ტურის ლიდერზე დოპინგს ეჭვობენ
ტურ დე ფრანსზე დასვენების დღე იყო, მაგრამ სპორტის ამ სახეობის მოყვარულებსა და ექსპერტებს მოსაწყენად არ ეცალათ.

არ შემწყდარა მსჯელობა მე-15 ეტაპის შესახებ, სადაც გენერალური კლასიფიკაციის ლიდერმა კრისტოფერ ფრუმმა მონ-ვენტუს მთაზე არანორმალური ტემპი განავითარა და კონკურენტებს სასტიკად გაუსწორდა. ამან გამოიწვია მითქმა-მოთქმა იმაზე, რომ "თიმ სქაის" კაპიტანი ასეთ დომინირებას დოპინგის გარეშე ვერ შეძლებდა.

ასეთი მოსაზრების მქონე ყოფილი ველომრბოლელების აზრი გამოხატა დანიელმა მიხაელ რასმუსენმა, რომელიც თავის დროზე თავად იყო მხილებული დოპინგის მიღებაში.

"კითხვაზე - მჯერა თუ არა კრის ფრუმის პატიოსნების - მოკლე პასუხი მაქვს: რა თქმა უნდა, არა. ის, უბრალოდ, ძალიან სწრაფად მოძრაობს. მონ-ვენტუზე ჩვენ ბრიტანელის არანორმალური გამოსვლა ვნახეთ.

ველოსპორტში ძალიან დიდი ხანი გამოვდიოდი და ბევრი რამ გამოვცადე. უდიდესი გამოცდილება მაქვს. ამიტომაც შემიძლია ზუსტად ვიგრძნო, როდის მიდის ველომრბოლელი სწრაფად და როდის - ძალიან სწრაფად. ის, რაც მე-15 ეტაპზე ვნახეთ, მეორე კატეგორიას განეკუთვნება", - ამბობს რასმუსენი.

თავის გამარჯვებაზე ილაპარაკა კრის ფრუმმა. მან განაცხადა, რომ არ მოსწონს სკანდალურად ცნობილ ლენს არმსტრონგთან შედარება.

"ეს ყველაფერი ძალიან ნაღვლიანია - აქ ვსხედვართ ჩემი მთავარი გამარჯვებისა და ისტორიული შედეგის შემდეგ და ვლაპარაკობთ დოპინგზე.

ჩემი პარტნიორები თვეობით იკარგებოდნენ შეკრებებზე, სახლს მოცილებულნი იყვნენ. ისინი თავს არ ზოგავდნენ იმისთვის, რომ საუკეთესოდ გამოვსულიყავით ტურ დე ფრანსზე. ახლა კი თქვენ ლაპარაკობთ დოპინგზე და სიცრუეში მადანაშაულებთ. არმსტრონგი იღებდა დოპინგს, მე - არა. თემა დახურულია", - განაცხადა ტურ დე ფრანსის ლიდერმა.

ასევე იხილეთ:

ტურ დე ფრანსი 2013: მისტერ შეუჩერებელი

გიორგი777
ტურ-დე-ფრანსს ის იგებს, რომელიც ისეთ დოპინგს მიიღებს, რომელიც დოპინგ-ტესტში არ გამოჩნდება.. ასეა ეს.
საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
თურქეთი მუნდიალს 98-ე წუთზე მოპოვებული გამარჯვებით დაემშვიდობა - პარაგვაიმ და ავსტრალიამ ფრედ ითამაშეს
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ჯიქია დეპოშია. "ის არაფერს წარმოადგენს" - ყოფილი რუსი ფეხბურთელი მას აკრიტიკებს
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
ოიარსაბალი: ფეხბურთი ცირკითაა გარემოცული
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
ლენს არმსტრონგს ლუდი და სირბილი არ გამოუვიდა
ტურ დე ფრანსი 2013: მისტერ შეუჩერებელი
ლენს არმსტრონგი და ისევ ტყუილი
როგორ ცხოვრობს ადამიანი, რომელმაც მოიტყუა, რომ დოპინგი არ მიუღია
ტურ დე ფრანსი 2013: ფრუმის ჰეთ თრიქი
ჯირო ირლანდიაში დაიწყება
ლენს არმსტრონგმა 100 მილიონი წააგო
ტურ დე ფრანსი 2013: გიჟური ეტაპი
ტურ დე ფრანსი: ფრუმი ორგზის ჩემპიონია
ლენს არმსტრონგი: ველოსპორტი ხელს უწყობს დოპინგის კულტურას
ᓚᓔᓜᓡ
ტურ დე ფრანსი 2013: ტრიუმფატორი კრისტოფერ ფრუმი, გმირი კინტანა
ტურ დე ფრანსი: ფრუმმა ლიდერობა დაკარგა
ტურ დე ფრანსი: ფრუმის დაცინვა და ნოკდაუნი
ტურ დე ფრანსის გამარჯვებულს ახალთახალი "იაგუარი" აჩუქეს
ტურ დე ფრანსი 2013: არის პირველი ფრანგული გამარჯვება!