საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" კიდევ ერთი ფეხბურთელი შეუერთდა
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" კიდევ ერთი ფეხბურთელი შეუერთდა - 26 წლის ახალწვეულის სახელია ნაემეკა აჟურუ.

ნიგერიელი საყრდენი ნახევარმცველი, რომელიც ბოლო წლებში სერბული "ვოივოდინას" რიგებში ასპარეზობდა, იმერული კლუბის ღირსებას დაიცავს.

ორიოდე სიტყვით ზესტაფონელთა ახალწვეულის შესახებ:

ნაემეკა აჟურუ - ნახევარმცველი; დაბადებული - 28.09.1986; სიმაღლე - 180 სმ, წონა - 75 კგ.

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონთან" შრომითი ხელშეკრულების გაფორმებამდე ფეხბურთელს შემდეგ საფეხბურთო კლუბებში უასპარეზია: "ზამფარა იუნაიტედი" (გუსაუ, ნიგერია) - 2004, "იავორი" (ივანიცა, სერბეთი) - 2004-09, "მეტალაცი" (გორნი მილანოვაცი, სერბეთი) - 2005-06, "ვოივოდინა" (ნოვი სადი, სერბეთი) - 2009-13.

უნდა ითქვას, რომ თითქმის ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ინტენსიური მოლაპარაკებები, რომლებშიც საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი", ნოვი სადის საფეხბურთო კლუბი "ვოივოდინა" და თავად ფეხბურთელი მონაწილეობდნენ.

მოლაპარაკებათა პროცესი წარმატებით წარიმართა და, საბოლოოდ, კლუბებს შორის მიღწეული შეთანხმებითა და ფეხბურთელთან კონტრაქტის გაფორმებით დასრულდა.

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონსა" და ნაემეკა აჟურუს შორის კონტრაქტის გაფორმების საზეიმო ცერემონია 15 აგვისტოს ქალაქ ნოვი სადში გაიმართა.

ქართულ მხარეს ცერემონიაზე კლუბის სპორტული დირექტორი მიხეილ ხუციშვილი წარმოადგენდა.

ნიგერიელ ნახევარმცველთან გაფორმებულია ორწლიანი შრომითი ხელშეკრულება. თავის ახალ გუნდს ნაემეკა აჟურუ სავიზო პროცედურების დასრულებისთანავე შეუერთდება.

წყარო: fczestafoni.ge

Dinamo Fan
დათო , მართალი ხარ მეგობარო. ეს ჭ თუ არა ღ კლასის ჰომ მაინც არის:)))))))))))
dato
დინამო ბოსეებო შეხედეთ ზესტას ტრანსფერებს და მაქედან მაინც გადმოიხეთ... დაა რავა ვიხაც ჭ კლასის ხალხი რო მოგყავთ!
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
სასიამოვნო სიახლე: "ზესტაფონმა" ეროვნული ლიგისკენ 1 ნაბიჯი გადადგა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
"აპოელმა" ქვილითაიას და დვალის გოლებით "ვოივოდინას" მოუგო [VIDEO]
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"ზესტაფონისა" და "დინამოს" ექსფეხბურთელი "პორტუში" გადადის
მსაჯის შეურაცხყოფისთვის ოქრიაშვილი გააძევეს - "სამგურალმა" "საბურთალოს" მოუგო [VIDEO]
"ზესტაფონი" საფეხბურთო აკადემიას თბილისში ხსნის
ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ევროპის ჩემპიონი გაოცებულია - რატომ დაბრუნდა მერებაშვილი საქართველოში?
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები