იყიდება "ბენეტონი"
ესპანური გაზეთი El Mundo იტყობინება, რომ 2014 წელს, ესპანეთის გრანპრი არა ვალენსიაში, არამედ ბარსელონაში გაიმართება. რბოლის ჩატარების სავარაუდო თარიღია - 11 მაისი.

ასე რომ, ევროპის გრანპრის ორგანიზატორების იმედებს რბოლის ვალენსიაში ჩატარების თაობაზე, ასრულება არ უწერია. როგორც გაზეთი წერს, არ გაფორმებულა კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც ესპანური ეტაპი ვალენსიასა და ბარსელონაში მონაცვლეობით უნდა ჩატარებულიყო. ახლა კი იტყობინებიან, რომ კატალონიაში უკვე ერთი თვეა დაიწყეს მზადება მომავალი სეზონის რბოლისთვის.

უფრო მეტიც, ივნისში ესპანეთის 2014 წლის გრანპრიზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია. იმასაც წერენ, რომ ვალენსიელ პრომოუტერებსაც აქვთ კონტრაქტი რბოლების ორგანიზატორებთან, მაგრამ, როგორც ცნობილია, მსგავსი ხელშეკრულებები ძალაში მაშინ შედის, როცა ეტაპი ჩემპიონატის კალენდარშია შეტანილი.

იმის გათვალისწინებით, რომ ავტოდრომების რიცხვი, რომლებიც მზად არიან ფორმულა 1-ის რბოლების მისაღებად, აშკარად აღემატება კალენდარში შესატანი ეტაპების რიცხვს, ესპანეთში ორი რბოლის ჩატარება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ეს კიდევ უფრო ცხადი გახდა მას შემდეგ, რაც 2014 წლის კალენდარში ავსტრიის გრანპრი დააბრუნეს. ასევე, 2014 წელს უნდა გაიმართოს სადებიუტო რბოლები სოჭსა და ნიუ ჯერსიში.

ბოლოს, ვალენსიის გრანპრი 2012 წელს გაიმართა. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის 2014 წლის კალენდარი ჯერ არ გამოქვეყნებულა.

იყიდება "ბენეტონი"

ბოლიდი Benetton B191, რომლითაც მიხაელ შუმახერმა 1991 წელს, იტალიაში თავისი პირველი რბოლა ჩაატარა "ბენეტონის" რიგებში და პირველი ქულები მოიპოვა ფორმულა 1-ში, აუქციონზე გასაყიდად გამოიტანეს.

10 აგვისტოს, ბრიტანული აუქციონის - Coys-ის სახლი, რომელიც ძველი ავტომობილების რეალიზაციით სპეციალიზდება, უნიკალურ ავტომობილს ნიურბრუგრინგზე, Oldtimer Grand Prix-ის ფესტივალის დროს გაყიდის.

იტყობინებიან, რომ მანქანა შესანიშნავ მდგომარეობაშია და მისი სტარტზე გაყვანაც შეიძლება. Benetton B191 შექმნილია სახელგანთქმული კონსტრუქტორის რორი ბერნის მიერ. აღნიშნული ეკზემპლიარი Ford Cowsorth HB V8-ის ორიგინალური ძრავით არის აღჭურვილი, სრულად დაკომპლექტებულია, გააჩნია ტელემეტრიის სისტემა და მოყვება სათადარიგო საბურავების კომპლექტი.

ასევე მანქანას თან ერთვის მისი სპორტული ისტორიის შესახებ სრული ინფორმაცია. ბოლოს Benetton B191 ტრასაზე 2013 წელს გაიყვანეს, როცა ჰოკენჰაიმზე ჯიმ კლარკისადმი მიძღვნილი მემორიალური რბოლა გაიმართა. იქ 1991 წლის "ბენეტონი" პირველ სამეულში მოხვდა.

Benetton B191-ის სასტარტო ფასი ჯერჯერობით არ დაუსახელებიათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლუის ჰემილტონის იღბლიანი ათიანი

ამ გაგანია ომში,სოჭში რბოლას რა უნდა?!ავტომანქანებს აღარ ასყიდებენ რუსეთს და რბოლა ჩააქვთ?რბოლა,დიდი შემოსავალია და ეგეც რომ არ იყოს,უკრაინული დრონები,მანდაც მისწვდებიან,თუ გადაწყვიტეს.როგორ გგონიათ,არ შეეცდებიან რბოლის ჩაშლას?ვფიქრობ აუცილებლად შეეცდებიან,ერთი-ორი დრონის ტრასაზე ჩაგდებას,რომ ვერავინ გაბედოს იქ ჩასვლა.ეკონომიური შედეგებიც ექნებათ და პოლიტიკური რეზონანსიც.
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
Aprilia Racing-ის ისტორიული გამარჯვება MotoGP-ს რბოლაში!
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
"არ მგონია, ლუისმა მიხაელის რეკორდის გაუმჯობესება მოახერხოს... მიზეზი?" - ფელიპე მასამ ჰამილტონსა და შუმახერზე ისაუბრა
მიხაელ შუმახერის ბოლიდი იყიდება
მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ "შავი ლომი" "ბენეტონთან" დამარცხდა
მიხაელ შუმახერის საჩემპიონო ბოლიდი იყიდება
Auto-bild.ro: მიხაელ შუმახერის სიმაღლე 14 სანტიმეტრით შემცირდა
მიხაელ შუმახერი ქალიშვილმა ასახელა
მიხაელ შუმახერმა, შესაძლოა, მკურნალობა აშშ-ში გააგრძელოს
შუმახერის კარიერაში ყველაზე მტკივნეული გამარჯვების ისტორია