თუმცა ავსტრალიელს ჯერ არაფერი გადაუწყვეტია
ლეგენდარული ავსტრალიელი მოცურავე, ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონი იან ტორპი არ გამორიცხავს 2016 წელს, რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლას. მიუხედავად იმისა, რომ ტორპმა შარშან ვერ შეძლო ლონდონის ოლიმპიადის საგზურის მოპოვება, ავსტრალიელს სერიოზული მიზნები აქვს და მან უკვე დაიწყო ევროპაში მზადება რუსი მწვრთნელის გენადი ტურეცკის ხელმძღვანელობით.

"ახალგაზრდა აღარ ვარ და სიმართლე გითხრათ, საბოლოო გადაწყვეტილება არ მიმიღია მომავალ თამაშებზე მონაწილეობის მხრივ, - მოჰყავს სააგენტო "როიტერის" სიტყვები ტორპს. - უნდა ვთქვა, რომ რაც უფრო გემატება ასაკი, მით უფრო რთულია ვარჯიში. მაგრამ ისეთი მოცურავეების გამოცდილება, როგორიცაა, მაგალითად, ალექსანდრ პოპოვი, ამტკიცებს იმას, რომ შეიძლება 30 წლის ასაკში ვარჯიში და ტურნირებზე წარმატებით გამოსვლა.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკვე გარკვეული ვარ ოლიმპიადაზე გამოსვლის მხრივ. მიუხედავად ამისა, უკვე შევუდექი ვარჯიშებს და ვნახოთ, საბოლოოდ რა გამოგვივა".

დავამატებთ, რომ რიოს ოლიმპიადის მომენტში ტორპს 33 წელი შეუსრულდება. მისი დებიუტი ზაფხულის თამაშებზე 2000 წელს, სიდნეიში შედგა, კარიერა კი ავსტრალიელმა 2006 წელს დაასრულა მოტივაციის დეფიციტის მიზეზით. მოგვიანებით, 2011 წელს, "ტორპედომ" (ტორპის მეტსახელი) დიდ სპორტში დაბრუნება სცადა, მაგრამ ლონდონის ოლიმპიური თამაშების საგზური ვერ მოიპოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

იან ტორპს ერთი შანსი დარჩა

მამაკაცმა მოცურავეების წინ გაისეირნა და აუზში პირდაპირ თავით გადახტა - კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა [VIDEO]
ნოე ფანცხავამ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 41-ე ადგილი დაიკავა
15 წლის ანა ნიჟარაძემ ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...