მამუკა ბიძინაშვილი: "გუნდში ქართველი, აფზახი და ოსი ფეხბურთელების შეკრება გვსურს, ორი აფხაზი და ერთი ოსი უკვე მოვიყვანეთ"
სულ ახლახან, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 22-ე ყრილობაზე, უეფას მედია ოფიცერმა მამუკა კვარაცხელიამ მოითხოვა, რომ აუცილებლად აღდგენილიყო ეროვნული ჩემპიონატის დასაწყისში აფხაზეთში მოქმედი სოხუმის, გალისა და ოჩამჩირის კლუბები და პარლამენტსა და მთავრობას მოუწოდა, საკითხს სერიოზულად მოეკიდეთ და ამ საქმეში მხარი დაგვიჭირეთო.
...სოხუმის "დინამო" 1936 წელს დაარსდა და დიდხანს იყო ქართველებისა და აფხაზების გამაერთიანებელი.
მაგრამ ორივე მტრის ხრიკებს ავყევით და "დინამო" ორად გაიყო - ერთი სოხუმში დარჩა, ქართველების გუნდი კი თბილისში დაბინავდა. მერე აქაური გუნდი დაიშალა და მხოლოდ უმცროსი ნოდარ ახალკაცის დროს აღდგა.
ფედერაციაში მისი პრეზიდენტობის პირველ წლებში "დინამომ" ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაშიც ითამაშა, თუმცა ფინანსურმა პრობლემებმა ისევ შეიწირა.
სოხუმის "დინამოს" აღდგენის ბოლო მცდელობა 2010 წლის 19 თებერვალს იყო. აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომას, სფფ-ს ხელმძღვანელთა გარდა, აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების ხელმძღვანელი გია ბარამიაც დაესწრო და სწორედ იქ ითქვა სოხუმის "დინამოს" აღდგენაზე - ამ საქმეს უახლოეს პერიოდში უნდა დავადგათ თავიო.
იდეა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას ეკუთვნოდა. მისი თქმით, ფედერაცია ყველანაირად დაეხმარება ამ საქმის წამომწყებს. ცხადია, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციამაც და თავად გია ბარამიამაც მოიწონეს სიჭინავას შეთავაზება და გვეგონა, ყინული დაიძრა.
მაგრამ ამ საშვილიშვილო საქმეს მაშინაც ვერ მოება თავი - ღარიბი და წელში გაწყვეტილი ქვეყანა ამას ვერ ახერხებდა.
კვარაცხელიას განცხადებიდან ორ კვირაში "ლელომ" უმნიშვნელოვანესი ამბავი შეიტყო - სოხუმის "დინამო" აღდგა და მალე პირველ ლიგაში ითამაშებს.
მისი დამფუძნებელი მამუკა ბიძინაშვილია, კაცი, რომელმაც პირველი ეროვნული ჩემპიონატის დროს საფეხბურთო კლუბი "იბერია" დააფუძნა, რომლის ბაზაზეც შემდეგ "მცხეთა" ჩამოყალიბდა და უმაღლეს ლიგაში ითამაშა, მისი ადგილი კი შემდეგ "ზესტაფონმა" დაიკავა.
მართალია, ბოლო წლებია, მამუკა ბიძინაშვილი ბიზნესში გადაერთო, მაგრამ ფეხბურთს წამითაც არ ჩამოშორებია:
დიდი ხანია, რაც ეს პროექტი მაქვს, მაგრამ მისი განხორციელება ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გახდა შესაძლებელი. გია ქურდაძისა და ჩემი დამუშავებული პროექტი ჯერ დიმა ჯაიანს გავაცანით და მთელი სულითა და გულით აიტაცა, რადგან ამ ვაჟკაცს ქართული საქმის კეთება უხარია.
მერე კი ჩანაფიქრის რეალიზებაში დაგვეხმარნენ მამუკა არეშიძე, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მურად ანჯაფარიძე.
რომ არა ეს ადამიანები, პროექტი ვერ განხორციელდებოდა და სოხუმის "დინამო" ვერ გაცოცხლდებოდა.
- თანადგომა ერთია და კლუბს ნორმალური ბიუჯეტი ექნება?
- ის ბიუჯეტი დაგვიმტკიცეს, რაც პირველ ლიგაში წარმატებული გამოსვლისა და უმაღლესში გადასასვლელად სავსებით საკმარისი იქნება. მე ეს კარგად ვიცი, რადგან სოხუმის "დინამოს" აღდგენა ფულის საშოვნელად არ მსურდა.
- სად ითამაშებთ?
- "ამერის" სტადიონს ვიქირავებთ და ოფისიც იქვე გვექნება - ეს თითქმის, გადაწყვეტილია. მართალია, იქ მოედანი ძველებურად აღარ ბიბინებს, მაგრამ სტადიონის ხელმძღვანელებისგან მივიღეთ გარანტია, რომ ჩემპიონატის დაწყებამდე საფარს მოაწესრიგებენ და იდეალურ მდგომარეობას მიუახლოებენ.
- რომელ ლიგაში ითამაშებთ?
- აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციაში რეგისტრაცია უკვე გავიარეთ და განაცხადი პირველ ლიგაში შევიტანეთ. სხვათა შორის, გუნდი რომ დაიშალა, მაშინვე ითქვა - აღდგენის შემთხვევაში, სოხუმის "დინამოს" ადგილს უმაღლესში დაუბრუნებდნენ. მაგრამ ეს უტოპია იყო. ჩვენთვისაც აჯობებს, კლუბი თავიდან განვითარდეს, ნაბიჯ-ნაბიჯ გავძლიერდეთ და უმაღლესში საგზური ბრძოლით მოვიპოვოთ.
- სოხუმის "დინამოს" ვინ გაწვრთნის და ცნობილი მოთამაშეები თუ გეყოლებათ?
- გუნდის მწვრთნელი გამოცდილი უჩა ქანთარია იქნება. მას ადრე ბევრ კლუბში უმუშავია, უმაღლეს ლიგის თსუ-საც წარმატებით წვრთნიდა, შარშან კი "ლიახვს" ავარჯიშებდა. ჩვენი საქმე ფეხბურთში ცუდად იმიტომაც არის, საქმეზე გადამკვდარ ასეთ მცოდნე და ფანატიკოს სპეციალისტს ხელს რომ ვკრავდით.
რამდენიმე 20-22 წლის მოთამაშე უკვე მოვიყვანეთ: მეკარე აზნიაშვილი, მამუჩიშვილი, გეთიაშვილი, მინდორაშვილი, ძმები ქანთარიები. ბევრი მათგანი 2-3 წლის წინათ თბილისის "დინამოში" იყო და გუნდის მომავლად ითვლებოდა, ახალგაზრდული ნაკრების წევრები ან კანდიდატები იყვნენ, მაგრამ პატარა ბიჭებს ყველამ ხელი ჰკრა. მე კი მჯერა, მათზე დაყრდნობით, ძლიერ გუნდს ჩამოვაყალიბებთ, რადგან უჩა ქანთარიამ იცის, გუნდი როგორ ააშენოს.
- გუნდი უკვე დაკომპლექტებულია?
- არა, რა დაკომპლექტებული! მალე "ამერზე" სინჯებსაც დავიწყებთ და მჯერა, რომელიმე დავიწყებულ, მაგრამ ნიჭიერ ახალგაზრდას აუცილებლად აღმოვაჩენთ. ეს გუნდი ანდრო ჟორდანიასა და ნოდარ ახალკაცის სულისკვეთებით უნდა შეიქმნას და ნიჭიერებს გზა გავუხსნათ. გარდა ამისა, ერთ ხმაურიან ტრანსფერსაც შეიტყობთ - მალე ჩვენთან კონტრაქტს თბილისის "დინამოში" ნათამაშები ერთი ძალიან ცნობილი ფეხბურთელი გააფორმებს.
- ვინ იქნება გუნდის ხელმძღვანელი?
- ჯერჯერობით, ორი ვიცე-პრეზიდენტი ვართ, გია ქურდაძე და მე. პრეზიდენტის ადგილი ვაკანტური იქნება და მას კლუბის დირექტორთა საბჭო აირჩევს. მერწმუნეთ, ამ საბჭოში ბევრი კარგი ადამიანი გაერთიანდება.
გვინდა თუ არა, ამ კლუბის აღდგენას პოლიტიკური ელფერი ეძლევა, მაგრამ "დინამო" აფხაზებთან დასაპირისპირებად არ შექმნილა. ჩვენთან ქართველი, აფზახი და ოსი ფეხბურთელების შეკრება გვსურს, მათთან მეგობრობის აღდგენას ხელი რომ შევუწყოთ.
- ეს ძალიან ძნელი იქნება, შეუძლებელი თუ არა.
- უკვე მოვიყვანეთ ორი აფხაზი და ერთი ოსი ფეხბურთელი. უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ მეგობრობა, ძმობა და ერთად ცხოვრება შეგვიძლია. ეს ჩვენი ტკივილია და ადრე თუ გვიან, აფხაზეთში დავბრუნდებით და კვლავ ერთნი ვიქნებით.
ამ იდეამ ერთ-ერთი იტალიური სამენეჯერო ჯგუფი ისე აღაფრთოვანა, რომ "ვია რეჯოს" პრესტიჟულ ტურნირზე მიგვიწვიეს, სადაც ჩვენი თამაშები "რაი სპორტზე" გავა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
nodari
ყველა ადამიანი უნდა იყოს თავის ადგილზე, და ამბიცია არ უნდა გაწუხებდეს, სამწუხაროდ ეს ესე არ არის, და ამიტომ ფანტაზიას თავი გავანებოთ. ვერასოდეს სოხუმის ,ცხუმი, ვერ იქნება ისეთი როგორიც იყო დაარსების დგიდან 1993 წლამდე , სანამ სათავეში იყო გურამ გაბესკირია. ამიტომ ცჰემო მეგობრებო, ფედერაციის უფროსი ყველაზე ცოტა ფეხბურტელი უნდა იყოს და არა ,,გაიშნიკი,, რომელსაც ფულის მეტი არაფერი არ აინტერესებს !!!
მამუკა
დავუდგეტ ამ გუნს გვერში
auffffff
rato agar wert arapers esec chaishalaa xooo
akhali
თუ დინამოს დარქმევით აფხაზეთს ვიბრუნებთ,მაშინ არაუშავს,მაგრამ ნეტარ არიან...იქით არ შევუერთდეთ...სამწუხაროდ
akhali
რატომ საფეხბურთო კლუბი?საწყალბურთო?სახელბურთო?საბუკმეკერე კანტორა?საღამე კლუბი? ფეხბურთის კლუბი!ან ფეხბურთელთა კლუბი...
akhali
მგონი ,,ცხუმი,,ჯობია სახელწოდებად.რამდენი დინამო,ტორპედო,მეტალურგი-სირცხვილია ქართულ კლუბებს რაღაც გაურკვეველი საბჭოთა სახელწოდებები...ვიღაც საბჭოთა ბიუროკრატის ,,ფანტაზიის,,ნაყოფი..
თემო
1990 წელს სოხუმის დინამო დაიშალა ეთნიკური ნიშნით. მივიღეთ ორი გუნდი დინამო და ცხუმი. დინამო დღესაც მონაწილეობს აფხაზეთის ჩემპიონატში. ცხუმმა კი რამდენიმე წლის შემდეგ არსებობა შეწყვიტა. თუ აღდგენასა და გურამ გაბისკირიას ხსოვნის პატივისცემაზეა საუბარი, ცხუმი უნდა აღდგეს და არა დინამო
muradi
გმერტმა ხელი მოგიმარტოდ.
giogio1234
ძააან მაგარიი ხალხიიი ხართ აქამდე უნდა გაკეთებულიყოო ცხინვალის სპარტაკი და და გაგრა სადაც გვყავს სოხუმის დინამო აუცილებლათ უნდა გვყავდეს მჯერა რო ეს გუნდიი ძალიან დიდ სიტყვას იტყვის ქართულ ფეხბურთში და არა მარტო ქართულში
giogio1234
ძააან მაგარიი ხალხიიი ხართ აქამდე უნდა გაკეთებულიყოო ცხინვალის სპარტაკი და და გაგრა სადაც გვყავს სოხუმის დინამო აუცილებლათ უნდა გვყავდეს მჯერა რო ეს გუნდიი ძალიან დიდ სიტყვას იტყვის ქართულ ფეხბურთში და არა მარტო ქართულში
Tornike
სინჯები როდის დაიწყება დაწერეთ
Qartveli!
ძალიან კარგი საქმეა! ისიც,მომეწონა აფხაზი და ოსი ფეხბურთელეი რომ გყავთ გუნდში! წარმატებებს გისურვებთ !!!
merabi
რატომ "დინამო"? "ცხუმი" არ უნდა დაშლილიყო, მაგრამ რახან აღდგენაზეა საუბარი, ჯობია ისევ ეს სახელი ერქვას. ცხონებული გურამ გაბესკირიას და სხვების ხსოვნას ასე უფრო ვცემთ პატივს
dato
ძალიან მაგარი საქმე გაქვთ წამოწყებული და ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. ძალიან მინდა ეს გუნდი ევროტურნირებზე ვიხილო. კარგი იქნება თუ აფხაზიც ითამაშებს ამ კლუბში. მე მახსოვს ცხუმის თამაში. ძალიან მებრძოლი გუნდი იყო და კარგი იყო რომ აფხაზები და ქართველები ერთად თამაშობდნენ ამ გუნდში. წარმატებები!!!
soxumeli
zalian magari da didebuli saqmea gmertma xeli mogimartod am didebuli saqmis ketebashi tqven gaixaret rogorc gagvaxaret yvela soxumeli da afxazeteli da gjeroded chven rigiti soxumelebi tqvens gverdit vart yvelanairad rac sajiro iqneba gverdshi dagidgebit
მამუკა კვარაცხელია
თქვენ გენაცვალეთ ორივე მერაბს!!! ძალიან გამახარეთ! თქვენს გვერდში მიგულეთ! თუ არისკიდევ შესაძლებელი, იქნება ცხუმი სჯობდეს სახელად? იმ პარლამენტმა კი ბუსუსებიან პრეზერვატივებზე რომ დაობს - სოხუმის საფეხბურთო გუნდისთვის ფულის მოძიებაზე იფიქროს!!!
asurbanifali
სოუმის გუნდის აგდგენა კარგია, მაგრამ "დინამო" რად გვინდა, ეგ კი არა თბილისის "დინამოც" სახელით აშკარად ქაჯურია...რუსების, უკრაინელების და ბელორუსების გარდა ეგ სახელი რომელი რესპუბლიკის გუნდს ჰქონდა? კარგი რა, "დინამო", "ტორპედო", ლოკომოტივი...კიდევ საბჭოეთში ვართ?
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
"ჩემი ფეხბურთელები სასურველი შედეგისთვის მზად არიან" - "იბერიას" მწვრთნელმა "მალმიოსთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
გიტის პაულაუსკასმა ბათუმის "დინამო" დატოვა და სლოვაკეთში გადაბარგდა
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა 16-გუნდა ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
დიეგო ლონგო: "დილა" თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმისგან ჯერ კიდევ შორს არის
"მილანს" რასმუს ჰოილუნის შეძენა სურს
დირკ შუსტერი: უზომოდ ბედნიერი ვარ და თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ
აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"
შოტლანდიელების წინააღმდეგ მეოთხედ მოსაგებად - უმცროსი "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!" - ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა
რეტეგის მიქაუტაძე შეცვლის? - "ატალანტა" ქართველ ფორვარდზე ოცნებობს
აღფრთოვანება შეცდომის მიუხედავად - ქოჩორაშვილმა "სპორტინგში" სადებიუტო მატჩი ჩაატარა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს 3 ლიდერი გამოაკლდა
"ეს საქმეს მიმარტივებს" - თოფურიამ ახსნა, როგორ ახერხებს მეტოქეების დანოკაუტებას
"ლივერპული ამით ყველა გრანდს ჯობნის" - რა განაცხადა ფერდინანდმა?
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
ნოდარ ახალკაცი ფიფას ევროპის ასოციაციების ხელმძღვანელის პოსტს დაიკავებს
[ლელოს სტუმარი] გია ცეცაძე წარსულზე, კარიერაზე, ჩემპიონობაზე, ნაკრებზე...
მამუკა კვარაცხელია: ზაფხულის დასაწყისში "ქართული ფეხბურთის აკვანი" მზად იქნება
"ჯანომ ერთი წუთი მაინც რომ ითამაშოს საქართველოს ნაკრებში, მერე რუსები ვეღარ წაგვართმევენ-მეთქი"
სოხუმური დერბი - პირველად დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში
"ბეტონის შემოღობვა ხიფათს შექმნის, თუკი ფეხბურთელი ახლო მანძილიდან შეეჯახა"
რატომ უნდა ჩამოშორდნენ გამგეობები სტადიონების მშენებლობას
ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ
რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?
საქმე დაიძრა! - სოხუმის "დინამოს" ტკივილი და იმედები
ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...
"ახალ ოლიმპიურ სასახლეში", მამუკა კვარაცხელიას წიგნის, "სამასმეერთე"-ს პრეზენტაცია გაიმართა
თანადგომით გავიმარჯვებთ! - სოხუმის "დინამო" გვერდში მდგომს ეძებს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ექსპრეზიდენტი ფიფაში დააწინაურეს
1982 წელს ახალკაცის, ბესკოვისა და ლობანოვსკის ერთად ყოფნამ დაგვაბნია - ბლოხინმა წარსული გაიხსენა
"მახსოვს, რაც ხდებოდა მაშინ, მაგრამ პრეზიდენტობა არასდროს მინანია"
მამუკა კვარაცხელია: 7 შვილის მამა, მორწმუნე მართლმადიდებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი რომ არა...
ერგნეთში სტადიონი გაიხსნა, ყაველაშვილი "სამაჩაბლოს" საპატიო პრეზიდენტია
საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...
ბეტონის ჯებირი და უეფას სტანდარტი - აჟიოტაჟი ზუგდიდის სტადიონის გამო