტაქტი ნაკრების ფეხბურთელებსა და ფედერაციას შორისო.

ყიფიანი ყოველთვის გულნაკლული ჩანდა და ჰქონდა ამის მიზეზები...

იმ "დინამოში", რომელშიც ყიფიანი თამაშობდა, მთავარი მწვრთნელის, ნოდარ ახალკაცის თანაშემწე სერგო კუტივაძე იყო.

ბატონი სერგო საინტერესო მოსაუბრეა და ერთხელაც ჩამოვუგდეთ სიტყვა ლეგენდარულ დინამოელზე...

- დათო ყიფიანი 1971 წელს მოვიდა "დინამოში", როცა გუნდს გავრილ კაჩალინი თავკაცობდა. მანამდე ყიფიანი ბორია ჭელიძის გუნდში თამაშობდა. კარგი პლეადა იყო, რომელმაც საკავშირო მასშტაბითაც მიაღწია წარმატებებს.

დათო "დინამოში" მოიყვანეს, ჯერ გამოსაცდელი ვადით. ყიფიანი მყისვე მოეწონა მწვრთნელს, რადგან ძალიან კარგად აზროვნებდა მოედანზე. ფიზიკური კონდიციები კი მას ჯერ ისეთი არ ჰქონდა, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში რომ ეთამაშა.

იყო სხვა პრობლემაც - რა პოზიციაზე უნდა ეთამაშა ყიფიანს, რადგან დისტანციური სისწრაფე ისეთი არ ჰქონდა, რომ გარემარბად ეთამაშა. ის ფორვარდი იყო, თუმცა ეს პოზიციაც ვერ იყო ზედგამოჭრილი მისთვის.

გაურკვევლობა მაშინ დასრულდა, როცა "დინამო" ნოდარ ახალკაცს ჩააბარეს - მან ყიფიანს ზუსტად შეურჩია პოზიცია.

- ნიჭიერ ადამიანებს თავისებური ხასიათი აქვთ - როგორი იყო დამწყები ფეხბურთელი დავით ყიფიანი?

- ცუდს მასზე ვერავინ იტყოდა, თავაზიანი იყო. ბევრს შრომობდა, თანაც მიზანმიმართულად. შრომა ის არ არის, რომ გამოხვიდე, ორმოცდაათი კილომეტრი ირბინო და ოფლი მოიდინო. ყიფიანმა ძალიან კარგად იცოდა საკუთარი სუსტი და ძლიერი მხარეები.

ნიჭი ერთია, თუმცა ფეხბურთელობის საფუძველი ნიჭთან ერთად, სათანადო ფიზიკური მომზადებაცაა. მუშაობდა ამ კომპონენტზე და საბოლოოდ მოხდა შერწყმა.

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, გუნდთან ერთად ვარჯიშის შემდეგ ის მოედანზე იმისთვისაც რჩებოდა, რომ ტექნიკაზეც ემუშავა - ჩაწოდებები, დარტყმები...

მწვრთნელის დამსახურებაა, რომ ყიფიანის ტალანტს ხელი არ შეუშალა. მიუხედავად მისი ნიჭისა, ამ ფეხბურთელის ჩარჩოში ჩასმა ძნელი იყო. ის არაორდინარული მოთამაშე გახლდათ, როდის რას გააკეთებდა, ვერ წარმოიდგენდი. გაკვირვებას იწვევდა მისი ეს თვისება.

- სანამ ახალკაცის თანაშემწე გახდებოდით, ყიფიანთან თამაშიც მოგიწიათ...

- კაჩალინმა ის ერთხელ შეტევის მარჯვენა ფლანგზე გაამწესა. ყიფიანმა მითხრა, მეტოქის ზურგს უკან ნუ მომცემ პასს, ბურთი ფეხში მომეციო. იცოდა, ბურთს ფეხში რომ მოიგდებდა, მერე უკვე ძალიან მაგარი იყო.

- რას ავალებდა მას ახალკაცი? ყველაზე უფრო რაზე მიუთითებდა?

- პერსონალური დავალება ახალკაცს მისთვის არასდროს მიუცია, მწვრთნელი მას სრულ თავისუფლებას აძლევდა. ყიფიანი თვითონ ირჩევდა მოქმედებებს იმის გათვალისწინებით, თუ რომელ მეტოქეს ვეთამაშებოდით. ის მართლაც შემოქმედი ფეხბურთელი იყო.

- უკვე ჩამოყალიბებული, სახელგანთქმული ფეხბურთელი - როგორი იყო ასეთი ყიფიანი?

- ძალიან მძიმე ხასიათი ჰქონდა მიშა მესხს, მაგრამ ამით რა?! არ მესმის, როცა ვიღაცაზე იტყვიან, ხასიათის ფეხბურთელია და ამიტომ ვერ თამაშობსო. მთავარია, მოედანზე საქმე გააკეთო, თორემ ხასიათი ყველას ერთნაირი ვერ ექნება.

ყიფიანი ითვალისწინებდა იმას, რომ მაშინდელ "დინამოში" სხვა არანაკლებ ნიჭიერი ფეხბურთელებიც იყვნენ - შენგელია, ჩივაძე, გუცაევი, დარასელია...

- 1981 წელს, სანტიაგო ბერნაბეუს თასის ტურნირში მიღებული ტრავმის შემდეგ ყიფიანმა მალევე დაანება ფეხბურთელობას თავი...

- 1981 წლის წარმატების შემდეგ ახალკაცმა უცბად მოინდომა გუნდის გადახალისება, "დინამოდან" ექვსი-შვიდი წამყვანი ფეხბურთელის გაშვება გადაწყვიტა. ეს დიდი შეცდომა იყო. ახალკაცს ახალგაზრდების იმედი ჰქონდა, გრიგოლ ცაავა და სხვა ნიჭიერი ბიჭები მოდიანო...

ყიფიანს მაშინ ტრავმა ჰქონდა და არ ჩანდა იმის დიდი სურვილი, ის კიდევ რომ დარჩენილიყო "დინამოში".

დათო, ალბათ, თვითონაც გრძნობდა ამ ყველაფერს და ფეხბურთელისთვის ძნელია იმუშაო მწვრთნელთან, ვისგანაც ამის დიდი ინიციატივა არ მოდის...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ყველაზე დიდი ქართველი ათიანი - დღეს დავით ყიფიანი 62 წლის გახდებოდა

Dinamo Fan
ჩვენი სიამაყე :*
piti
ყიფო *
gizog
ღმერთმა ნათელში ამყოფოს დავითის სული. ისევე, როგორც ფეხბურთიდან ცხოვრებიდანაც ადრე წავიდა. მჯერა, რომ ქართული ფეხბურთისთვის (31 წლის იყო)ჯერ როგორც ფეხბურთელს კიდევ შეეძლო ბევრი სარგებლობის მოტანა და შემდეგ კი როგორც მწვრთნელს. ერთი კი ცხადია მაშინდელი ქომაგი დამეთანხმება, მისი წასვლის შედეგ დამთავრდა ქართული ფეხბურთის ეპოქა.
gizog
მიმაჩნია, რომ აუცილებელია გაიხსენო დავით ყიფიანის მიერ გატანილი სოლო ბურთი მილანში 'ინტერი'-ს კარში, როცა ფაკეტი მოატყუა მეკარეც ზედ მიაყოლა და ცარიელ კარში შეაგორა, ინტერის ათეული ათასობით ტიფოზების წინ.
gizog
დაიწყო II ტაიმი და გუნდი გამოდის ყიფიანი გარეშე და ვინ გამჰყავთ მის ნაცვლად??? იმ დრო I ლიგაში მოთამაშე ლვოვის 'კარპატი'-ს ვინმე იურჩიშინი. ის მატჩი 2:0 წავაგეთ პირწმინდათ. მე კი დიდი ნასიამოვნები დავრჩი, რომ ღმერთმა დასაჯა დათოსთან არაკაცურად მომქცევი მწვრთნელიცა და იმპერიის ფედერაციაც.
gizog
70-იანი წლები იყო, საბჭოთა ნაკრები შეარჩევ მატჩს თამაშობდა ათენში ბერძნების წინააღმდეგ. ფრეს შემთხვევაშიც გადიოდა ევროპის თუ მსოფლიო პირველობაზე. I ტაიმი დამთავრდა 0:0 მთელი 45 წუთი ლომივით იბრძოდა დავითი, ვისაც მისი თამაშები ახსოვს, გასაჭირის დროს, როცა დაცვას უჭირდა კარის ხაზიდანაც კი გამოჰქონდა ბურთი. შემდეგ დაირდა და ისეთ პასებს აკეთებდა ბევრ დდღევანდელ მსოფლო მეპასეებსაც შეშურდება.
gizog
მე-2 დღეა დავით ყიფიანის შესახებ იწერება წერილები თუ სტატიები და ერთი ხელის თითებზე ჩამოითვლის კაცი გამოხმარებების რაოდენობას. ნეტა რა დაემართად იმ ასეულ ათასობით გულშემატკივარს ფეხბურთში ნამდვილ ხელოვნებას რომ აზიარა ბატონმა დავითმა, ერთი გასახსენებელიც კი გაიხსენეს. მადლობა ბატონ სერგოს.
ანდრეს ინიესტა - ფინანსური თაღლითობის საქმის ფიგურანტი პერუში
"ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის" - 64 წლის ასაკში "ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა
"ასე რთულია. გუნდში 9 ახალი ტვინი მყავს" - კონტემ "ნაპოლის" მარცხის მიზეზებზე ისაუბრა
საქართველოს ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ ესპანეთთან ნადგურდება
ესპანეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"დინამო თბილისი" საქართველოს 15 და 17-წლამდე ლიგების გამარჯვებულია
დანაკლისი მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე - ესპანეთს საქართველოსთან ჰიუსენი ვერ დაეხმარება
კონტრაქტს გაუგრძელებენ - "გალათასარაის" იკარდის შენარჩუნება უნდა
ჯერარდმა შესაძლოა, ინგლისური კლუბი ჩაიბაროს
[VIDEO] ნადირაძე ზაგრების გრან-პრიზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ჰანსოკუ-მაკეთი დამარცხდა
[VIDEO] U21. შეცდომები სტანდარტულებისას და გამოუყენებელი პენალტი - საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა
დე ლა ფუენტე: გვსურს, წაუგებელი რეკორდი გავაუმჯობესოთ, მაგრამ ამაზე კონცენტრირებული არ ვართ
"ბორჯღალოსნები" | 5 ცვლილება და 6 მორკინალი მარქაფაში
U21. საბერძნეთთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
იური ტაბატაძე: ბიჭებმა ვისაუბრეთ და გულშემატკივრებს უნდა დავუფასოთ
სანიოლი: ჩავარდნა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დაიწყო - გუნდსა და გულშემატკივარს შორის ურთიერთობა ქორწინებას ჰგავს
"თუ მოიგებს, მისი მთელი ცხოვრება შეიცვლება" - დეინა უაითმა ისლამ მახაჩევზე ისაუბრა
"მხოლოდ დიდებული მოთამაშე არ გახლავთ" - დეშამმა მბაპეზე ისაუბრა
"კამპ ნოუსთან" მესის ქანდაკება უნდა დაიდგას" - ჟოან ლაპორტა
საქართველო VS ესპანეთი - ნუთუ, ერთხელ მაინც არ შეგვიძლია?!
თორნიკე შენგელია არქის გრანდ ავენიუს პროექტის ინვესტორი გახდა
"ჩემი საყვარელი ფეხბურთელი ვინისიუს ჟუნიორია" - ლუის ჰამილტონი
[VIDEO] ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი გახსოვთ? - აი, რა შეემთხვა წიგნის პრეზენტაციაზე
"დინამო თბილისი" საქართველოს 15 და 17-წლამდე ლიგების გამარჯვებულია
ნოდარ ახალკაცი ფიფას ევროპის ასოციაციების ხელმძღვანელის პოსტს დაიკავებს
"თამაშის სტილით ყიფიანს შევადარებდი" - მიხეილ აშვეთია ხვიჩა კვარაცხელიაზე
"უოტფორდმა" ჩიქოვანი "შარლერუაში" გაანათხოვრა
ჟინოლა მაგარი კაცია, მოვიდა და დამაწყნარა - რატომ წავიდა გია გურული ნაკრებიდან?
"ჯანომ ერთი წუთი მაინც რომ ითამაშოს საქართველოს ნაკრებში, მერე რუსები ვეღარ წაგვართმევენ-მეთქი"
ქართველმა ფეხბურთელმა სიმსივნე დაამარცხა და მოედანს დაუბრუნდება! - 22 ოქტომბრის დაიჯესტი
თბილისის "დინამოს" ახალგაზრდულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ისევ გაიმარჯვა
ᓝᓗᓐᓠ ᓙᓝᓠᓦᓐᓚᓘᓫᓔ: ᓛᓔᓠᓐᓑ ᓟᓝᓠᓓᓐᓜᓘᓐᓡ ᓠᓩᓔᓕᓘᓗ, ხᓣᓗᓘ ᓬᓔᓚᓘ ᓛᓝᓕᓘკᓔᓚᓘ
ქართველი ზიდანი თუ ფრანგი ყიფიანი - რომელია უფრო სწორი ეპითეტი?
ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...
თბილისის "დინამო" ახალგაზრდული ლიგის მესამე რაუნდის ორივე მატჩს სახლში გამართავს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ექსპრეზიდენტი ფიფაში დააწინაურეს
15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს
"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?
1982 წელს ახალკაცის, ბესკოვისა და ლობანოვსკის ერთად ყოფნამ დაგვაბნია - ბლოხინმა წარსული გაიხსენა
სფფ-ის აღმასკომი: საქართველოს ჩემპიონატი 10 აგვისტოს დაიწყება!
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
ლეგენდების მატჩში თბილისის "დინამომ" "აიაქსი" 5:2 დაამარცხა
საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...
აღმასკომი ყრილობის წინ - რომან ფიფია წევრობის ერთი-ერთი კანდიდატია