სათხილამურო სპორტი
ცნობილმა მევიოლინემ ვანესა მეიმ პროფესიულ დონეზე თავის პირველივე სტარტზე დისკვალიფიკაცია მიიღო.

ამის შესახებ იტყობინება სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაცია. მეიმ დისკვალიფიკაცია გიგანტური სლალომის დროს, კარის არასწორად გავლის გამო მიიღო. მუსიკოსი მონაწილეობას იღებდა ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ღია პირველობაში, რომელსაც კურორტმა კორონეტ-პიკმა უმასპინძლა.

მეიმ, რომელიც ტაილანდს წარმოადგენდა, დისკვალიფიკაციის გამო ვერ შეძლო მეორე ცდაზე გამოსვლა. გიგანტურ სლალომში ტურნირი ავსტრიელმა კრისტინა შეიერმა მოიგო.

მეის არც ერთი ჩასათვლელი ქულა არ მიუღია. იმისთვის, რომ მევიოლინემ სოჭის 2014 წლის ოლიმპიადაზე გამოსვლის უფლება მიიღოს, საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით გამართულ მინიმუმ ხუთ ტურნირზე უნდა მოიპოვოს ჩასათვლელი ქულები.

34 წლის მეი, რომელიც სინგაპურში ტაილანდელისა და ჩინელის ოჯახში დაიბადა, ბავშვობიდან ბრიტანეთში ცხოვრობს. ის ოთხი წლის ასაკიდან არის გატაცებული სამთო თხილამურებით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
მომავალ სეზონებზე ბაკურიანი და გუდაური მსოფლიო თასის ეტაპებს უმასპინძლებენ
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა