საფეხბურთო გერმანიამ ჰაინკესი, ლატეკი და კიორბელი დააფასა
სამშაბათს ბუნდესლიგა 50 წლის გახდა. ამ საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, ბერლინში გერმანიის საფეხბურთო ელიტა შეიკრიბა.

სასტუმრო "ერსტელში" გამართულ გრანდიოზულ წვეულებას 500 სტუმარი ჰყავდა - მათ შორის იყვნენ არა მარტო ფეხბურთისა და ზოგადად სპორტის, არამედ პოლიტიკისა და, რა თქმა უნდა, მედიის წარმომადგენლებიც. საღამოს კულმინაცია ლეგენდარული ბუნდესლიგელებისთვის, იუპ ჰაინკესისთვის, უდო ლატეკისთვისა და კარლ-ჰაინც კიორბელისთვის საპატიო ჯილდოების გადაცემა გახლდათ. ეს დაჯილდოვება ყოველ სამ წელიწადში ერთხელ იმართება, ახლა კი განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ბუნდესლიგის 50 წლის იუბილეს დაემთხვა.

იუპ ჰაინკესს და კარლ-ჰაინც კიორბელს ჯილდოები პირადად გადაეცათ, ლეგენდარული მწვრთნელი უდო ლატეკი კი ღონისძიებას ავადმყოფობის გამო (გული აწუხებს) ვერ დაესწრო. მათი დაჯილდოვების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ისაა, რომ ფეხბურთელისა და მწვრთნელის რანგში ბუნდესლიგაში 1 000-ზე მეტი მატჩი აქვთ ჩატარებული.

"ეს ჩემთვის უდიდესი პატივია. ღირსეული ბუნდესლიგელის წოდება ყველაზე დიდი ჯილდოა, რაც კი ოდესმე მიმიღია," - განაცხადა 68 წლის ჰაინკესმა, რომელმაც წინა სეზონში მიუნხენის "ბაიერნს" ჰეთთრიკი შეასრულებინა და პენსიაზე ტრიუმფატორის რანგში გავიდა.

"1963 წელს, ბუნდესლიგის დაარსებით გერმანულ ფეხბურთში უდიდესი რევოლუცია მოხდა. ამ 50 წლის განმავლობაში ჩვენი ლიგა მხოლოდ პროგრესირებდა და ვითარდებოდა, დღეს კი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ლიგაა. პირველი წლები მეც კარგად მახსოვს, აქ დამსწრე სტუმართაგან კი ბევრი სწორედ მაშინ იყო კარიერის პიკში და მათ უფრო კარგად ეხსომებათ, რომ მაშინდელ წვეულებებზე მხოლოდ თითო ნაჭერი მშრალი ნამცხვარი და თითო ჭიქა ყავა რიგდებოდა, დღეს კი აი, ასეთ გრანდიოზულ წვეულებას ვატარებთ," - ეს გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტის, 63 წლის ვოლფგანგ ნირსბახის სიტყვებია.

წვეულებას, რა თქმა უნდა, გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვიც დაესწრო, რომელმაც განაცხადა: "ბუნდესლიგაზე სულ რაღაც 3 წლით უფროსი ვარ... დაარსებიდან 50 წლის შემდეგ, ეს ლიგა თავისი ისტორიის პიკშია. ბუნდესლიგას ყველგან აქებენ და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ლიგად - თუ საუკეთესოდ არა - რაცხავენ. ჩვენ ისეთი ინფრასტრუქტურა გვაქვს, რომელზეც ნებისმიერი საფეხბურთო ქვეყანა ოცნებობს. სტადიონები არა მარტო პირველ, არამედ მეორე ბუნდესლიგაშიც კი თითქმის ყოველთვის სავსეა. ერთი სიტყვით, გერმანელებმა ბუნდესლიგით უნდა ვიამაყოთ!"

თეოლოგმა ვოლფგანგ ჰუბერმა მოითხოვა, რომ ბუნდესლიგას ზოგადად გერმანიის საზოგადოებამ მიჰბაძოს, ლეგენდარულმა გერმანელმა გოლეადორმა უვე ზეელერმა კი, რომელიც ახლა საფეხბურთო კავშირის საპატიო პრეზიდენტია, აღნიშნა, ბუნდესლიგის წარმატება შემთხვევითობას არ მოუტანია და მის შენარჩუნება კიდევ უფრო რთული იქნებაო. "თუ გვინდა, რომ პროგრესი გავაგრძელოთ ან მინიმუმ პოზიციები შევინარჩუნოთ, ფეხბურთი მუდმივად უნდა ვითარდებოდეს," - აღნიშნა ზეელერმა.

ბერლინში ბუნდესლიგის პრეზიდენტის არჩევნებიც შედგა, რომელიც ისევ რაინჰარდ რაუბალმა (ეს უკანასკნელი დორტმუნდის "ბორუსიას" პრეზიდენტიცაა) მოიგო. მას კონკურენტი არ ჰყოლია...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ანალიზი: დიადი ტაქტიკები ზეპ ჰერბერგერიდან ხოსეპ გვარდიოლამდე

"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
შესაძლოა, შეთავაზება ზამთარშივე გააკეთონ - “ბაიერნს” კოსოვოელი ფორვარდი სურს
კლუბს ეს უკვე აცნობა - ადეიემის ცოლის გამო "დორტმუნდის" დატოვება სურს
ტერ შტეგენი გუნდს გამოიცვლის, თუმცა კატალონიაში დარჩება
[VIDEO] "არსენალმა" "ასტონ ვილა" დაშალა - ემერი "ემირეითსზე" შეაჩერეს...
სერხიო რამოსი შეიძლება საფრანგეთში დაბრუნდეს
სასაჩუქრე ნაკრებები მამაკაცისთვის - PSP-ში საახალწლო ფასდაკლება გელოდებათ
"ლიგის ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამ მატჩზე ფიქრობდა" - ვისენსმა გავრდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა
"ფლორენტინო პერესმა საფეხბურთო სამყარო შეცვალა" - რონალდომ "რეალის" პრეზიდენტის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოხატა
ერთ ნაბიჯში "სიტისთან" - დღეს სემენიო "ბორნმუთში" სავარაუდოდ, ბოლო მატჩს ჩაატარებს
"ეს ძალიან რთული დრო იყო, ერთი გუნდი არ ვიყავით" - ვიტინიამ პსჟ-ში მძიმე პერიოდი გაიხსენა
"რომამ" მარტივად მოიგო და მე-4 ადგილზე გადავიდა
[VIDEO] ულამაზესი კადრები - ასე აღნიშნეს პსჟ-ის ფანებმა წარმატებული 2025 წელი
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" კვლავ იმარჯვა და უკვე პლეი-ოფის ზონაშია
საქართველოს ნაკრებმა სეზონის ბოლო მატჩში საუდის არაბეთთან ფრედ ითამაშა
[VIDEO] მატჩისას მეკარე იძულებული გახდა ჩაი დაელია
სპერციანი სერია A-ში - "ინტერში" სომხური დუეტი იქნება?
7-კაცა | გიორგი ნოზაძე - შეიყვარე და გამოგვყევი
საქმე სერიოზულადაა. წიტაიშვილს რიგი დაუდგა - ბუნდესლიგის კლუბი წინადადებას ამზადებს
"შახტარს" აზაროვი და კიდევ შვიდი ფეხბურთელი დატოვებს
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ხორდი კრუიფი "აიაქსის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა
"გერმანია და ბრაზილია ტოპ 5-ში არ არიან" - კროოსმა მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
"კვარას და დემბელეს ამ ლეგენდარულ დუეტს შევადარებდი" - იუპ ჰაინკესი
მიშელ პლატინი ფიფას პრეზიდენტის არჩევნებში კენჭისყრას აპირებს
მეტი ხართ, ვიდრე მწვრთნელი - რიბერიმ ჰაინკესს იუბილე მიულოცა
300 000 ევრო მსოფლიოს ჩემპიონობისთვის - გერმანელები პრემიებზე შეთანხმდნენ
გერმანია ფიფას არ ენდობა - უეფას ფიფასთან თანამშრომლობა აღარ უღირს?
იუპ ჰაინკესი: ნაღდი თერთმეტმეტრიანი იყო, მსაჯობაზე წუწუნს აზრი არა აქვს
იოახიმ ლიოვის ახალი კონტრაქტი
იუპ ჰაინკესი: სვენ ულრაიხს თვალთ დაუბნელდა, ეს ფეხბურთელისთვის საშინელებაა
ბუნდესლიგა. XXXIV ტური: ჰამბურგში დრო გაჩერდა... [VIDEO]
ჰაინკესი: სანე ტოპ-ფეხბურთელი არ არის - მისი ფასი გადაჭარბებულია