მოულოდნელი ამბავი: ევროსარბიელზე გამოსვლის წინ საჩხერის "ჩიხურადან" გამოცდილი მოთამაშეების მნიშვნელოვანი ნაწილი გაუშვეს
24 ივნისს უეფას ოფისში ევროთასების საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართება. მეტოქის ვინაობას შეიტყობს საჩხერის "ჩიხურა", რომელმაც სეზონისთვის მზადება გვიან დაიწყო.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ წინასწარ თქვა, რომ აქცენტი ახალგაზრდა მოთამაშეებზე გაკეთდება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ გუნდი წლეულს ევროსარბიელზე პირველად ითამაშებს, მოულოდნელი ამბავი მოხდა - გუნდიდან გაუშვეს გამოცდილი მოთამაშეების მნიშვნელოვანი ნაწილი, ვისი დამსახურებითაც დასრულებულ სეზონში "ჩიხურამ", არსებობის ისტორიაში, საუკეთესო შედეგი აჩვენა.

წასულ-მოსულები

შევიტყვეთ, რომ კაპიტან გიორგი სომხიშვილისა და საჩხერის "ჩიხურას" გზები გაიყო. გამოცდილ მეკარეს კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა და თანამშრომლობა აღარ ისურვა. ასევე მოხდა კიდევ რამდენიმე მოთამაშის შემთხვევაშიც.

სოსო ფრუიძის თქმით, სომხიშვილის გარდა, გუნდი გამოცდილი მოთამაშეების ჯგუფმა დატოვა - მცველებმა ედიკ საჯაიამ, ჯაბა ბერიანიძემ და ნიკა გუშარაშვილმა; ნახევარმცველებმა დავით დიღმელაშვილმა, დავით ბოლქვაძემ, ლევან ბაკურაძემ, ირაკლი ზამბახიძემ და ზურაბ ძამსაშვილმა; აგრეთვე, თავდამსხმელებმა რევაზ გოცირიძემ, თორნიკე შარაშენიძემ, გაგა ჩხეტიანმა და დავით კირკიტაძემ.

"მოთამაშეთა საკმაოდ დიდი ჯგუფი წავიდა, მაგრამ მიზეზი ისაა, რომ გუნდის გაახალგაზრდავება დაიწყო. დანაკლისი დიდია და შევსებაზე ვიზრუნეთ.

"ჩიხურაში" დარჩება გიორგი რეხვიაშვილი. არის რამდენიმე ახალწვეული: დავიმატეთ ბაქოს "ინტერის" მეკარე რევაზ თევდორაძე, თბილისის "დინამომ" იჯარით გამოუშვა ნახევარმცველი ჯაბა ჯიღაური, ქუთაისის "ტორპედოდან" წამოსული ნახევარმცველი გიორგი დათუნაიშვილი და "ზესტაფონის" თავდამსხმელი რატი წინამძღვრიშვილიც ამიერიდან საჩხერეში ითამაშებენ.

კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს ვსინჯავთ, რომელთა საკითხიც მალე გადაწყდება", - გვითხრა ფრუიძემ.

წასულების გულისტკივილი

დავით დიღმელაშვილი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება არასასიამოვნო სიურპრიზი იყო:

"კონტრაქტები დაგვისრულდა და გამოგვიშვეს. სიმართლე გითხრათ, არ მესმის, ასეთი მასობრივი გათავისუფლება ევროპის ლიგამდე რას უნდა მივაწეროთ.

გვითხრეს, 30 წელზე უფროსი მოთამაშეები უნდა გაგვეშვაო, მაგრამ ვიცი, რომ კლუბის ხელმძღვანელობას ასეთი მოთხოვნა არ ჰქონია.

ჯერ უქმად ვარ, რადგან გუნდების უმრავლესობა ჩამოყალიბებული არ არის. თან ეს ამბავი მოულოდნელად მოხდა..."

გიორგი სომხიშვილი:

"ორწლიანი კონტრაქტი შემომთავაზეს, მაგრამ ბოლოს ერთწლიანი გავაფორმე. მერე რაღაც გაუგებრობა მოხდა, იმ ხელშეკრულებაზეც უარი ვთქვი და გუნდი ჩემი ნებით დავტოვე. მეტის დაკონკრეტება აღარ მსურს.

ჯერ არ ვიცი, სად გადავალ. რაღაც ლაპარაკი არის, მაგრამ კონკრეტული წინადადება რომ იქნება, მერე ვიტყვი.

სიმართლე გითხრა, ამდენი ხალხის გაშვებით გაკვირვებული დავრჩი. გული დამწყდა, მაგრამ რას ვიზამთ, ესაა ფეხბურთი, დღეს აქ ხარ, ხვალ სხვაგან. მაგრამ გვერდში დგომისთვის საჩხერელ გულშემატკივრებს მადლობა უნდა ვუთხრა".

ფრუიძე ამის პასუხად ამბობს, რომ სხვა გამოსავალი არ ჰქონია:

"ჩვენ ამ ბიჭების მადლიერები ვართ, კლუბის წინსვლაში დიდი როლი ითამაშეს, მაგრამ ახლა ჩვენ შეზღუდული ბიუჯეტი გვექნება და სხვა გზა არ გვქონდა.

შეიძლება ითქვას, უმაღლეს ლიგაში მე-7, მე-8 ბიუჯეტი თუ გაგვაჩნია. ბევრს ის პირობები ვერ შევთავაზეთ, რასაც სხვები ახერხებდნენ. ამიტომ გეზი ახალგაზრდებზე ავიღეთ. 30 წელს გადაცილებული მხოლოდ დავით ოდიკაძე გვეყოლება".

ერთი კაციც და, გავედით

შევიტყვეთ, რომ შესაძლებელია, რუსთავის "მეტალურგში" გადავიდეს ცენტრალური მცველი ნიკა გუშარაშვილი. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატი, თავდამსხმელი დავით კირკიტაძე კი უკვე ამ კლუბის წევრი გახდა.

"მეტალურგში" სთხოვეს თამაში მარჯვენა მცველ დავით ოდიკაძესაც, მაგრამ მას საჩხერეში დარჩენაც შესთავაზეს და კვლავ "ჩიხურაში" ითამაშებს.

თურქეთი გამოირიცხა

საჩხერის "ჩიხურაში" დაფინანსების საკითხი ბოლო მომენტამდე გაურკვეველი იყო. ამის შედეგია, ევროპის ლიგაზე გასულმა გუნდმა ვარჯიში მცირე ხნის წინ რომ განაახლა. ფრუიძეს შეკრების თურქეთში მოწყობა სურდა, მაგრამ...

"სამწუხაროდ, თურქეთში წასვლას ვერ ვასწრებთ. საქმე ისაა, რომ "ჩიხურა" ევროპის ლიგას პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან იწყებს, სადაც თამაში 4 ივლისს გვაქვს და გასამგზავრებლად დრო აღარ გვრჩებოდა.

ასე რომ, სეზონისთვის საჩხერეში მოვემზადებით და ერთი საკონტროლო შეხვედრა დავგეგმეთ. 27 ან 28 ივლისს გორში "დილას" შევხვდებით", - ამბობს სოსო ფრუიძე.

- რამდენად არის შესაძლებელი ასეთი შემადგენლობით კარს მომდგარ ევროსარბიელზე ღირსეული გამოსვლა?

- მოდით, თავს ნუ მოვიტყუებთ. ამ ეტაპზე საჩხერის "ჩიხურა" ევროპაში ვარსკვლავებს ვერ მოწყვეტს. ამიტომ აჯობებდა, ახალგაზრდული გუნდი ჩამოგვეყალიბებინა და მიმაჩნია, რომ ცუდი გუნდი არ შეიქმნება - ამბობს საჩხერელთა დამრიგებელი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სოსო ფრუიძე: გაურკვევლობაში ვართ, ევროთასები კი კარს მოგვადგა

საჩხერის "ჩიხურა" - გზა ევროპისკენ

malxazichu
კაროჩე რააა, ჩვენი ფეხბურთის საშველი არ იქნება.... ამათმა არ იციან როგორ უნდა გაზარდოს მოთამაშეები და ააწყონ გუნდი, ასე ერთიანად რომ კრით გამოცდილებს და ბავშვები შეგკავთ გუნდში, ნაწილ-ნაწილ ჩანაცვკებით მაინვ გააკეთედ, ასე გუნდის მთლიანად გამოცვლა ვის გაუგონია... ფრუიძეეეე, ადექი და გუნდი მოხსენი ევროპის ლიგიდან, შენი მაიმუნობა და კიდევ სირცხვილი არ გვინდა, თავი დაგვანებეთ რააა ხალხი არ ხართ.... ახალგაზრდა გამოცდილის გვერდში სწავლობს თამაშს, თუ არა თავისით ქუჩასიც კი თამაშობენ მაგრამ მერე რააა..... შერწყმა უნდა მოხდეს გამოცდილების და ახალგაზრდების, ნაბიჯ-ნაბიჯ და უმტკივნეულოოოდ, თქვენ თვითონ აფუჭებთ ბიჭებს ეგეთი უაზრო საქციელით..... აზრზე მოდიიით უვიცებოოოოო
PARFIUMER
არ გვინდა ჩემპიონატი ვაფშე, გუნდი არ არი ნორმალურად რომ დაიწყოს ჩემპიონატი, როგორ გინდა ფეხბურთელს რამე მოთხოვო იცის სეზონის ბოლოს აუცვავენ და ახალი გუნდი უნდა ეძებოს, ასე ახალგაზრდებიო იძახიან ეს დამპლები ყველი სეზონის წინ და ერთი ახალგაზრდა გაეზარდოთ არ მახსოვს... ახალგაზრდები კი არა დაშალეთ ვაფშე ეგ გუნდაბი და საბავშვო სკოლები გახსენით, ის მაინც მეცოდინება რომ ერთობიან და კარგად არიან... სტრატეგიული როჟები!!! ტფუი..
nika
ფრუიძე მიიღე ეს გადაწყვეტილება და გაუძელი ეხლა გინებასაც შე ***!!!
TTT
ერთწლიანი გუნდები, სირცხვილი ევროსარბიელზე, სანამდე უნდა გაგარძელდესს. ეს ბობლები ვერ გამოათრიეს ფედერაციიდან. ქართული ფეხბურთი მიწასთან გაასწორეს
ბექა
მოვითხოვოთ, რომ ევროპის ლიგაზე უარი თქვან. რომელიმე აზერბაიჯანის ან ყაზახეთის გუნდთან დიდი ანგარიშით წააგებენ და შევრცხვებით !!!! ჩვენ კიდევ ყელში ამოგვივიდა ქართული კლუბების შერცხვენა !!!! საქართველოს სახელს გაუგრთხილდით !!!!!!!!!!
gizog
ასეთ სიტუაციაში, სჯობს გადავიდეთ სამოყვარულო დონეზე. ითამაშებენ ისინი ვისაც მართლა ენდომება ფეხბურთის თამაში. ფული გავხარჯოთ სტადიონების მოწყობასა და ბავშვთა ფეხბურთში.
ავი მუსაიფი
გამაგებინეთ რა აზრი აქვს ასეთი გუნდების არსებობას...ევროპაში არაფერი გვესაქმებაო...მარტვილს და ბოლნისს ხომ მოუგეს...ეს ყოფილა მთავარი....ივანიშვილი!...საქართველოს ეკინომიკას არა...ქართულ სპორტს არა....ქართულ ფეხბურთსაც არა....საჩხერის გუნდს მაინც მიხედე შე აფერისტო!...
irakli
არაფრის მაქნისი გუნდები არიან, საერთოდ გასაუქმებელია საქართველოს ჩემპიონატი, ტყუილად ფულს ხარჯავენ და ბოდიალობემ, მაგას ჯობია ეგ ფული რამე სასარგებლოზე დახარჯონ...
ZAZO
ესეთი გუნდები უნდა აკრძალოთ, მიეცათ შანსი სხვებისთვის, ესეც ივანიშვილის გუნდიი, გაფუჭდა ყველაფერი ამ ქვეყანაში რა
dato 2
ეს ფეხბურთის ფედერაციის და სახელმწიფოს დამსახურებაა კაპიკებს რო უხდიან გუნდებს
ramo
რა უნამუსობაა. ერთ ტურს მაინც ხომ გაივლიდა. მერე ერთსაც ფრეს ითამაშებდა. ეგუკვე 1.5 ქულაა. ერთი ამდენი ქუთაისმა დაკარგა. ამ გუნდებს უნდა აეკრძალოთ საქართველოს სახელით თამაში. ვინც ჩვენ პატივს არ გვცემს, არც ჩვენ გვინდა.
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
თბილისის "დინამომ" თურქეთში მზადება დაიწყო
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში მეოთხე ადგილი დაიკავა
"სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა - დავითაშვილმა ტრავმა მიიღო
[VIDEO] პირველად ქართული სპორტის ისტორიაში - საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები გუნდური ასპარეზობის ფინალშია!
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
[VIDEO] "არსენალი" ფორმას იბრუნებს - დიოკერეშის მეორე ტაიმი!
[VIDEO] ლევანდოვსკის და იამალის ბრწყინვალე გოლები - "ბარსელონამ" "მალიორკა" მარტივად დაამარცხა
ზივზივაძე და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "ჰამბურგმა" "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
[VIDEO] კვერნაძის საგოლე გადაცემა და "ფროზინონეს" დასანანი მარცხი მნიშვნელოვან მატჩში
[VIDEO] ქერიკი და "მანჩესტერ იუნაიტედი" იღბლიან ზოლზე - "ტოტენჰემიც" დამარცხებულია
[VIDEO] გოგლიჩიძის უიღბლო დებიუტი და "უოტფორდის" წაგება "საუთჰემპტონთან"
კვარაცხელიას დაბრუნება ფრანგულ კლასიკაში - მიქაუტაძის გამარჯვების დრო!..
ლევან სალუქვაძე: "დინამოსი" რა ბრალია, ივანიშვილს თუ საჩხერეში გაჩერება არ სურს?
შუქურა-დილა 0:1 - გამარჯვებით მიულოცეს...
"გურიიდან" გათავისუფლებული თემურ მახარაძე "საპოვნელაში" იმუშავებს
ფრუიძე: ეს იქნება ერთგვარი ილუსტრაცია იმ რეალობის, რომელიც დღეს საქართველოში დგას
ᓐᓛᓑᓘცᓘუᓠᓘ "ᓡᓐᓡᓙᓝ" ᓡᓐᓥᓐრᓗᓕეᓚᓝᓡ ᓜᓐᓙᓠᓔᓑᓘᓡ ᓧᓝᓤიᓚ ᓛᓝᓗᓐᓛᓐᓨᓔᓔᓑᓡ ᓘᓛᓐᓢᓔᓑᓡ
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
ქობულეთის "შუქურა": კუტალია წავიდა, სომხიშვილი და ბრაზილიელები მოვიდნენ
ეროვნული ლიგა. XIX ტური: "სამტრედია" "შუქურას" ადვილად გაუმკლავდა
ოთარ ტატიშვილი "შევარდენი 1906"-ის საპატიო პრეზიდენტი გახდა
მხოლოდ 2 მატჩი გუნდის სათავეში - სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" დატოვა
შუქურა-სამტრედია 2:2 - სოსიაშვილი ქულით დაბრუნდა
სოსო ფრუიძე ფეხბურთში დაბრუნდა და უმაღლესი ლიგის გუნდს ჩაიბარებს
ეროვნული ლიგა 2-ის შეხვედრაში 16 წლის შვილმა მამა შეცვალა
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
დავით ოდიკაძე: კარიერის დასრულება ამ გუნდში მსურს
სოსო ფრუიძე: 6 ქულა კარგია, მაგრამ ყველაფერი თავიდან დასაწყებია
"სოსო ფრუიძის მწვრთნელად მოსვლას არ დავუშვებთ" - "ტორპედოს" გულშემატკივრის განცხადება
ქობულეთის "შუქურა": მზადება დუშეთში, თამაში ბათუმში
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ვიტ ჯორჯიამ" "შევარდენი" დაამარცხა და ერთპიროვნულად გალიდერდა
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
დავით ოდიკაძე "შევარდენში" ითამაშებს - მეორე ლიგაში უმაღლესის შემადგენლობით
ახალი ასოციაცია ფედერაციას: დავიცვათ ფეხბურთელთა უფლებები!
სიურპრიზი, სახელად "საპოვნელა" - I ლიგა. B ჯგუფი. I ეტაპის შეჯამება
სოსო ფრუიძე: მოსაგებად ძალა აღარ გვეყო
ედიკ საჯაია: მგონია, რომ პირველმა გოლმა ფსიქოლოგიურად გაგვტეხა