გია გეგუჩაძე: 2004 წელს "დინამო" რომ მოხვდა უეფას თასის ჯგუფში, სამწუხაროდ, ამას ჩავარდნა მოჰყვა ქართულ საკლუბო ფეხბურთში, რაც ლოგიკაში არ ჯდებოდა
ამ დროისთვის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა ჩვენთვის ევროტურნირებია. ქართული გუნდი ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ ერთხელ გავიდა - 2004 წელს ეს "დინამო თბილისმა" მოახერხა, მას შემდეგ, რაც უეფას თასზე სამი ეტაპი გადალახა.

მაშინ "დინამოს" გია გეგუჩაძე თავკაცობდა, რომელმაც 2003-04 წლების სეზონის ბოლოს ჩაიბარა გუნდი და საქართველოს თასი მოაპოვებინა.

გეგუჩაძე მაშინ რისკზე წავიდა, ივო შუშაკის "დინამოს" რამდენიმე წამყვან ფეხბურთელზე უარი თქვა, სხვანაირად ააწყო გუნდი და შედეგიც დადო.

ერთი სიტყვით, 2004 წლის ამბებს თვითონ გეგუჩაძე იხსენებს.

საქმეს რომ მოვკიდე ხელი, ასე დავიწყე - საგრძნობლად გადავახალისე გუნდის შემადგენლობა, ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა გადმოვიყვანე "დინამოს" მეორე გუნდიდან, პირველი გუნდის რამდენიმე მოთამაშემ კი დატოვა "დინამო".

დავაწინაურე ის ფეხბურთელებიც, ვინც მანამდე მეტწილად სათადარიგოთა სკამზე ისხდნენ და ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეებად არ მოიაზრებოდნენ - ამ ყველაფერმა გაამართლა.

სეზონისწინა მოსამზადებელ პერიოდში ორ ტურნირში მივიღეთ მონაწილეობა და საკმაოდ ძლიერ მოწინააღმდეგეებს ვეთამაშეთ - ესეც ძალიან გამოგვადგა, დავინახეთ ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები, დავაკვირდით ფეხბურთელებს, წავიწიეთ გუნდის შეთამაშების მხრივ, ანუ ნაბიჯი წინ გადავდგით.

რა თქმა უნდა, როცა გუნდში მწვრთნელთა ცვლა ხდება, ახალი მწვრთნელი განსხვავებულ სტილს ირჩევს. ასე იყო მაშინაც. აქცენტი გუნდურ თამაშზე გადავიტანე.

ცხადია, ძალიან კარგია, როცა მაღალი დონის ფეხბურთელები გყავს გუნდში, მაგრამ ეს ფაქტორი, პირველ რიგში, გუნდის ინტერესებს უნდა ემორჩილებოდეს - ეს მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია. ინდივიდუალური ოსტატობა თანამედროვე ფეხბურთის მოთხოვნების ჩარჩოში უნდა იყოს მოქცეული.

სწრაფი თამაში, მეტოქისთვის სივრცის შეზღუდვა, შენთვის კი შექმნა - ეს ელემენტარული აუცილებლობაა. მაშინ მოვახერხეთ გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების შერწყმა. გვყავდა გიორგი ნემსაძე, დავით ჭიჭვეიშვილი, ლევან სილაგაძე, ახალგაზრდებიდან შოთა გრიგალაშვილი, ჯაბა დვალი, კახა მახარაძე, ჯაბა კანკავა, კახა ალადაშვილი...

სათადარიგოებიდან პირველ გუნდში დავაწინაურეთ ლევან მელქაძე, მიხეილ კაკალაძე, ილია კანდელაკი. ამ ყველაფერზე ჩამოყალიბებული პოზიცია წინასწარ გვქონდა.

იყო გამართლების ფაქტორიც, თუმცა უეფას თასის ჯგუფში რომ გავედით, ეს მიზანმიმართული მუშაობის შედეგი იყო.

"დინამოს" მმართველი დირექტორი მაშინ დავით პეტრიაშვილი გახლდათ, სპორტული დირექტორი კი კახა ჭუმბურიძე - ჩვენ ერთი იდეოლოგია გვქონდა, ერთად განვახორციელეთ ცვლილებები და რომ არა ამ ორი ადამიანის მხარდაჭერა, შედეგს ვერ მივაღწევდით.

პირველი მეტოქე ბორისოვოს "ბატე" იყო. პირველი მატჩი სტუმრად გვქონდა. პირველი ტაიმის დასაწყისში ორი გოლი გავუშვით, ტაიმის ბოლოს კი ერთი ბურთის გაქვითვა მოვახერხეთ. მეორე ტაიმი უკვე ჩვენი ინიციატივით წარიმართა და 3:2 გავიმარჯვეთ, თბილისში კი ბელორუსები 1:0 დავამარცხეთ.

მერე იყო ჩეხური "სლავია" - სტუმრად 1:3 წავაგეთ, შინ 2:0 გავიმარჯვეთ და უკვე ძალიან სერიოზულ მეტოქეს გადავაწყდით - პოლონურ "ვისლას", რომელმაც იმავე სეზონის დასაწყისში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოზე "ვიტ ჯორჯია" დაამარცხა 8:2 და 3:0.

ეტყობა, პოლონელებმა სათანადოდ ვერ შეგვაფასეს და ესეც ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენეთ. სტუმრად 3:4 წავაგეთ, შინ 2:1 მოვიგეთ და უეფას თასის ჯგუფშიც გავედით.

ალბათ გახსოვთ, თუ რა სერიოზული თავდასხმა ჰყავდა მაშინ "ვისლას" - მაცეი ჟურავსკი და ტომაშ ფრანკოვსკი.

მაშინ ახალგაზრდა მწვრთნელი ვიყავი და მეტი შემართება მქონდა, გამოცდილება კი - ნაკლები. ამ სამივე მატჩს რომ ჩავუღრმავდი, აღმოჩნდა, რომ შეხვედრის მე-60-72-ე წუთებზე გვქონდა ჩავარდნა, რაც კვლევის საგანი გახდა.

ფიზმომზადება, ფარმაკოლოგია, სამწვრთნელო პროცესი - ეს განაპირობებდა ამ პრობლემას და ცვლილებების შეტანაც მოგვიხდა ამ მიმართულებებით.

გუნდში ისეთი გამოცდილი და კლასიანი ფეხბურთელის ყოლა, როგორიც ნემსაძე გახლდათ, ჩვენთვის იმედიც იყო და დასაყრდენიც. რაც შეეხება ახალგაზრდებს, გული მწყდება, კანკავამ, გრიგალაშვილმა და მახარაძემ გაცილებით მეტს რომ ვერ მიაღწიეს. ალბათ, თვითონაც დაუშვეს გარკვეული შეცდომები.

2004 წელს უეფას თასის გათამაშების ფორმატი ისე შეიცვალა, რომ ჯგუფში ხუთი გუნდი იყო. ორს შინ ვეთამაშეთ, ორს კი გასვლაზე.

თბილისში წავაგეთ ფრანგულ "სოშოსთან", მერე პორტუგალიურ "სპორტინგთან" და გამოჩნდა, რომ კლასით ის გუნდები ჩვენზე გაცილებით მაღლა იდგნენ.

ნიუკასლში 0:2 დავმარცხდით, თუმცა ბევრჯერ გადავურჩით უფრო მეტ გოლს.

ფოტოზე: 2004 წლის 4 ნოემბერი. გიორგი ნემსაძე და ჯაბა კანკავა "ნიუკასლთან" მატჩში

ალან შირერი, პატრიკ კლიუვერტი, კრეიგ ბელამი - ასეთ ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ გუნდს ვეთამაშეთ. გამოცდილება როცა არ გყოფნის, ფსიქოლოგიური ტვირთი უფრო მძიმე ხდება, ფსიქოლოგია კი ძალიან ბევრ რამეს განაპირობებს.

მაშინდელი, 2004 წლის "დინამო" მოსამზადებელი ეტაპი იყო მომდევნო სეზონისთვის, როცა ფსიქოლოგიური ტვირთი უკვე მნიშვნელოვნად შემსუბუქდებოდა, მაგრამ გუნდიდან გამიშვეს და საერთოდ, "დინამოში" ბევრი რამ შეიცვალა.

რაც შეეხება წლევანდელ ევროსარბიელს, მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი ყველა ქართულ გუნდს აქვს, შეუძლებელი არაფერი არ არის. ეს ითქმის საჩხერის "ჩიხურაზეც". ევროტურნირების ფორმატი ახლა ისეთნაირად არის შეცვლილი, რომ ქართულ გუნდებს მეტი შანსი აქვთ, ევროსარბიელზე რაც შეიძლება წინ რომ წავიდნენ.

"დინამოს" მეტოქე, სავარაუდოდ, "სტიაუა" იქნება და დარწმუნებული ვარ, რომ დინამოელებს შეუძლიათ ამ გუნდთან წარმატების მიღწევა.

როცა "ზესტაფონის" მწვრთნელი ვიყავი, სამი წლის წინათ "სტიაუასთან" 1:1 ვითამაშეთ. "სტიაუა" ისე აღარ ქუხს, როგორც ადრე, თუმცა ახლაც ჰყავს ძლიერი ფეხბურთელები და მაქსიმალური კონცენტრაცია თუ იქნება, ამ ბარიერის გადალახვა შეიძლება.

"დილას" კარგი თამაში სასიამოვნო სიურპრიზი იყო, რადგან ცოტა დრო ჰქონდა ახალი გუნდის შესათამაშებლად. ამ ეტაპზე ქართული გუნდებიდან ყველაზე შინაარსიანი თამაში "დილამ" შემოგვთავაზა.

"ჩიხურას" საქმე რთულადაა, თუმცა უშანსოდ ნამდვილად არ არის შვეიცარიულ "თუნთან".

2004 წელს "დინამო" რომ მოხვდა უეფას თასის ჯგუფში, სამწუხაროდ, ამას არ მოჰყოლია გამოცოცხლება და აჟიოტაჟი, პირიქით, ამას მოჰყვა ჩავარდნა ქართულ საკლუბო ფეხბურთში, რაც ლოგიკაში არანაირად არ ჯდებოდა. ახლა კი ისეთი რწმენა მაქვს, რომ თუ ქართული გუნდი გავა ევროტურნირის ჯგუფში, მეტი დაფინანსება და ყურადღება ექნება ჩვენს საკლუბო ფეხბურთს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

odala
"დავინახეთ ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები, დავაკვირდით ფეხბურთელებს, წავიწიეთ გუნდის შეთამაშების მხრივ, ანუ ნაბიჯი წინ გადავდგით", "ნიუკასლში 0:2 დავმარცხდით, თუმცა ბევრჯერ გადავურჩით უფრო მეტ გოლს" - ეს ქართულის მცოდნეს დაწერილია?? შე დდდდდ..ლო სკოლაში არ გისწავლია? ან საქართველოში არ ცხოვრობ?
zviadi
უძლიერესი მწვრთნელია და ამჯამად არცერთ კლუბს არ წვრთნის, აი ეს არის ქართული ფეხბურთის უბედურება
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა
"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ბუნდესლიგა ხმაურიანი მატჩით იხსნება - "ბაიერნი" "ლაიფციგს" უმასპინძლებს
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"ნიუკასლის" ფეხბურთელი რომ ვიყო, ისაკის გუნდში დაბრუნება არ მენდომებოდა" - უეინ რუნი შვედი თავდამსხმელის სატრანსფერო საგას გამოეხმაურა
ქართველები ევროტურნირებზე - "სლოვანის" მარცხი, სიგუას დებიუტი
სფფ-ის ტექნიკური ცენტრი "ავაზა" გაიხსნა
[PHOTO] დაფრინავდნენ უნიტაზები, ფეკალიები, ქვები, ჯოხები - არიან დაჭრილები, 300 ფანი კი დაპატიმრებულია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ბოლო სპარინგიც წააგო - რა იქნება ევრობასკეტზე?
სპერციანმა ინგლისური კლუბი უარით გაისტუმრა
ლუის ენრიკე: დონარუმა? კრიტიკა მესმის, თუმცა...
საქართველოს მეტოქეები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევისთვის უკრაინითა და დანიით შეივსო
"მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ჯიკიჩმა შემადგენლობა 3 მოთამაშით შეკვეცა
"ტოტენჰემი" სავინიოს სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის - რას გადაწყვეტს "მანჩესტერ სიტი"?
"საფონოვმა ეს სურვილი დააფიქსირა" - ფრანგი ჟურნალისტი რუსი მეკარის მომავალზე წერს
"ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ შემდეგ მბაპე და ნეიმარი მოვიდნენ" - დრაქსლერმა პსჟ-ში გატარებული პერიოდი გაიხსენა
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა
ბელგიიდან "დინამოში" - მან ბელგიასა და რუსეთს საქართველო ამჯობინა
“გავედი ოთახში, არჩევნებიდან რამდენიმე საათში რეკავს ტელეფონი და სააკაშვილი მეუბნება…” - ნემსაძემ სფფ-ის პრეზიდენტობის სკანდალური არჩევნები გაიხსენა
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
16 წელი ისტორიული გამარჯვებიდან - 2003 წლის 30 აპრილი. საქართველო-რუსეთი 1:0 [VIDEO+PHOTO]
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება" - პორტუგალიური კლუბი ლომინაძეს ქართულად მიესალმა
ვიტალი დარასელიას თასი: ეს მარცხი არ არის კატასტროფა, მაგრამ... [VIDEO]
ვინ მოვა "დინამოში" და წავა გუნდიდან - გიორგი ნემსაძემ სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
ბესიკ ჩიმაკაძე "რუსთავისთვის" გაიტანს
რუსთავიდან თავრიზში - კახა კაკაშვილი ირანულმა გუნდმა წაიყვანა
ლევან სილაგაძე: "რუსთავი" თავის ადგილს დაიბრუნებს!
რუსეთის დამარცხება ასათიანის გოლით, "ბარსელონასთან" მოგება... - ინტერვიუ ფოთის "კოლხეთის" მწვრთნელთან...
საქართველოს ჩემპიონატი. I ლიგა: ახალწვეულთა დომინაცია
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
გეგუჩაძე უნდა წავიდეს, ამას აღარ მოვითმენთ! - ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრები
გოჩა ხოჯავა: დიდი ფეხბურთი მომენატრა და ძალიან მინდა, რომ დავბრუნდე
თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი "სპორტალში" [VIDEO]
[ექსკლუზივი] რომან ფიფია: ისეთი ლეგიონერები ჩამოვლენ, გაგიხარდებათ!..
დინამო (ბთ) VS დინამო (თბ) - როცა ბრინჯაოც ფასეულია...
ვარლამ კილასონია: გვენდობიან და ამიტომაც არიან ჩვენთან...
გიორგი ხარაიშვილი თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
"ისეთები გვითხრა, მზად ვიყავით რუსეთის ნაკრები შეგვეჭამა!" - ლადო ბურდულმა მოჰყვა, როგორ აუმაღლა ივო შუშაკმა მოტივაცია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს რუსეთთან მატჩამდე
გიორგი ნემსაძეც პოლიტიკაში წავიდა
Geo Team: ლომინაძე ორშაბათს პორტუგალიურ კლუბთან გააფორმებს კონტრაქტს
[ლელოს სტუმარი] "შესაძლოა, იმიტომაც, რომ თავმდაბალი ვარ...."
"მჯერა, ყველაფერს ჩვენ სასიკეთოდ დაასრულებთ" - კვარაცხელიას გზავნილი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელებს "ტირანასთან" მატჩამდე [VIDEO]
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
თბილისის "დინამომ" ორი ფეხბურთელი დაიმატა
თბილისის "დინამოს" დუბლები ლევან გვანცელაძეს ჩააბარეს
გია გეგუჩაძე: ყველას იმედი გვქონდა, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდოდით
გიორგი ნემსაძე: კაშიას პირობები ვერ დავაკმაყოფილეთ, სისოკო აღარ გამოჩნდა...
ცხადაძემ თბილისის "დინამო" ჩაიბარა და საქმეს შეუდგა