სკანდალი არსებობს, მაგრამ არავინ დაისჯება
უკვე ვწერდით იმის შესახებ, რომ 2004 წლის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ავსტრალიელმა სტიუარტ ო'გრეიდიმ კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

მოგვიანებით კი 39 წლის მრბოლელმა აღიარა, რომ 1998 წელს, ტურ დე ფრანსის სტარტამდე ორი კვირით ადრე, აკრძალულ პრეპარატებს იღებდა. ავსტრალიელმა ისიც დაამატა, რომ ერითროპოეტინი შეიძინა და გამოიყენა თავისი გუნდისგან გვერდის ავლით. იმ დროს ო'გრეიდი ფრანგულ Credit Agricole-ში გამოდიოდა. 1998 წლის ფრანგულ ველომარათონში ავსტრალიელი მეორე იყო სპრინტერთა კლასიფიკაციაში.

ასევე, გაგაცანით იმ ველომრბოლელთა სია, რომლებიც საფრანგეთის სენატის მიერ ჩატარებული გამოძიების შემდეგ, 1998 წლის ტურ დე ფრანსზე დოპინგის გამოყენებაში ამხილეს. 18 სპორტსმენს შორის მოხვდნენ მაშინდელი ვარსკვლავები - იტალიელი მარკო პანტანი და გერმანელი იან ულრიხი.

ამ ფაქტს გამოეხმაურა ველომრბოლელთა საერთაშორისო კავშირი (UCI). აი, რა წერია ამ ორგანიზაციის განცხადებაში:

"1998 წლის დოპინგ-სინჯების განმეორებითი ტესტირება ფრანგულ ლაბორატორიაში მეცნიერული კვლევის საფუძველზე მოხდა და არა ანტისადოპინგო ანალიზების ჩატარების ტექნიკური სტანდარტების შესაბამისად. ასევე, არ იყო დაცული ანონიმურობის პრინციპები და არ არსებობდა სპორტსმენთა თანხმობა განმეორებითი კვლევისთვის.

თავის მხრივ, ველომრბოლელებს არ შეეძლოთ მათ მიერ წაყენებული ბრალდებისგან დაცვა: "B" სინჯები არ არსებობს. ამიტომაც ჩვენი ორგანიზაცია ვერ მიიღებს ამ შედეგებს წონად მტკიცებულებად ველომრბოლელთა დასასჯელად და არასწორად მიაჩნია სპორტსმენთა გვარების გამოცხადება".

ამერიკელმა ლენს არმსტრონგმა, რომელსაც დოპინგის მიღებისთვის ტურ დე ფრანსის შვიდი ტიტული ჩამოართვეს, სააგენტო “როიტერთან” კომენტარში განაცხადა, რომ პრაქტიკულად ყველა ველომრბოლელი არღვევდა წესს და იტყუებოდა. ლენსის თქმით, ადრე ველოსპორტში მომხდარ ამბებს წერტილი უნდა დაესვას და სპორტის ამ სახეობამ წინ უნდა იაროს.

ასე გამოეხმაურა სკანდალურად ცნობილი ამერიკელი ინფორმაციას, რომელიც საფრანგეთის სენატმა გამოაქვეყნა. არმსტრონგი ამბობს, რომ არ არის გაკვირვებული ამ პუბლიკაციით. “ეს იყო ყველა ჩვენგანისთვის წარუმატებელი ეპოქა”, - ახსნა სკანდალურად ცნობილმა სპორტსმენმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ვარსკვლავებს ძველი ცოდვები გაუხსენეს

ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
ვუელტას ველომარათონი კრის ფრუმმა მოიგო
U20 ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ასპარეზობა მე-20 ადგილზე დაასრულა
კირილე თვაური ერევანში ლატვიასა და ხორვატიის ფინალურ მატჩს მოემსახურება
მამარდაშვილის "ლივერპულის" მორიგი ტრანსფერი - ეკიტიკე კარიერას "ენფილდზე" განაგრძობს
"აიაქსს" ახალი ფორვარდი ეყოლება - კლუბმა გლუხთან შეთანხმებას თითქმის მიაღწია
შეთანხმება მიღწეულია - მარკუს რაშფორდი კარიერას "ბარსელონაში" განაგრძობს
"ნაპოლიში" სწორედ ამიტომ გადმოვედი" - დე ბრუინმა ჟურნალისტებთან თავის არჩევანზე ისაუბრა
გადაიხდიან ამხელა თანხას? - მამარდაშვილის "ლივერპულს" ისაკის შესაძენად სატრანსფერო ფასი დაუსახელეს
ქოჩორაშვილი შეიძლება "სპორტინგის" ლიდერი გახდეს - იულმანს "იუვენტუსში" გადასვლა სურს
[VIDEO] დაიწყო - წიტაიშვილმა "მეცში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] დამაჯერებლად და ვადაზე ადრე - ლაშა გურულმა "უემბლიზე" ბრიტანელი მეტოქე დაამარცხა!
მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
ჰამანმა "ბაიერნს" დონარუმას უფასოდ ხელში ჩაგდება ურჩია
პსჟ-მ პერსპექტიული ნახევარმცველი იჯარით პორტუგალიაში გაუშვა
Arménie Football: სპერციანსა და პსჟ-ს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, მაგრამ ის კარიერას "ჟირონაში" გააგრძელებს
ზელანდიელების მესამე გამარჯვება და ლომების ლომური მატჩი - ივლისის ცენტრალური ტესტ-მატჩები
ისაკი გამოირიცხა - "ლივერპულმა" ეკიტიკესთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა
დიდი ხნის განმავლობაში "დორტმუნდში" გადასვლის წინააღმდეგი ვიყავი" - ჯობ ბელინგემი
კლუბები შეთანხმდნენ - "იუნაიტედი" "ბრენტფორდის" შემტევს 70 მილიონ ევროდ იმატებს
"ის მათსავით კარგია" - მარსელომ პსჟ-ს შემტევებზე ისაუბრა
"არავითარი რაშფორდი, "ნაპოლიმ" "კვარას" შემცვლელად ეს შემტევი უნდა დაიმატოს" - კასანოს რჩევა "პარტენოპეის"
ტურ დე ფრანსი: კონტადორი პოდიუმს დაშორდა
ლენს არმსტრონგს ლუდი და სირბილი არ გამოუვიდა
ლენს არმსტრონგი და ისევ ტყუილი
როგორ ცხოვრობს ადამიანი, რომელმაც მოიტყუა, რომ დოპინგი არ მიუღია
ჯირო ირლანდიაში დაიწყება
ᓛᓗᓕᕠᓐᕚᕘ ᓘᓐᓜ ᓣᓚᓠᓘᓮᓘ ᓡᓐᓨᕘᕨᓘᓐ
ლენს არმსტრონგმა 100 მილიონი წააგო
იან ულრიხმა დოპინგი აღიარა
ლენს არმსტრონგი: ველოსპორტი ხელს უწყობს დოპინგის კულტურას
ვარსკვლავებს ძველი ცოდვები გაუხსენეს
ᓚᓔᓜᓡ
იან ულრიხს ოლიმპიურ ოქროს ართმევენ