საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მეოთხე ტური ახალციხეში გამართული მატჩით დაიწყო. სუპერლიგის დებიუტანტმა „ახალციხემ“, რომელმაც კალენდრის მიხედვით ერთ ტურში ისვენებდა და მიმდინარე სეზონში მესამე შეხვედრა ჩაატარა, საკუთარ არენაზე გორის „ივერიონი“ მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 78:74 დაამარცხა, რითაც კლუბის ისტორიაში სუპერლიგის ეგიდით პირველი გამარჯვება იზეიმა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობითა და დიდი მუხტით წარიმართა.

თავიდან გორის „ივერიონი“ აქტიურობდა და გარკვეული პერიოდი წინაც იყო, თუმცა მეორე ათწუთეულიდან სიტუაცია გათანაბრდა და პარკეტზე ქულა-ქულაზე ბრძოლა გაჩაღდა (პირველი პერიოდი 19:15 – სტუმართა სასარგებლოდ დასრულდა, ხოლო მეორეში ახალციხელებმა იმარჯვეს 19:13).

მატჩის ბედი მესამე და მეოთხე პერიოდებში გადაწყდა, როდესაც მასპინძლებმა გუნდური თამაშისა და მებრძოლი სულის ხარჯზე ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვეს. განსაკუთრებით შთამბეჭდავად ითამაშეს საბა ლობჯანიძემ და ლეგიონერმა ჯამირ ჰარისმა, რომლებმაც გადამწყვეტ მომენტებში ლიდერობა იტვირთეს.

მიუხედავად იმისა, რომ გორელები ბოლომდე იბრძოდნენ და დასკვნით წუთებზე შორეული სამქულიანებითა თუ ტაქტიკური ჯარიმებით სიტუაციის შემოტრიალებას ცდილობდნენ, ახალციხელებმა დაცვაში საიმედოდ ითამაშეს, ნერვები ბოლომდე შეინარჩუნეს და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშეები ორივე გუნდიდან იყვნენ: „ახალციხის“ შემადგენლობაში ჯამირ ჰარისი (19 ქულა), კურვოსიე მაკკოლი (17 ქულა, 5 მოხსნა), საბა ლობჯანიძე (12 ქულა) და ლაშა მიქელაძე (9 ქულა) გამოირჩნენ, ხოლო „ივერიონის“ რიგებში მაიკა კლარკი (24 ქულა, 5 მოხსნა), კრისტიან მური (22 ქულა, 7 მოხსნა, 4 პასი) და მიქელ უგრეხელიძე (8 ქულა, 8 მოხსნა, 4 პასი) ლიდერობდნენ.

სუპერლიგის მეოთხე ტური ხვალიდან გაგრძელდება: სუპერლიგის ლიდერიკსუ-კავკასია სტუმრად „ბათუმს“ დაუპირისპირდება, ხოლო „ბლექ ფორტრესი“ ძველ სპორტის სასახლეში „თელავს“ უმასპინძლებს.

GBF

რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
თსუ-მ ბლექ ფორტრესიც დაამარცხა და სუპერლიგაში ლიდერობს
თსუ-ს შთამბეჭდავი ქამბექი და ზედიზედ მეორე გამარჯვება სუპერლიგაში
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს
საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "ლუგანოსთან" 5 გოლი გაუშვა
[VIDEO] გამარჯვებასთან რა ახლოს ვიყავით - "იბერია 1999" "მიალბისთან" ფრეს დასჯერდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
გიორგი ცხოვრებაძის ბრწყინვალე მატჩი: "ზაგრებმა" პსჟ-ს სძლია
ტონი კროოსმა ისტორიაში 5 საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველი დაასახელა
დანი ალვეში: არგენტინაში ქრისტეს საქადაგებლად ჩამოვედი
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი
"ნემსაძის ოჯახს გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ" - "ტრაბზონსპორისა" და "დანდი იუნაიტედის" განცხადებები
"ასეთი თამაში მიუღებელია" - კერიკი "კომოსთან" 1:4 მარცხის შემდეგ