ქუთაისური კლუბის პრეზიდენტმა ევროპის ლიგაში გამოსვლასა და ქართულ საკლუბო ფეხბურთში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა
ნიონში გამართულ წილისყრაზე ქართული გუნდებიდან ყველაზე სოლიდური მეტოქე ქუთაისის "ტორპედოს" შეხვდა - 2010/11 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მონაწილე სლოვაკური "ჟილინა".

ცხადია, ჟილინელებს ახლა მაშინდელი დონის გუნდი აღარ ჰყავთ, მაგრამ "ტორპედოსთვის" მაინც რთული დასაძლევი მეტოქე ჩანს, მით უფრო, შემადგენლობის მეტისმეტი გაახალგაზრდავების ფონზე.

გუნდის პრეზიდენტი, კომპანია "ვისოლის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან ფხაკაძე კი დარწმუნებულია, რომ სლოვაკებს ბრძოლას გაუმართავენ:

"ლიგის ჯგუფური ეტაპის მონაწილეობა და სლოვაკეთის 7-გზის ჩემპიონობა "ჟილინას" დონეზე მეტყველებს. მართლაც ძლიერი მეტოქე შეგვხვდა და ცხადია, გაგვიჭირდება, მაგრამ დიდი სურვილი მაქვს, რომ ეს ეტაპი გადავლახოთ და ახალგაზრდა ბიჭებით ეს გამოცდა წარმატებით ჩავაბაროთ.

საერთოდ, ძალიან რთული გზა გვაქვს გასავლელი, მაგრამ ჩვენი არჩევანის სისწორეში დარწმუნებული ვარ - ქუთაისის "ტორპედოში" მომავლის გუნდს ვაშენებთ და ადრე თუ გვიან, ეს გზა შედეგებს მოგვიტანს.

ჩვენი გუნდისა და ქართული ფეხბურთის მომავლისთვის სხვა არჩევანი არ გვქონდა".

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა უმაღლესი ლიგის კლუბებს გარკვევით უთხრა, რომ სახელმწიფოსგან 2 მილიონი ლარის მიღებას ტყუილად იმედოვნებენ (იხილეთ ვრცლად).

მას შემდეგ კლუბების თავკაცთა აქტიურობა აღარ შეინიშნება. ხომ არ შეჩერდა ეს პროცესი?

"აქტიურობა ნამდვილად არ შეგვიწყვეტია. ჩვენ ჯერ ზუსტად ისიც არ ვიცით, საბოლოოდ, სახელმწიფო რა პოზიციას დაიკავებს. ისიც კარგად გვესმის, რომ ხელისუფლება ყველა საჭირო გადაწყვეტილებას ერთ დღეში ვერ მიიღებს, ამას ხანგრძლივი ფიქრი სჭირდება.

თუმცა, იმედია, ფეხბურთის განვითარებისა და წინსვლისთვის აუცილებელ გადაწყვეტილებებს მალე მიიღებენ.

2-3 გუნდის მყარი ფინანსური მდგომარეობა საინტერესო ჩემპიონატის წინაპირობად ვერ გამოდგება. საქართველოში მეტი გუნდი არც მოიძებნება, რომელიც მომდევნო ჩემპიონატში მონაწილეობის მყარ გარანტიას წარადგენს.

ადრე თუ გვიან, ეს ვითარება უნდა შეიცვალოს. ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი სპონსორი მოვიზიდოთ. და თუ ეს მოხდა და ყველა კლუბს კერძო მეპატრონე ეყოლება, სულ სხვა ჩემპიონატს მივიღებთ.

ეს არის ჩვენი ფეხბურთის განვითარებისთვის აუცილებელი ერთადერთი სწორი გზა".

ლევან ფხაკაძე: ხელისუფლება გადაწყვეტილებას უცებ ვერ მიიღებს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ქუთაისის "ტორპედო": გიორგი ონიანსა და ვალერი ბოლქვაძეს ხელს არ ვკრავთ

წილისყრა. ქუთაისის "ტორპედო": "ჟილინა" - საუკუნოვანი ისტორია და ევროპული ამბიცია

Mikheil
ჯერ სირცხვლილია თქვენი ამხელა კომპანიამ ერთ გუნდს ვერ მიხედეთ...ხუთი წელია გაკერიათ პირზე მომავლის გუნდს ვაშენებთო და რა ვერ ააშენეთ???მაგრამ რას უნდა ველოდოთ ფულის დახარჯვა თქვენ არ გინდათ მარტო ტორპედოს ლოგო აკარით ბეზინგასამართ სადგურებზე და ეგაა ბიზნესი წინ წავადა...სპონსორი არა ტოროლაა, სულ არ ყავს ტყიბულის მეშახტეს სპონსორი მარა ახლალგაზრდების მეტი რა ყავს გუნდში...რად უნდა მაგას სპონსორობა
Mikheil
სვანსკი მაგი ხალხურია თუ ძმები გრიმების ზღაპრებიდანაა?? :):):)
zaza
ამ პხაკაძემ ქართული ფეხბურტის განვითარება მაინცდაიმაიც ტორპედოს დაშლით დაიწყო ტორე სვანაირად გეგონება ეს ვერ მოხერხდებოდა ან ტუ მოხერხდება კიდევ საქართველოსი ფეხბურთის წინ წაწევა ეგეც საკიტხავია, დაშალა ტორპედო და იქ ჩასვა ლოკომოტივი და ამით აშენდა საქართველოში ფეხბურთი
svanski
ძალიან მალე ქუთაისი საფეხბურთო სამყაროს ცენტრი გახდება. ერთი ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა მწვრთნელი ტორპედოში მივა და ფეხბურთში გადატრიალებას მოახდენს.ის უკვე 7 წელია ერთ მაგარ იდეაზე მუშაობს და უკვე ფაქტიურად დაამთავრა. 2015 წელს თბილისში ევროპის სუპერთასი იმართება და მასში ევროპალიგის გამარჯვებული ქუთაისის ტორპედო ჩემპიონთა ლიგის მფლობელს დიდი ანგარიშით დაამარცხებს.რათქმაუნდა ეს განცხადება დაუჯერებელია მაგრამ მენდეთ, ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწისი იქნება და წინ ქართულ ფეხბურთს გრანდიოზული გამარჯვებები ელოდება.
ramo
ეხლა აბა რას იტყვის. მთავარი შეცდომა იყო თავიდანვე ასე უპრაკუნოდ გუნდის გაჩუქება. მალე ვნახავ ტორპედოს სტადიონზე ბინათმშენებლობას ან ისე გაყიდიან პირდაპირ.
"სამგურალის" ზედიზედ მეხუთე მოგება
"დინამო თბილისმა" ფოთელებს მოუგო; "თელავი"-"ტორპედო" ფრედ დასრულდა
"იბერია 1999" პირველ ადგილზე დაბრუნდა, "გაგრამ" "დინამო ბათუმს" მოუგო
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" მწვრთნელის მომავალზე
"რეალთან" წაგების შემდეგ – "ბარსელონას" უჩვეულო გეგმა ფინანსურ სარგებელამდე
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება
დიდი როტაციით "ლორიენთან" - იქნება ხვიჩა სასტარტოში?
"სამგურალის" ზედიზედ მეხუთე მოგება
"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა
გოჩოლეიშვილი უნიღბოდ დაბრუნდა - "ჰამბურგმა" თასზე ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
ოდიკაძე ევროპის ჩემპიონ-პრიზიორია - მან სამივე სინჯის მედალი მოიპოვა
"ზაბარნი იხრჩობა და თავდაჯერებულობას კარგავს" - ფრანგული მედია უკრაინელს აკრიტიკებს
უბედური შემთხვევა - "ინტერის" მეკარემ ავტომობილით 81 წლის მამაკაცი გაიტანა
"ნაპოლი" ლეონარდო სპინაცოლას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
დღეს "კვარა" თუ მბაიე? - 4 საგოლე პასით დაწყებულს მიქაუტაძე გააგრძელებს
თამაზ თევზაძე: ამის ავტორი ფეხბურთის ფედერაციაა?
კურიოზი სფფ-ის ყრილობაზე: "ჯამარამ" ხომ საკმარისი ხმები მიიღო?..
ვინ იცის, რამდენი ტალანტი დაგვიკარგავს...
ლუკა გადრანი "ალავესშია" და ფიფასგან თამაშის ნებართვას ელის
ქუთაისის მერია: გუნდი არ დაზარალდება!
მამუკა კვარაცხელია: ყრილობას ეს წინადადებები მოეწონა
საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს - UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
ლევან ფხაკაძე: გულშემატკივრების გულისწყრომას გაგებით ვხვდებით
ყრილობა ფეხბურთში - სფფ-ის ახალ აღმასკომში 11 წევრი აირჩიეს
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
ქუთაისის "ტორპედო" წყალტუბოში "სამგურალთან" დამარცხდა [VIDEO]
ᜐ
მასობრივი ფეხბურთი: რეალურია თითო გუნდი და სტადიონი ყველა სოფელში?
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...