ალბერტო კონტადორის ლოკალური წარმატება
როგორც მოსალოდნელი იყო, 17 ივლისს სამთო ინდივიდუალური რბოლა გენერალური კლასიფიკაციის ლიდერმა კრისტოფერ ფრუმმა მოიგო და კიდევ უფრო გაზარდა თავისი ისედაც დიდი უპირატესობა.

ორგანიზატორთა ჩანაფიქრით, მარშრუტის შედგენისას 32-კილომეტრიანი რბოლა საიუბილეო ტურ დე ფრანსის ერთ-ერთი გადამწყვეტი ნაწილი უნდა გამხდარიყო. ამიტომაც ველომარათონამდე რამდენიმე თვით ადრე ველომრბოლელები მონდომებით სწავლობდნენ ტრასას, რომელიც მოიცავდა მეორე კატეგორიის სირთულის ორ მთას.

თუმცა არსებობდა მაღალი ალბათობა იმისა, რომ ორგანიზატორების ყველა მონდომება წყალში ჩაიყრებოდა, რადგან ამინდის პროგნოზი მაინცდამაინც ოპტიმისტური არ იყო. სასტარტო სიის შუაში წვიმას ვარაუდობდნენ, ხოლო იმ დროს, როცა ტრასაზე ფრუმი, კონტადორი და სხვა ფავორიტები უნდა გასულიყვნენ, ძალიან ძლიერი თავსხმა იყო მოსალოდნელი. საბედნიეროდ, პროგნოზი ნაწილობრივ გამართლდა. წვიმა იყო, მაგრამ მას დიდი გავლენა არ მოუხდენია უძლიერესის გამოვლენაში.

რბოლის კიდევ ერთი საინტერესო მომენტი იყო ტრასის გავლისას ველოსიპედის შეცვლა. ეტაპის დაწყება ინდივიდუალური რბოლისთვის განკუთვნილი ველოსიპედით სრული უაზრობა იქნებოდა, რადგან აღმართში ის არ გამოდგებოდა, მაგრამ დისტანციის ბოლო ნაწილში ასეთი ველოსიპედით გაცილებით დიდი დროის მოგება შეიძლებოდა, ვიდრე ჩვეულებრივით. გამარჯვების ძირითადმა პრეტენდენტებმა ინვენტარი მაინც შეცვალეს. გამონაკლისები გახდნენ Saxo-Bank-ის ლიდერები - კონტადორი და კროიციგერი.

ფრუმს შეეძლო მშვიდად, ყოველგვარი რისკის გარეშე გაევლო ინდივიდუალური რბოლა - საერთო ჩათვლაში ხუთწუთიანი უპირატესობა ამის საშუალებას იძლეოდა. მართლაც, 17 ივლისს ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ "თიმ სქაის" კაპიტანს ნებისმიერ მომენტში შეეძლო ტემპისთვის მომატება, მაგრამ ბრიტანელმა ძალების შენახვა აირჩია.

წლევანდელ ტურში მის დომინირებაზე კარგად ლაპარაკობს ერთი ეპიზოდი. განსხვავებით კონტადორისგან, ბრიტანელს ამინდის მხრივ არ გაუმართლა და ბოლო დაღმართი სველ ასფალტზე გაიარა, რამაც ბევრი დრო დააკარგვინა. და ამის მიუხედავად, ფრუმმა მაინც მოიგო ეტაპი - ცხრა წამით აჯობა კონტადორს. ეს იყო ბრიტანელის მესამე მოგებული ეტაპი ტურ დე ფრანსზე.

კონტადორმა მაინც მიაღწია ლოკალურ წარმატებას. საქმე ისაა, რომ ცუდი რბოლა ჩაატარა ჰოლანდიელმა ბაუკე მოლემამ და ამით ალბერტომ გენერალურ კლასიფიკაციაში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. სხვათა შორის, მოლემას საერთო ჩათვლაში კონტადორის თანაგუნდელმა რომან კროიციგერმაც გაასწრო.

XVII ეტაპი

ემბრენი-შორჟი. 32 კმ

1. კრისტოფერ ფრუმი (ბრიტ, Sky) - 51:33; 2. ალბერტო კონტადორი (ესპ, Saxo-Tinkoff) - +0:09; 3. ხოაკიმ როდრიგესი (ესპ, Team Katusha) - +0:10; 4. რომან კროიციგერი (ჩეხ, Saxo-Tinkoff) - +0:23; 5. ალეხანდრო ვალვერდე (ესპ, Movistar) - +0:30; 6. ნაირო კინტანა (კოლ, Movistar) - +1:11...

საერთო ჩათვლა

1. კრისტოფერ ფრუმი (ბრიტ, Sky) - 66:07.09; 2. ალბერტო კონტადორი (ესპ, Saxo-Tinkoff) - +4.34; 3. რომან კროიციგერი (ჩეხ, Saxo-Tinkoff) - +4.51; 4. ბაუკე მოლემა (ჰოლ, Belkin) - +6.23; 5. ნაირო კინტანა (კოლ, Movistar) - +6.58; 3. ხოაკიმ როდრიგესი (ესპ, Team Katusha) - +7.21...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ტურ დე ფრანსი 2013: გაქცევა პორტუგალიურად

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
პრეზიდენტმა იბრაჰიმოვიჩის ვარიანტი დაბლოკა - "მილანს" სავარაუდოდ, გლასნერს ჩააბარებენ
"ფიორენტინამ" ვანოლი გაუშვა და მალე გროსოს დანიშნავს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ალბერტო კონტადორი 2016 წელს წავა
ტურ დე ფრანსი 2013: მისტერ შეუჩერებელი
ჯირო ირლანდიაში დაიწყება
ველოსპორტი. ჯირო დ'იტალია: კონტადორი ისტორიაში
ტურ დე ფრანსი 2013: გიჟური ეტაპი
ტურ დე ფრანსი: ფრუმი ორგზის ჩემპიონია
ტურ დე ფრანსი: ფრუმმა ლიდერობა დაკარგა
ტურ დე ფრანსი 2013: ტრიუმფატორი კრისტოფერ ფრუმი, გმირი კინტანა
ტურ დე ფრანსი 2013: გაქცევა პორტუგალიურად
ᓐᓚᓑᓔᓠᓢᓝ ᓙᓝᓜᓢᓐᓓᓝᓠᓘ ᓕᓣᓔᓚᓢᓐᓖᓔ ᓤᓘᓥᓠᓝᓑᓡ
ტურ დე ფრანსი: ფრუმის დაცინვა და ნოკდაუნი
ტურ დე ფრანსი - კრის ფრუმი: მე ლენს არმსტრონგი არ ვარ
ტურ დე ფრანსის გამარჯვებულს ახალთახალი "იაგუარი" აჩუქეს
ტურ დე ფრანსი 2013: არის პირველი ფრანგული გამარჯვება!
ᓢᓣᓠᓡ ᓙᓝᓜᓢᓐᓓᓝᓠᓘᓪ ᓩᓐᓛᓝᓨᓝᓠᓓᓐ