ხაბაროვსკის "სკა-ენერგიას" ნახევარმცველი ნაკრებსა და საქართველოს ჩემპიონატზე საუბრობს
არავის "გაუციმბირებია", მაგრამ მომდევნო წლებს გოგიტა გოგუა მაინც შორეულ ჩრდილოეთში გაატარებს - 29 წლის ნახევარმცველმა ორწლიანი კონტრაქტი ხაბაროვსკის "სკა-ენერგიასთან" გააფორმა.

ამ კლუბში არაერთ ქართველს უთამაშია და ხაბაროვსკში ჩასულ გოგუას ნაცნობი სახეები ამჯერადაც დახვდა - ქართველი მცველი გიორგი ნავალოვსკი და ვალდას ივანაუსკასი, რომელიც გოგუას გასულ სეზონში, გორის "დილაშიც" წვრთნიდა.

თავად გოგიტა გოგუა ამბობს, რომ ივანაუსკასთან "შემთხვევით" მოხვდა. კიდევ... ერთ-ერთ ყველაზე კონფლიქტურ და ხისტ ქართველ ფეხბურთელად მიჩნეულმა ნახევარმცველმა სხვა საინტერესო თემებზეც ილაპარაკა...

- ხაბაროვსკში ვალდას ივანაუსკასის ინიციატივით აღმოჩნდი?

- ამას დამთხვევას უფრო დავარქმევდი, მიუხედავად იმისა, რომ ივანაუსკასთან ჩინებული ურთიერთობა მაქვს.

- საქართველოში გატარებულ სეზონს როგორ შეაფასებ?

- "დინამოსგან" განსხვავებით, გორში გატარებული პერიოდით კმაყოფილი ვარ. "დილაში" ძალიან მეგობრული სიტუაცია იყო, მწვრთნელსა და კლუბის ხელმძღვანელობასთანაც კარგი ურთიერთობა გვქონდა. სამწუხაროდ, ბოლო თვეებში კლუბს ფინანსური პრობლემები შეექმნა, ხელმძღვანელობაც შეიცვალა... ეს რომ არა, ჩემპიონი "დინამო" კი არა, ჩვენ გავხდებოდით. ძნელია, როცა მხოლოდ ფეხბურთზე კი არა, პრობლემებზე ფიქრობ... ამის მიუხედავად, ვთამაშობდით და ვიგებდით. ჩვენ მართლა ვიგებდით მატჩებს!

- ისეთ ასაკში ხარ, წესით, კარიერის პიკზე უნდა იყო, შენ კი ხაბაროვსკში თამაში არჩიე...

- ახლა ჩემთვის მთავარია, ყველას ვაჩვენო, რომ ფეხბურთის თამაში ისევ შემიძლია. მით უმეტეს, ნაკრებზეც არ ჩამიქნევია ხელი. საქართველოში თამაში კი აღარ მინდოდა...

- "სკა-ენერგიას" შემთხვევაში ფინანსური მხარე გადამწყვეტი იყო?

- მხოლოდ ფინანსური არა. რუსეთის ჩემპიონატში რვა წელიწადი გავატარე, აქაურ ფეხბურთს კარგად ვიცნობ და გულმა ისევ რუსეთისკენ გამიწია.

- ანუ ნაკრებში თამაშის იმედი არ დაგიკარგავს?

- ეროვნულ გუნდში ჩემზე უფროსი არაერთი ფეხბურთელია და 29 წლისამ მე რატომ აღარ უნდა ვიფიქრო ნაკრებში დაბრუნებაზე?! დაველოდები, როდის შეიცვლება ნაკრების მწვრთნელი...

- მაგრამ ნაკრებმა უკვე არაერთი თავკაცი გამოიცვალა და ყველასთან კონფლიქტი გქონდა...

- ტოპმიოლერისა და ჟირესის ხელმძღვანელობით ყველა მატჩი ვითამაშე; არც კუპერთან მქონია კონფლიქტი, თავად აღარ მიძახებდა... არ მესმის, რატომ იგონებენ ასეთ რაღაცებს? მხოლოდ ქეცბაიასთან მაქვს გაუგებრობა. რატომ? იმიტომ, რომ პირად ინტერესებს ფეხბურთზე წინ აყენებს. ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის... ვერ დავანახე ჩემი შესაძლებლობები, ერთმანეთს ვერ გავუგეთ და წამოვედი... აზერბაიჯანის და მსგავსი დონის ჩემპიონატებიდან იწვევენ მოთამაშეებს ნაკრებში. ანდა რუსეთის პირველი ლიგა საქართველოს ჩემპიონატს არ სჯობს? მაგრამ უმაღლეს ლიგაში რომ ვთამაშობდი, ქეცბაია არც მაშინ მიძახებდა...

რატი შელეგია

გაზეთი "კვირის პალიტრა"

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ასევე იხილეთ:

გოგიტა გოგუას შთამბეჭდავი რეაქცია, როცა ნანუკამ მისი გვარი შეცდომით წარმოთქვა [VIDEO]

გოგიტა გოგუა: ქეცბაია და ფიფია ცდილობენ, კარიერა დამინგრიონ!

თემური
შენი ხასიათის გამო გაიფუჭე კარიერა. დიდი ფეხბურთი უნდა გეთამაშა და რა გამოვიდა? ნუ აბრალებ სხვებს შენს მიერ გაფუჭებულ საქმეს. კაზინო და ფეხბურთი ერთად არ გამოვა

მართალი ხარ,ქეცბაია პირად ინტერესებს წინ აყენებს,იმიტომ რომ ნამდვილი პატრიოტია და თავისი ყვეყნის წარმატებისთვის ყველაფერს აკეთებს,შენ და შენნაირებს ენის ტლიკინი გამოგდით მარტო
lasha
ქეცბაია პატრიოტი კაცია შენ და ყენიამ ენის ტარტალის მაგივრად ივარჯიშეთ იქნებ რამე გამოხვიდეთ. თემური ხალხს უყვარს ბიჭო და არაფერი შეგეშალოთ
dato
ამან და ვინც ამას მხარს უჭერს იმან გუნდური ფეხბურთი არ იცის რას ნიშნავს!!
dd
არსებობს ფეხბურთელების კატეგორია რომელიც არა გუნდური პრინციპით არამედ პირადი ამბიციებით ხელმძღვანელობს თამაშის დროსაც ესენი არიან ყენია და გოგუა!
FCDT-1925
გოგუა, ნოლი ხარ ... !!!
dm-s
100 პროცენტიანი ხარ , ადგნენ და ახალ თაობას მოუყვნენ რის გამო იყვნენ ფარჩაკები, რომ არ გაიმეორონ მათ . მაგრამ ეგენი ისეთი ეგოისტები არიან კი არ ასწავლია, პირიქით გააფუჭებენ
d.m
თქვენი თაობის ფეხბურთელების თამაშს მე თუ მკითხავ უკვე აზრი არა აქვს :( თქვენ ყველაზე კარგს იზავთ თუ ჩვენ მომავალ თაობას დაუჯდებით და მოუყვებით ყველაფერს, როგორ მოგეღოთ ბოლო პირველივე ხეფასზე, როგორ გეგონათ რომ სულ ბევრი ფული გექნებოდათ და სულ კარგ გუნდში ითამაშებდით, როგორ სვავდით, კაიფობდით და ეხლა როგორ აბრალებთ სხვებს რაღაცეებს, მოკლეთ უთხარით რო მაგრა ჩაიჯვით და არც ერთ შემთხვევაში რო არ უნდა დაგემსგავსონ! ამაზე კარგს თქვენი თაობა საქართველოსთვის ვეღარ გააკეთებს... :( მარტო გოგუაზე არ არის ყველას ეხება!!!
maseda
რა ქაქვს სატქმელი.რამე ღირებული გაგიკეთებია ბევრს რო ლაპარაკობ
Kaxa
ამ ბოლო დროს უკვე საკმაოდ ბევრი ცნობილი ფეხბურთელი (გვარებს არ დავასახელებ) ატლიკინებს ენას. ეხლა უკვე აღარ მიკვირს, თუ რატომ ჩააგდო თამაში ამ თაობამ და რატომ ვერ მიაღწია რამეს ღირებულს. ამათ მხოლოდ სხვების დადანაშაულება იციან. გარდა ამისა, როცა ხედავდნენ, რომ მათ თამაშში სერიოზული პროგრესი შეინიშნებოდა, მაშინვე თავში უვარდებოდათ, წყვეტდნენ სათანადო ვარჯიშს და შედეგიც სახეზეა. ოღონდ ეს სხვების ბრალია, მათი არა :) ერთადერთი იმის იმედი მაქვს, რომ ჩვენი ახალგაზრდები აღარ მიბაძავენ წინა თაობას!
odala
შენ ფეხბურთის თამაში მაინც არ იცი, რა მნიშვნელობა აქვს.
guja_kakhadze
ის ფეხბურთელებიც ალაპარაკეთ ვისაც ქეცბაიას მწვრთნელობა მოსწონს!
turi
საინტერესოა გოგუა ვისი ინტერესებით სარგებლობს თამაშის დროს:) თავისი ღორობით კარიერა გაიფუჭა და კიდევ სხვებს საყვედურობს. ვინმე ნორმალური მაინც ალაპარაკეთ როცა ქეცბაიას ლანძღვას აპირებთ, თორემ უკვე მომაბეზრებელი გახდა ამ თემის კითხვა.
Giorgi-FCB
ნეტა მერამდენე მწვრთნელის შეცვლას ელოდება :) გინდა კლუბში გინდა ნაკრებში ...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
გრიზმანი შესაძლოა, სერხიო რამოსის თანაგუნდელი გახდეს
პირადი კონტრაქტი შეათანხმა - გარნაჩო "ჩელსის" მიუახლოვდა
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
გოჩოლეიშვილი "ჰამბურგის" ფეხბურთელი გახდა
დარვინ ნუნიესი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
"თუ სათამაშო დრო გსურს, კარი ღიაა" - პსჟ-მ მატვეი საფონოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
[VIDEO] ისეთი ჩხუბი ატყდა, გუნდელმა გუნდელს დაარტყა - არეულობა "ბეტისისა" და "კომოს" ამხანაგურ მატჩში
[VIDEO] საბას დროა - ლობჟანიძის ბრწყინვალე გოლი MLS-ში
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
გოგიტა გოგუა - ხაბაროვსკში, ლაშა სალუქვაძე - ევროპაში
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
გოგიტა გოგუა ხაბაროვსკის "სკა-ენერგიამ" 15-კაციან სიაში არ შეიყვანა
გოგიტა გოგუა ყაზახეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
გიორგი ნავალოვსკი: სასიამოვნოა, რომ ხაბაროვსკელებს ვუყვარვარ!..
გოგიტა გოგუა: ნაკრებიდან 1 ხელის მოსმით, 1 არაზუსტი პასის გამო მომიშორეს, ვაისი კი...
ქართველები ევროპის მიღმა: ჩაალაგეთ ბარგი, ყაზახეთში მივდივართ!
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
გიორგი ფოფხაძე "კიზილ ჟარში" გააგრძელებს კარიერას
ᓙᕝᕦᓝᓔᓑᕗᓐᕜ ᓛᓔᓑᓠᕫᓝᓚᓘ ᕒᓘᓝᓠᓒᕘ ᕜᓐᓕᕐᓚᓝᕕᓡᓙᕘᕡ ᓮᓐᕑᕐᓠᓝᕕᓡᓙᕣᕚᕘ ᕘᓡᓢᓝᓠᓘᓔᓑᓘ
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
გოგიტა გოგუა "სკა-ენერგიას" გამარჯვებაში დაეხმარა
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
გოგიტა გოგუა საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდა
აკაკი ხუბუტიას გუნდმა გიორგი ნავალოვსკის გუნდი დაამარცხა
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...