იტალიაში რასისტულად თავს მხოლოდ მარიო ბალოტელის არ ესხმიან
იტალიურ ფეხბურთში რასიზმი ძველი პრობლემაა და მასთან გამალებული ბრძოლის მიუხედავად, პრობლემა პრობლემად რჩება. გასულ კვირას, რასისტული შეურაცხყოფის გამო, მოედანი დემონსტრაციულად კიდევ ერთმა ფეხბურთელმა, კევინ კონსტანტმა დატოვა, ეს ყველაფერი კი "ტროფეო ტიმ-ის" გათამაშებაში მოხდა.

ბუნებრივია, ამ ამბავს იტალიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და რასისტები ისევ ისე დაგმეს, როგორც ყოველი ასეთი ინციდენტის შემდეგ. კონსტანტის შეურაცხყოფას იტალიის ინტეგრაციის სამინისტროს ხელმძღვანელი კიენგე სესილი გამოეხმაურა, რომელსაც კონგოური ფესვები აქვს და რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლით მიაღწია კარიერულ წარმატებას - სესილმა "კორიერე დელო სპორტს" საინტერესო კომენტარი მისცა:

"მთელი ცხოვრებაა რასიზმის წინააღმდეგ ვიბრძვი, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ განსაკუთრებულ წარმატებას ვერ მივაღწიე. როგორც ხედავთ, თუნდაც საფეხბურთო მოედანზე რასისტულ ნიადაგზე უამრავი ინციდენტი ხდება. კევინ კონსტანტის საქციელი სწორი იყო, მას აუცილებლად უნდა დაეტოვებინა მოედანი.

აქვე აღვნიშნავ, რომ ერთადერთი ადამიანი, ვინც იტალიაში რასიზმს მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა, ეს მარიო ბალოტელია. მახსოვს, კარიერის საწყის წლებში მას იტალიის ყველა სტადიონზე უსტვენდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. დღეს, მარიო ყველას უყვარს, რაც მისმა ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობამ გამოიწვია. როდესაც ბალოტელის ნაკრებში გოლი გააქვს, მთელი ქვეყანა ერთიანია.

მარიო მიიღეს და დიდი იმედი მაქვს, რომ ასე მოხდება ნებისმიერი ფერადკანიანის შემთხვევაშიც".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მარიო ბალოტელი მთელი ცხოვრება 45-ნომრიანი მაისურით ითამაშებს

იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
[VIDEO] ნერესს ვეღარ აჩერებენ - "ნაპოლიმ" სტუმრად "რომას" სძლია
ინსინიე სერია A-ში ბრუნდება - კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
ოფიციალურად: ბალოტელი "ჯენოას" ფეხბურთელია
"თუ სერია A-ში დავბრუნდები, იქაურობას დავანგრევ" - ბალოტელის პირობა "ჯენოას" მწვრთნელს
ბალოტელიმ "ჯენოაში" გადასვლიდან ორ თვეში შეიძლება გუნდი გამოიცვალოს
"გაგიკვირდებათ, მაგრამ საუკეთესოა ვისთანაც მითამაშია" - ბალოტელიმ ყოფილი თანაგუნდელი გამოარჩია
"მილანმა" ალესიო ჩერჩის დაუმიზნა
16 წლის ასაკში ამ გადარეულმა ისეთი რამ გააკეთა, არ დაიჯერებთ" - მაიკონმა ბალოტელიზე ისტორია გაიხსენა
"ბოლო 20 წლის განმავლობაში საუკეთესო იტალიელი მე-9 ნომერია" - "ჯენოას" პრეზიდენტი ბალოტელიზე