"ბრიტანელი ლომები" ავსტრალიური ტურნეს ბოლო მატჩს მომავალ უქმეებზე გამართავენ
"ბრიტანელი ლომები" ავსტრალიური ტურნეს ბოლო მატჩს მომავალ უქმეებზე გამართავენ. გასულ უქმეებზე მელბურნში გამართული შეხვედრის შემდეგ კი მათ რიგებს კაპიტანი, უელსელი სემ ვერბარტონი გამოაკლდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, რომელშიც "ბრიტანელი ლომები" "ვოლაბებთან" მინიმალური სხვაობით დამარცხდნენ - 15:16, ვერბარტონი მელბურნში დარჩა და ადგილობრივ ჰოსპიტალში დეტალური სამედიცინო შემოწმება გაიარა.

ექიმებმა დაასკვნეს, რომ მას მუხლქვეშა მყესი აქვს დაშავებული. შესაბამისად, გადამწყვეტ მატჩში გუნდს კაპიტანი ვერ დაეხმარება.

"საშინლად გაწბილებული ვარ. ძალიან მინდოდა, სიდნეიში გადამწყვეტ შეხვედრაში მეთამაშა. გუნდს წარმატებას ვუსურვებ და იმედი მაქვს, რომ ბიჭები ყველაფერს იღონებენ გამარჯვების მისაღწევად", - თქვა სემ ვერბარტონმა.

ვერბარტონი უმნიშვნელოვანესი დანაკარგია "ბრიტანელი ლომებისთვის", რომლებსაც სამხრეთული ტურნე 1997 წლის შემდეგ არ მოუგიათ.

"70 წუთის განმავლობაში მან უზარმაზარი სამუშაო გასწია. ეს იყო ყველაზე შთამბეჭდავი გარჯა, რომელიც როდისმე მინახავს", - თქვა ინგლისის ნაკრებისა და "ბრიტანელი ლომების" ყოფილმა თავკაცმა სერ კლაივ ვუდვორდმა.

"ბრიტანელი ლომების" ამჟამინდელმა მწვრთნელმა ოურენ გეთლენდმა, ცხადია, უმალვე ვერბარტონის შემცვლელის ძებნა დაიწყო.

უელსელის ადგილს, სავარაუდოდ, ირლანდიელი შონ ობარაიანი ან ვერბარტონის თანამემამულე ჯასტინ ტიპურიჩი დაიკავებს. გუნდს კი ვეტერანი ირლანდიელი შუამარბი ბრაიან ოდრისკოლი უკაპიტნებს. ის "ლომების" კაპიტანი ერთხელ უკვე იყო, 2005 წელს ახალ ზელანდიაში გამართულ ტურნეში.

აღსანიშნავია, რომ სემ ვერბარტონი ტრავმის პირველი მსხვერპლი არ არის. აქამდე ამ მიზეზით "ბრიტანელ ლომებს" დააკლდნენ შერკინების კვაჭი დილან ჰართლი, ბურჯები კიან ჰილი და ჯენტინ ჯენკინსი, მეორეხაზელი პოლ ოკონელი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ივლისის სარაგბო ტესტ-მატჩები - მეორე ნაწილი
რა ხდება უცხოურ რაგბიში? - ივლისის ტესტები...
ტესტები: ირლანდიამ "ოლ ბლექსს" მოუგო, 111 წლის შემდეგ! [VIDEO]
პსჟ-ს თავდამსხმელის გაყიდვა სურს და შეთავაზებებს ელის
20 წ. | ცვლილებები რაზმში
დიეგო ლონგო: "დილა" თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმისგან ჯერ კიდევ შორს არის
საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ევრობასკეტისთვის ცნობილია
"მილანს" რასმუს ჰოილუნის შეძენა სურს
[PHOTO] მორიგი ბრწყინვალე ჟესტი - "ლივერპული" ჟოტას არ ივიწყებს
იქ, სადაც განსაკუთრებულად უყვართ - დემიენ ლილარდი "პორტლენდში" დაბრუნდა
დირკ შუსტერი: უზომოდ ბედნიერი ვარ და თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ
აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
"დილამ" "რასინგს" ისევ მოუგო და მეორე ეტაპზე "რიგას" შეხვდება
[VIDEO] მიკერძოებული მსაჯობის მიუხედავად "ტორპედომ" "ორდაბასის" ბარიერი გადალახა და მეორე ეტაპზე გავიდა
Nuovo Kvara - "ნაპოლიმ" ქართველის შემცვლელი შეიძინა
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!" - ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა