ლონდონის "არსენალისა" და გელზენკირხენის "შალკესთვის" ჯგუფურ ეტაპზე ვერმოხვედრა კატასტროფის ტოლფასი იქნება
20 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში პირველი ხუთი შეხვედრა გაიმართა, დანარჩენი ხუთი მატჩი კი 21-ში შედგება.

ოთხშაბათის თამაშებიდან ყურადღების ცენტრში ორი დუელია: "ფენერბაჰჩე"-"არსენალი" და "შალკე"-პაოკ-ი.

ლონდონური და გელზენკირხენული კლუბებისთვის ჯგუფურ ეტაპზე ვერმოხვედრა კატასტროფის ტოლფასი იქნება და რაკი სეზონი "არსენალმაც" და "შალკემაც" ცუდად დაიწყეს, გამორიცხული არაფერია.

მართალია, გერმანულ კლუბს შედარებით სუსტი მეტოქე ჰყავს (თანაც, პაოკ-ი პლეი ოფში მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო მოხვდა, რომ უეფამ ხარკოვის "მეტალისტი" დასაჯა), მაგრამ "შალკეს" საქმეს ის ფაქტი ურთულებს, რომ ბერძნული კლუბის დამრიგებელი "შალკეს" საუკუნის მწვრთნელად აღიარებული ჰუუბ სტევენსია.

ჩემპიონთა ლიგა. პლეი ოფი. I მატჩები

20 აგვისტო

შახტიორი (ყ)-სელტიკი 2:0

გოლები: 1:0 ფინონჩენკო (12), 2:0 ხიჟნიჩენკო (77)

პლზენი-მარიბორი 3:1

გოლები: 1:0 ჩისოვსკი (8), 2:0 დარიდა (58), 2:1 მეიაცი (66), 3:1 დურისი (90)

ლიონი-სოსიედადი 0:2

გოლები: 0:1 გრისმანი (17), 0:2 სეფეროვიჩი (50)

გაძევება: ბიშევაცი (75. ლიონი)

ფერეირა-ზენიტი 1:4

გოლები: 0:1 შიროკოვი (27), 1:1 ლეაო (58), 1:2 შიროკოვი (60), 1:3 დეგრა (85-საკ. კარში), 1:4 შიროკოვი (90)

ეინდჰოვენი-მილანი 1:1

გოლები: 0:1 ელ შაარავი (15), 1:1 მატავცი (60)

21 აგვისტო

დინამო (ზ)-აუსტრია 22:45

ლუდოგორეცი-ბაზელი 22:45

სტიაუა-ლეგია 22:45

შალკე-პაოკ-ი 22:45

ფენერბაჰჩე-არსენალი 22:45

ვენგერის საკადრო პრობლემები: პოდოლსკი მარცხენა მცველად?

"არსენალმა" პრემიერლიგა უპატიებელი წაგებით დაიწყო: ლონდონელები საკუთარ მოედანზე "ასტონ ვილასთან" 1:3 დამარცხდნენ, რის შემდეგაც "მეთოფეთა" თავკაც არსენ ვენგერს თავს კრიტიკის ქარ-ცეცხლი დაატყდა.

კრიტიკოსები არსენს იმის გამო მისდგნენ, რომ "არსენალს" ფული აქვს, მაგრამ დღემდე მხოლოდ ერთი ახალწვეული წარადგინა.

ლონდონელთათვის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა აუცილებელია, მაგრამ "ფენერბაჰჩეს" ბარიერის გადალახვა ძალიან ძნელი იქნება. თანაც, "მეთოფეებს" სერიოზული საკადრო პრობლემები აქვთ. ბაკარი სანიას, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლეინის და კირან გიბსის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა და სამშაბათს საღამომდე არ იყო ცნობილი, შეძლებენ თუ არა ეს მოთამაშეები მოედანზე გასვლას.

თუ გიბსმა ვერ იასპარეზა, ვენგერი შესაძლოა იძულებული გახდეს, მარცხენა მცველად ლუკას პოდოლსკი (!) ათამაშოს, რადგან გიბსის შემცვლელი ნაჩო მონრეალიც დაშავებულია.

ტრავმირებულები არიან და "ფენერთან" ნაღდად ვერ ითამაშებენ მიკელ არტეტა, აბუ დიაბი და თომას ვერმაელენიც, რომლებმაც პრემიერლიგის სტარტიც გამოტოვეს.

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ "არსენალი" ჯგუფურ ეტაპზე შეიძლება "ფენერბაჰჩესთან" ორრაუნდიანი დუელის ვერმოგების შემთხვევაშიც მოხვდეს, რადგან შესაძლებელია, რომ უეფამ თურქული კლუბი ევროტურნირებიდან მოკვეთოს.

პარადოქსია, მაგრამ ფაქტი, რომ სადისციპლინო კომისია "ფენერს" განაჩენს მხოლოდ პლეი ოფის მატჩების შემდეგ გამოუტანს.

"განაჩენის იმედად არ უნდა ვიყოთ! "ფენერბაჰჩესთან" ორი ურთულესი მატჩი გველის, მაგრამ ეს ბარიერი უნდა დავძლიოთ", - აცხადებს ვენგერი.

მართალია, "ფენერმა" თურქეთის ჩემპიონატის პირველი მატჩი წააგო (2:3 "კონიასპორთან"), მაგრამ ლონდონელებმა არ უნდა იფიქრონ, რომ "ფენერბაჰჩე" ცუდ ფორმაშია, რადგან "კონიასთან" შეხვედრა მეტად საეჭვო სიტუაციაში დათმო - "ფენერი" 2:0-ს იგებდა და ბოლო 11 წუთში სამი ბურთი გაუშვა.

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თურქული გრანდის ეს შეხვედრაც საეჭვო მატჩების სიაში მოხვდებოდა...

სტევენსი შალკეს წინააღმდეგ, ჰუნტელაარს სალაი შეცვლის

ისევე, როგორც "არსენალი", "შალკეც" ვალდებულია, პლეი ოფი გადალახოს და ჯგუფურ ეტაპზე მოხვდეს. ლონდონური გრანდისგან განსხვავებით, გელზენკირხენელებს პაოკ-ის სახით იოლი მეტოქე ჰყავთ, რომელიც პლეი ოფში ხარკოვის "მეტალისტის" დასჯის გამო მოხვდა, მაგრამ "შალკესთვის" საქმეს ის ფაქტი ართულებს, რომ ბერძნული კლუბის თავკაცი თვით ჰუუბ სტევენსია - ჰოლანდიელი სპეციალისტი, რომელიც "შალკეს" საუკუნის მწვრთნელადაა აღიარებული.

1997 წელს "შალკეს" უეფას თასი სწორედ ამ უკანასკნელმა მოაგებინა.

გელზენკირხენელებმა ბუნდესლიგა საშინლად დაიწყეს - "ჰამბურგთან" 3:3-ის შემდეგ ვოლფსბურგში 0:4 განადგურდნენ, კრიზისში არიან და სწორედ ამ დროს უწევთ პაოკ-თან პაექრობა. გარდა პრესტიჟისა, "შალკესთვის" სასწორზე ბევრი ფულიც დევს - როგორც იცით, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრით თითოეულ კლუბს 20 მილიონამდე ევროს გამომუშავება შეუძლია.

"შალკეს" ყველაზე მეტად დაცვაში უჭირს - პირველ ტურში ფანებმა ჯოელ მატიპს უსტვინეს, "ვოლფსბურგთან" კი იენს კელერმა ის ფელიპე სანტანათი შეცვალა, რომელმაც ასევე ვერ გაამართლა იმედები. შესაბამისად, საინტერესოა, ვის გაამწესებს კელერი დაცვის ცენტრში, კაპიტან ბენედიქტ ჰიოვედესის გვერდით.

გელზენკირხენელთა პრობლემებს გოლეადორ კლაას-იან ჰუნტელაარის ტრავმაც დაემატა - ჰოლანდიელს თვე-ნახევარი გაუცდება.

ჰუნტელაარი პაოკ-თან და მომდევნო შეხვედრებშიც "მაინციდან" ნაყიდმა უნგრელმა ცენტრფორვარდმა ადამ სალაიმ უნდა შეცვალოს.

"საბედნიეროდ, ფეხბურთი სპორტის ისეთი სახეობაა, რომელშიც წარმატების შანსი ყოველთვის არსებობს. ჩვენ ამ შანსის გამოყენებას ვეცდებით", - ეს სტევენსის სიტყვებია, რომლის მთავარი იარაღი თავდამსხმელი სტეფანოს აფანასიადისი იქნება.

24 წლის ფორვარდმა წინა ორ სეზონში 26 გოლი და 10 საგოლე პასი მიითვალა.

ზაგრების დინამო თუ ვენის აუსტრია?

ზაგრების "დინამო" პლეი ოფში კარგად თამაშობს, მაგრამ ჯგუფში აბსოლუტურად ვეღარაფერს ახერხებს ხოლმე. ხორვატიის ჩემპიონს ამჯერად ვენის "აუსტრიასთან" უწევს ორრაუნდიანი პაექრობა და ფავორიტადაც მიიჩნევა.

"დინამო" ხორვატიის ჩემპიონატს ექვსი ტურის შემდეგ წაუგებლად ლიდერობს, ჩემპიონთა ლიგის მეორე და მესამე საკვალიფიკაციო ეტაპებზე კი ერთი გოლიც არ გაუშვია. თუმცაღა, აქ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ზაგრებელებს ლუქსემბურგული "ფოლა ეშისა" (5:0, 1:0) და ტირასპოლის "შერიფის" (1:0, 3:0) სახით სუსტი მეტოქეები ჰყავდა.

ვენის "აუსტრია" ავსტრიის ჩემპიონატში, 5 ტურის შემდეგ 8 ქულით მეხუთე ადგილზეა და მესამე ეტაპზე ისლანდიური "ჰაფნარფიორდურის" ბარიერი გადალახა (1:0, 0:0).

ბაზელს ბულგარეთში გაუჭირდება

ევროპალიგის წინა გათამაშების ნახევარფინალისტი "ბაზელი" ბულგარეთის ჩემპიონატის ლიდერს სტუმრობს. "ლუდოგორეცი" საკუთარ კედლებში ყოველთვის კარგად თამაშობს - ამ სეზონში ოთხივე საშინაო მატჩი მოიგო და მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა.

"ბაზელს", რომლისთვისაც ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა სავალდებულოა, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატების მიღწევა საკმაოდ გაუჭირდა (1:0, 3:3 თელ-ავივის "მაქაბისთან"). თანაც, შვეიცარიული კლუბი ეროვნულ ჩემპიონატშიც ვერ ბრწყინავს: "ციურიხთან" 1:2-ის შემდეგ მურატ იაკინის შეგირდები მხოლოდ მეოთხე ადგილზე არიან.

ლეგიას შანსი: სტიაუა შეიძლება დასაჯონ!

თბილისის "დინამოს" მძლეველ ბუქარესტის "სტიაუას" ვარშავის "ლეგიასთან" ექნება საქმე და რუმინელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ოთხშაბათს სტადიონზე სამაგალითო დისციპლინა იყოს, რადგან უეფა "სტიაუას" დაემუქრა, თუ ფანები "აურევენ", ევროტურნირებიდან ერთი წლით მოგკვეთთო.

ეს მას მერე მოხდა, რაც "სტიაუას" ბოსმა გეორგე ბეკალიმ ჰომოსექსუალების წინააღმდეგ გაილაშქრა და მას "სტიაუას" ფანებიც აჰყვნენ.

დისციპლინისა და ჰუმანურობის მხრივ, უცოდველი არც პოლონური კლუბია: უეფამ ვარშაველები უკვე დასაჯა იმის გამო, რომ "ლეგიას" ფანები რასისტული გამოხდომებით გამოირჩეოდნენ: ფულად ჯარიმასთან ერთად, საპასუხო მატჩში "ლეგიას" სტადიონის ჩრდილოეთი ტრიბუნა ცარიელი იქნება. პოლონეთის ჩემპიონატში "ლეგია" მეორე ადგილზეა, "სტიაუა" კი რუმინეთის პირველობაზე მეოთხე პოზიციაზე იმყოფება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჩემპიონთა ლიგა. პლეი ოფი: "მილანი" ფრეს დასჯერდა [VIDEO]

[VIDEO] აკრძალვის მიუხედავად - საფონოვის ცოლმა ჩემპიონთა ლიგის ფინალზე რუსეთის დროშა მაინც შექმნა
[VIDEO] მბაპე მეძავის შვილია - სკანდირებდნენ პსჟ-ს გულშემატკივრები. კომენტარი ანრიმ გააკეთა
“კომო” ჩემპიონთან ლიგაზე საშინაო მატჩებს სხვა სტადიონზე გამართავს
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა გაიმართა
მიულერს მსოფლიო ჩემპიონატზე რონალდოს და მესის წარმატებულად ასპარეზობის არ სჯერა
[VIDEO] NBA-ის ფინალების ისტორიაში ყველაზე დიდი ქამბექი - "ნიქსმა" 29-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
"შავი ლომი" | "ქარი ქაფის" ჩემპიონმა გვაჯობა
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
ანტმანი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
"მამარდა" "იუვენტუსში" გამოირიცხა - "ბიანკონერიმ" ემილიანო მარტინესთან კონტრაქტი შეათანხმაა
"ხვიჩას გამო, მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ნაკრებს ვუქომაგებ" - ზაზა ჯანაშია
პერესმა წინასაარჩევნო დაპირება ვერ შეასრულა - "ატლეტიკომ" 150-მილიონიანი წინადადება დაბლოკა
"მოდის სექტემბრის მატჩები და გუნდს ვერ ვხედავ. მხოლოდ ერთი მაგარი მოთამაშე გვყავს" - გუცაევმა ნაკრებზე ისაუბრა
[VIDEO] შენგელიას 14 ქულა - "ბარსელონამ" "ტენერიფე" დიდი ანგარიშით დაამარცხა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
"სიტი" თუ "არსენალი"? - ვენგერმა პრემიერლიგის გამარჯვებული იწინასწარმეტყველა
"კლოპი უკმაყოფილოა? იცით, რას გეტყვით?" - ვენგერმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კრიტიკოსებს უპასუხა
ჰუუბ სტევენსმა მისია ამოწურა და "შტუტგარტიდან" წავიდა
ᕑᓣᓜᓓᓔᓡᓚᓘᓒᕐ. ᓑᕝᕚᕝ ᓢᓣᓠᕘ - ᓮᓝᓡᓔᓞ ᕒᓕᕐᓠᕓᓘᓝᓚᓐᓡ ᕡᓐᓩᓔᕛᓞᓘᓝᓜᓝ ᓡᓘᓜᕘ ᕮᓔᕚᓘᓓᓐᕜ ᓒᓐᓣᓕᕐᓠᕓᓐ [VIDEO]
პეტი: კლოპი თუ ვენგერი? - პასუხი მარტივია
"მოიგებს თუ არა წელს "არსენალი" ტიტულს?" - არსენ ვენგერმა შეკითხვას უპასუხა
დასავლეთის ფრონტი უცვლელია
გელზენკირხენის "შალკე" - ფავორიტი ბეწვის ხიდზე
"შარშან უფრო ძლიერები იყვნენ" - ვენგერმა პსჟ-ზე ისაუბრა
"შტუტგარტი": ფე წავიდა, სტევენსი მივიდა
"შტუტგარტის" ფეხბურთელებმა პორტუგალიაში ერთმანეთში იჩხუბეს
"უმაღლესი დონის თვისებები აქვს, ახლა მეტი თამაში სჭირდება" - საფონოვმა ვენგერი აღაფრთოვანა