"კლივლენდ კავალიერზმა" სამ კალათბურთელთან კონტრაქტი გააფორმა
"კლივლენდ კავალიერზმა" სამ კალათბურთელთან გააფორმა კონტრაქტი. ეს მოთამაშეები კლუბმა 2013 წლის დრაფტზე აირჩია.

აქედან ერთ-ერთი დრაფტის პირველი ნომერი ენტონი ბენეტია. ასევე, ხელშეკრულებები გაფორმდა კერიკ ფელიქსთან და რუს სერგეი კარასიოვთან.

ბენეტთან დაიდო ახალბედას გარანტირებული ოთხწლიანი კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც, კალათბურთელი 22.8 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. კარასიოვისა და ფელიქსის ხელშეკრულებების დეტალები უცნობია. რუსი წლევანდელი დრაფტის მე-19 ნომერი იყო, ფელიქსი კი "კავალერებმა" 33-ე ნომრად აირჩიეს.

მძიმე ფორვარდმა ჯოშ ჰარელსონმა კონტრაქტი გააფორმა "დეტროიტ პისტონზთან". ხელშეკრულება ორწლიანია და ის "1+1" სისტემით არის შედგენილი.

გასულ სეზონში ჰარელსონი ჩინეთის ლიგის MVP გახდა. ის კლუბ "ჩონკინგის" ღირსებას იცავდა და საშუალოდ 22 ქულითა და 18 მოხსნით ეხმარებოდა თავის გუნდს.

ჩინეთის ჩემპიონატამდე ჰარელსონმა პუერტო რიკოს ლიგაშიც მოსინჯა ძალები, უფრო ადრე კი ექვსი მატჩი ჩაატარა "მაიამი ჰიტის" რიგებში. 2011-12 წლების სეზონში ფორვარდმა 37 შეხვედრა გამართა "ნიუ იორკ ნიქსის" მაისურით და საშუალოდ მატჩში 4.4 ქულა და 3.9 მოხსნა მიითვალა.

ცენტრმა ლარი სანდერსმა თავის "ტვიტერზე" დაწერა იმის შესახებ, რომ კონტრაქტი გაახანგრძლივა "მილუოკი ბაქსთან".

ადრე იტყობინებოდნენ, ახალი ხელშეკრულება ოთხწლიანი იქნებოდა, რომლის მიხედვითაც, 24 წლის კალათბურთელი 44 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. კონტრაქტი მომავალი სეზონიდან შევა ძალაში.

გასულ რეგულარულ ჩემპიონატში სანდერსმა მყარად დაიკავა ადგილი სასტარტო ხუთეულში. ის საშუალოდ 9.8 ქულას, 9.5 მოხსნასა და 2.8 დაფარებას აგროვებდა.

ახალი სეზონისთვის კალათბურთელი დაიმატა "პორტლენდ თრეილ ბლეიზერსმა". როგორც RealGM იუწყება, გუნდის შემადგენლობა შეავსო გამთამაშებელმა დი ბოსტმა.

23 წლის პლეიმეიკერმა ოთხი სეზონი გაატარა მისისიპის შტატის უნივერსიტეტის გუნდში და იქ საშუალოდ 15.8 ქულასა და 5.6 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. გასული სეზონი მან ევროპაში, "ბუდუჩნოსტის" შემადგენლობაში გაატარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
bleacherreport.com: გოგა ბითაძეს დრაფტზე "სან ანტონიო" აირჩევს
[VIDEOS] მამუკელაშვილის 2 და ბითაძის 7 ქულა - "ტორონტო" ზედიზედ მეოთხედ დამარცხა, "მეჯიქმა" "მაიამი" დაამარცხა
Weballin.net: გოგა ბითაძე დრაფტზე მე-14 ნომერი იქნება და "სან ანტონიო" აიყვანს
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
უარი "კლივლენდს": კარმელო ენტონის მხოლოდ "ჰიუსტონში" თამაში უნდა
"კლივლენდი" დერიკ როუზს ეპატიჟება
რომელ გუნდს მოუგია პლეი ოფის პირველი ორი სერია მშრალი ანგარიშით
[VIDEO] სრული სიგიჟე - ბემ ადებაიომ "ვაშინგტონს" 83 ქულა ჩაუგდო
მამუკელაშვილს დრაფტისთვის კარგი რეპეტიცია გამოუვიდა და ქებაც დაიმსახურა [VIDEO]
[VIDEO] ბითაძის 20 და მამუკელაშვილის 16 წუთი - ქართველების ტური NBA-ში
NBA. 2017/18 - ყველა გარიგება, ყველა კონტრაქტიანი, ყველა ტრანსფერი...
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტოს" 4-მატჩიანი წაგებათა სერია "მაიამი ჰიტთან" დასრულდა
NBA-ს ახალი ჩემპიონი ჰყავს - ეს მხოლოდ "კლივლენდს" შეუძლია [VIDEO]
[VIDEO] დონჩიჩის 60 ქულა და ლებრონის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო
კლივლენდში ირვინგის მაისურების დაწვა დაიწყეს
ლებრონ ჯეიმსი "კალავიერზის" მუშაობით უკმაყოფილოა