კითხვასთან მხოლოდ ზაფხული რომ ასოცირდება, შესაძლოა, ეს მოსაზრება ერთ-ერთი მითი იყოს. როგორც ის, სპორტსმენები წიგნებთან ურთიერთობას ნაკლებად ახერხებენო. კი, წელიწადის ამ, ყველაზე ცხელ პერიოდში მეტი თავისუფლებაა, სპორტის სხვადასხვა სახეობის წევრებს კი საქმის მიღმა ბევრი დრო არ რჩებათ, მაგრამ ჩვენ ორივე მითის დასანგრევად, აგვისტოს ბოლო დღეს სწორედ სპორტსმენების საყვარელ წიგნებზე გესაუბრებით.

ქართული ფეხბურთის ლეგენდა, დავით ყიფიანი მოედანზეც ძალიან აკადემიური იყო და მის მიღმაც. "უსიტყვოდ "ვეფხისტყაოსანი"! - ასე უპასუხა მან დასმულ შეკითხვას, თუ რომელი ლიტერატურული ნაწარმოები იყო საუკეთესო. ისეთი რაინდული ბუნების, ღირებულებებისა და პიროვნული თვისებების ადამიანისგან, როგორიც დავით ყიფიანი იყო, ეს არავის გაჰკვირვებია.

დიდი ქართველი "ათიანის" საყვარელი მწერლები კონსტანტინე გამსახურდია (დახვეწილი პროზა), ლევ ტოლსტოი (ფსიქოლოგიური სიღრმე) და თეოდორ დრაიზერი (რეალიზმი) იყვნენ.

ტიტულოვან ქართველ მოჭიდავეს, ოლიმპიური ჩემპიონსა და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონს, რომან რურუას კითხვის სიყვარული ადრეული ასაკიდანვე გამოარჩევდა.

რომან რურუამ პოლიტექნიკური უნივერსიტეტი დაამთავრა, ზუსტი მეცნიერებები, ანატომია და ბიომექანიკა კი განსაკუთრებით აინტერესებდა; წარმატებული მოჭიდავე სამეცნიერო ლიტერატურიდანაც ცდილობდა გაეგო, როგორ გაეუმჯობესებინა საკუთარი ფიზიკური მომზადება და როგორ ემოქმედა ექსტრემალურ ვითარებაში.

სამეცნიერო და სპეციალურის გარდა, რომან რურუას საყვარელი მიმართულება ფსიქოლოგიური რეალიზმი და ფილოსოფია გახდა. ლევ ტოლსტოის უნარმა, ადამიანის შინაგანი სამყაროს მუდმივი ცვალებადობა, წინააღმდეგობები და მორალური ზრდა გვაჩვენოს, სპორტსმენზე დიდი გავლენა მოახდინა.

ცხოვრებაში ბევრი გამოწვევაა, რომელთა გასამკლავებლად სულიერი სიმშვიდე და მზადყოფნა, რწმენის ძიებაა საჭირო; ადამიანის სულში ღმერთისა და ეშმაკის დაუსრულებელი ბრძოლა მიმდინარეობს. სწორედ ამას ეხება საქართველოს ნაკრებთან ერთად ისტორიული ევროპის ჩემპიონატის მონაწილის, გიორგი გველესიანის საყვარელი წიგნი, ფიოდორ დოსტევსკის უკანასკნელი შედევრი, "ძმები კარამაზოვები."

გიორგი გველესიანის მოსაზრებები ქართველმა გულშემატკივარმა სხვადასხვა თემებზე გაიცნო, ის საკუთარ აზრებზე, რომელთა ნაწილიც შესაძლოა, საკამათო იყოს, თამამად საუბრობს და დისკუსიას არ ერიდება.

ლეგენდარულ ქართველ კალათბურთელ ზაზა ფაჩულიაზე თანაგუნდელები სულ აღნიშნავდნენ, რომ ფრენის დროს კითხვა უყვარდა. ცნობილია, რომ ზაზას ინტერესი უფრო ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიებისა და ავტობიოგრაფიების მიმართ იყო.

ფაჩულიამ განათლება ჰარვარდის, სტენფორდისა და ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტების ბიზნესის სკოლებში გააგრძელა. შესაბამისად, მისი საკითხავი ლიტერატურის დიდი ნაწილი მენეჯმენტს, ლიდერობის ფსიქოლოგიასა და სტარტაპ-ეკოსისტემებს უკავშირდებოდა. რა თქმა უნდა, ლეგენდარულ კაპიტანს საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟებიც ჰყავს.

ყველამ ვიცით კადრი, როცა ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლიში" თამაშის დროს ფრენისას წიგნს კითხულობდა - აგათა კრისტის "პადინგტონის სადგური 4:50". თითქოს მკვლელობის გახსნაზე ორიენტირებულ საკითხავში სოციალური და ფსიქოლოგიური სათქმელებიც გვხვდება.

აგატა კრისტი გვაჩვენებს, რომ მატერიალურ დაინტერესებას უახლოესი კავშირების დარღვევა შეუძლია; გარდა ამისა, გვახსენებს, საზოგადოება ხშირად ადამიანს ასაკისა და სქესის გამო უგულველჰყოფს; ავტორი ხსენებულ წიგნში იმასაც გვეუბნება, ქალებს რომ შეუძლიათ, საქმეები დამოუკიდებლად გამოიძიონ და მთავარს - დამნაშავე კვალს ყოველთვის ტოვებს!..

ჩემი ფავორიტი
დათო და გველესიანია. ორივენი გვანან სიტყვა პასუხში. ფეხბურთელისათვის საკმაოდ ბევრად ნაკითხის შთაბეჭდილებას ტოვებენ. სასიამოვნოა მოსმენა მათი ინტერვიუების. მართლა ძალიან მაინტერესებს ირონიის გარეშე ფეხბურთელ ყაველაშვილს და კობიაშვილს, კალაძეს რა აქვთ წაკითხული. ბოდიში მომიხდია დათოს სულთან მის გვერდით ყაველაშვილი რომ დავწერე.
llcl
უფრო აქტუალური იქნებოდა გაგეცნოთ თუ რას კითხულობენ ისინი, ვისაც დღევანდელი ჩვენი პრობლემების მოგვარება აბარიათ, კახი კალაძე, მიშა ყაველაშვილი, ლევან კობიაშვილი თუ რა თქმა უნდა საერთოდ კითხვა იციან, თვლას კი ისწავლიდნენ, იმდენი უხარისხო ტენდერი ჩაატარეს და მოიგეს მაგათმა ახლობლებმა!
ана
დავითი სუპერი იყო ყველაფერში!
ჩემპიონების საყვარელი წიგნები - ის, რასაც გამარჯვება ვერ ასწავლის
„არქი“ ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონის, სანდრო ბაზაძის მხარდამჭერი გახდა
გიორგი მამარდაშვილი „არქის“ ყველაზე მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს” ინვესტორი გახდა
ქართველთა ესპანეთის Primera FEB-ში: კორსანტიას ბრწყინვალე მატჩი და ფევაძის დაძაბული ბრძოლა
რატი ანდრონიკაშვილმა "ანდორას" მაისურით პირველი მატჩი ჩაატარა
[VIDEO] გოგლიჩიძემ სერია A-ში პირველი გოლი გაიტანა
გიორგი ცხოვრებაძე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში "ოლბორგს" ეთამაშა
[VIDEO] ბექაურის გმირობა და ოქროს გდება - საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
ისტორიული დებიუტი ახალციხეში და მოქმედი ჩემპიონის მძიმე გამარჯვება
"სენტ-ეტიენმა" "როდეზს" დავითაშვილის გარეშე მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლე მანთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძე ცვლილებაზე შევიდა - ვინისიუსის წითელი ბარათი და დიომანდეს სადებიუტო გოლი "ვილიარელთან"
[VIDEO] ხვიჩამ შესვლისთანავე გაიტანა - პსჟ-მ "ლემანი" დაამარცხა
[VIDEO] კვარაცხელიამ "ლე მანს" გაუტანა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-3 ტორპედო. ...იცის ფეხბურთის თამაში, მაგრამ არ იცის მთავარი...
[VIDEO] საზონოვმა "კამპ ნოუზე" ითამაშა - "ბარსელონამ" "ხეტაფეს" ადვილად მოუგო
"ლე მანთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-1 დილა. ვის არგო და ვის აწყინა სანაკრებო პაუზამ?
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-2 იბერია 1999. სხვა შედეგიც არ იყო გამორიცხული...
[VIDEO] ბუნტი მადრიდში - წიტაიშვილის "რაიო ვალეკანოს" მატჩი "ატლეტიკთან" ჩაიშალა
[VIDEO] ქართველი ძიუდოისტების წარუმატებელი დღე მსოფლიო ჩემპიონატზე
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
თურქეთის ნაკრები შესაძლოა, არდა თურანს ჩააბარონ
"ლე მანთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიამ "ლე მანს" გაუტანა
[VIDEO] ხვიჩამ შესვლისთანავე გაიტანა - პსჟ-მ "ლემანი" დაამარცხა
"მოღალატეებს რომ უწოდებს თანაგუნდელებს, ნეტავ სინდისი არ აწუხებს?" - ბუდუ ზივზივაძის მამა გველესიანის განცხადებას გამოეხმაურა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლე მანთან" მატჩში?
სეოკ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა ირაკლი მეძმარიაშვილმა პრეზენტაცია გამართა
დაძაბული ყრილობა მშვიდი ფინალით - როგორ აირჩიეს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი
რა მიზნით იყო ჩასული აფხაზეთში ოლიმპიური ჩემპიონი რომან რურუა
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
"თამაშის სტილით ყიფიანს შევადარებდი" - მიხეილ აშვეთია ხვიჩა კვარაცხელიაზე
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
"დიდი შეცდომა დავუშვით, ნაკრებში რაღაცები აურ-დაურიეს... მჯერა, მუნდიალზე უნდა გავსულიყავით... ახლა ვინ იღებს პასუხისმგებლობას?! - გველესიანმა სანიოლზე და წარუმატებლობის მიზეზებზე ისაუბრა
"ქართულ ფეხბურთში სტაგნაციას ვაფინანსებთ! მომაკვდავი პაციენტი აპარატზე გვყავს შეერთებული!" - გველესიანმა ფონდის ფულზე, ეროვნულ ჩემპიონატზე და გამოსწორების გეგმაზე ისაუბრა
ქართველმა ფეხბურთელმა სიმსივნე დაამარცხა და მოედანს დაუბრუნდება! - 22 ოქტომბრის დაიჯესტი
კვლავ ირანში - გველესიანი ყოფილ კლუბში დაბრუნდა
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
ქართველი ზიდანი თუ ფრანგი ყიფიანი - რომელია უფრო სწორი ეპითეტი?
"მედვედის" ახალგაზრდა კავალერები - ლიდერთა გეგმები, ახალი წონები და საქართველოს ჩემპიონატი
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს
აბურჯანია გველესიანის ყოფილ კლუბში? - ქართველს მსურველები არ აკლია
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?
რომან რურუა: სტეფანეკი ბოლქვაძეზე ძლიერი არაა, უბრალოდ, სუსტი წერტილი უპოვა და მოუგო
რიო 2016: ერთადერთი, რაც შმაგი ბოლქვაძემ ვერ გააკეთა... [VIDEO]
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
"ამოვწურე სხეულის ყველა რესურსი" - გველესიანმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
ხვიჩასავით ტოპ-კლუბში? - მაკტომინეი შეიძლება "ნაპოლიდან" გრანდში გადავიდეს
საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...
"მეხსიერებას მოუხმეთ, ხვიჩა გასულ სეზონში არაჩვეულებრივი იყო" - კანავაროს აზრით, "ოქროს ბურთი" კვარაცხელიამ უნდა მოიგოს