"ბრიტანელი ლომების" მთავარ მწვრთნელს, უორენ გეთლენდს ბრაიან ოდრისკოლი არ სჭირდება

"ბრიტანელი ლომების" ავსტრალიური ტურნეს ბოლო მატჩის წინ გუნდში უცნაური ამბები ხდება.

მას მერე, რაც კაპიტანმა, უელსელმა მესამეხაზელმა სემ ვერბარტონმა ტრავმა მიიღო, ყველა ელოდა, რომ გუნდს "ვოლაბებთან" დაპირისპირებაში ვეტერანი და მრავლისმნახველი ირლანდიელი შუამარბი ბრაიან ოდრისკოლი წარუძღვებოდა, მაგრამ...

"ბრიტანელი ლომების" მთავარმა მწვრთნელმა უორენ გეთლენდმა სხვაგვარად განსაჯა. მან ბრაიან ოდრისკოლის არათუ კაპიტნობა ანდო, არამედ განაცხადშიც არ შეიყვანა. ბოლო მატჩში გეთლენდის რჩეულ შემადგენლობას უელსელი მეორეხაზელი ალან ვინ ჯოუნზი უკაპიტნებს, შუამარბის პოზიციაზე კი ჯიმი რობერტსი ითამაშებს.

"ბრაიანი გაწბილებული იყო, თუმცა ჩემს გადაწყვეტილებას მშვიდად შეხვდა. არადა, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა 15-წლიანი კარიერის განმავლობაში მასთან კონსულტაციის გარეშე მიიღეს გადაწყვეტილება. ვფიქრობ, ამაში საოცარი არაფერია.

ჯიმი რობერტსმა ტრავმა მოიშუშა, შესანიშნავ ფორმაშია და ჯიმი დევისს პარტნიორობას ის უკეთ გაუწევს", - ასე ახსნა თავისი, ერთი შეხედვით უცნაური გადაწყვეტილება უორენ გეთლენდმა.

ალან ვინ ჯოუნზის კაპიტნად დანიშვნა საინტერესო იმითაცაა, რომ მას ავსტრალიელ ჯეიმზ ჰორვილთან მოუწევს პაექრობა, რომელთანაც პირველ მატჩში საკმაოდ სადავო ინციდენტი აკავშირებს. ამის გამო IRB-ის სადისციპლინო კომიტეტმა დიდხანს იმსჯელა, თუმცა ავსტრალიელი დასჯას გადაურჩა.

"იმედი მაქვს, რომ კაპიტნად ჩემი გარჯის გამო ამირჩიეს და არა სხვა განზრახვით. ტურნეში პირველი დღიდან ვიღებ მონაწილეობას. უდიდესი სამუშაო გავწიე, თუმცა ყველაზე მთავარი ბრძოლა წინაა. საბოლოო წარმატების მისაღწევად კიდევ ერთხელ მოგვიწევს მთელი ძალების მობილიზება" - თქვა ალან ვინ ჯოუნზმა.

საერთო ჯამში, "ლომების" რიგებში ექვსი ცვლილება განხორციელდა იმ შემადგენლობაში, რომელმაც ერთი კვირის წინათ მინიმალური სხვაობით წააგო "ვოლაბებთან".

ცხრა ნომრის პოზიციაზე მაიკ ფილიპსი დაბრუნდება, რომელიც მგეზავ ჯონათან სექსტონთან ერთად შეეცდება გუნდის შეტევების ორგანიზებას. პირველ ხაზში კვაჭის პოზიციას რიჩარდ ჰიბარი დაიკავებს, მარცხენა ბურჯად კი ალექს კორბისერო დადგება, რომელმაც წინა მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა.

გეთლენდმა რვა ნომრის პოზიციაზე ნდობა ტობი ფალეტაუს გამოუცხადა, ჯიმი ჰისლიპი კი განაცხადში ვერ მოხვდა. ტრავმირებულ ვერბარტონს ირლანდიელი ფლანკერი შონ ობრაიანი შეცვლის. შთამბეჭდავად გამოიყურება "ბრიტანელი ლომების" სათადარიგო უკანა ხაზი - ჯასტინ ტიპურიჩს, კონორ მურეის, ოუენ ფარელს და მანუ ტუილაგის ნებისმიერ დროს შეუძლიათ გუნდის თამაშის გაძლიერება.

"შაბათს უმნიშვნელოვანესი მატჩი გველის. გამარჯვებული ყველაფერს მიიღებს. ამიტომ მოსაგებად ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ, "საწვავის ავზში" არაფერი უნდა დავტოვოთ.

გუნდის შემადგენლობის შერჩევა იოლი არ ყოფილა. საკმაოდ ძნელი ტურნე გამოვიდა. ბევრი მოთამაშე დაგვიშავდა. ზოგიერთმა გამოჯანმრთელება მოასწრო და არ იქნებოდა სწორი, მათთვის შანსი არ მიგვეცა.

ბრაიან ოდრისკოლი უდიდესი მორაგბეა, მაგრამ გული მიგრძნობს, ჯიმი რობერტსის ძირითად შემადგენლობაში თამაში მეტ სარგებელს მოგვიტანს." - დასძინა "ბრიტანელი ლომების" მთავარმა მწვრთნელმა უორენ გეთლენდმა.

ერთი სიტყვით, გეთლენდმა თავი "ყულფში" გაყო. თუ შაბათს "ბრიტანელი ლომები" სიდნეიში ავსტრალიის ნაკრებს დაამარცხებენ, იტყვიან, რომ მან ოსტატური სვლა გააკეთა; თუ არა და, თავს მწვავე კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდება.

ბრიტანელი ლომები

15. ლეიგ ჰალპფენი, 14. ტომ ბოუი, 13. ჯონათან დევისი, 12. ჯიმი რობერტსი, 11. ჯორჯ ნორსი, 10. ჯონი სექსტონი, 9. მაიკ ფილიპსი. 1. ელექს კორბისერო, 2. რიჩარდ ჰიბარი, 3. ადამ ჯოუნზი, 4. ალან ვინ ჯოუნზი, 5. ჯეფ პარლინგი, 6. დენი ლიდიატი, 7. შონ ობრაიანი, 8. ტობი ფალეტაუ.

16. ტომ იანგზი, 17. მაკო ვუნიპოლა, 18. დენ კოლი, 19. რიჩი გრეი, 20. ჯასტინ ტიპურიჩი, 21. კონორ მურეი, 22. ოუენ ფარელი, 23. მანუ ტუილაგი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ragbiii
ბრიტანელების ყველაზე მააგრმა მორაგბეებმა თუ ავსტრალეელებს ვერ მოუგეს გასაოცარია. მააგრი მოთამშეები ყავთ და კაპიტანი სემი რომ ყოფილიყო კარგი იქნებოდა
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი "ბენეტონთან"
"შავი ლომი" | ქარი ქაფის ლიდერები თბილისში - "თბილისის თასი 2026" 24 სექტემბერს დაიწყება
ნიკა ამაშუკელი „რაგბის უდიდესი მეტოქეობის“ მესამე ტესტმატჩს განსჯის
"ის ამ ჯილდოს იმსახურებს" - პოჩეტინომ "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
მუსიალა: მინდა სიხარულისგან სიამოვნება მივიღო
არაერთ ევროპულ კლუბში თამაშის შემდეგ, ხუან კუადრადო სამშობლოს დაუბრუნდა
ტრანსფერის ინიციატორი ნეიმარია - კოუტინიო ბავშვობის მეგობარს შეუერთდება
სუპერმენი "ბლექ ფორტრესში" | დუაიტ ჰოვარდი საქართველოს სუპერლიგაში ითამაშებს
[VIDEO] "ბაიერნმა" და "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს
VIDEO | ეროვნულ ლიგა | გაგრა 1-1 ტორპედო. ლოგიკური ფრე "პეტრიაშვილზე"
[VIDEO] აზაროვი სათადარიგო იყო - ჩემპიონთა ლიგაზე ორივე მატჩი ერთნაირი ანგარიშით დასრულდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 0-0 მეშახტე. დაკარგული თუ გადარჩენილი?
"კოჭ-წვივი აქვს დაზიანებული" - "კადისმა" გოჩოლეიშვილის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა
ირაოლა: ბარკოლას კუნთის სპაზმი ჰქონდა
"საფონოვის ფეხით თამაში ლუის ენრიკეს აღიზიანებს" - ფრანგული მედია
მიიღებს თუ არა "კვარა" "ოქროს ბურთს" და მისი უთამაშებლობა სისტემატურ ხასიათს - ესპანელმა კომენტარი გააკეთა
რატომ არ ითამაშა კვარაცხელიამ? - "ნუ მოკლავ ჯაფარას!"
ლანგს ურთიერთობა ალეგრისთანაც აერია და ბოდიშის მოხდა მოუწია
[VIDEO] "არ შემოდიხარ? ბრუნდები?" - დემბელე კვარაცხელიას სათადარიგოთა დარჩენის გამო ეხუმრა და იხალისა
მიზანს ამ სეზონშივე მიაღწევს? - რონალდო სანუკვარ ნიშნულს უახლოვდება
გამოირიცხა - მუდრიკი საქართველოს ნაკრებთან ვერ ითამაშებს
"ბედნიერი ვიქნები, თუ "ოქროს ბურთს" ის მოიგებს" - ლაპორტამ ფავორიტი დაასახელა
როდრის "ვალენსიაზე" გაჟღერებული ფრაზის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია
სემ ვერბარტონი ოთხი თვე იუქმებს
"ბრიტანელი ლომების" მესამე და გადამწყვეტი მატჩი
"ბრიტანელმა ლომებმა" ავსტრალიური ტურნე ტრიუმფით დაასრულეს
ლომების ტურნე დასრულდა - განახლებული რეიტინგი
უორენ გეთლენდს ნოემბერში სკალპის აღება უნდა
უკვე მეორედ - ბრიტანელმა და ირლანდიელმა ლომებმა ავსტრალიელები დაამარცხეს