6 ივლისს სიდნეიში "ბრიტანელი ლომები" ავსტრალიური ტურნეს ბოლო მატჩს გამართავენ
6 ივლისს სიდნეიში "ბრიტანელი ლომები" ავსტრალიური ტურნეს ბოლო მატჩს გამართავენ.

ამ შეხვედრაში "ლომებსა" და "ვოლაბებს" შორის საუკეთესო გაირკვევა, რადგან განვლილ ორ მატჩში გუნდებმა თითო გამარჯვება მოიპოვეს და, როგორც ბრიტანელების ახალზელანდიელმა

მწვრთნელმა უორენ გეთლენდმა თქვა, ამ თამაშში მოგებული ყველაფერს მიიღებს.

მასპინძლები, ცხადია, მატჩისთვის სერიოზულად ემზადებიან და მეტოქის გაწბილებას ეცდებიან.

"ვოლაბების" თავკაცმა რობი დინსმა ერთი კვირის წინათ გამარჯვებულ შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა. მან საბრძოლო რაზმში 33 წლის ფლანკერი, ერთ-ერთი საუკეთესო ავსტრალიელი მორაგბე ჯორჯ სმიტი შეიყვანა, რომელმაც ეროვნულ გუნდში ბოლოს ოთხი წლის წინათ ითამაშა.

მას შემდეგ ავსტრალიის ნაკრებში და ზოგადად რაგბიში ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა სმიტი დღემდე ელიტარულ მორაგბედ რჩება. ეს მან იაპონიიდან დაბრუნების შემდეგ ზე რაგბის გათამაშებაში "ბრამბზის" შემადგენლობაში ასპარეზობით დაამტკიცა. კანბერელები ავსტრალიის კონფერენციის ლიდერები არიან და ამაში ჯორჯ სმიტის წვლილი დიდია.

"ის შესანიშნავია. განა ასე არ არის? ჯორჯი ოთხწლიანი შესვენების შემდეგ ისევ დიდ რაგბის დაუბრუნდა და ბრწყინვალედ თამაშობს. ეს კიდევ ერთი დასტურია, რამდენად დიდი მორაგბე და, რაც მთავარია, უდიდესი პიროვნებაა." - თქვა ავსტრალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობი დინსმა.

აღსანიშნავია, რომ სმიტმა "ბრიტანელი ლომების" წინააღმდეგ სამჯერ უკვე ითამაშა 2001 წლის ტურნეში. მსგავსი შედეგი მხოლოდ სამ ავსტრალიელს აქვს ნაჩვენები. ესენია: სლეგი მილერი, ჯონ ტორნეტი და პიტერ ჯონსონი, რომლებმაც 1959 და 1967 წლებში იასპარეზეს.

კიდევ ერთხელ ხაზგასმა, რამდენად მნიშვნელოვანია ეს შეხვედრა ორივე გუნდისთვის, ალბათ, არ ღირს. "ბრიტანელი ლომების" თავკაცმა უორენ გეთლენდმა შემადგენლობა ავსტრალიელებზე ადრე დაასახელა. რობი დინსი კი, ეცადა მოწინააღმდეგის გადაწყვეტილებაში ლოგიკა მოეძებნა.

"ვფიქრობ, უცნაური არ არის, რომ მეტოქის შემადგენლობაში ათი უელსელი ითამაშებს. გეთლენდი მათ შესაძლებლობებს კარგად იცნობს, ენდობა და ბევრი წარმატებისთვისაც მიუღწევია. მიუხედავად ამისა, გამოცდილი ბრაიან ოდრისკოლის არყოფნა გუნდს საგრძნობლად დაეტყობა. ეს ჩვენს შანსს ზრდის.

"ბრიტანელი ლომების" რიგებში, იმ შემადგენლობაში, რომელმაც ერთი კვირის წინათ მინიმალური სხვაობით წააგო "ვოლაბებთან", ექვსი ცვლილება განხორციელდა.

ცხრა ნომრის პოზიციაზე მაიკ ფილიპსი დაბრუნდება, რომელიც მგეზავ ჯონათან სექსტონთან ერთად შეეცდება გუნდის შეტევების ორგანიზებას. პირველ ხაზში კვაჭის პოზიციას რიჩად ჰიბარი დაიკავებს, მარცხენა ბურჯად კი, ალექს კორბისერო დადგება, რომელმაც წინა მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა.

გეთლენდმა რვა ნომრის პოზიციაზე ნდობა ტობი ფალეტაუს გამოუცხადა. ჯიმი ჰისლიპი კი, განაცხადში ვერ მოხვდა.

ტრავმირებულ ვერბარტონს ირლანდიელი ფლანკერი შონ ობრაიანი შეცვლის. შთამბეჭდავად გამოიყურება "ბრიტანელი ლომების" სათადარიგო უკანა ხაზი. ჯასტინ ტიპურიჩს, კონორ მურეის, ოუენ ფარელს და მანუ ტუილაგის ნებისმიერ დროს შეძლიათ გუნდის თამაშის გაძლიერება.

ავსტრალია

15. ქართლი ბეილი, 14. იზრაელ ფოლაუ, 13. ადამ ეშლი-კუპერი, 12. კრისტიან ლეალიიფანო. 11. ჯო ტომანე, 10. ჯეიმზ ოკონორი, 9. ვილი გენია. 1. ბენ რობინსონი, 2. სტივენ მური, 3. ბენ ალექსანდერი, 4. ჯეიმზ ჰორვილი, 5. კენ დუგლასი, 6. ბენ მოვენი, 7. ჯორჯ სმიტი, 8. ვიკლიფი პალუ.

16. საია ფაინგაა, 17. ჯეიმზ სლიპერი, 18. სეკოპე კეპუ, 19. ობ საიმონსი, 20. ბენ მაკკალმენი, 21. მაიკლ ჰუპერი, 22. ნიკ ფილიპსი, 23. ჯესე მოგი.

ბრიტანელი ლომები

15. ლეიგ ჰალპფენი, 14. ტომ ბოუი, 13. ჯონათან დევისი, 12. ჯიმი რობერტსი, 11. ჯორჯ ნორსი, 10. ჯონი სექსტონი, 9. მაიკ ფილიპსი. 1. ელექს კორბისერო, 2. რიჩარდ ჰიბარი, 3. ადამ ჯოუნზი, 4. ალან ვინ ჯოუნზი, 5. ჯეფ პარლინგი, 6. დენი ლიდიატი, 7. შონ ობრაიანი, 8. ტობი ფალეტაუ.

16. ტომ იანგზი, 17. მაკო ვუნიპოლა, 18. დენ კოლი, 19. რიჩი გრეი, 20. ჯასტინ ტიპურიჩი, 21. კონორ მურეი, 22. ოუენ ფარელი, 23. მანუ ტუილაგი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თორნიკე გოგებაშვილმა თანამდებობა დატოვა
ზელანდიელების მესამე გამარჯვება და ლომების ლომური მატჩი - ივლისის ცენტრალური ტესტ-მატჩები
შავი ლომი | ‘მონპელიე’ და ‘ძებრე’ თბილისში, ‘ქონახთი’ და ‘მონტობანი’ სტუმრად
პსჟ-ს ტრანსფერი 67 მილიონი დაუჯდება და ახალწვეულს უდინეში წარადგენს
გრიზმანი შესაძლოა, სერხიო რამოსის თანაგუნდელი გახდეს
პირადი კონტრაქტი შეათანხმა - გარნაჩო "ჩელსის" მიუახლოვდა
18 წ. | სამხრეთ აფრიკაში ინგლისით ვიწყებთ
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
რა ხდება სინამდვილეში - დავითაშვილმა შეიძლება ჩემპიონატის პირველი ტური გამოტოვოს
გოჩოლეიშვილი "ჰამბურგის" ფეხბურთელი გახდა
სიომინმა კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" მოგების შესაძლებლობა შეაფასა
დარვინ ნუნიესი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
"თუ სათამაშო დრო გსურს, კარი ღიაა" - პსჟ-მ მატვეი საფონოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
[VIDEO] ისეთი ჩხუბი ატყდა, გუნდელმა გუნდელს დაარტყა - არეულობა "ბეტისისა" და "კომოს" ამხანაგურ მატჩში
[VIDEO] საბას დროა - ლობჟანიძის ბრწყინვალე გოლი MLS-ში
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
სემ ვერბარტონი ოთხი თვე იუქმებს
"ბრიტანელმა ლომებმა" ავსტრალიური ტურნე ტრიუმფით დაასრულეს
ლომების ტურნე დასრულდა - განახლებული რეიტინგი
უორენ გეთლენდს ნოემბერში სკალპის აღება უნდა
"ბრიტანელი ლომების" გუნდში უცნაური ამბები ხდება
უკვე მეორედ - ბრიტანელმა და ირლანდიელმა ლომებმა ავსტრალიელები დაამარცხეს