ჩერნოგორიულ ბარში, ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატზე წარუმატებლად გამოვიდნენ ჩვენი გოგოები - გვანცა კარელიძე (38) და ანი ნაზარაშვილი (49)
ჩერნოგორიულ ბარში, ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატზე წარუმატებლად გამოვიდნენ ჩვენი გოგოები - გვანცა კარელიძე (38) და ანი ნაზარაშვილი (49).

მოგეხსენებათ, ისინი პირველად მონაწილეობდნენ ამ რანგის შეჯიბრებაში და მათი წაგება გასაკვირიც არაა. ვიმედოვნებთ, ამ ტურნირით სამომავლოდ დიდი გამოცდილება მიიღეს, რაც სასიკეთოდ წაადგებათ.

ჩვენი დუეტი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა. ამათგან უფრო მეტ იმედს კარელიძეზე ვამყარებდით, რომელმაც მაისში თურქეთის საერთაშორისო ტურნირი მოიგო, თუმცა ბარში უფრო ნაზარაშვილს გაუმართლა - მომავალ ჩემპიონთან დამარცხდა და სანუგეშოში გადაერთო.

ჩვენებური საწყის ეტაპზე ფინელ იანიკა ანნილნა ვაკკილას ხვდებოდა და 0:7 წააგო, სანუგეშოში კი უკრაინელ მარიანა კოლოსთან 0:4 დათმო.

კარელიძე ნორვეგიელ რამონა ერიქსენს ხვდებოდა და 0:4; 0:4 დამარცხდა.

21 ივნისს ევროპის ჩემპიონატში ერთდღიანი პაუზა გვექნება - ისევ გოგოები ჭიდაობენ, სადაც მეტი მონაწილე არ გვყავს; 22 ივნისს კი ტურნირში ბერძენ-რომაელები ჩაებმებიან.

მთავარი მწვრთნელის, დავით ბედინაძის გადაწყვეტილებით, ჩერნოგორიაში თორნიკე ჭელიძე (42), თემურ შავაძე (46, ორივე - აჭარა), დავით ჩხარტიშვილი (50, ოზურგეთი), გიორგი კურტანიძე (54, გარდაბანი), ლევან ქავჟარაძე (58, ოზურგეთი), მინდია ბოლქვაძე (63, აჭარა), გიორგი მელია (69, სამტრედია), ირაკლი თარხნიშვილი (76, გარდაბანი), გიგა ქოქოლაძე (85, აჭარა) და ზვიად პატარიძე (100, ქუთაისი) იჭიდავებენ.

ამათგან 22 ივნისს ტურნირში ჭელიძე, ჩხარტიშვილი, ქავჟარაძე, მელია და ქოქოლაძე ჩაებმებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

lela
არაუშავს გოგოებო სხვა დროს მოიგებთ, გული არ გაიტეხოთ
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო