წელს ავტოსპორტში ახალ სერიას ექნება დებიუტი, რომელშიც ელექტრობოლიდებით იქნება შეჯიბრება
წელს ავტოსპორტში ახალ სერიას ექნება დებიუტი. მისი სახელწოდებაა - ფორმულა E და მასში ელექტრობოლიდებით იქნება შეჯიბრება.

8 იანვარს ლოს ანჯელესში ამ უცნაური ბოლიდის პრეზენტაცია შედგა. საჭესთან ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი, ბრაზილიელი ლუკას დე გრასი იჯდა, რომელმაც მოგვიანებით შთაბეჭდილებები გაუზიარა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, ყველაზე უცნაური ახალ მანქანაში ის არის, რომ ელექტროძრავის გამო ხმაურის დონე მინიმუმამდეა დაყვანილი.

უკვე ცნობილია, რომ ფორმულა E-ში ჩემპიონატი 10 ეტაპისგან იქნება შემდგარი და მასში 10 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. სასტარტო სეზონში ყველა საჯინიბოს აბსოლუტურად ერთნაირი ბოლიდები ეყოლება.

ასევე ცნობილი გახდა მანქანების ტექნიკური მახასიათებლები: ბოლიდი საათში 100 კილომეტრ სიჩქარეს 3 წამში კრეფს, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 220 კმ/სთ იქნება.

ბუნებრივია, რბოლების დროს ნავარაუდებია ბოქსებში შესვლა, ოღონდ არა მხოლოდ საბურავების, არამედ ელემენტების შესაცვლელად.

ფორმულა E-ს სადებიუტო სეზონი პეკინში 13 სექტემბერს დაიწყება და 2015 წლის 27 ივლისს ლონდონის ქუჩებში დასრულდება. ჩემპიონატის ათივე ეტაპი მსოფლიოს უმსხვილეს ქალაქებში გაიმართება.

როგორც გითხარით, ახალი მანქანის პრეზენტაცია ლუკას დე გრასიმ მოაწყო, რომელსაც ფორმულა 1-ში გამოსვლის გამოცდილება აქვს.

სხვათა შორის, ახალ სერიაში მონაწილეობის სურვილი "დიდი ცირკის" სხვა ყოფილმა პილოტებმაც გამოთქვეს. ესენი არიან: სებასტიან ბუემი, ქარუნ ჩანდჰოკი, ვიტანტონიო ლიუცი და ტაკუმა სატო. მათ ემატებათ ინდიკარის სერიაში ეტაპების გამარჯვებული მარკო ანდრეტი.

"ჩვენ თავიდანვე ვისახავდით მიზნად გულშემატკივრებისთვის კარგი შოუს შეთავაზებას, ამისთვის კი უმაღლესი დონის პილოტები დაგვჭირდება, - ამბობს ფორმულა E-ს ბოსი ალეხანდრო აგაგი. - ჩვენ გამოვაცხადეთ 10 გუნდის შექმნის შესახებ და ისინი უკვე შეუდგნენ პილოტების ძებნას. თითოეული საჯინიბოს ხელმძღვანელი თავად გადაწყვეტს, ვისთან ურჩევნია კონტრაქტის გაფორმება".

შეგახსენებთ, რომ "ეკოლოგიური" რბოლების მონაწილეებს შორის ვიხილავთ ფორმულა 1-ში გამოსვლით ცნობილ Super Aguri-სა და Virgin-ს, ინდიკარის სერიის წარმომადგენლებს - Andretti-სა და Dragon-ს, ალენ პროსტისა და DAMS-ის ერთობლივ პროექტს, საჯინიბო Abt-ს, რომელსაც მრავალწლიანი კონტრაქტი აკავშირებს "აუდისთან"...

ყველაზე საინტერესო კი უნდა იყოს სპორტქარების მწარმოებლის, Venturi-სა და ჰოლივუდის ვარსკვლავის, ლეონარდო დი კაპრიოს ალიანსი.

იხილეთ ფოტოგალერეა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
პირველი ქართული გუნდი Nascar-ის სერიაში - დათა ქაჯაიამ დეტალებზე ისაუბრა
ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...