ბრიტანელი ჩემპიონის იუბილე
8 აგვისტოს, ფორმულა 1-ში მსოფლიოს 1992 წლის ჩემპიონი, ბრიტანელი ნაიჯერ მენსელი 60 წლის გახდა. "დიდი ცირკის" ბრიტანელ ჩემპიონებს შორის, ის ყველაზე დიდხანს ელოდა მთავარი სპორტული ოცნების ასრულებას, რადგან თავისი ერთადერთი ტიტული ფორმულა 1-ში მე-13 სეზონის თავზე მოიპოვა. მენსელი თავისებული რეკორდის მფლობელია: მან 176 გრანპრი ჩაატარა იქამდე, სანამ ტიტულს მოიგებდა. ასეთი გრძელი გზა ჩემპიონობამდე არც მანამდე და არც შემდეგ არც ერთ პილოტს არ ჰქონია.

სხვადასხვა წლებში მენსელი კიდევ სამჯერ იყო ერთი ნაბიჯით დაშორებული ტიტულთან, მაგრამ ბედმა ისე გადაწყვიტა, რომ ჩემპიონობა სხვა პილოტს უნდა რგებოდა - ალენ პროსტს, ნელსონ პიკესა და აირტონ სენას.

გარდა ამისა, ნაიჯერ მენსელი ერთადერთია ისტორიაში, ვინც ფორმულა 1-ის ტიტული მოიგო, მომდევნო წელს კი ამერიკა დაიპყრო: 1993 წელს, ის IndyCar-ის სერიის ახალბედა იყო, მაგრამ პირველივე ცდაზე მოიპოვა იქ ჩემპიონობა.

კარიერის ბოლო წლებში, ნაიჯერ მენსელი პერიოდულად გადიოდა სტარტზე GP Masters-ის ვეტერანთა რბოლებში და მონაწილეობდა "ლე მანის 24 საათში", მაგრამ იქ წარმატებისთვის არ მიუღწევია.

ის დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ბრიტანელ მრბოლელად: უფროსი თაობის გულშემატკივრებს კარგად ახსოვთ მისი პილოტირების შემტევი მანერა და ბრწყინვალე ოსტატობა. ორჯერ - 1986 და 1992 წლებში, ნაიჯელი ბრიტანეთში "წლის სპორტსმენად" აღიარეს.

ამბობენ, რომ მასთან რთული იყო მუშაობა. ხანდახან იხსენებენ სერ ფრენკ უილიამსის ფრაზას, რომელიც მან 1992 წელს წარმოთქვა, როცა "უილიამსი" მეორედ გამოეთხოვა ნაიჯელს:

"ჩვენ დაგვაკლდება ეს პილოტი, მაგრამ არ მოვიწყენთ ამ ადამიანის გამო". თუმცა იდეალური ადამიანები არ არსებობენ, ავტოსპორტში კი, პირველ რიგში, ფასი აქვს არა სულიერ თვისებებს, არამედ სისწრაფეს, გამარჯვებისადმი სწრაფვასა და სიმამაცეს. ეს ყველაფერი ნაიჯელ მენსელს მოჭარბებულად ჰქონდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ფორმულა 1: ფანხიოდან ფეტელამდე

ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
Aprilia Racing-ის ისტორიული გამარჯვება MotoGP-ს რბოლაში!
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
რუსულად საუბრის გამო დაისაჯა - "კარპატის" უკრაინელ მცველს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში მეოთხე ადგილი დაიკავა
"სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა - დავითაშვილმა ტრავმა მიიღო
[VIDEO] პირველად ქართული სპორტის ისტორიაში - საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები გუნდური ასპარეზობის ფინალშია!
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
[VIDEO] "არსენალი" ფორმას იბრუნებს - დიოკერეშის მეორე ტაიმი!
[VIDEO] ლევანდოვსკის და იამალის ბრწყინვალე გოლები - "ბარსელონამ" "მალიორკა" მარტივად დაამარცხა
ზივზივაძე და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "ჰამბურგმა" "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
[VIDEO] კვერნაძის საგოლე გადაცემა და "ფროზინონეს" დასანანი მარცხი მნიშვნელოვან მატჩში
კვარაცხელიას დაბრუნება ფრანგულ კლასიკაში - მიქაუტაძის გამარჯვების დრო!..
"ᓠᓔ
20 ᓬᓔᕚᕘᕐ ᓯᕐᓓᕝᓥᕐᓠᓘ ᓐᓦᓐᕠ ᓐᓠᕡᕔᕑᓝᓑᕡ - ᓐᓘᕠᓢᓝᕜ ᓡ
ფორმულა 1. გერმანიის გრანპრი: მოგება მტრის ტერიტორიაზე
გაიცანით ფორმულა E - ლოს ანჯელესში ელექტრობოლიდის პრეზენტაცია შედგა [PHOTO]
ფორმულა 1: ფორმულა ორად გაიყოფა?
William Hill: სებასტიან ფეტელი თითქმის ჩემპიონია
დიდი ბოსები: ბერნი ეკლსტოუნი - დიდი ცირკის ჩია იმპრესარიო
ფორმულა 1-ის სკანდალი: 3-გზის ჩემპიონის არაეთიკური ინტერვიუ [VIDEO]